18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

უფ­ლის­წუ­ლის აღ­ზ­რ­დის კონ­ცეპ­ტი ქარ­თუ­ლი რე­ნე­სან­სის ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში

spot_img

მე­რი გი­ბიშ­ვი­ლი
სსიპ ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. სნოს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

უფ­ლის­წუ­ლის აღ­ზ­რ­დის კონ­ცეპ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და აღორ­ძი­ნე­ბის ხა­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში ამ მხრივ აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გმი­რის აღ­ზ­რ­დის სა­კითხი „ამი­რან­და­რე­ჯა­ნი­ა­ნი­სა“ და შო­თა რუს­თა­ვე­ლის „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“.

„ამი­რან­და­რე­ჯა­ნი­ან­ში“ ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვარ გმირს, სრუ­ლი­ად ყრმას, მი­ა­ბა­რე­ბენ აღ­საზ­რ­დე­ლად. შვი­დი წლი­სას ას­წავ­ლიდ­ნენ უკ­ვე მშვილ­დოს­ნო­ბას, ნა­დი­რო­ბას, იარა­ღის ხმა­რე­ბი­სა და ხი­ფა­თის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის ხერ­ხებს.

რუს­თა­ვე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის დიდ ნა­წილს უკ­ვე ზრდას­რულ ასაკ­ში გვაც­ნობს. არა­ფე­რი ვი­ცით ავ­თან­დი­ლის, თი­ნა­თი­ნის, როს­ტე­ვა­ნი­სა და სხვა­თა გმი­რე­ბის ბავ­შ­ვო­ბი­სა და მა­თი აღ­ზ­რ­დის შე­სა­ხებ, თუმ­ცა გარ­კ­ვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა გვექ­მ­ნე­ბა მა­თი ქცე­ვა-მოქ­მე­დე­ბე­ბით, სა­მე­ფო და სა­კა­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­ხედ­ვით. მარ­თა­ლია არ ვი­ცით რა გზა გა­ი­ა­რეს პო­ე­მის პერ­სო­ნა­ჟებ­მა ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ყვე­ლა გმი­რი გა­ნათ­ლე­ბუ­ლია. გა­ნათ­ლე­ბუ­ლი არის­ტოკ­რა­ტია ავ­თან­დი­ლი, რო­მელ­საც დი­დი ცოდ­ნა აქვს დაგ­რო­ვი­ლი, იგი გან­ს­წავ­ლუ­ლია ფი­ლო­სო­ფი­ა­ში, კარ­გად იც­ნობს პლა­ტო­ნის სწავ­ლე­ბა­საც. ეს გა­საკ­ვი­რიც არ არის, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ცოდ­ნის მი­ღე­ბის წე­სი ძველ­თა­გან­ვე არ­სე­ბობ­და და ამას აუცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებ­და რუს­თა­ვე­ლი თა­ვის პო­ე­მა­ში, რად­გან ფი­ლო­სო­ფი­ის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის სწავ­ლა ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი სას­წავ­ლო სა­გა­ნი იყო წარ­ჩი­ნე­ბულ­თა შვი­ლე­ბის აღ­ზ­რ­და­ში. ფი­ლო­სო­ფი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­შია გან­ს­წავ­ლუ­ლი ვახ­ტანგ გორ­გა­სა­ლი (Vს), ფი­ლო­სო­ფი­ის მცოდ­ნედ გვევ­ლი­ნე­ბი­ან ასუ­რე­ლი მა­მე­ბი (VIს), IX სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლის სას­წავ­ლო საგ­ნებ­ში ფი­ლო­სო­ფი­აც არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი. ცხა­დია, რუს­თა­ველს გა­ნათ­ლე­ბუ­ლი არის­ტოკ­რა­ტი ავ­თან­დი­ლი ფი­ლო­სო­ფი­ის ცოდ­ნის გა­რე­შე ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია.

უფ­ლის­წუ­ლის აღ­ზ­რ­დის ერთ-ერთ სა­ხედ რუს­თა­ვე­ლი ფი­ზი­კურ ვარ­ჯიშს მი­იჩ­ნევს. ავ­თან­დი­ლი, ტა­რი­ე­ლი და ფრი­დო­ნი ფი­ზი­კუ­რად ჯან­სა­ღი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან, მათ კარ­გად აქვთ ათ­ვი­სე­ბუ­ლი „სა­მა­მა­ცო ზნე­ნია“. გო­ნებ­რივ აღ­ზ­რ­დას­თან ერ­თად ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბა­ში მო­დის ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დაც.

რუს­თა­ვე­ლი უფ­რო დე­ტა­ლუ­რად გვაც­ნობს ტა­რი­ე­ლი­სა და ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნის ბავ­შ­ვო­ბას. მა­თი აღ­ზ­რ­დის თე­მაც პო­ე­მის სი­უ­ჟე­ტურ გან­ვი­თა­რე­ბა­შია ჩარ­თუ­ლი. ნეს­ტა­ნის და­ბა­დე­ბამ­დე, ფარ­სა­დან­მა და მის­მა მე­უღ­ლემ ტა­რი­ე­ლი აიყ­ვა­ნეს შვი­ლად და მი­სი სა­მე­ფოდ აღ­ზ­რ­და და­იწყეს. ტა­რი­ე­ლი იხ­სე­ნებს, რომ მას სა­მე­ფოდ ამ­ზა­დებ­დ­ნენ, ამი­ტო­მაც ას­წავ­ლიდ­ნენ ლაშ­ქ­რი­სა და ქვეყ­ნის მარ­თ­ვას, სა­მე­ფო ქცე­ვა-მოქ­მე­დე­ბებს. ხუ­თი წლის ტა­რი­ე­ლი უკ­ვე კარ­გი მე­ო­მა­რია, კარ­გად აღ­ზ­რ­დი­ლი, დახ­ვე­წი­ლი ქცე­ვე­ბი­თა და უნა­რე­ბით. თხუთ­მე­ტი წლი­სა უკ­ვე კარ­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ქვეყ­ნის მარ­თ­ვა. ნეს­ტა­ნის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, ერ­თხანს, ერ­თად ზრდი­ან, ხო­ლო შემ­დეგ ფარ­სა­და­ნი ააგებს ცალ­კე სა­მე­ფო სახლს და ნეს­ტანს თა­ვის დას, ქა­ჯეთ­ში გათხო­ვილ და­ვარს მი­ა­ბა­რებს „სიბ­რ­ძ­ნი­სა სას­წავ­ლებ­ლად“. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­მა­ვა­ლი მე­ფის აღ­მ­ზ­რ­დე­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რი­გი­თი ადა­მი­ა­ნი არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. აღ­მ­ზ­რ­დე­ლის სწო­რედ სა­მე­ფო ოჯა­ხი­დან მო­ნახ­ვაა იმის ერ­თ­გ­ვა­რი გა­რან­ტი, რომ მას ექ­ნე­ბა სა­თა­ნა­დო ავ­ტო­რი­ტე­ტი, შე­სა­ბა­მი­სი აღ­ზ­რ­და-გა­ნათ­ლე­ბა მის­ცეს მას. და­ვა­რი ნეს­ტა­ნის­თ­ვის სწო­რედ ასე­თი ავ­ტო­რი­ტე­ტი იყო. ის ზრდის ნეს­ტანს გო­ნი­ერ, ბრძენ და სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ქა­ლად. და­ვა­რის მი­ერ გა­და­ცე­მულ ცოდ­ნას ნეს­ტა­ნი არა­ერ­თხელ ავ­ლენს, თა­ვი­სი რთუ­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე.

რუს­თა­ვე­ლის პო­ე­მის სი­უ­ჟე­ტუ­რი თარ­გი, გარ­კ­ვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ში, მე-12 სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლოს სი­ნამ­დ­ვი­ლეს ასა­ხავს. სწო­რედ ასე­თი ვი­თა­რე­ბაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმ დროს. თა­მარ მე­ფის აღ­მ­ზ­რ­დე­ლია მი­სი მა­მი­და, რუ­სუ­და­ნი. იქ­ვე, იმა­ვე სახ­ლ­ში, იზ­რ­დე­ბა და­ვით სოს­ლა­ნი, შემ­დ­გომ­ში თა­მა­რის ქმა­რი. გა­ბა­რე­ბის წეს­საც იმ­ჟა­მინ­დე­ლი სი­ნამ­დ­ვი­ლი­დან იღებს.

რუს­თა­ვე­ლის გა­გე­ბით, ადა­მი­ა­ნი კარ­გად აღ­ზ­რ­დი­ლია, თუ ის არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი და არ არის ჩა­­კე­ტი­ლი, არ ცხოვ­რობს გან­დე­გი­ლად. ადა­მი­ა­ნებს ერ­თ­მა­ნეთ­თან თავ­და­დე­ბა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა უნ­და აკავ­ში­რებ­დეთ. რუს­თა­ვე­ლის­თ­ვის უცხოა ეგო­იზ­მი, კლა­სობ­რი­ვი კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბა. მი­სი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ჰუ­მა­ნუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­მელ­თა მოქ­მე­დე­ბას ყო­ველ­თ­ვის ინ­ტე­ლექ­ტი გან­საზღ­ვ­რავს.

„ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ პე­და­გო­გი­უ­რი იდე­ე­ბი არა მარ­ტო ინ­დი­ვი­დის, არა­მედ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­ზ­რ­და­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა, „ხალ­ხუ­რი პე­და­გო­გი­კის“ სა­ფუძ­ვე­ლია და მის შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლა­დაც იქ­ცა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები