24 ნოემბერი, კვირა, 2024

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ბოლო დღე

spot_img

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ბოლო სესია დასრულდა. დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მესამე დღე იყო. პირველ სესიაზე დარეგისტრირებულ გამოსაცდელთა 95%-მდე გამოცხადდა, ოთხმა დაიგვიანა.

3 საათზე  მეორე სესიაზე შევიდნენ  და ამ სესიით დასრულდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა.

საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. პროცესის მსვლელობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე და მისი მოადგილე ლევან საბაური სხვადასხვა საგამოცდო ცენტრში აკვირდებოდნენ.

 

ხვალ, 6 ივლისს, აბიტურიენტები დაისვენებენ და  საგამოცდო პროცესში უკვე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან.

ერთიანი ეროვნული გამოცდები კი 7 ივლისს, მათემატიკის გამოცდით, გაგრძელდება.

‼️ შეგახსენებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგს ⤵️⤵️⤵️

📢 გისურვებთ წარმატებას!

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები