18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და მსოფ­ლი­ოს კე­თილ­დღე­ო­ბაა

spot_img

ნანული შეყლაშვილი
სსიპ საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. გო­რი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა ესგ-ით გან­საზ­ვ­რუ­ლი ერთ-ერ­თი კომ­პე­ტენ­ციაა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია 21-ე სა­უ­კუ­ნის ახალ­გაზ­რ­დი­სათ­ვის და ზო­გა­დად მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის. ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია სა­გან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ში, თუმ­ცა სხვა საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ და­უ­კავ­ში­რონ შე­სა­ბა­მის თე­მას (მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თილ­ზე ეკო­ნო­მი­კუ­რი ხა­სი­ა­თის წყა­რო­ე­ბის გან­ხილ­ვა, ქარ­თულ­ში – „ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი“ და ა.შ.).

ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა სკო­ლა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეა, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაზღ­ვე­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ვებ­სა­იტ „ფი­ნე­დუ-FinEdu“-სთან ერ­თად, ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მათ მხარს უჭერს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მი, ასე­ვე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი კერ­ძო და სა­ხელ­მ­წი­ფო ბან­კე­ბი.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ვებ­სა­ი­ტი „ფი­ნე­დუ“ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის მუდ­მი­ვად ატა­რებს უფა­სო ტრე­ნინ­გებ­სა და მას­ტერ­კ­ლა­სებს, უზ­რუნ­ველ­ყოფს მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლე­ბელს სას­წავ­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­თა და რე­სურ­სე­ბით, რო­გორც ბეჭ­დუ­რი, ასე­ვე ონ­ლა­ინ რე­სურ­სე­ბის სა­ხით. გვერ­დი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლი­სა და სტუ­დენ­ტის­თ­ვის, ვინც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბით. „ფი­ნე­დუ“ უსაზღ­ვ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პლატ­ფორ­მაა. მსურს გა­გი­ზი­ა­როთ სა­გან­მა­ნათ­ლ­ე­ბ­ლო ვებ­სა­ი­ტის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ  რამ­დე­ნი­მე შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ში ჩე­მი და ჩე­მი მოს­წავ­ლეე­ბის აქ­ტი­უ­რი, ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა.

#მო­იწ­ვი­ე­ფი­ნე­დუკ­ლას­ში – ეს არის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს დამ­რი­გე­ბელს, მას­წავ­ლე­ბელს კლა­სი აზი­ა­როს ისეთ სა­კითხებს, რო­გო­რი­ცაა: ფუ­ლის წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რია; რა არის ბარ­ტე­რი; ბი­უ­ჯე­ტი; პი­რა­დი ბი­უ­ჯე­ტი; და­ზოგ­ვა; დაზღ­ვე­ვა. სკო­ლის სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია მზა სას­წავ­ლო მა­სა­ლა, რო­მე­ლიც უსას­ყიდ­ლოდ ზი­არ­დე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან, მე­გო­ბა­რი ბან­კე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და თა­ვად მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ. შექ­მ­ნი­ლია მე-7 და მე-9 კლა­სე­ბის დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რო­მელ­თა ჩა­მოტ­ვირ­თ­ვაც ვებ­სა­ი­ტი­დან უსას­ყიდ­ლოდ შე­გიძ­ლი­ათ. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მო­ი­ცავს მზა გაკ­ვე­თი­ლებს, რე­სურ­სებს, მიზ­ნობ­რივ სა­ხა­ლი­სო თა­მა­შებს.

#გახ­დი­დეს­პა­ნი­მას­წავ­ლე­ბე­ლი – ამ პრო­ექ­ტ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა მას­წავ­ლებ­ლებს, ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა გაგ­ვევ­რ­ცე­ლე­ბი­ნა რო­გორც სა­კუ­თარ, ასე­ვე მე­ზო­ბელ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სკო­ლებ­შიც.

ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თ­ვის თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს ჯილ­დოდ გად­მოგ­ვე­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ სა­სა­ჩუქ­რე ვა­უ­ჩე­რი და სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი; ყვე­ლა ჩარ­თულ მოს­წავ­ლეს – ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. და­მერ­წ­მუ­ნე­ბით, რომ ასე­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძნე­ლი მო­სა­ძებ­ნია. ათა­სი მად­ლო­ბა მათ.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სით ჩა­ვერ­თე მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­კურ­ს­ში #ფი­ნან­სუ­რი­გა­ნათ­ლე­ბას­კო­ლა­ში. კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­კითხე­ბის შე­სას­წავ­ლად, სა­ინ­ტე­რე­სო სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი უნ­და შე­ექ­მ­ნათ. კონ­კურ­სი მიზ­ნად ისა­ხავ­და მოს­წავ­ლე­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბის გაზ­რ­დას, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­კითხებ­ზე დამ­ხ­მა­რე სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბის შექ­მ­ნა­სა და, სა­ბო­ლო­ოდ, მოს­წავ­ლე­ებ­ში ამ სა­კითხე­ბის ეფექ­ტუ­რად სწავ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბას, ვი­ნა­ი­დან ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არის ფი­ნან­სუ­რი ცოდ­ნის, ქცე­ვი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბა, სწო­რად შე­ა­ფა­სოს გა­რე­მო, მის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი რის­კე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მი­ი­ღოს გო­ნივ­რუ­ლი, გა­აზ­რე­ბუ­ლი, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­სა და შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი. ამის პრაქ­ტი­კუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის გა­აზ­რე­ბა სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლებს მოგ­ვან­დეს. კონ­კურ­ს­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ რო­გორც სა­ჯა­რო, ასე­ვე კერ­ძო სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი. სა­კონ­კურ­სო 65 ნაშ­რო­მი­დან კო­მი­სი­ამ 20 სა­უ­კე­თე­სო ფი­ნა­ლის­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა. დას­კ­ვ­ნით ტურ­ში ჩვენ მი­ერ და­გეგ­მი­ლი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი წარ­ვად­გი­ნეთ. გა­მოვ­ლინ­დ­ნენ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თაც სო­ლი­დუ­რი ფუ­ლა­დი პრი­ზე­ბი გა­და­ე­ცათ. ეს იყო გრან­დი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის ზე­ი­მი. სიმ­ბო­ლუ­რია ისიც, რომ კონ­კურ­სის ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თა 24 იან­ვარს, გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, თბი­ლის­ში, სას­ტუმ­რო „პა­რაგ­რაფ­ში“. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი ნა­თია თურ­ნა­ვა; გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე თა­მარ მა­ხა­რაშ­ვი­ლი; სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი ყვე­ლა ბან­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. 20-ივე ფი­ნა­ლის­ტი მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტე­ბი, გაკ­ვე­თი­ლე­ბი, სას­წავ­ლო თა­მა­შე­ბი „ფი­ნე­დუს“ გუნ­დ­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გე­ვერ­დ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ჰეშ­თე­გით – #მას­წავ­ლებ­ლე­ბი­მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რა­თა უფა­სოდ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გა­ე­ხა­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის.

ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის უკეთ დაც­ვა­სა და პი­რა­დი თუ ოჯა­ხის ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის მიღ­წე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ფუძ­ვე­ლი ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე უნ­და ჩა­ე­ყა­როს, რად­გან ამ დროს უფ­რო მარ­ტი­ვია პი­რა­დი ფი­ნან­სე­ბის მარ­თ­ვის ჩვე­ვის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა და შემ­დ­გომ მი­სი კულ­ტუ­რად ქცე­ვა.

♦ რა­ტომ ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა?

21-ე სა­უ­კუ­ნის ადა­მი­ა­ნის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა და პრი­ო­რი­ტე­ტი ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბაა;

თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლის რო­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­თა ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა­ში;

ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე ქვეყ­ნი­სა და მო­მა­ვა­ლი მსოფ­ლი­ოს კე­თილ­დღე­ო­ბაა.

სწო­რედ ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბაც ხომ გა­ნათ­ლე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­დაა. გუნ­დი, რო­მე­ლიც ამ სტა­ტი­ა­ში გა­გა­ცა­ნით, უსას­ყიდ­ლოდ გვთა­ვა­ზობს ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­სურსს, რა­თა ჩვენ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა შეძ­ლონ: პი­რა­დი ფი­ნან­სე­ბის მარ­თ­ვა, და­ნა­ზო­გის გა­კე­თე­ბა, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის სა­კუ­თა­რი და სხვა­თა ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის მოხ­მა­რე­ბა.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი შე­გიძ­ლი­ათ ჩა­მოტ­ვირ­თოთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ვებ­სა­ი­ტი­დან – www.finedu.gov.ge

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები