ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია დასრულდა. პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში პროცესის მსვლელობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე აკვირდებოდნენ.
გამოცდების მეორე დღეს, 4 ივლისს, გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდა. პირველ სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცდაზე 95%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ სესიაზე ყველა აბიტურიენტი დროულად გამოცხადდა.
📢 მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
გისურვებთ წარმატებას‼️