15 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ქარ­თუ­ლი ენა და Enagram

spot_imgspot_img

შო­რე­ნა შვე­ლი­ძე
შალ­ვა ბე­დო­ი­ძის სახ. გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. სარ­თი­ჭა­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

„ქარ­თუ­ლი ენით ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ით­ქ­მე­ბა, რაც დე­და­მი­წა­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ით­ქ­ვას რა­გინ­და­რა ენით. აზ­რი არ მო­ი­პო­ვე­ბა არც ერთ ენა­ზე, რუ­სე­თის ან და­სავ­ლე­თის ევ­რო­პი­სა, რომ არა თუ ქარ­თ­ველ­მა სავ­სე­ბით ვერ გა­მოთ­ქ­ვას, არა­მედ მხატ­ვ­რულ ყა­ლიბ­ში ვერ ჩა­მო­ას­ხას. ქარ­თუ­ლი ენა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ცოცხა­ლი ქარ­თუ­ლი ენა, მა­ღალ­მ­ხატ­ვ­რუ­ლად გა­მო­სა­ხავს ყო­ველ აზრს და და­უ­მა­ხინ­ჯებ­ლად და შე­ურ­ყ­ვ­ნე­ლად გად­მოს­ცემს, ისე მდიდ­რუ­ლია ქარ­თუ­ლი ენა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ში­ნა­გა­ნი თვი­სე­ბე­ბით იგი მსოფ­ლიო ენაა.“ – ასე ახა­სი­ა­თებს ქარ­თულ ენას ენათ­მეც­ნი­ე­რი ნი­კო მა­რი. ერის წარ­ყ­ვ­ნა კი, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ენის წახ­დო­მით იწყე­ბა. ყვე­ლა­ზე თავ­გა­მო­დე­ბით ადა­მი­ა­ნი ენის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ცდი­ლობს, არ ეთ­მო­ბა, ვერ ივიწყებს. ქარ­თ­ვე­ლის­თ­ვის ენის დაც­ვა ყო­ველ­თ­ვის ეროვ­ნუ­ლო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე დგო­მას ნიშ­ნავ­და. ილი­ას სა­ფი­ცარ სა­მე­ულ­შიც სწო­რედ ამი­ტო­მაა მოხ­ვედ­რი­ლი და მა­მულს ფეხ­და­ფეხ მოჰ­ყ­ვე­ბა. არც იუნეს­კოს და­ფა­სე­ბა დაჰ­კ­ლე­ბია ქარ­თულს და ან­ბა­ნის სა­მი სა­ხე­ო­ბა არა­მა­ტე­რი­ა­ლურ კულ­ტუ­რულ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბად აღი­ა­რა.

ქარ­თუ­ლი ენის უნი­კა­ლუ­რო­ბა­სა და სიძ­ვე­ლე­ზე სა­უბ­რით თავს აღარ შე­გაწყენთ. ჩე­მი მი­ზა­ნია, ხაზ­გას­მით და­გა­ნა­ხოთ ის საფ­რ­თხე­ე­ბი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ე­მუქ­როს ენის არ­სე­ბო­ბას 21-ე სა­უ­კუ­ნის რე­ა­ლო­ბა­ში.

ქარ­თუ­ლი ენის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ციფ­რულ სივ­რ­ცე­ში

21-ე სა­უ­კუ­ნის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა სწო­რედ ციფ­რუ­ლი სამ­ყა­რო გახ­ლავთ, თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბით, მაგ­რამ თუ მე­დალს სა­სი­ა­მოვ­ნო მხრი­დან შევ­ხე­დავთ, მივ­ხ­ვ­დე­ბით, რომ გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან ფე­ხის აწყო­ბა სჯობს.

დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბო­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­რე­შე, მაგ­რამ რა ად­გი­ლი უკა­ვია ქარ­თულს ციფ­რულ სივ­რ­ცე­ში და რე­ა­ლუ­რია თუ არა საფ­რ­თხე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ჩვენს ენას და­ე­მუქ­როს?

ქარ­თუ­ლი ენა, სამ­წუ­ხა­როდ, მწი­რე­რე­სურ­სი­ან ენა­თა შო­რის შე­დის და სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რია საფ­რ­თხე, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია მრა­ვა­ლა­თას­წ­ლე­უ­ლი­ან ენას და­ე­მუქ­როს ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ინ­ტერ­ნეტ­ში ქარ­თუ­ლი რე­სურ­სე­ბის სიმ­წი­რეა, ხში­რად სა­ჭი­რო ხდე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის დახ­მა­რე­ბა სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­ძი­ებ­ლად. ჩემ­თ­ვის, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, სა­გან­გა­შოა ის ფაქ­ტი, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი აღარ სა­უბ­რო­ბენ მშობ­ლი­ურ ენა­ზე. მარ­თა­ლია, სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც ნა­წარ­მო­ე­ბის ორი­გი­ნალ­ში წა­კითხ­ვა შე­გიძ­ლია, მაგ­რამ სა­გან­გა­შოა, რო­ცა ფიქრს იწყებ ამ ენა­ზე და ივიწყებ მშობ­ლი­ურს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კის სრუ­ლი სიმ­წი­რე სა­მე­გობ­რო წრე­ში, სა­სა­უბ­რო ქარ­თუ­ლის­თ­ვი­საც კი. გა­ფიქ­რე­ბაც კი მი­ჭირს, რომ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის მე­რე, ქარ­თუ­ლი შე­საძ­ლოა მოხ­ვ­დეს მო­მაკ­ვ­დავ ენა­თა შო­რის და მი­სი ის­ტო­რია იქ­ცეს მხო­ლოდ წარ­სუ­ლად.

მე მა­ინც მჯე­რა, რომ ქარ­თუ­ლი მო­მავ­ლის ენაა და რომ ამ ენა­ზე ჯერ კი­დევ შე­საქ­მ­ნე­ლია გე­ნი­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი.

„Enagram“ (https://enagram.ai/tools/spellchecker) გახ­ლავთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში მე­ტად და­ვამ­კ­ვიდ­როთ ქარ­თუ­ლი ენა. მი­სი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი (რა­ტი სხირ­ტ­ლა­ძე, ლე­ვან ლა­შა­უ­რი), თა­ვი­ანთ გუნ­დ­თან ერ­თად, ჭეშ­მა­რი­ტად ეროვ­ნულ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თია, დღეს­დღე­ო­ბით ვე­რა­ვის აუკ­რ­ძა­ლავ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია, ქარ­თუ­ლი შე­ი­ტა­ნო ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში მე­ტი ოდე­ნო­ბით, რა­ზეც სწო­რედ ეს გუნ­დი ზრუ­ნავს.

ENAGRAM-ის გა­მო­ყე­ნე­ბა

ენაგ­რამ­ზე რე­გის­ტ­რა­ცია შე­გიძ­ლი­ათ გა­ი­ა­როთ Google და Facebook ექა­უნ­თე­ბის დახ­მა­რე­ბით.

ენაგ­რა­მი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს და­ვა­კო­რექ­ტი­როთ ტექ­ს­ტი. შევ­დი­ვართ მარ­თ­ლ­მ­წერ­ში და მი­თი­თე­ბულ ველ­ში ვწერთ სა­სურ­ველ ტექსტს. მარ­თ­ლ­მ­წერს შე­უძ­ლია აღ­მო­ა­ჩი­ნოს და მი­გი­თი­თოს ორ­თოგ­რა­ფი­ულ შეც­დო­მებ­ზე. მარ­ჯ­ვე­ნა მხა­რეს გა­მოჩ­ნ­დე­ბა შეც­დო­მით და­წე­რი­ლი სიტყ­ვე­ბი, ხო­ლო მათ­ზე კურ­სო­რის დაწ­კა­პუ­ნე­ბით, ის სწორ ვა­რი­ანტს გვთა­ვა­ზობს.

ხმო­ვა­ნი ჩა­ნა­წე­რი გა­და­ვაქ­ცი­ოთ ტექ­ს­ტად: შეგ­ვიძ­ლია თა­ვად გა­ვახ­მო­ვა­ნოთ, ან ავ­ტ­ვირ­თოთ mp3 ფა­ი­ლი, ან ჩავ­ს­ვათ Youtube-ის ლინ­კი.

ტექ­ს­ტი გა­და­ვაქ­ცი­ოთ ხმო­ვა­ნად: ვწერთ სა­სურ­ველ ტექსტს და ვაწ­ვე­ბით ღი­ლაკს: გაშ­ვე­ბა, აქ­ვე შეგ­ვიძ­ლია მო­ვის­მი­ნოთ სა­სურ­ვე­ლი ტექ­ს­ტი.

შე­გიძ­ლი­ათ ფა­ი­ლის კონ­ვერ­ტა­ცია:

ENAGRAM სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში

Enagram-ის გა­მო­ყე­ნე­ბა გაკ­ვე­თილ­ზე სა­ხა­ლი­სო­სა და სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის მას. მოს­წავ­ლე­ებს და­ვა­ვა­ლე მცი­რე ტექ­ს­ტე­ბის გას­წო­რე­ბა, მა­თი გახ­მო­ვა­ნე­ბა ან ხმო­ვა­ნის ტექ­სტად გა­დაქ­ცე­ვა.

ტექ­ს­ტე­ბის გას­წო­რე­ბი­სას, ერ­თ­მა­ნეთს შე­ე­ჯიბ­რ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი, რო­მე­ლი უფ­რო სწრა­ფად იპო­ვი­და შეც­დო­მებს. ხე­ლოვ­ნურ­მა ინ­ტე­ლექ­ტ­მა სის­წ­რა­ფე­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა, მაგ­რამ მოს­წავ­ლე­ებ­მა ტექ­ს­ტის ხა­რის­ხი­ა­ნად შეს­წო­რე­ბა­ში არ და­უ­დეს ტო­ლი, რად­გან მარ­თ­ლ­მ­წერს შე­უძ­ლია მხო­ლოდ ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი შეც­დო­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და ჩას­წო­რე­ბა. თუმ­ცა თა­ვად აღ­ნიშ­ნეს, რომ სა­უ­კე­თე­სოა მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა მე­ქა­ნი­კუ­რი შეც­დო­მე­ბის გა­სას­წო­რებ­ლად, ბეჭ­დ­ვის დროს.

გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ი­ხიბ­ლ­ნენ ტექ­ს­ტის გახ­მო­ვა­ნე­ბით ის ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც სმე­ნი­თი მეხ­სი­ე­რე­ბა უკეთ აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­იწ­ვი­ოს მოს­წავ­ლე­ე­ბის აზ­როვ­ნე­ბის გა­ზარ­მა­ცე­ბა? ვფიქ­რობ, აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მა­ინც რჩე­ბა ადა­მი­ა­ნის დამ­ხ­მა­რედ, ზო­გავს დროს და ახა­ლი­სებს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს. ჩვენ კი, მას­წავ­ლებ­ლებ­მა, უნ­და შევ­ძ­ლოთ სწო­რად, სა­სურ­ველ დროს და სა­თა­ნა­დო დრო­ით მი­ვა­წო­დოთ ტექ­ნი­კუ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბი მოს­წავ­ლე­ებს, თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაც ხომ ესაა.

 

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება