24 ნოემბერი, კვირა, 2024

ქალ­თა უუფ­ლე­ბო­ბა „ჯა­ყოს ხიზ­ნებ­ში“ მარ­გო და დრო­ის ხმა, წარ­სუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა

spot_img

ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბის“ სწავ­ლე­ბი­სას ბევრ გა­მოწ­ვე­ვა­სა და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას ვაწყ­დე­ბით. სა­ინ­ტე­რე­სოა, მოს­წავ­ლე­ე­ბი რო­გორ აღიქ­ვა­მენ ამა თუ იმ პერ­სო­ნა­ჟის სა­ხეს, მათ ლი­ტე­რა­ტუ­რულ დატ­ვირ­თ­ვას, ზო­გის­თ­ვის მი­სა­ღე­ბი, სხვის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია. მე-12 ბ კლა­სის მოს­წავ­ლე თა­თია თო­დუა, ერთ-ერ­თი იმ მოს­წავ­ლე­თა­გა­ნია, გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მარ­გოს დაც­ვას რომ შე­ე­ცა­და. ეს შემ­თხ­ვე­ვით არ მომ­ხ­და­რა, ის ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩია და, ამავ­დ­რო­უ­ლად, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უვა­დო წევ­რი 2023 წლი­დან, აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, თა­ნამ­შ­რომ­ლობს პა­კის­ტა­ნელ აქ­ტი­ვისტ მებ­რ­ძოლ ქალ­თან, ანი­ლა ბუ­ხარ­თან, გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბი­თა და საბ­რ­ძო­ლო სტრა­ტე­გი­ით. თა­თი­ამ, ამ­ჯე­რად, წე­რი­ლო­ბით შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­კა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟის მი­მართ.

მაია გვი­ჩია – სსიპ ფო­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

♦♦♦

 

თა­თია თო­დუა

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“ ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია, რო­მე­ლიც მკითხ­ველს აც­ნობს რთულ და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბით სავ­სე ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას. ამ ნა­წარ­მო­ებ­ში მთა­ვა­რი თე­მაა პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა, ძა­ლა­დო­ბა და უსა­მარ­თ­ლო­ბა, თუმ­ცა, ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­შია ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბაც იმ ეპო­ქის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მარ­გო, „ჯვარ­ც­მუ­ლი ან­გე­ლო­ზი“, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია, რო­გორც ქა­ლუ­რი სი­ლა­მა­ზი­თა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, უმ­ძი­მე­სი გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­დე­ბა. მარ­გა­რი­ტა ყაფ­ლა­ნიშ­ვი­ლი თე­ი­მუ­რაზ­მა მა­შინ გა­იც­ნო, რო­დე­საც იგი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო საქ­ველ­მოქ­მე­დო ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვით ღა­რი­ბი მოს­წავ­ლე ქა­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ. აქ იკ­ვე­თე­ბა, რომ მარ­გო, სი­ცოცხ­ლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი, მე-20 სა­უ­კუ­ნის ბნელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სხვის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლე­ბის. მე-20 სა­უ­კუ­ნის ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი მუ­დამ ცდი­ლობ­დ­ნენ, წვლი­ლი შე­ე­ტა­ნათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ-სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, ბარ­ბა­რე ერის­თა­ვი ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი იყო, ვინც ქალ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და მათ უფ­ლე­ბებ­ზე სა­ჯა­როდ ალა­პა­რაკ­და. ქალ­თა თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია 1893 წელს „კვალ­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მი­სი წე­რი­ლი „ორი­ო­დე სიტყ­ვა ყმაწ­ვილ კა­ცე­ბის სა­ყუ­რადღე­ბოდ“; სა­ინ­ტე­რე­სოა, ასე­ვე, ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 1895-1906 წლებ­ში ქარ­თ­ველ ქალ­თა საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ობ­და, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ქარ­თ­ველ ქალ­თა ჭრა-კერ­ვის სკო­ლას, უან­გა­როდ ეხ­მა­რე­ბო­და ღა­რიბ მოს­წავ­ლე­თა შემ­წე­ო­ბის თბი­ლი­სის გუ­ბერ­ნი­ის თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

რე­ა­ლუ­რად, იმ დრო­ის­თ­ვის, არი­ან ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მაგ­რამ მარ­გო?!

მარ­გო ქა­ლია, სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მას სჭირ­დე­ბა დაც­ვა! მაგ­რამ ვინ გვევ­ლი­ნე­ბა მის დამ­ც­ვე­ლად?! სა­მარ­თა­ლი? სა­ზო­გა­დო­ე­ბა? უნი­ა­თო თე­ი­მუ­რა­ზი თუ სულ­მ­და­ბა­ლი ჯა­ყო? მას არა­ვინ ჰყავს მფარ­ვე­ლი… უნ­და ისიც აღი­ნიშ­ნოს, რომ თე­ი­მუ­რა­ზის რო­ლი მარ­გოს მო­ჯა­მა­გი­რედ ქცე­ვა­ში საკ­მა­ოდ დი­დია. თე­ი­მუ­რა­ზის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ქცე­ვე­ბი და სა­მოქ­მე­დო სტრა­ტე­გია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რე­ბია, რომ­ლე­ბიც, სა­ბო­ლო­ოდ, მარ­გოს „ფე­რის­ც­ვა­ლე­ბის“ წი­ნა­პი­რო­ბა ხდე­ბა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ქორ­წი­ნე­ბის მე­რე, მარ­გოს ქუ­რუ­მი გაც­ვ­და… უხა­ტო მარ­გო­საც ყვე­ლა­ფე­რი მოს­წყინ­და და მო­ბეზ­რ­და: უხა­ლი­სო სი­ცოცხ­ლეც, უცეცხ­ლო თე­ი­მუ­რა­ზიც, მი­სი მჩა­ტე ნა­აზ­რე­ვი და მუდ­მი­ვი ფუს­ფუ­სი. უნი­ა­თო თე­ი­მუ­რა­ზი, სახ­ლ­ში ყოფ­ნი­სას, სა­დილს ისე და­ას­რუ­ლებ­და, რომ მე­უღ­ლეს ორი­ო­დე სიტყ­ვა­საც არ ეტყო­და, ზოგ­ჯერ მარ­გო გა­ზეთ-ჟურ­ნა­ლებ­ში ჩა­წო­ლილ თუ თავ­ჩარ­გულ თე­ი­მუ­რაზს მი­უჯ­დე­ბო­და და ბა­ა­სის გაბ­მას ლა­მობ­და, მაგ­რამ თე­ი­მუ­რაზს არ ეცა­ლა. მარ­გო მუ­დამ ცდი­ლობ­და, ქმა­რი მო­ეგ­ლი­ჯა ამ უთავ­ბო­ლო და­უს­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის, რა­თა მცი­რე დრო მა­ინც და­ეთ­მო მის­თ­ვის, მაგ­რამ ბრძო­ლა უშე­დე­გო იყო. უშე­დე­გო იყო კარ­მე­ნის არი­ის შეს­რუ­ლე­ბა, ბეთ­ჰო­ვე­ნის სიმ­ფო­ნი­ის დაკ­ვ­რა ან თუნ­დაც უზუნ­და­რას ჩა­მოვ­ლა. მარ­გო, თე­ი­მუ­რაზ­თან თა­ნაცხოვ­რე­ბის დროს, გახ­და უფუნ­ქ­ციო ადა­მი­ა­ნი, მას არ ჰქონ­და არა­ნა­ი­რი მო­ვა­ლე­ო­ბა, დე­დაც ვერ გახ­და. თე­ი­მუ­რაზ­მა კი ყვე­ლა უფ­ლე­ბა და ფუნ­ქ­ცია მშვი­დად ჩა­მო­არ­თ­ვა მე­უღ­ლეს. მაგ­რამ მხო­ლოდ თე­ი­მუ­რა­ზი რო­დია დამ­ნა­შა­ვე! მარ­გოს ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რი გარ­და­ტე­ხა ხდე­ბა, რო­დე­საც ის ჯა­ყოს­თან, რო­გორც დამ­პყ­რო­ბელ­თან და და­მამ­ცი­რე­ბელ­თან, იწყებს ურ­თი­ერ­თო­ბას. ჯა­ყო ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სიმ­ბო­ლოა „მოყ­ვ­რუ­ლად მო­სუ­ლი მტრის“ ძა­ლა­უფ­ლე­ბის წყურ­ვი­ლის, ცბი­ე­რე­ბი­სა და ბნე­ლი ძა­ლის, რის გა­მოც მარ­გო იძუ­ლე­ბუ­ლია, მას და­ე­მორ­ჩი­ლოს. სა­ბო­ლო­ოდ, მარ­გოს კე­თი­ლი იმე­დე­ბი გა­უც­რუვ­და და ისე­ვე, რო­გორც ჯა­ყოს სხვა ცო­ლე­ბი, ისიც შე­ა­ბეს მო­ნო­ბი­სა თუ დამ­ცი­რე­ბის უღელ­ში.

მარ­გო, სი­ცოცხ­ლით აღ­სავ­სე მშვე­ნი­ე­რი ქა­ლი, ჯა­ყომ ლა­ქი­ად აქ­ცია.

მარ­გოს მა­გა­ლით­ზე ჩანს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქალს უჭირს პი­როვ­ნუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა. მას უწევს, იყოს მორ­ჩი­ლი და იძუ­ლე­ბუ­ლია, თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად, ლუკ­მა-პუ­რის­თ­ვის, იმი­ტომ რომ წა­სას­ვ­ლე­ლი უკ­ვე არ­სად აქვს, და­ექ­ვემ­დე­ბა­როს მო­ძა­ლა­დე ჯა­ყოს, რო­მე­ლიც მას ქა­ლის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბელ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს აკის­რებს.

ძა­ლა­დო­ბა მი­სი ცხოვ­რე­ბი­დან, პრაქ­ტი­კუ­ლად, არა­სო­დეს ქრე­ბა და მუდ­მი­ვად ახ­ლავს მის პერ­სო­ნაჟს. მარ­გო გა­ნიც­დის ფი­ზი­კურ და მო­რა­ლურ ძა­ლა­დო­ბას, რო­მე­ლიც მას არ­ჩე­ვა­ნის გა­რე­შე ტო­ვებს. უფ­ლე­ბა­თა დის­ბა­ლან­სი და ძა­ლა­დო­ბა მი­სი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტია. მარ­გოს პერ­სო­ნა­ჟი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ნად ქცე­ვი­სა, უსა­მარ­თ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ადა­მი­ა­ნის აბ­სო­ლუ­ტუ­რი გა­დაგ­ვა­რე­ბი­სა. მარ­გო პრო­ტესტს აცხა­დებს ჯა­ყო­ო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, თუმ­ცა უძ­ლუ­რია და ამი­ტომ ემორ­ჩი­ლე­ბა მას. მაგ­რამ ამ ნა­წარ­მო­ებ­ში მხო­ლოდ მარ­გოა ჩაგ­რუ­ლი ქა­ლი პერ­სო­ნა­ჟი?! ჯა­ყო ძა­ლა­დობს ყვე­ლა­ზე და თა­ვი­სი ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბით ყვე­ლას „წამ­ლავს“. ერთ-ერ­თი მსხვერ­პ­ლი ნი­ნაა, ჯა­ყოს ცო­ლი, რო­მელ­საც უწევს გა­უმ­კ­ლავ­დეს მძი­მე, ქა­ლის­თ­ვის შე­უ­სა­ბა­მო საქ­მეს.

ძა­ლა­დო­ბის სუ­რა­თე­ბი, „ჯა­ყოს ხიზ­ნებ­ში“ აღ­წე­რი­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე მკითხ­ველს იმით ეხ­მი­ა­ნე­ბა, რომ გვახ­სე­ნებს ქა­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რივ ის­ტო­რი­ებს და ხში­რად არ­სე­ბულ უთა­ნას­წო­რო­ბას. მარ­გოს ის­ტო­რია — მი­სი უძ­ლუ­რე­ბა ჯა­ყოს ძა­ლა­დობ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბის წი­ნა­შე — ილუს­ტ­რა­ციაა იმი­სა, თუ რო­გო­რი უმ­წეო და მორ­ჩილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბოდ­ნენ ხოლ­მე ქა­ლე­ბი ად­რე. ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, მარ­თა­ლია, მო­ზო­მი­ლად, მაგ­რამ მა­ინც აღ­წერს ასეთ უუფ­ლე­ბო ქა­ლებს. არ შე­იძ­ლე­ბა არ გაგ­ვახ­სენ­დეს ღა­რი­ბი გლე­ხის ქა­ლი, სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხე­ლით და­ჩაგ­რუ­ლი ეთე­რი, ხალ­ხუ­რი ზღაპ­რი­დან „ეთე­რი­ა­ნი“, რო­მელ­საც არც უფ­ლის­წულ­მა აბე­სა­ლომ­მა ჰკითხა, უნ­დო­და თუ არა მას და­ხარ­ბე­ბულ მურ­მან­თან ცხოვ­რე­ბა და მშვი­დო­ბით გა­და­უ­ლო­ცა „ერ­თ­გულ“ მსა­ხურს. შე­დე­გად, ტან­ჯულ­მა ქალ­მა სა­ნატ­რელ სატ­რ­ფოს თა­ვი შეს­წი­რა… არც მა­რი­ტას გახ­სე­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და ამა­ვე კონ­ტექ­ს­ტ­ში უად­გი­ლო, მზის ნა­წი­ლი­სა და ბრო­წე­უ­ლის ყვა­ვი­ლის და­რის, უნ­დო და ბნელ შე­თეს რომ მი­ათხო­ვა გა­ბო­რო­ტე­ბულ­მა ბე­ბი­ამ, მე­რე კი და­უნ­დობ­ლად ჩა­ქო­ლა სო­ფელ­მა ისე, რომ არც ჰკითხა რა­მე, თა­ვის გა­მარ­თ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მის­ცა… წმინ­და შუ­შა­ნიკ დე­დო­ფა­ლიც უუფ­ლე­ბო ქა­ლი აღ­მოჩ­ნ­და, ვარ­ს­ქენ­მა არა­ფე­რი ჰკითხა, სურ­და თუ არა მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, სურ­და თუ არა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­თ­ვის ექ­ცია ზურ­გი და უღ­მ­რ­თო­ებს შე­ერ­თე­ბო­და და მა­ინც… დრო გა­დის და, მი­უ­ხე­და­ვად პროგ­რე­სი­სა ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­სა და თა­ნას­წო­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ძა­ლა­დო­ბა და უთა­ნას­წო­რო­ბა კვლავ აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. მარ­გოს ის­ტო­რია შეგ­ვახ­სე­ნებს, რომ წარ­სუ­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა დღე­ვან­დე­ლო­ბა­შიც არ­სე­ბობ­დეს, თუმ­ცა, სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით. თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ქა­ლე­ბი უფ­რო მე­ტად არი­ან სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გზა­ზე, კა­ნო­ნე­ბიც მე­ტი თა­ნას­წო­რო­ბის გა­რან­ტი­ას აძ­ლევს მათ, თუმ­ცა გენ­დე­რუ­ლი ძა­ლა­დო­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რი­ე­რე­ბი კვლა­ვაც გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა.

მარ­გოს ამ­ბა­ვი მო­წო­დე­ბაა, რომ ქა­ლე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ უნ­და დას­თან­ხ­მ­დ­ნენ და შე­ე­გუ­ონ ძა­ლა­დობ­რივ გა­რე­მო­სა და მო­ძა­ლა­დე­ებს. მარ­გოს მა­გა­ლი­თი შეგ­ვახ­სე­ნებს, რომ ყვე­ლა ქა­ლი იმ­სა­ხუ­რებს დაც­ვას, პა­ტი­ვის­ცე­მას და მხარ­და­ჭე­რას. სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, რად­გან არა­ვინ იცის, მარ­გო­სა­ვით, დღე­საც რამ­დე­ნი წერს გო­ნე­ბა­ში ხე­ვის­თა­ვე­ბის სა­ძი­ნებ­ლის კე­დელ­ზე ემო­ცი­ურ სიტყ­ვებს: „ვნა­ხე, გან­ვი­ცა­დე, მწამ­და, ვსტი­რო­დი“…

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები