27 სექტემბერი, შაბათი, 2025

ფან­ტა­ზი­ით გა­ნამ­დ­ვი­ლე­ბუ­ლი ამ­ბე­ბი ყვე­ლა­ზე უტყუ­ა­რი სი­მარ­თ­ლეა დე­და­მი­წა­ზე

სა­ერ­თოდ მგო­ნია, რომ მკითხ­ვე­ლი დე­დის მუც­ლი­დან­ვე იზ­რ­დე­ბა. მეც მუ­ცელ­ში ვუ­კითხავ­დი ჩემს გო­გო­ებს, ვას­მე­ნი­ნებ­დი მუ­სი­კას, ვუ­ყუ­რებ­დი ანი­მა­ცი­ებს, ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი და თით­ქოს ისი­ნიც მპა­სუ­ხობ­დ­ნენ.

ასე იყო დე­და­ჩე­მიც, უბ­რა­ლოდ ფილ­მე­ბის და ანი­მა­ცი­ე­ბის გა­მოკ­ლე­ბით, რად­გან მა­შინ შუ­ქი არ იყო. თუმ­ცა, თურ­მე ძა­ლი­ან ბევრს მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. მი­ზი­ა­რებ­და ყვე­ლა­ფერს, რაც იცო­და და, რაც არ იცო­და, იმა­საც კი.

ჰო­და, ამ წე­რი­ლით მეც გა­გი­ზი­ა­რებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც ჩემ­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა.

და­ვიწყოთ!

ყვე­ლა ბავშვს, ვიდ­რე კითხ­ვას თა­ვად ის­წავ­ლი­ან, დე­და უკითხავს ან ბე­ბია, ალ­ბათ, მა­მაც, თუმ­ცა მა­მის წა­კითხუ­ლი მე არ ვი­ცი რო­გო­რია, რად­გან მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა თვრა­მე­ტი წლის ასაკ­ში და­ვიწყე. ეს სხვა ის­ტო­რიაა.

 

„ქარ­თუ­ლი მი­თი­უ­რი გმი­რე­ბი და  მა­თი სამ­ყა­რო“ (ცო­ტა – ჩე­მიც)

რო­ცა და­საწყის­ში ვთქვი, დე­და მიყ­ვე­ბო­და ამ­ბებს-მეთ­ქი, მი­თიურ გმი­რებ­ზე მიყ­ვე­ბო­და, რომ­ელ­თაც ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლე­ბი ჰქონ­დათ. ალ­ბათ ამ ლე­გენ­დე­ბით ცდი­ლობ­და მუ­დამ უჭ­მე­ლი, სუს­ტი, ფერ­მ­კ­რ­თა­ლი და ხში­რად მო­ა­ვა­დე ჩემ­ში რწმე­ნა გა­ემ­ყა­რე­ბი­ნა, რომ თუ მთე­ლი გუ­ლით ვი­სურ­ვებ­დი რა­მეს, აუცი­ლებ­ლად ამის­რულ­დე­ბო­და; მარ­წ­მუ­ნებ­და, რომ მე ღვთის­შ­ვი­ლი ვი­ყა­ვი და ბუქ­ნაი ბა­ა­დუ­რი­ვით, კვი­რი­ა­სა­ვით, იახ­სა­რი­ვით, ძლი­ე­რი უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სიყ­ვა­რუ­ლი უნ­და მეგ­რო­ვე­ბი­ნა და სი­კე­თე მე­თე­სა, სწო­რედ ასე გა­ვუმ­კ­ლავ­დე­ბო­დი უამ­რავ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას, რომ­ლე­ბიც გზა­ზე შე­მომ­ხ­ვ­დე­ბო­და; ან დე­ვებს, ჭინ­კებს, ქა­ჯებს შე­ვებ­მე­ბო­დი და იქაც გა­ვი­მარ­ჯ­ვებ­დი, რად­გან ჩე­მი გან­ზ­რახ­ვა სი­მარ­თ­ლეს და გულ­წ­რ­ფე­ლო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

მი­თიუ­რი გმი­რე­ბი ვახ­სე­ნე და, აქ­ვე ქარ­თულ ხალ­ხურ ზღაპ­რებს გვერდს ვერ ავუვ­ლი. სა­ერ­თოდ მგო­ნია, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვის პირ­ვე­ლი წიგ­ნი ზღაპ­რე­ბის წიგ­ნია. ზღაპ­რე­ბის ფა­ბუ­ლა ყველ­გან ერ­თია; არ­სე­ბობს ბო­რო­ტე­ბა, რო­მელ­საც კე­თილ­მან უნ­და სძლი­ოს. თუმ­ცა, გარ­და ამი­სა, რას ვსწავ­ლობთ ჩვენ ზღაპ­რე­ბის­გან? – მე­გობ­რო­ბას, თა­ნად­გო­მას, მიზ­ნის და­სახ­ვას და ბო­ლომ­დე ბრძო­ლას, ვიდ­რე ამ და­სა­ხულ მი­ზანს არ მი­ვაღ­წევთ. ცხა­დია, პა­ტა­რა ასაკ­ში ამ ყვე­ლა­ფერს სიღ­რ­მი­სე­უ­ლად ვერ ვი­აზ­რებთ, თუმ­ცა ზღაპ­რე­ბი და მა­თი კითხ­ვა წარ­მო­სახ­ვის უნარს ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ავი­თა­რებს.

„დე­დაბ­რის ქი­სა“ – ჩე­მი აზ­რით, მურ­მან ლე­ბა­ნი­ძის შე­დევ­რი!

ამ წე­რილ­ში ზღაპ­რებს ბევ­რ­ჯერ შე­ვე­ხე­ბი. აუცი­ლებ­ლად წა­სა­კითხ­თა შო­რის არის მურ­მან ლე­ბა­ნი­ძის მი­ერ ლექ­სად გარ­დაქ­მ­ნი­ლი ზღაპ­რე­ბი. ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ლექ­სია „დე­დაბ­რის ქი­სა“. მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი პო­ე­ტია, მი­სი ლექ­სად­ქ­მ­ნი­ლი ზღაპ­რე­ბი კი სრუ­ლი­ად გა­ო­ცე­ბულს დაგ­ტო­ვებთ – რო­გორ აამუ­სი­კა, რო­გორ აახ­მო­ვა­ნა ისე, რომ ამ­ბად ­მო­ყო­ლილ­ზე მე­ტად შთამ­ბეჭ­და­ვია და უფ­რო მე­ტი სიმ­ძაფ­რით ამ­ბობს სათ­ქ­მელს. „დედაბ­რის ქი­სა­ში“ გად­მო­ცე­მუ­ლი სიბ­რ­ძ­ნე ეხე­ბა იმას, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს ხა­ხამ­შ­რა­ლი მომ­ხ­ვე­ჭე­ლი და გა­უ­მაძღა­რი ადა­მი­ა­ნი.

ნა­ხეთ რო­გორ გად­მოს­ცემს პო­ე­ტი ამ აზრს:

„ქა­ლაქს ხალ­ხ­მ­რა­ვალს,

დი­დე­ბულ და მშვე­ნი­ერ ქა­ლაქს

ზოგ­ჯერ უღირ­სი

მო­ქა­ლა­ქის სიგ­ლა­ხე ბღა­ლავს“…

აქ­ვე და­ვიწყე­ბუ­ლი სა­ბავ­შ­ვო ავ­ტო­რი, ნი­ნო ბე­ზა­რაშ­ვი­ლი უნ­და გა­ვიხ­სე­ნო. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მი­სი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა არც შემ­ხ­ვედ­რია. ბავ­შ­ვო­ბა­ში არც მე ვი­ცო­დი მის შე­სა­ხებ; უკ­ვე მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, რო­ცა მი­სი ზღაპ­რე­ბის წიგ­ნი ჩა­მი­ვარ­და ხელ­ში, „ერ­თი ბი­ჭის ზღა­პა­რი“ – ასე ჰქვია ამ წიგნს და თუ გინ­დათ პა­ტა­რებ­მა ნამ­დ­ვილ, ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში იმოგ­ზა­უ­რონ ეს წიგ­ნი აუცი­ლებ­ლად უნ­და წა­ა­კითხოთ.

გა­მარ­ჯო­ბა, ბა­ტო­ნო გუ­რამ!

მეც პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში და­ვი­ბა­დე. იმ ქა­ლაქ­ში და იმ დროს, სა­დაც და რო­ცა შუ­ქი არ იყო და სან­თ­ლის შუქ­ზე „ვითხ­რი­დი“ თვა­ლებს.

გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლის „პა­ტა­რა ქა­ლა­ქის ზღაპ­რე­ბით“ გა­ვი­ზარ­დე. ამ წიგ­ნით ვარ­სე­ბობ­დი, ვსუნ­თავ­დი, ყვე­ლა­ფერ­ში ამ წიგ­ნის გმი­რებს ვხე­დავ­დი.

თუ ვინ­მე მკითხავს, რო­გო­რია ჯა­დო­ქა­რი, მეზღაპ­რე, სას­წა­ულ­მოქ­მე­დი – დღემ­დე ასე­თი წარ­მო­მიდ­გე­ნია: პუტ­კუ­ნა, თმა და-წვერ­გა­ბურ­ძ­გ­ნი­ლი, ღრმა თვა­ლე­ბით, რომ­ლებ­შიც უძი­რო სევ­და იმა­ლე­ბა, თა­მა­მი ოც­ნე­ბე­ბით კაშ­კა­შებს და ფე­რა­დი იმე­დე­ბით გავ­სებს.

თუ ადა­მი­ა­ნებს გა­თე­ნე­ბა უხა­რი­ათ, მე და­ღა­მე­ბა მი­ხა­რო­და, რად­გან ღა­მით ჩემს ჯა­დო­ქარს ვხვდე­ბო­დი. მას­თან ერ­თად ვი­ძი­ნებ­დი. გუ­ლის სიღ­რ­მე­ში მინ­დო­და, მა­მა­ჩე­მი ყო­ფი­ლი­ყო, რო­მე­ლიც ერთ დღე­საც მო­მა­კითხავ­და სკო­ლა­ში და ნაც­რის­ფე­რი კედ­ლე­ბი­დან, ყვი­თე­ლი დაჯღაბ­ნი­ლი მერ­ხე­ბი­დან ფე­რა­დი ბუშ­ტე­ბი, პეპ­ლე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი ჩა­მოც­ვივ­დე­ბო­და, რომ­ლებ­საც ყვე­ლა კლა­სელს გა­ვუ­ნა­წი­ლებ­დი. მაგ­რამ ასე არ მოხ­და. სა­მა­გი­ე­როდ, მა­მა­ჩე­მი ახ­ლა ჩემს შვილს აკითხავს კან­ფე­ტე­ბით ხელ­ში.

გუ­რა­მის ზღაპ­რე­ბი კი­დევ ალ­ბათ იმი­ტომ მიყ­ვარს, რომ იქ ყვე­ლა ბავშვს უხ­დე­ბა ოც­ნე­ბე­ბი. მის­მა ზღაპ­რის გმი­რებ­მა ზუს­ტად იცი­ან, რა სურთ პა­ტა­რებს.

რო­ცა ვამ­ბობთ „ზღა­პა­რი“, ფიქ­რე­ბით მა­შინ­ვე პა­ტა­რებ­თან მივ­დი­ვართ. თით­ქოს შაბ­ლო­ნია, რომ თუ­კი ზღა­პარ­ზე ვსა­უბ­რობთ, ის აუცი­ლებ­ლად პა­ტა­რე­ბის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი. რე­ა­ლუ­რად კი ზღა­პა­რი ბევ­რად, ბევ­რად მე­ტია და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დი­დე­ბის­თ­ვის, რად­გან სწო­რედ რომ დი­დე­ბი, ჩვენ – მშობ­ლე­ბი, ვუ­კითხავთ ზღაპ­რებს ჩვენს შვი­ლებს და მათ­თან ერ­თად ჩვენც ვსწავ­ლობთ; ვსწავ­ლობთ სიყ­ვა­რულს, ურ­თი­ერ­თო­ბას, ვსწავ­ლობთ ოც­ნე­ბას, აღ­ვიქ­ვამთ ფე­რებს, უკეთ ვიწყებთ ჩვე­ნი პა­ტა­რე­ბის გა­გე­ბას. მე ეს ვის­წავ­ლე პეტ­რი­აშ­ვი­ლის ზღაპ­რე­ბი­დან, და აუცი­ლებ­ლად გირ­ჩევთ თქვენც სცა­დოთ. და­ი­ვიწყეთ აკა­დე­მი­უ­რო­ბა და ხმის ტემ­ბ­რის ცვლე­ბით, გაპ­რან­ჭუ­ლად წა­უ­კითხეთ ეს ზღაპ­რე­ბი პა­ტა­რებს.

„პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი“ – დი­დი წიგ­ნი!

ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ბავ­შ­ვი, რო­მელ­საც „პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი“ არ უყ­ვარ­დეს; ბავ­შ­ვი კი არა, ზრდას­რუ­ლი, ჩე­მი ასა­კის, დე­და­ჩე­მის, ან ბე­ბია-ბა­ბუ­ის ასა­კის. რო­გორც ხელ­ნა­წე­რე­ბი არ იწ­ვი­ან, ისე არა­სო­დეს მი­ე­ცე­მა ეს დი­ა­დი ნა­წარ­მო­ე­ბი და­ვიწყე­ბას. ეს არის უდი­დე­სი მე­გობ­რო­ბის წიგ­ნი, რო­მელ­საც ბა­და­ლი არ ჰყავს დე­და­მი­წა­ზე.

 

 

მე ვი­პო­ვი შენს და­ბა­დე­ბის დღეს!

რა­კი მე­გობ­რო­ბა ვახ­სე­ნე, ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის დიდ სიყ­ვა­რულს გა­დავ­წ­ვ­დე­ბი. დო­ნალდ ბი­სე­ტი ინ­გ­ლი­სე­ლი მწე­რა­ლია, რო­მე­ლიც დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ის პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი იყო, თუმ­ცა სა­ბავ­შ­ვო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის წე­რით მო­ი­პო­ვა აღი­ა­რე­ბა. მი­სი წიგ­ნი „და­კარ­გუ­ლი და­ბა­დე­ბის დღე“ სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნე ჩე­მი ინ­გ­ლი­სუ­რის მას­წავ­ლებ­ლის, ჩე­მი დე­დო­ბი­ლის, ან­ჟე­ლა ბუ­ა­ძის ერთ-ერთ ლა­მაზ წიგ­ნე­ბის თა­რო­ზე. წიგ­ნი ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე იყო, მა­შინ ამ­დე­ნი ინ­გ­ლი­სუ­რი არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ მა­ინც გა­მო­ვარ­თ­ვი ეს წიგ­ნი და თარ­გ­მ­ნას შე­ვე­ჭი­დე. არ იყო მარ­ტი­ვი ამ­ბა­ვი, თუმ­ცა რა­კი ზღაპ­რე­ბი სულ პა­ტა­რას შე­მაყ­ვა­რა დე­დამ, ვე­რაფ­რით გავ­ც­დი. ასე ვთარ­გ­მ­ნე ეს პა­წია წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე, სამ­ტ­რე­დი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ეგ­ზემ­პ­ლა­რად და­ი­ბეჭ­და და ად­გი­ლობ­რი­ვი პა­ტა­რე­ბი გა­ა­ხა­რა.

დო­ნალდ ბი­სე­ტის ზღაპ­რებ­ში იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ ბო­რო­ტი­სა და კე­თი­ლის ჭი­დილს. იქ უბ­რა­ლოდ ლა­მა­ზი, ფე­რა­დი და სა­ხა­ლი­სო ამ­ბე­ბია მო­ყო­ლი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ვურ­ჩევ­დი მის ზღაპ­რებს იმ პა­ტა­რებს, რომ­ელ­თაც დი­დი ტექ­ს­ტე­ბის კითხ­ვა არ უყ­ვართ. ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ზღა­პა­რია „დაკარ­გუ­ლი და­ბა­დე­ბის დღე“: თუ ვინ­მეს და­ა­ვიწყ­და და­ბა­დე­ბის დღის მი­ლოც­ვა, ან თუ ვინ­მემ და­კარ­გა და­ბა­დე­ბის დღე, ამ წიგ­ნ­ში ნა­ხავთ, რო­გორ იპო­ვოთ ის.

ამ­ბის თხრო­ბა და ოს­კარ უაილ­დის „ბედ­ნი­ე­რი უფ­ლის­წუ­ლი“

ოს­კარ უაილ­დი ჩემ­თ­ვის უფ­რო მე­ტია, ვიდ­რე სა­ბავ­შ­ვო მწე­რა­ლი. ის ნამ­დ­ვი­ლი ფი­ლო­სო­ფო­სია, თა­ნაც ისე­თი, ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გია უმაღ­ლეს დო­ნე­ზე რომ იცის. მი­სი ზღაპ­რე­ბი, ვფიქ­რობ, უფ­რო მო­ზარ­დე­ბის­თ­ვი­საა და­წე­რი­ლი. აი, იმ ასა­კის­თ­ვის, რო­ცა არც პა­ტა­რა ხარ და არც დი­დი, რო­ცა გა­ო­რე­ბუ­ლი, ან გა­ა­თე­ბუ­ლი ხარ, რო­ცა უამ­რა­ვი კითხ­ვა გაქვს და სწორ პა­სუ­ხებს ეძებ.

ოს­კარ უაილ­დის ზღაპ­რე­ბი ხში­რად და­დე­ბი­თი კონ­ტექ­ს­ტით არ სრულ­დე­ბა; პი­რი­ქით, ვარ­დის­ფერ სათ­ვა­ლეს გხსნის და რე­ა­ლო­ბას გაჩ­ვე­ნებს. გაჩ­ვე­ნებს ცხოვ­რე­ბას ისეთს, რო­გო­რიც არის. „ბედ­ნი­ე­რი უფ­ლის­წუ­ლი“ ზუს­ტად ასე­თი ზღა­პა­რია – გაჩ­ვე­ნოს, რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა, გაჩ­ვე­ნოს, რომ თუ­კი ვი­ღა­ცე­ბი დალ­ხე­ნი­ლად ცხოვ­რო­ბენ, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლას ულ­ხინს. ეს ზღა­პა­რი გაჩ­ვე­ნებს, რომ შენ ირ­გ­ვ­ლივ ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ზოგს რა ენატ­რე­ბა და ზოგს რა, მაგ­რამ რო­ცა შენ კარ­გად ხარ, სხვე­ბის გა­სა­ჭირს ვერ ხე­დავ, ან არ ხე­დავ.

ასე­თი იყო ბედ­ნი­ე­რი უფ­ლის­წუ­ლი, რო­მე­ლიც ბედ­ნი­ე­რი იყო მა­ნამ, სა­ნამ გარ­და­იც­ვ­ლე­ბო­და და მის ქან­და­კე­ბას ქა­ლა­ქის შუ­ა­გულ­ში, მა­ღალ პი­ე­დეს­ტალ­ზე არ დად­გამ­დ­ნენ. და აი, აქ იწყე­ბა რე­ა­ლუ­რი ამ­ბა­ვი. რას ხე­დავს უფ­ლის­წუ­ლი სი­მაღ­ლი­დან? ხე­დავს, რო­გორ უჭირს სა­კუ­თარ ხალხს, რო­გორ იყი­ნე­ბი­ან წვი­მა­ში და ქარ­ში უსახ­ლ­კა­რო­ე­ბი და რო­გორ მო­უნ­დე­ბა მა­თი დახ­მა­რე­ბა.

ეს ზღა­პა­რი ერ­თ­გუ­ლე­ბის და მე­გობ­რის, უან­გა­რო თავ­და­დე­ბის სიმ­ბო­ლოა ჩემ­თ­ვის. ეს თავ­და­დე­ბა კი ერთ პა­ტა­რა, უსუ­სურ მერ­ცხალს შე­უძ­ლია, რო­მე­ლიც თბი­ლი ქვეყ­ნე­ბის­კენ მიფ­რი­ნავს, მაგ­რამ უფ­ლის­წუ­ლი მას დახ­მა­რე­ბას და დარ­ჩე­ნას სთხოვს. მერ­ცხა­ლი ვერ უღა­ლა­ტებს, აუს­რუ­ლებს უფ­ლის­წულს თხოვ­ნას, შე­მო­ა­ცა­ლოს მის ქან­და­კე­ბას ოქ­როს ფირ­ფი­ტე­ბი და ძვირ­ფა­სი ქვე­ბი და ღა­რიბ-ღა­ტა­კებს და­უ­რი­გოს. ბო­ლო თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბი­სას მა­მა­ცი პა­ტა­რა მერ­ცხა­ლი კვდე­ბა და უფ­ლის­წუ­ლის ქან­და­კე­ბის ფერ­ხ­თით ეცე­მა. იმავ­დ­რო­უ­ლად უფ­ლის­წუ­ლის ქან­და­კე­ბა შუ­ა­ზე იპო­ბა და ქვად­ქ­ცე­უ­ლი გუ­ლიც იქ­ვე და­გორ­დე­ბა.

ამ დროს ქა­ლა­ქის თა­ვი ჩა­მო­ივ­ლის და ნა­გავ­ში გა­დაყ­რის გა­ყი­ნულ მერ­ცხალს, უფ­ლის­წუ­ლის გულს და ქან­და­კე­ბას. ქა­ლა­ქის თა­ვებს სჩვე­ვი­ათ ძვირ­ფა­სი რა­მე­ე­ბის ნა­გავ­ში მოს­რო­ლა.

„მო­მი­ტა­ნე ორი უძ­ვირ­ფა­სე­სი რამ მთე­ლი ქა­ლა­ქი­დან – ეტყ­ვის ღმერ­თი ან­გე­ლოზს. ან­გე­ლო­ზი მას გა­ყი­ნულ მერ­ცხალს და უფ­ლის­წუ­ლის გულს მი­არ­თ­მევს“.

ნი­ნო ლო­მი­ძე – „უშ­ბა და მე­გობ­რე­ბი“

ხომ არ და­გა­სევ­დი­ა­ნეთ? თუ და­გა­ფიქ­რეთ? თუ ორი­ვე ერ­თად, მა­შინ გახ­სოვ­დეთ, რომ „ხვალ მზე ამობ­რ­წყინ­დე­ბა და ახა­ლი დღე და­იწყე­ბა“ – ეს მიძღ­ვ­ნა უსაყ­ვარ­ლე­სი წიგ­ნის „უშბა და მე­გობ­რე­ბი“ პირ­ველ გვერ­დ­ზეა და­ტა­ნი­ლი.

მინ­და რომ ქარ­თ­ველ თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რებ­საც შე­ვე­ხო.

უშ­ბა საყ­ვა­რე­ლი ცუ­გაა, დაც­ქ­ვე­ტი­ლი ყუ­რე­ბით, სა­ოც­რად ცნო­ბის­მოყ­ვა­რე და მხი­ა­რუ­ლი ძაღ­ლია. უყ­ვარს თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლე­ბი და ნა­რინ­ჯის­ფე­რი ნაგ­ვის მან­ქა­ნის გა­დევ­ნე­ბა. დი­ახ, ეს წიგ­ნი ძაღ­ლ­ზეა, თუმ­ცა თუ კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბით, ტექ­ს­ტ­ში აღ­მო­ა­ჩენთ პა­ტა­რა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ქცე­ვებს. მა­გა­ლი­თად, რო­გორ იბუ­ტე­ბი­ან, თუ მათ კუთ­ვ­ნილ სა­თა­მა­შოს სხვა პა­ტა­რა გა­მო­არ­თ­მევს და მე­რე უკან არ და­უბ­რუ­ნებს, ან რო­ცა პა­ტა­რას სხვი­სი ნივ­თის აღე­ბა უნ­და, მაგ­რამ არ ითხოვს, ან პი­რი­ქით, ითხოვს და მე­რე ერ­თად იწყე­ბენ თა­მაშს. ასე ხომ უფ­რო სა­ხა­ლი­სოა?! მარ­ტო თა­მა­ში ხომ მო­საწყე­ნია?!

წიგ­ნ­ში პა­ტა­რე­ბი ნა­ხა­ვენ, რომ ზო­გი ძაღ­ლი ქუ­ჩა­ში ცხოვ­რობს, ზო­გი სახ­ლ­ში და ზო­გიც  ეზო­ში, თუმ­ცა მათ­ზე ზრუნ­ვა ყვე­ლას შე­უძ­ლია და ეს არის ის, რაც მათ მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით აღავ­სებთ, მშობ­ლებს კი მზა დი­ა­ლო­გებს მის­ცემს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა უპა­სუ­ხონ პა­ტა­რე­ბის შე­კითხ­ვებს.

სო­ფიო კუბ­ლაშ­ვი­ლი – „მარ­ც­ვა­ლას ოინე­ბი“

გო­გო­ე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. ყო­ველ­თ­ვის მინ­დო­და მე­ტი­ჩა­რა, პრან­ჭია და ონა­ვა­რი, პე­პი­სა­ვით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გო­გო მყო­ლო­და, მაგ­რამ დიდ­ხანს არ მყავ­და, თუმ­ცა მიხ­ვ­დე­ბით ამ წე­რი­ლი­და­ნაც, რომ ყო­ველ­თ­ვის მჯე­რო­და ჯა­დოს­ნუ­რი ამ­ბე­ბის. ჰო­და, ახ­ლა ორი გო­გოს დე­დი­კო ვარ. მარ­ც­ვა­ლა გო­გო ძა­ლი­ან ჰგავს ჩემს უფ­როს ქა­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც ესა­უბ­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს, ცხო­ვე­ლებს, მწე­რებს და ნივ­თებ­საც კი, და ალ­ბათ, ამი­ტო­მაც შე­მიყ­ვარ­და ეს წიგ­ნი ასე ძა­ლი­ან.

მარ­ც­ვა­ლა გო­გო დი­დად ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ვინ­მეა, სულ და­დის და ეძებს, უნ­და ახ­ლოს გა­იც­ნოს სამ­ყა­რო და ამ სამ­ყა­როს ბი­ნად­რე­ბი. ის უმე­გობ­რ­დე­ბა თხუ­ნე­ლე­ბის ოჯახს, ზღარბს, ხვე­უ­ლა ჭი­ას, მას აქვს ნატ­ვ­რე­ბი და ათას­გ­ვარ ოინს აწყობს. თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად უამ­რავ თავ­გა­და­სა­ვალ­ში ეხ­ვე­ვა. ზოგ­ჯერ მი­სი არ სჯე­რათ, რად­გან არ იცი­ან უფ­რო­სებ­მა, რომ ფან­ტა­ზი­ით გა­ნამ­დ­ვი­ლე­ბუ­ლი ამ­ბე­ბი ყვე­ლა­ზე უტყუ­ა­რი სი­მარ­თ­ლეა დე­და­მი­წა­ზე.

„ციყ­ვი, ნა­ნუ­ნა და კე­თი­ლი ბი­ჭუ­ნა“

ვფიქ­რობ, დარ­წ­მუნ­დით რამ­დე­ნად მიყ­ვარს ზღაპ­რე­ბი, რად­გან ამ ზღაპ­რე­ბით ყვე­ლა­ზე ნამ­დ­ვილ ამ­ბებს ჰყვე­ბი.

ჩე­მი სა­კუ­თა­რი ზღაპ­რე­ბის კრე­ბუ­ლი „ციყ­ვი, ნა­ნუ­ნა და კე­თი­ლი ბი­ჭუ­ნა“ ასეთ ნამ­დ­ვილ ამ­ბებს ჰყვე­ბა. ოღონდ დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზა არ გე­გო­ნოთ — ფან­ტა­ზი­ი­თაა გამ­დიდ­რე­ბუ­ლი. ჰო­და, დე­დი­კო­ე­ბო, ვი­საც უჭ­მე­ლი შვი­ლი გყავთ, ჩე­მი ზღაპ­რე­ბი გი­კარ­ნა­ხე­ბენ, რო­გორ და­აწყე­ბი­ნოთ პა­ტა­რას ჭა­მა.

ამ კრე­ბულს ერ­თი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა აქვს – მშვე­ნი­ე­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოა თუ რო­გორ ააგოთ პა­ტა­რას­თან დი­ა­ლო­გე­ბი; რო­გორ აუხ­ს­ნათ, რომ ბო­დი­შის მოხ­და აუცი­ლე­ბე­ლია, რო­ცა დამ­ნა­შა­ვე ხარ და რომ ბო­დი­ში ჯა­დოს­ნუ­რი სიტყ­ვაა, თუკი ის გულ­წ­რ­ფე­ლია; ას­წავ­ლის პა­ტა­რებს, რო­გორ მი­ი­ღონ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და რო­გორ იურ­თი­ერ­თონ მას­თან.

„ციყ­ვი, ნა­ნუ­ნა და კე­თი­ლი ბი­ჭუ­ნა“ 18 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ზღაპ­რის­გან შედ­გე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მათ­თ­ვის, ვი­საც უნ­და რომ ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ღა­მე ჯა­დოს­ნურ თავ­გა­და­სავ­ლად აქ­ცი­ოს. იმ ღა­მეს და­იწყოს და იმა­ვე ღა­მეს და­ას­რუ­ლოს ამ­ბა­ვი.

ბედ­ნი­ერ მოგ­ზა­უ­რო­ბას გი­სურ­ვებთ ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და თქვენ­თ­ვის სა­გულ­და­გუ­ლოდ შერ­ჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბის მა­გი­ურ სამ­ყა­რო­ში!

ლი­ლი ალ­ფა­ი­ძე

 

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება