24 მაისი, შაბათი, 2025

უც­ნო­ბი ავ­ტო­რის ერ­თა­დერ­თი შე­დევ­რი

spot_imgspot_img
მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, 1978 წელს, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ნა­კა­დუ­ლის“ რე­დაქ­ტორ­მა, არ­ჩილ სუ­ლა­კა­ურ­მა ლე­ვან ბოლ­ქ­ვა­ძის ერ­თა­დერ­თი წიგ­ნი „ზღა­პარ­ში მოხ­ვედ­რი­ლი ბი­ჭის ამ­ბა­ვი“ გა­მოს­ცა. ისე­თი წიგ­ნის გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც ამ­ხელ­და ავ­ტო­რი­ტა­რულ რე­ჟი­მებს, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, რა თქმა უნ­და, საბ­ჭო­ეთს, მა­შინ ძა­ლი­ან სა­ში­ში და საფ­რ­თხი­ლო საქ­მე იყო.

ლევან ბოლქვაძე

სიმ­ბო­ლუ­რია, რომ პირ­ვე­ლად ეს წიგ­ნი დღის სი­ნათ­ლე­ზე გა­მო­ი­ტა­ნა იმ მწე­რალ­მა, რო­მელ­მაც „სა­ლა­მუ­რას თავ­გა­და­სა­ვა­ლი“ და­წე­რა. ვინ, თუ არა სა­ლა­მუ­რას ავ­ტორ­მა იცო­და, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო სა­უ­ბა­რი სი­კე­თე­სა და ბო­რო­ტე­ბა­ზე და მათ შო­რის არ­სე­ბულ უდი­დეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა­ზე; რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ბო­რო­ტე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლა, სა­ლა­მუ­რა­სა­ვით მა­მა­ცი გმი­რე­ბის გა­მო­ძერ­წ­ვა და მა­თი საგ­მი­რო საქ­მე­ე­ბის მკითხ­ვე­ლამ­დე მი­ტა­ნა; და რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო წიგ­ნი, რო­მელ­შიც პერ­სო­ნა­ჟე­ბი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად ყვე­ლა­ფერს გა­ი­ღებ­დ­ნენ.

სიმ­ბო­ლუ­რია ისიც, რომ ლე­ვან ბოლ­ქ­ვა­ძის „ზღა­პარ­ში მოხ­ვედ­რი­ლი ბი­ჭის ამ­ბა­ვი“ მწერ­ლის ერ­თა­დერ­თი წიგ­ნია, რად­გან მწე­რალ­მა საბ­ჭო­ეთ­ში უმ­ძი­მე­სი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა. ლე­ვან ბოლ­ქ­ვა­ძე 21 წლის ასაკ­ში უკ­ვე პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი იყო. მან რვა წე­ლი ლა­გერ­ში გა­ა­ტა­რა. სწო­რედ ასე­თი ქვე­ყა­ნა იყო საბ­ჭო­ე­თი, და საბ­ჭო­ე­თი ძა­ლი­ან ჰგავ­და წიგ­ნ­ში აღ­წე­რილ მე­ფე ჩი­გი­დის ქვე­ყა­ნას.

ნა­წარ­მო­ებ­ში არის ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნაკ­ვე­თი: ცი­ხე ხდე­ბა ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც ყვა­ვი­ლე­ბის გა­ხა­რე­ბა ჯერ კი­დევ შე­საძ­ლე­ბე­ლია. თუ მწერ­ლის მი­ნიშ­ნე­ბებს გავ­ყ­ვე­ბით, აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ მე­ფე ჩი­გი­დის ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა ყვა­ვი­ლი დაჭ­კ­ნა, ცო­მი აღარ ამო­დის, ვე­რა­ფე­რი ცოცხ­ლობს და ვერ ას­რუ­ლებს სა­კუ­თარ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას. ესაა სა­უ­კე­თე­სო ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ბო­რო­ტე­ბა­და­პატ­რო­ნე­ბულ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში სი­კე­თეს – და სი­ცოცხ­ლე ნამ­დ­ვი­ლად ყვე­ლა­ზე დი­დი სი­კე­თეა – აღარ და­ედ­გო­მე­ბა. სი­კე­თი­სა და სი­ცოცხ­ლის­თ­ვის ერ­თა­დერ­თი თავ­შე­სა­ფა­რი ცი­ხეა, რად­გან ცი­ხე­ში სწო­რედ ისე უსა­მარ­თ­ლოდ არი­ან დატყ­ვე­ვე­ბუ­ლე­ბი სი­კე­თის შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორც ლე­ვან ბოლ­ქ­ვა­ძე გა­მო­კე­ტა წი­თელ­მა რე­ჟიმ­მა. 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ რე­ჟიმ­მა უამ­რა­ვი ლე­ვან ბოლ­ქ­ვა­ძე წაგ­ვარ­თ­ვა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია წიგ­ნის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა, რად­გან ანო­ტა­ცია თა­ვად მწე­რალს ეკუთ­ვ­ნის. ლე­ვან ბოლ­ქ­ვა­ძე წიგ­ნის მთა­ვარ პერ­სო­ნაჟ­ზე, 12 წლის ჭა­ბუ­კა­ზე წერს: „ეს ბი­ჭი არც ძალ-ღო­ნით გა­მო­ირ­ჩე­ო­და თა­ვის ტო­ლებ­ში და ვერც იმას ვიტყ­ვით, მის­მა გულ­მა ში­ში არ იცო­და რა იყოო, მაგ­რამ საქ­მე­ე­ბიც მან ზღაპ­რის ფა­თე­რა­კი­ან გზებ­ზე გა­და­ი­ხა­და, რა სი­კე­თეც იქ და­თე­სა, რო­მელ უში­შარ გმირ­საც გინ­და ეყო­ფო­და სა­ხე­ლად“.

თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნის „ძმებ ლომ­გუ­ლებ­ში“ სწო­რედ ეს იდეაა გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი: ში­შის დაძ­ლე­ვა, იმის ჩვე­ნე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე, დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბის წი­ნა­შე მდგა­რი ავ­ლენს სა­კუ­თარ თავ­ში და­ფა­რულ სი­მა­მა­ცეს, ავ­ლენს ლომ­გუ­ლო­ბას და ჭა­ბუ­კას დარ ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას. ასე იქ­ცა სკორ­პა ლომ­გუ­ლი უში­შარ ბი­ჭად, ასე იქ­ცა 12 წლის ჭა­ბუ­კა სი­მა­მა­ცის სიმ­ბო­ლოდ.

2014 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტ­მა“ მა­შინ თით­ქ­მის ყვე­ლა­სათ­ვის უც­ნო­ბი მწერ­ლის ერ­თა­დერ­თი შე­დევ­რი, 1978 წლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად გა­მოს­ცა. 2023 წელს კი, ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის საყ­ვა­რელ სე­რი­ა­ში „გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ სა­კითხა­ვი“ ლე­ვან ბოლ­ქ­ვა­ძის „ზღა­პარ­ში მოხ­ვედ­რი­ლი ბი­ჭის ამ­ბა­ვი“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით გა­მო­ი­ცა.

რო­გორც ყვე­ლა შე­სა­ნიშ­ნა­ვი წიგ­ნი და ყვე­ლა შთამ­ბეჭ­და­ვი თავ­გა­და­სა­ვა­ლი, ეს წიგ­ნიც მთა­ვა­რი გმი­რის მოგ­ზა­უ­რო­ბის სურ­ვი­ლით იწყე­ბა. ოდი­სევ­ს­მა ხომ სწო­რედ ხე­ტი­ალ­ში გა­მო­ცა­და სა­კუ­თა­რი თა­ვი, ავ­თან­დილ­მა ხომ სწო­რედ გზა­ზე დამ­დ­გარ­მა გა­ი­გო, რა შე­ეძ­ლო, და ავ­თან­დილს ნამ­დ­ვი­ლად ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შე­ეძ­ლო. სწო­რედ ასე ხვდე­ბა 12 წლის ბი­ჭიც, რომ თუ სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბა უნ­და, ცხრა მთა უნ­და გა­და­ი­ა­როს და სა­ო­ცა­რი ქვეყ­ნე­ბი ნა­ხოს, უცხო ქვეყ­ნე­ბი და უცხო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. ასე აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ჭა­ბუ­კა „სი­კე­თის ქა­ლაქ­ში“, სა­დაც, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, სრუ­ლი უსა­მარ­თ­ლო­ბა სუ­ფევს. ეს მე­ფე ჩი­გი­დის ქვე­ყა­ნაა; აქ მე­ფემ დრო გა­ა­ჩე­რა, წე­ლი­წა­დის დრო­ე­ბი კი თა­ვის ჭკუ­ა­ზე შეც­ვა­ლა.

ერ­თი მხრივ, ლე­ვან ბოლ­ქ­ვა­ძე გვი­ამ­ბობს ძა­ლა­უფ­ლე­ბის ჟი­ნით შეპყ­რო­ბი­ლი მე­ფის წარ­მო­უდ­გე­ნელ ახი­რე­ბა­ზე – სამ­ყა­როს კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის შეც­ვ­ლის სურ­ვილ­ზე, მე­ო­რე მხრივ კი, გვიჩ­ვე­ნებს შემ­დეგს: ვიდ­რე ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლაფ­რის მიმ­ღე­ბე­ლი, მორ­ჩი­ლი, მო­ნუ­რი ინ­ს­ტინ­ქ­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა, ჭა­ბუ­კას, ინოს და ინოს ბა­ბუ­ის მსგავს მა­მაც ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან დიდ­ხანს მო­უ­წევთ ბო­რო­ტე­ბას­თან შე­უ­რი­გე­ბე­ლი ბრძო­ლა.

ვფიქ­რობ, სწო­რედ ეს ორი ხა­ზი – ყვე­ლაფ­რის მიმ­ღებ­ლო­ბა და მის სა­პირ­წო­ნედ, ბო­რო­ტე­ბის სრუ­ლი მი­უ­ღებ­ლო­ბა – არის ამ წიგ­ნის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი იდეა.

რო­ცა მზი­ან და ნა­თელ გა­ზაფხულ­ზე, ჩახ­ჩა­ხა მზით გა­ნა­თე­ბულ ქუ­ჩებ­ში ქურ­ქებ­ში გა­მოწყო­ბი­ლი ხალ­ხი გა­მოჩ­ნ­დე­ბა, ბუხ­რებ­ში ცეცხ­ლი და­ინ­თე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ცი­გუ­რე­ბით „სრი­ალს“ და „გუნ­და­ო­ბას“ და­იწყე­ბენ, ხელ­ში არარ­სე­ბულ „თოვლს“ აიღე­ბენ და გუნ­დად შეკ­რა­ვენ, მა­მა­კა­ცე­ბი კი სა­ხუ­რა­ვებ­ზე ავ­ლენ, რა­თა იქი­დან გულ­მოდ­გი­ნედ ჩა­მო­ყა­რონ „თოვ­ლი“, ეს იქ­ნე­ბა ადა­მი­ან­თა ემო­ცი­უ­რი, სუ­ლი­ე­რი და აზ­რობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი; ასეთ ამ­ბებს მივ­ყა­ვართ თა­ვი­სუ­ფა­ლი სუ­ლის სრულ გაქ­რო­ბას­თან. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, მო­ქა­ლა­ქის ყვე­ლა უფ­ლე­ბის­გან გან­ძარ­ც­ვუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან. ასე ხდე­ბა მე­ფე ჩი­გი­დის ქვე­ყა­ნა­ში.

ამ ქვე­ყა­ნა­ში მე­ეტ­ლე იმა­საც კი ახერ­ხებს, ხე­ლი მო­ი­ყი­ნოს, რა­თა სა­ბო­ლო­ოდ და­ამ­ტ­კი­ცოს, რომ გა­ზაფხუ­ლი კი არა, ზამ­თა­რია, და ისე ყი­ნავს, მო­ქა­ლა­ქე­ებს სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი ეყი­ნე­ბათ. გა­რეთ კი მზე ანა­თებს…

„ხელ­მ­წი­ფის კა­ცე­ბი და­დი­ოდ­ნენ და ხალხს გა­რეთ ერე­კე­ბოდ­ნენ, თოვ­ლის საგ­ვე­ლად, თან ყუ­რი დაც­ქ­ვე­ტი­ლი ჰქონ­დათ, ვინ რას ამ­ბობს, ეჭ­ვი ხომ არა­ვის ეპა­რე­ბა, რომ ქუ­ჩებ­ში დე­კემ­ბ­რის თოვ­ლი დევ­სო. მთე­ლი ქა­ლა­ქი გულ­მოდ­გი­ნედ ცდი­ლობ­და ეჭ­ვი არა­ფერ­ში შე­ე­ტა­ნა. ვინც გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ი­ჩენ­და თავს ამ „სა­ზამ­თ­რო“ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, იმას მე­ფი­სა და პრინ­ცე­სის სა­ხე­ლით უხ­ვად ასა­ჩუქ­რებ­დ­ნენ“.

დი­ახ, ადა­მი­ა­ნე­ბი არა მხო­ლოდ ში­შის გა­მო ემორ­ჩი­ლე­ბი­ან მე­ფე ჩი­გი­დის მი­ერ გა­ცე­მულ სრუ­ლი­ად აბ­სურ­დულ კა­ნო­ნებს, არა­მედ ჯილ­დოს მო­ლო­დინ­ში ერ­თ­მა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან, აბა, რო­მე­ლი უფ­რო მო­ი­გი­ჟი­ა­ნებს თავს? აკი ამ­ბობს კი­დეც წიგ­ნის ერთ-ერ­თი პერ­სო­ნა­ჟი, რაც უფ­რო მეტ უაზ­რო­ბას სთხო­ვენ ხალხს, მით უფ­რო მე­ტი ხა­ლი­სი­თა და გა­ტა­ცე­ბით ას­რუ­ლებს ყვე­ლა მო­ძა­ლა­დე­ე­ბის სურ­ვილ­სო.

ბიჭ­მა, რო­მელ­მაც 21 წლის ასაკ­ში გუ­ლა­გი იხი­ლა, დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­თელ­ვა­ში, ქვეყ­ნი­სა და ადა­მი­ა­ნის მო­რა­ლურ დეგ­რა­და­ცი­ა­ში მხო­ლოდ ახი­რე­ბუ­ლი, სი­გი­ჟეს აყო­ლი­ლი მმარ­თ­ვე­ლე­ბი კი არ არი­ან დამ­ნა­შა­ვე, არა­მედ ხალ­ხი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მა­თი დუ­მი­ლით და ყვე­ლაფ­რი­სად­მი მორ­ჩი­ლე­ბით.

მე­ო­რე, რა­საც მე­ფე ჩი­გი­დი აკე­თებს, ეს დრო­ის გა­ჩე­რე­ბაა. დრო­ის გა­ჩე­რე­ბა, რა­ღაც მხრივ, არარ­სე­ბო­ბა­საც ნიშ­ნავს, ხალ­ხის სა­ღა­თას ძილს მი­ცე­მას. ეს იმის გა­აზ­რე­ბის უნა­რის წარ­თ­მე­ვის მცდე­ლო­ბა­ცაა, რომ ცხოვ­რე­ბა გან­საზღ­ვ­რუ­ლია, რა­ღაც პე­რი­ო­დით გვეძ­ლე­ვა და ბევ­რი რამ უნ­და მო­ვას­წ­როთ – რო­გორც ადა­მი­ა­ნებ­მა და რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა.

ჭა­ბუ­კა მხო­ლოდ 12 წლი­საა, რო­ცა ბო­რო­ტე­ბას წინ აღუდ­გე­ბა. ლე­ვან ბოლ­ქ­ვა­ძე 21 წლის იყო, რო­ცა გა­და­ა­სახ­ლეს. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ჭა­ბუ­კა­ში მწერ­ლის ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი არ და­ვი­ნა­ხოთ, რომ­ლი­თაც ცხოვ­რობ­და ლე­ვან ბოლ­ქ­ვა­ძე. საბ­ჭო­ე­თის­თ­ვის სწო­რედ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და უკომ­პ­რო­მი­სო­ბა იყო ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა, რად­გან გა­ჩე­რე­ბულ დროს ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ ეგუ­ე­ბოდ­ნენ, სწო­რედ ისი­ნი მოქ­მე­დებ­დ­ნენ და ხალხს მოძ­რა­ო­ბის­კენ – ადა­მი­ა­ნის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­დ­ნენ.

წიგ­ნ­ში ვკითხუ­ლობთ, სა­ათ­ში ოს­ტატ­მა ხალ­ხის სუ­ლი ჩა­აქ­სო­ვაო. სა­ა­თის გა­ჩე­რე­ბა ხალ­ხის სუ­ლის შე­ბოჭ­ვა იყო. იმი­ტო­მაც და­ა­დუ­მა იგი მე­ფე ჩი­გიდ­მა და აკი კი­დეც წა­ერ­თ­ვა ხალხს ძა­ლა. სა­ა­თის ამოქ­მე­დე­ბა კი ხალ­ხის გა­მოღ­ვი­ძე­ბას მო­ას­წა­ვებს. გა­მოღ­ვი­ძე­ბულ ხალხს კი წინ ვე­რა­ვინ და­უდ­გე­ბა.

სა­გუ­ლის­ხ­მოა ისიც, რა მოხ­დე­ბა დრო­ის კვლავ ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ. რა მოხ­დე­ბა და, ერთ დროს უძ­ლე­ვე­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი მე­ფე ჩი­გი­დი წა­მებ­ში ისეთ უუნა­რო, მიხ­რ­წ­ნილ ბე­რი­კა­ცად გა­და­იქ­ცე­ვა, ხალხს ჰგო­ნია, რომ სა­სა­ცი­ლო თო­ჯი­ნას უყუ­რებს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იაზ­რე­ბენ, ეს თო­ჯი­ნა კი არა, ის მე­ფე ჩი­გი­დია, რომ­ლის ყვე­ლა­ზე აბ­სურ­დულ კა­ნო­ნებ­საც ცო­ტა ხნის წინ ზედ­მი­წევ­ნით ას­რუ­ლებ­დ­ნენ.

„თუმ­ცა რა ძა­ლა აქვს მე­ფეს, რო­ცა ხალხს ერ­თი პი­რი აქვს? გინდ იყოს და გინ­და არა მე­ფე, რო­მელ­საც გა­ნუდ­გ­ნენ ქვე­შევ­რ­დო­მე­ბი, ჯა­რი, პო­ლი­ცია“ – ლე­ვან ბოლ­ქ­ვა­ძე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ზე ანა­წი­ლებს და ეს სწო­რია. მწე­რალ­მა უნ­და შე­გან­ჯღ­რი­ოს და და­გა­ფიქ­როს, ნამ­დ­ვი­ლად ხარ კი თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი? და თუ არ ხარ, იბ­რ­ძ­ვი მა­ინც ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად? და­ფიქ­რე­ბულ­ხარ, რომ ყვე­ლა ტი­რანს ძა­ლას ხალ­ხი ანი­ჭებს? ხალ­ხი, რო­მე­ლიც ჩუ­მა­დაა და თავ­დახ­რი­ლია.

ჭა­ბუ­კამ და მის­მა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­მა, მათ შო­რის, თვით პა­ტა­რა ეშ­მაკ­მა ტი­ნი­ტო­მაც კი, პი­რა­დი მა­გა­ლი­თით ხალხს სწო­რედ ეს ას­წავ­ლეს. ეს უნ­და გვას­წავ­ლოს ამ წიგ­ნ­მა ჩვენც, მკითხ­ვე­ლებს.

სიმ­ბო­ლუ­რია, რომ მე­ფე ჩი­გი­დის მი­ერ დამ­ყა­რე­ბულ უსა­მარ­თ­ლო­ბა­ში ცი­ხე­ებ­ში ხვდე­ბი­ან კე­თი­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. სიმ­ბო­ლუ­რია, რად­გან ლე­ვან ბოლ­ქ­ვა­ძის დამ­ტუ­სა­ღე­ბელ საბ­ჭო­ეთ­შიც სწო­რედ იგი­ვე ხდე­ბო­და. ამი­ტომ ყვა­ვი­ლობ­და ცი­ხე­ში მცე­ნა­რე­ე­ბი, რად­გან სიბ­ნე­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ყვა­ვი­ლებს იქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ნათ­ლე ზრდი­და და ახა­რებ­და.

ეს ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ რო­გორც არ უნ­და ეცა­დო, სი­ნათ­ლე, სი­კე­თე და სი­მარ­თ­ლე წყა­ლი­ვით იპო­ვის გზას, უსა­მარ­თ­ლო­ბას ქვა­სა­ვით გახ­ვ­რეტს და სა­კუ­თარ მდი­ნა­რე­ბას არ შე­ა­ჩე­რებს. თუ ადა­მი­ა­ნი არა, ყვა­ვი­ლი მა­ინც იტყ­ვის, არ­სო­ბის პუ­რის გა­მო­საცხო­ბად სა­ჭი­რო ცო­მი მა­ინც ამ­ხელს, უტყ­ვი ქმნი­ლე­ბე­ბი, უტყ­ვი საგ­ნე­ბი ამეტყ­ველ­დე­ბი­ან და ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სი­მარ­თ­ლე და სი­კე­თე სა­მუ­და­მოდ ვერ შე­ი­ბო­ჭე­ბა, ვერ და­ტუ­საღ­დე­ბა. სი­ნათ­ლე ბო­ლოს მა­ინც გა­მო­აღ­წევს დი­ლე­გი­დან, ცი­ხის წყვდი­ად­ში ამო­ხეთ­ქავს ყვა­ვი­ლე­ბის მა­ცოცხ­ლე­ბე­ლი ძა­ლა და მე­ფე ჩი­გი­დის ქვე­ყა­ნას გა­მო­აფხიზ­ლებს.

„- რა ემარ­თე­ბა, პრო­ფე­სო­რო, სა­სახ­ლის ყვა­ვი­ლებს? – მი­მარ­თა ჩი­გიდ­მა სწავ­ლულს.

– ყვა­ვი­ლი სი­ხა­რუ­ლი­სა და სი­კე­თის ნა­ყო­ფია, დი­დო მე­ფეო.

– მე­რე?

– მე გა­მო­ვიკ­ვ­ლიე კა­რის­კაც­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა. სა­სახ­ლე­ში სი­კე­თის დო­ნე კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლად და­ბა­ლია, – მო­ახ­სე­ნა პრო­ფე­სორ­მა და პორ­ტ­ფე­ლი­დან კვლე­ვის მა­სა­ლე­ბი ამო­ა­ლა­გა.

– სა­სახ­ლე­ში, თქვე­ნო უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბავ, უსი­კე­თო­ბის ისე­თი ჰა­ვაა შექ­მ­ნი­ლი, რომ ვინც არ უნ­და მო­იყ­ვა­ნოთ, რა სი­კე­თეც არ უნ­და ჰქონ­დეს, ორი­ო­დე დღე­ში გუ­ლი გა­უ­ცივ­დე­ბა. ბო­რო­ტე­ბა მო­ე­დო მთელს სა­სახ­ლეს, დი­დო მე­ფეო! ყვე­ლა­ნი ბო­რო­ტე­ბის სე­ნი­თა ვართ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი.

– რო­გორ თუ ყვე­ლა­ნი?! – წარ­ბი შე­ყა­რა მბრძა­ნე­ბელ­მა.

– რა თქმა უნ­და, თქვე­ნი გა­მოკ­ლე­ბით, დი­დო მე­ფეო!“

ლე­ვან ბოლ­ქ­ვა­ძე ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ას მა­შინ ებ­რ­ძო­და, რო­ცა, ალ­ბათ, ცო­ტა ადა­მი­ანს თუ სწამ­და, რომ საბ­ჭო­ე­თი, შე­საძ­ლოა, ოდეს­მე დან­გ­რე­უ­ლი­ყო.

ჭა­ბუ­კაც სწო­რედ ასეთ ქვე­ყა­ნა­ში იბ­რ­ძ­ვის სი­კე­თის და­საბ­რუ­ნებ­ლად; ასეთ ქვე­ყა­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცის, ამის გა­მო სა­მა­გა­ლი­თოდ და­ის­ჯე­ბა. ის­ჯე­ბა კი­დეც. დი­დი წიგ­ნე­ბი, დი­დი მწერ­ლე­ბი და დი­დი ლი­ტე­რა­ტუ­რა ხომ სწო­რედ ამას გვას­წავ­ლის, ვი­პო­ვოთ სა­კუ­თარ თავ­ში გმი­რი, რო­მე­ლიც არას­დ­როს შე­უ­შინ­დე­ბა ბრძო­ლას.

„ზღა­პარ­ში მოხ­ვედ­რი­ლი ბი­ჭის ამ­ბა­ვი“ უფ­რო­სე­ბის­თ­ვის და­წე­რი­ლი წიგ­ნია – ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­სა­აზ­რებ­ლად თუ გა­სახ­სე­ნებ­ლად.

სწო­რედ ამი­ტომ, ისეთ პერ­სო­ნა­ჟებ­თან ერ­თად, რო­გო­რე­ბიც არი­ან ჩი­პო­ლი­ნო, სა­ლა­მუ­რა, ჰა­რი პო­ტე­რი, ან კი­დევ ჯელ­სო­მი­ნო, რო­მე­ლიც ცრუ­თა ქვე­ყა­ნა­ში ბო­ლო ხმა­ზე აჟ­ღე­რებს სი­მარ­თ­ლეს, ყო­ველ­თ­ვის გვახ­სოვ­დეს ჭა­ბუ­კაც. ბი­ჭი, რო­მე­ლიც გუ­ლის სიღ­რ­მე­ში ყო­ველ­თ­ვის დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ უკ­ვა­ლოდ არა­ფერს უვ­ლი­და, რომ მთელ ამ უსაზღ­ვ­რო ქვე­ყა­ნა­ზე ერ­თი სა­ერ­თო, გა­ნუ­ყო­ფე­ლი სი­კე­თით ედ­გათ სუ­ლი ადა­მი­ა­ნებს.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება