4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის აღ­მოფხ­ვ­რის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გზა გა­ნათ­ლე­ბაა

spot_img

ნი­ნი მი­რა­ბალ­დი (სა­ლუქ­ვა­ძე) პრო­ფე­სი­ით იურის­ტია. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტ­მა და ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ც­ველ­მა, 2019 წელს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „მი­რა­ბალ­დე­ბი“ და­ა­ფუძ­ნა, რო­მელ­საც დო­მი­ნი­კე­ლი აქ­ტი­ვის­ტი დე­ბის, მი­რა­ბა­ლე­ბის, ინ­ს­პი­რა­ცი­ით „მი­რა­ბალ­დე­ბი“ უწო­და. ნი­ნი ამ­ბობს, ძა­ლა­დო­ბის და­მარ­ცხე­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გზა მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბაა. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბა და იმ ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბაა, რომ­ლებ­მაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი ითა­მა­შეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბის“ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი მი­იჩ­ნევს, რომ „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბი“ „მი­რა­ბალ­დე­ბის“ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა. ორ­გა­ნი­ზა­ცია „მი­რა­ბალ­დე­ბი“ მო­მა­ვალ­ში კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავს.

 

⇒ რო­დის გაჩ­ნ­და იდეა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ფუძ­ნე­ბის და რა­ტომ „მი­რა­ბალ­დე­ბი“? უამ­ბეთ მკითხ­ველს დე­ბი მი­რა­ბა­ლე­ბის შე­სა­ხებ

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მ­ნის იდეა მას შემ­დეგ გა­მიჩ­ნ­და, რაც სა­მა­გის­ტ­რო ნაშ­რომ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, თბი­ლის­ში, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლ­თა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოვ­ხ­ვ­დი. ად­გილ­ზე ნა­ნახ­მა ჩემ­ზე დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, თუმ­ცა არა – და­დე­ბი­თი. ავ­ს­ტ­რი­ა­ში ნა­ნა­ხი ანა­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­მახ­სენ­და, სა­დაც ყვე­ლა პი­რო­ბა იყო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლ­თა რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით ქარ­თუ­ლი პრაქ­ტი­კის­გან. ამ პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბის შემ­დეგ მივ­ხ­ვ­დი, რომ სა­ჭი­რო იყო მოქ­მე­დე­ბა. ჩვენ რო­ცა ვი­ბა­დე­ბით, უკ­ვე გვაქვს მი­სია, ერ­თ­მა­ნეთ­ზე ვიზ­რუ­ნოთ, თუმ­ცა ამას ხში­რად ვერ ან არ ვა­კე­თებთ. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ძა­ლა­დო­ბა­გა­მოვ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის იმის ჩვე­ნე­ბა, რომ მას­ზე ზრუ­ნა­ვენ, მას ხე­და­ვენ და აღიქ­ვა­მენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ყო­ფილ წევ­რად, რომ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა მხო­ლოდ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მის გა­მო­მუ­შა­ვე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელს – „მი­რა­ბალ­დე­ბი“, დე­ბი მი­რა­ბა­ლე­ბის ინ­ს­პი­რა­ცი­ით შე­იქ­მ­ნა. მსოფ­ლიო ის­ტო­რია არა­ერ­თი ძლი­ე­რი ქა­ლის სა­ხელს ინა­ხავს, მათ შო­რის, ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავთ დებ მი­რა­ბა­ლებს – დო­მი­ნი­კელ აქ­ტი­ვის­ტებს, რომ­ლე­ბიც ფე­მი­ნის­ტუ­რი სიმ­ტ­კი­ცი­სა და სიძ­ლი­ე­რის სიმ­ბო­ლოდ იქ­ც­ნენ. „პე­პე­ლა მი­რა­ბა­ლე­ბად“ წო­დე­ბუ­ლი სა­მი და შე­უ­პოვ­რად იბ­რ­ძო­და დიქ­ტა­ტო­რუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მ­დეგ. 1960 წლის 25 ნო­ემ­ბერს ისი­ნი ხელ­ჯო­ხე­ბით ჩა­ქო­ლეს, გვა­მე­ბი კი ხევ­ში გა­და­ყა­რეს. 1999 წელს გა­ე­რომ 25 ნო­ემ­ბე­რი ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის აღ­მოფხ­ვ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღედ გა­მო­აცხა­და. ორ­გა­ნი­ზა­ცია „მი­რა­ბალ­დე­ბი“ სწო­რედ დე­ბი მი­რა­ბა­ლე­ბის შთა­გო­ნე­ბით შე­იქ­მ­ნა.

⇒ რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბა­ზა­ზე შექ­მ­ნი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო, რას სა­ხის პრო­დუქ­ცია მზად­დე­ბა, ვინ არი­ან პრო­დუქ­ცი­ის ძი­რი­თა­დი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი და რას ხმარ­დე­ბა პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა?

ძა­ლა­დო­ბას­თან ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. მჯე­რა, რომ ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის აღ­მოფხ­ვ­რის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გზა გა­ნათ­ლე­ბაა. სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბა­ზა­ზე შექ­მ­ნი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი (სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო), რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ქა­ლე­ბის ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი უბის წიგ­ნა­კე­ბით, სა­ნიშ­ნე­ე­ბით, ჩან­თე­ბი­თა და წინ­დე­ბით ამ ქა­ლე­ბის ის­ტო­რი­ებს ჰყვე­ბა.

ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იზ­რ­დე­ბა 26 მა­ი­სის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, რად­გან სწო­რედ ამ თე­მა­ტი­კი­საა. მა­გა­ლი­თად, უბის წიგ­ნა­კებს თან ახ­ლავს „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბის“ მოკ­ლე ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი, რაც ერთ-ერ­თი გზაა მათ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რ­ცე­ლებ­ლად. პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა მთლი­ა­ნად ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბას ხმარ­დე­ბა იმის­და მი­ხედ­ვით, თუ რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვთ მათ. თან­ხის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი, დღემ­დე, ხმარ­დე­ბა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლ­თა თავ­შე­საფ­რებ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ე­ბის შექ­მ­ნას და მათ მოწყო­ბას, ქა­ლე­ბის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის ზრდის მიზ­ნით. ჩვე­ნი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბით ვცდი­ლობთ ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ით ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას.

ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბის“ – პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ქა­ლე­ბის გაც­ნო­ბას, რომ­ლებ­მაც უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ნერ­გ­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის პრო­ცეს­ში. სამ­წუ­ხა­როდ, მათ შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა არა­ფე­რი იცის. ამ რე­ა­ლო­ბის შეც­ვ­ლა გვინ­და და ვფიქ­რობ, ამ კუთხით, მარ­თ­ლაც დი­დი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დ­გით. 2021 წლი­დან არა­ერთ გა­მო­ფე­ნა­ში ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ და ათა­სო­ბით ადა­მი­ანს ვუყ­ვე­ბით ის­ტო­რი­ებს ქა­ლებ­ზე, რომ­ლებ­მაც, თა­ვის დრო­ზე, ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლეს.

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავთ სხვა­დას­ხ­ვა სე­რი­ის წარ­მო­ე­ბას, რო­მე­ლიც ძლი­ერ, რე­ა­ლი­ზე­ბულ და და­მო­უ­კი­დე­ბელ ქა­ლებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. ვფიქ­რობ, მსგავ­სი ის­ტო­რი­ე­ბი ბევ­რი ქა­ლის­თ­ვის გახ­დე­ბა შთა­გო­ნე­ბის წყა­რო და მის­ცემს ძა­ლას, იბ­რ­ძო­ლოს უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის, და­ი­ნა­ხოს სა­კუ­თა­რი თა­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბა სა­ზო­გა­დო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბის პრო­ცეს­ში. სწო­რედ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი ერთ-ერ­თი ილუს­ტ­რა­ცია „პე­პე­ლა მი­რა­ბალ­დი“, რო­მე­ლიც ძლი­ე­რი, მებ­რ­ძო­ლი, ამ­ბი­ცი­უ­რი ქა­ლის კრე­ბით სა­ხეს წარ­მო­ად­გენს და გუ­ლის­ხ­მობს ყვე­ლას, ვინც მას­ში სა­კუ­თარ თავს და­ი­ნა­ხავს. ის არის ანა­რეკ­ლი ყვე­ლა იმ ქა­ლის, რო­მე­ლიც მზად არის ცვლი­ლე­ბე­ბის­თ­ვის.

⇒ სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მოს გარ­და, გაქვთ სხვა დას­რუ­ლე­ბუ­ლი თუ მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბი: „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბი“, „ცვლი­ლე­ბე­ბის ფე­რი“, „გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი ქა­ლე­ბი“ და „ჰკითხე აქ­ტი­ვისტს“. გვი­ამ­ბეთ ამ პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ და რო­მელს მი­იჩ­ნევთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლად?

ჩვე­ნი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბი“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ. სწო­რედ ისი­ნი იყ­ვ­ნენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ე­ბის შექ­მ­ნის იდე­ის ინ­ს­პი­რა­ტო­რე­ბი – ერ­თი ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის გაგ­ვეც­ნო „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბი“, რო­გორც მათ ვუ­წო­დეთ, და მე­ო­რე – მა­თი სა­ხე­ლით, მხა­რი დაგ­ვე­ჭი­რა ზო­გა­დად ქა­ლე­ბის­თ­ვის, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ძა­ლა­დო­ბაგა­მოვ­ლი­ლი ქა­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც არა­ერ­თი და­მა­ტე­ბი­თი დაბ­რ­კო­ლე­ბის და გა­მოწ­ვე­ვის გა­და­ლახ­ვა უწევთ.

პირ­ველ ეტაპ­ზე, რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ­დით:

1. და­ვიწყეთ პირ­ვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა, რა­თა რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ფაქ­ტი გვცოდ­ნო­და მათ­ზე. ამ პრო­ცეს­ში ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი წყა­რო, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნის მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი იყო;

2. შევ­ქ­მე­ნით „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბის“ ფე­რა­დი, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღემ­დე იქ­ცევს ხალ­ხის ყუ­რადღე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მოს­წონთ ბავ­შ­ვებს, რაც ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს;

3. გავ­ხ­სე­ნით სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, და­ვიწყეთ ამ ქა­ლე­ბის ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბით უბის წიგ­ნა­კე­ბის, მა­ი­სუ­რე­ბის, ჩან­თე­ბის, სა­ნიშ­ნე­ე­ბის, სტი­კე­რე­ბის დამ­ზა­დე­ბა და ვცდი­ლობ­დით, მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ყო­ფი­ლი­ყო ისი­ნი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, რად­გან თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე და­ტა­ნი­ლი იყო ამ ქა­ლე­ბის მოკ­ლე ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი. გარ­და იმი­სა, რომ ამ გზით მარ­თ­ლაც ბევრ ადა­მი­ა­ნამ­დე მი­ვი­ტა­ნეთ ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ, შე­მო­სულ თან­ხას სრუ­ლად ვახ­მარ­დით ძა­ლა­დო­ბა­გა­მოვ­ლი­ლი ქა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას;

4. ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლ­თა თავ­შე­საფ­რებ­ში მო­ვაწყ­ვეთ „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბის“ სა­ხე­ლო­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ე­ბი, სა­დაც იქ მცხოვ­რებ ქა­ლებს შე­უძ­ლი­ათ ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლო­ბა, წიგ­ნე­ბის კითხ­ვა ან უბ­რა­ლოდ დას­ვე­ნე­ბა და ფიქ­რი. ეს პრო­ექ­ტი სრუ­ლად მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვად გა­ვა­კე­თეთ, რად­გან ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო. ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა სწო­რედ მას­ში ჩავ­დეთ, რა­თა საქ­მე ბო­ლომ­დე მიგ­ვეყ­ვა­ნა. ვრე­კავ­დით ან მე­ი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დით არა­ერთ კომ­პა­ნი­ას, რომ­ლე­ბიც, ჩვენ მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მსგავს თე­მებ­ზე იღებ­დ­ნენ სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, თუმ­ცა ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და ადა­მი­ა­ნე­ბის დარ­წ­მუ­ნე­ბა იმა­ში, რომ ძა­ლა­დო­ბა­გა­მოვ­ლილ ქა­ლებს სჭირ­დე­ბო­დათ წიგ­ნი, ინ­ტერ­ნე­ტი და სივ­რ­ცე, სა­დაც თავს ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რე­ბად იგ­რ­ძ­ნობ­დ­ნენ. სა­ბო­ლო­ოდ, ძა­ლი­ან ცო­ტა კომ­პა­ნი­ის დარ­წ­მუ­ნე­ბა შევ­ძე­ლით, დღე­საც კი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, ძა­ლა­დო­ბა­გა­მოვ­ლილ ქალს კი არ აღიქ­ვამს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რად, რო­მელ­საც არა მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა, არა­მედ სუ­ლი­ე­რი საზ­რ­დოც სჭირ­დე­ბა იმის­თ­ვის, რომ გა­დარ­ჩეს და მო­მავ­ლის იმე­დი ჰქონ­დეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი, ზოგ­ჯერ ჩვე­ნი­ვე ფი­ნან­სუ­რი, რე­სურ­სით, უდი­დე­სი ძა­ლის­ხ­მე­ვი­თა და ამ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის დახ­მა­რე­ბით, შევ­ძე­ლით და მო­ვაწყ­ვეთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ე­ბი თბი­ლი­სის, გო­რი­სა და სიღ­ნა­ღის თავ­შე­საფ­რებ­ში, ჩა­ვი­ტა­ნეთ ძა­ლი­ან ბევ­რი წიგ­ნი, უზ­რუნ­ველ­ვ­ყა­ვით კომ­პი­უ­ტე­რე­ბით და მოვ­ხა­ტეთ კედ­ლე­ბი „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბი­სა“ და სხვა­დას­ხ­ვა ილუს­ტ­რა­ცი­ით, რა­თა ეს გა­რე­მო უფ­რო მყუდ­რო და ფე­რა­დი გაგ­ვე­ხა­და თავ­შე­სა­ფარ­ში მცხოვ­რე­ბი ქა­ლე­ბის­თ­ვის. ყო­ველ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან დღე­სას­წა­ულ­ზე, ასე­ვე კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, ძა­ლა­დო­ბა­გა­მოვ­ლი­ლი ქა­ლე­ბის­თ­ვის სა­სა­ჩუქ­რე ნაკ­რე­ბე­ბი ჩაგ­ვაქვს, რაც მათ­თ­ვის ძა­ლი­ან ბევრს ნიშ­ნავს.

ვცდი­ლობთ, ასეთ საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მე­ში ბევ­რი კომ­პა­ნია ჩავ­რ­თოთ და მა­თაც მო­ვუყ­ვეთ „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბის“ შე­სა­ხებ. ასე­ვე, ძა­ლი­ან ბევ­რი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, შევ­ძე­ლით თბი­ლი­სის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში ეზოს კე­თილ­მოწყო­ბა, რაც უკ­ვე ბევ­რი წე­ლია პრობ­ლე­მა იყო. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით ერ­თა­დერთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად, რო­მელ­საც უშუ­ა­ლო კო­მუ­ნი­კა­ცია აქვს თავ­შე­საფ­რებ­თან, აქვს მა­თი ნდო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­თ­ვის ვი­ცით, რა კონ­კ­რე­ტუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან ისი­ნი, რი­სი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც ვგეგ­მავთ სა­მო­მავ­ლო ნა­ბი­ჯებს;

5. რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ისე სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მოს ფარ­გ­ლებ­ში, „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბის“ არა­ერ­თი გა­მო­ფე­ნა გავ­მარ­თეთ რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ, ისეთ სივ­რ­ცე­ებ­ში, რო­გო­რი­ცაა: „კუ­ბი კონ­ტექ­ს­ტი“, „მწე­რალ­თა სახ­ლი“, „რე­დი­სონ ბლუ ივე­რია“, „ბილ­ტ­მო­რი“„ და სხვა. 2022 წელს, ასე­ვე, მო­ვაწყ­ვეთ „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბის“ გა­მო­ფე­ნა ბუ­და­პეშ­ტ­ში, Eჯtvჯs Lorქnd University International-ში, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც ვი­სა­უბ­რეთ პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ქა­ლე­ბის როლ­ზე ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. გა­მო­ფე­ნებს, რო­გორც წე­სი, სულ თან ახ­ლავს დის­კუ­სი­ე­ბი სტუმ­რებ­თან, რა­თა დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლებს მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ;

6. დავ­წე­რეთ ვრცე­ლი სტა­ტი­ე­ბი ამ ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ, ჟურ­ნალ „ბო­მონ­დ­თან“ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, რა­თა მა­თი მკითხ­ვე­ლის­თ­ვი­საც გაგ­ვეც­ნო „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბი“ და ასე უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვან აუდი­ტო­რი­ამ­დე მიგ­ვე­ტა­ნა ჩვე­ნი სათ­ქ­მე­ლი;

7. „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბის“ ფარ­გ­ლებ­ში შევ­ქ­მე­ნით, ასე­ვე, ფა­რი-ხა­ნუმ სო­ფი­ე­ვას, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მუს­ლი­მი ქა­ლი დე­პუ­ტა­ტის, ილუს­ტ­რა­ცია, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი სი­კე­თე მო­უ­ტა­ნა თა­ვის თემს და მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნას. ფა­რი-ხა­ნუ­მის შთა­მო­მავ­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გზით, მო­ვაწყ­ვეთ სა­ჯა­რო დის­კუ­სია ქალ­თა უფ­ლე­ბებ­ზე და ფა­რი-ხა­ნუ­მის პი­როვ­ნე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი თე­მის­თ­ვის. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნეს, ეს პირ­ვე­ლი დის­კუ­სია იყო ამ თე­მა­ზე, რაც დიდ მო­ტი­ვა­ცი­ად იქ­ცა ჩვენ­თ­ვის, უფ­რო მე­ტი გა­ვა­კე­თოთ ამ თე­მის­თ­ვის. ახ­ლა­ხან, სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლარ­ში, მოვ­ხა­ტეთ კე­დე­ლი ფა­რი-ხა­ნუ­მის ილუს­ტ­რა­ცი­ით, სა­დაც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის შექ­მ­ნა­საც ვგეგ­მავთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ქა­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც იქ თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ღი­ად სა­უ­ბარს შეძ­ლე­ბენ.

ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ ჩვენ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ, „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბის“ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, უკ­ვე მი­იქ­ცია ყუ­რადღე­ბა – ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად და ჩვე­ნი ჩა­რე­ვის გა­რე­შე, სულ ახ­ლა­ხან, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია შე­ი­ტა­ნეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში. ამის გა­მო, 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში, „ეროვ­ნულ სა­სახ­ლე­ში“ მიგ­ვიწ­ვი­ეს „26 მა­ი­სის ქა­ლებ­ზე“ სა­სა­უბ­როდ და, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გვა­ხა­რებს, ეს შეხ­ვედ­რა სწო­რედ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და სურ­ვი­ლით შედ­გა. ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ კი­დევ ერ­თი დი­დი პრო­ექ­ტის იდეა გაგ­ვიჩ­ნ­და, რაც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ამ თე­მა­ზე – „26 მა­ი­სის ქა­ლებ­ზე“ – კონ­კურ­სის გა­მოცხა­დე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. 10 აპ­რი­ლი­დან და­ვიწყეთ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, სკო­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, რა­შიც მხარს გვი­ჭერს ეროვ­ნუ­ლი სა­სახ­ლე, თბი­ლი­სის მე­რია და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, ამი­ტომ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ძა­ლი­ან მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი გა­მოგ­ვი­ვა. მი­სი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ქა­ლე­ბის ის­ტო­რი­ე­ბით და მათ­თ­ვის მო­ტი­ვა­ცი­ის მი­ცე­მა, მე­ტი წა­ი­კითხონ მათ შე­სა­ხებ, რა­თა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო ჩა­ნა­ხა­ტი/ესე და­წე­რონ. სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რე­ბი შე­ვა კრე­ბულ­ში, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მომ­ზად­დე­ბა.

„26 მა­ი­სის ქა­ლე­ბის“ შე­სა­ხებ ვსა­უბ­რობთ ყველ­გან, სა­დაც ამის უმ­ცი­რე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვეძ­ლე­ვა, არა­ერთ გა­და­ცე­მა­ში ვი­ყა­ვით მიწ­ვე­უ­ლი და არა­ერ­თხელ ვი­სა­უბ­რეთ ამ ქა­ლე­ბის ის­ტო­რი­ებ­ზე, მათ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში და თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სწო­რედ „მი­რა­ბალ­დებ­მა“ გა­აც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლი­ან დიდ ნა­წილს პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ქა­ლე­ბის ამ­ბა­ვი.

ჩვე­ნი კი­დევ ერ­თი პრო­ექ­ტია „ცვლი­ლე­ბე­ბის ფე­რი“, რაც თავ­შე­საფ­რის კედ­ლე­ბის მო­ხატ­ვას გუ­ლის­ხ­მობს. თბი­ლი­სის, გო­რის და სიღ­ნა­ღის თავ­შე­საფ­რებ­ში უკ­ვე მოვ­ხა­ტეთ კედ­ლე­ბი. თეთრ, ცივ კედ­ლებ­ში სით­ბო და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შე­ვი­ტა­ნეთ იმის­თ­ვის, რომ ყო­ველ ჯერ­ზე, რო­ცა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი შე­ხე­და­ვენ, იგ­რ­ძ­ნონ, რომ მათ­ზე ზრუ­ნა­ვენ. ქა­ლებს, რო­მელ­თაც ჩვენ ვხა­ტავთ, კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ხე­ე­ბი არ აქვთ, რად­გან ქა­ლე­ბის კრე­ბით სა­ხეს წარ­მო­ად­გე­ნენ, ზო­გა­დად. რო­ცა მათ უყუ­რებ, გრძნობ, რომ შენ ხარ ის ქა­ლი, რო­მე­ლიც სავ­სეა ფე­რე­ბი­თა და ემო­ცი­ე­ბით, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, პირ­ველ რიგ­ში, შეც­ვა­ლოს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა და ხე­ლახ­ლა და­წე­როს სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია…

მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბი­დან ორს გა­მოვ­ყოფ­დი, რო­მე­ლიც ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია: „გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი ქა­ლე­ბი“ და „ჰკითხე აქ­ტი­ვისტს“. „გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი ქა­ლე­ბის“ ფარ­გ­ლებ­ში შევ­ქ­მე­ნით იმ ათი ქა­ლის ილუს­ტ­რა­ცია, რომ­ლე­ბიც აზი­ა­რებ­დ­ნენ თა­ვი­ანთ ცოდ­ნას, ეწე­ოდ­ნენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას და თა­ვი­ანთ ადა­მი­ა­ნურ თუ ფი­ნან­სურ რე­სურსს სხვე­ბის გა­ნათ­ლე­ბას ახ­მარ­დ­ნენ. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექტს „ჰკითხე აქ­ტი­ვისტს“, მი­სი მი­ზა­ნია იმ თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რომ­ლე­ბიც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს საქ­მეს აკე­თე­ბენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით და რო­მელ­თა ხმა ჯერ კი­დევ არ ის­მის ყველ­გან ისე ძლი­ე­რად, რო­გორც სა­ჭი­როა. სწო­რედ ამის შეც­ვ­ლა გვინ­და ამ პრო­ექ­ტით.

⇒ ძა­ლა­დო­ბა­გა­მოვ­ლი­ლი ქა­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, რა დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან, რა სა­ხის დახ­მა­რე­ბას უწევს მათ თქვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რა მი­გაჩ­ნი­ათ ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის დაძ­ლე­ვის ყვე­ლა­ზე რე­ლე­ვან­ტურ გზად?

ამ ეტაპ­ზე ჩარ­თუ­ლი ვართ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­თა ძა­ლა­დო­ბა­გა­მოვ­ლილ ქა­ლებს ჰქონ­დეთ წვდო­მა წიგ­ნებ­სა და ინ­ტერ­ნეტ­ზე, ასე­ვე, მათ­თ­ვის სა­სურ­ველ სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სერ­ვი­სებ­ზე. ძა­ლა­დო­ბის დაძ­ლე­ვის ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი გზა არ არ­სე­ბობს, სა­ჭი­როა მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა, ამ პრო­ცეს­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ერთ-ერ­თი გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს.

⇒ რა არის ესე­ე­ბის კონ­კურ­სის „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბი – მა­თი რო­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში“ მი­ზა­ნი?

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბის“ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სკო­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში არ არის, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, თა­ვად მიგ­ვე­ტა­ნა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბამ­დე. იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო აქ­ტი­უ­რად ჩავ­რ­თოთ და ამას მხო­ლოდ ლექ­ცი­ის ხა­სი­ა­თი არ ჰქონ­დეს, მო­ვი­ფიქ­რეთ კონ­კურ­სის ფორ­მა­ტი – მოს­წავ­ლე­ე­ბი და­წე­რენ ესე­ებს/ჩა­ნა­ხა­ტებს ან შექ­მ­ნი­ან ნა­ხა­ტებს „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბის“, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კურ­სის მი­ზა­ნია ახალ­გაზ­რ­დე­ბის ამ თე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბა და მათ­თ­ვის იმ ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბა, რო­მე­ლიც ჩვე­ნამ­დე ის­ტო­რი­კოს­მა ირაკ­ლი ხვა­და­გი­ან­მა მო­ი­ტა­ნა, რი­თაც უდი­დე­სი საქ­მე გა­ა­კე­თა.

⇒ ნი­ნი, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ: „ჩვენ ვა­მა­ყობთ, რომ „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბის“ სა­ხე­ლით 21-ე სა­უ­კუ­ნე­შიც შეგ­ვიძ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა. ჩვენ ვქმნით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ებს და ამ ფორ­მით ვაგ­რ­ძე­ლებთ მათ მი­ერ დაწყე­ბულ ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბულ საქ­მეს – ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბას“. 26 მა­ი­სის ქალ­თა­გან, რო­მე­ლი­მე ერთს ხომ არ გა­მო­არ­ჩევ­დით?

ერთს ნამ­დ­ვი­ლად ვერ გა­მოვ­ყოფ, რად­გან ხუ­თი­ვეს საქ­მი­ა­ნო­ბა თა­ნაბ­რად ღი­რე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბი“ – ელი­სა­ბედ (ლი­ზა) ნა­კა­ში­ძე-ბოლ­ქ­ვა­ძე; ანა (ოლ­ღა) სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი; მი­ნა­დო­რა ორ­ჯო­ნი­კი­ძე-ტო­რო­შე­ლი­ძე; ქრის­ტი­ნე (ჩი­ტო) შა­რა­ში­ძე და ფა­რი-ხა­ნუმ სო­ფი­ე­ვა, პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატი მსო­ფ­­ლიოში – ერ­თ­ნა­ი­რად იბ­რ­ძოდ­ნენ და იღ­ვ­წოდ­ნენ დე­მოკ­რა­ტი­ის­თ­ვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის. პრინ­ციპ­ში, ყვე­ლა­ფე­რი ღი­რე­ბუ­ლიც ხომ ყო­ველ­თ­ვის ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით მი­იღ­წე­ვა.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები