12 მარტი, ოთხშაბათი, 2025

უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერების STEM მასტერკლასები სტუდენტებისთვის

spot_imgspot_img

ციფრული მედია პლატფორმა „სფიჩი“ აცხადებს მიღებას სტუდენტებისთვის STEM მასტერკლასებზე დასასწრებად. უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერები, Zoom პლატფორმის საშუალებით, 1 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით გაუზიარებენ განათლებას.

♦ მსმენელები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე, სამოტივაციო წერილისა და შევსებული ანკეტის მიხედვით. მასტერკლასების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

♦ დასწრება უფასოა.

♦ განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი.

 რეგისტრაციის ბმული

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში STEM განათლების დანერგვას და განვითარებას. პროექტის ფარგლებში, უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერები მოახდენენ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ინვესტირებას სამშობლოში. ჩვენი ამოცანაა, გავუხსნათ ახალგაზრდებს შესაძლებლობების გზა მომავლის პროფესიებში,“ – აღნიშნულია მედია პლატფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტი ხორციელდება მედია პლატფორმა „სფიჩის“ მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ ფარგლებში.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება