დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე დღეა. პირველ სესიაზე განაწილებულთაგან ცენტრში 94%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა, დაგვიანების ორი შემთხვევა იყო. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყო. გამოცდის ხანგრძლივობა – 3 საათი.
3 და 4 ივლისს, ჯამში, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 94%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა, დაიგვიანა ხუთმა გამოსაცდელმა.
5 ივლისს გამოქვეყნდება გამოცდაზე გამოყენებული ტესტები.
შაბათ-კვირას აბიტურიენტები დაისვენებენ და საგამოცდო პროცესი ორშაბათს, უცხოური ენის გამოცდით განახლდება – 7 ივლისს აპლიკანტები ინგლისურ ენას (პირველი და მეორე სესია), რუსულ ენას (პირველი სესია) და გერმანულ ენას (მეორე სესია) ჩააბარებენ; 8 ივლისს კი ინგლისურ ენას (პირველი და მეორე სესია) და ფრანგულ ენას (მეორე სესია).
გისურვებთ წარმატებას!