საგამოცდო ცენტრებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს. დარეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან გამოცდაზე 95%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა. ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.
ხვალ, 4 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!