22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

უსახელო გმირების ხანმოკლე ცხოვრების ისტორიები

spot_img
მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი 76 წლის წინ დას­რულ­და. დას­რულ­და უდი­დე­სი მსხვერ­პ­ლით, ომს უამ­რა­ვი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა — ბავ­შ­ვე­ბი, ქა­ლე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი ჯა­რის­კა­ცე­ბი… ბევ­რი უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­ი­კარ­გა, უამ­რა­ვი ქარ­თ­ვე­ლი მე­ო­მა­რი შინ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა… არა­ვინ იცის რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი მათ­ზე, რა გზა გა­ი­ა­რეს, სად, რო­დის და რა ვი­თა­რე­ბა­ში იბ­რ­ძოდ­ნენ, ბრძო­ლის ველ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ თუ ტყვე­ო­ბა­ში. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღე­საც ეძე­ბენ და­კარ­გუ­ლი წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვებს, ეძე­ბენ და ელო­დე­ბი­ან თით­ქ­მის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა.
გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი ემიგ­რან­ტი მე­გი სტემ­პე­ნი, რამ­დე­ნი­მე წე­ლია, უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­კარ­გუ­ლად გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­ნა­ცე­მებს აგ­რო­ვებს. მა­თი კვა­ლი დრომ ვერ წა­შა­ლა. ფა­შიზმს შე­წი­რუ­ლი ათა­სო­ბით ქარ­თ­ვე­ლი მე­ო­მა­რი გერ­მა­ნი­ა­ში, ძმა­თა სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე გა­ნის­ვე­ნებს. უსა­ხე­ლო გმი­რე­ბის ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ძა­ლი­ან ჰგავს. უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­კარ­გუ­ლად გა­მოცხა­დე­ბულ ბი­ჭებ­ზე ყო­ველ ახალ­მო­ძი­ე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­გი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შექ­მ­ნი­ლი გვერ­დის — „მზის ბი­ჭე­ბის“ სა­შუ­ა­ლე­ბით გვი­ზი­ა­რებს და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეძებს ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხებს, რა­თა ხმა მი­აწ­ვ­დი­ნოს, რომ კი­დევ ერ­თი და­კარ­გუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ჯა­რის­კა­ცი იპო­ვა.

გვა­რი: #ლომ­თა­ძე

სა­ხე­ლი: #გა­ლაკ­ტი­ო­ნი

მა­მის სა­ხე­ლი: გი­ორ­გი

დე­და: ლომ­თა­ძე ანა

და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი: __.__.1922

და­ბა­დე­ბის ად­გი­ლი: ცა­გე­რის რა­ი­ო­ნი, სო­ფე­ლი #თა­ბო­რი

ტყვედ ჩა­ვარ­დ­ნის თა­რი­ღი: 02.09.1942

ტყვედ ჩა­ვარ­დ­ნის ად­გი­ლი: #სტა­ლინ­გ­რა­დი

ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი XI B

ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 128980

გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღი: 11.05.1944

ჭრი­ლო­ბა: მარ­ცხე­ნა ცე­რა თი­თის და­ზი­ა­ნე­ბა

გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი: ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი

პირ­ვე­ლა­დი დაკ­რ­ძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო

ად­გი­ლი: #ბერ­გენ #ბელ­ზე­ნი

#ჩვენ ის ვიპოვეთ!

⇒ ვინ არის მე­გი სტემ­პე­ნი, გვი­ამ­ბეთ თქვენ­ზე

მე ვარ მე­გი სტემ­პე­ნი. 14 წე­ლია გერ­მა­ნი­ა­ში ვცხოვ­რობ და 4 წე­ლია, რაც მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ვი. ვარ მკვლე­ვა­რი და ვე­ძებ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­კარ­გუ­ლად გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი მე­ომ­რე­ბის საფ­ლა­ვებს, რომ­ლე­ბიც ტყვე­ო­ბა­ში და­ი­ღუპ­ნენ.

⇒ რო­დის და რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დით ომ­ში და­კარ­გუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ტყვე­ე­ბის კვლე­ვა-ძი­ე­ბით?

ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი დი­დი ბა­ბუა — ჭო­ლა თე­დო­რა­ძეა, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­კარ­გუ­ლი. რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ა­ნი ძი­ე­ბის შემ­დეგ გა­ვე­დი კვალ­ზე, მაგ­რამ ჯერ კი­დევ ბევ­რი ღია კითხ­ვაა, რა­საც პა­სუ­ხი უნ­და გა­ე­ცეს და ბევ­რი დე­ტა­ლია, რა­საც გარ­კ­ვე­ვა და დად­გე­ნა სჭირ­დე­ბა.

რო­დე­საც 2016 წელს ქა­ლაქ ფრან­კ­ფურ­ტი­დან ქემ­ნიც­ში (აღ­მო­სავ­ლე­თი გერ­მა­ნია, საქ­სო­ნი­ის მი­წა) გად­მო­ვე­დი, გა­დავ­წყ­ვი­ტე ამ ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­საფ­ლა­ო­ე­ბი მო­მე­ძებ­ნა. ვი­ცო­დი, რომ აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ა­ში ბევ­რი სა­საფ­ლაო და მუ­ზე­უ­მია. ქემ­ნიც­ში არ­სე­ბულ სა­საფ­ლა­ო­ზე 1 330 ადა­მი­ა­ნი გა­ნის­ვე­ნებს. 1946-1948 წლებ­ში, აქ, ქემ­ნი­ცის გარ­შე­მო და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მყო­ფი ქვეყ­ნე­ბის სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი, იძუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ო­ზე ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ბრძო­ლა­ში და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭე­ბი გად­მო­ას­ვე­ნეს. გად­მოს­ვე­ნე­ბე­ბი 1956 წლამ­დე გრძელ­დე­ბო­და.

სწო­რედ აქ ვნა­ხე ქარ­თ­ვე­ლი ბი­ჭის — დი­მიტ­რი ფოცხ­ვე­რაშ­ვი­ლის საფ­ლა­ვი. მე­საფ­ლა­ვეს მი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბა ვკითხე, გა­იკ­ვირ­ვა, რო­ცა გა­ი­გო, რომ დი­მიტ­რი ქარ­თ­ვე­ლი იყო. მი­სი თქმით, დი­მიტ­რის საფ­ლა­ვი ერ­თა­დერ­თი იყო, სა­დაც არას­დ­როს ჩა­მო­სუ­ლა ჭი­რი­სუ­ფა­ლი. ეს ის სიტყ­ვე­ბი იყო, რა­მაც და­მა­ფიქ­რა და გა­დავ­წყ­ვი­ტე, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, დი­მიტ­რის ოჯა­ხი მო­მე­ძებ­ნა. მივ­ხ­ვ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ოჯახს წი­ნაპ­რის შე­სა­ხებ არა­ფე­რი სცოდ­ნო­და.

გრძელ­ვა­დი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, შევ­ძე­ლი და ვი­პო­ვე დი­მიტ­რის ძმის ოჯა­ხი. დი­მა არ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი, მაგ­რამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შთა­მო­მავ­ლო­ბა ჰყავს, რო­მელ­თაც დღემ­დე ახ­სოვთ და ბევრ მო­გო­ნე­ბებს ინა­ხა­ვენ ჩვენს მზის ბიჭ­ზე. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დი­მიტ­რი უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვ­ლე­ბო­და და დაკ­რ­ძალ­ვის ად­გილ­ზე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­დათ. სწო­რედ ამ ბი­ჭის მა­გა­ლით­ზე და­ვიწყე ძი­ე­ბა. დრეზ­დე­ნის ფონდს და­ვუ­კავ­შირ­დი, დავ­დი­ო­დი სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე და ვაგ­რო­ვებ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ებს. დი­მიტ­რი იყო პირ­ვე­ლი „მზის ბი­ჭი“, რო­მელ­მაც მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა, რომ კი­დევ უამ­რა­ვი ასე­თი ბი­ჭია, ვინც დღემ­დე ელო­დე­ბა, რომ ვი­პო­ვით და „და­ვუბ­რუ­ნებთ“ ოჯა­ხებს, შთა­მო­მავ­ლო­ბას.

⇒ სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ უწო­დეთ „მზის ბი­ჭე­ბი“ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში და­კარ­გუ­ლად გა­მოცხა­დე­ბულ მე­ომ­რებს?

რო­დე­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ომ­ში და­კარ­გულ ბი­ჭებ­ზე სა­ინ­ფო­რმა­ციო გვერ­დის შექ­მ­ნა გა­დავ­წყ­ვი­ტე, პირ­ვე­ლი იყო სა­ხელ­წო­დე­ბის შერ­ჩე­ვა, თუ რას და­ვარ­ქ­მევ­დი გვერდს. პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც ამ თე­მა­ტი­კა­ზე წა­ვი­კითხე, არის ვა­დიმ ბო­ი­კოს „სიტყ­ვა სიკ­ვ­დი­ლით დას­ჯის შემ­დეგ“ და სწო­რედ ეს წიგ­ნი იდო ჩემს სა­წერ მა­გი­და­ზე, რომ­ლის ყდა­ზე მავ­თულ­ხ­ლარ­თებ­ში და ღრუბ­ლებ­ში გახ­ვე­უ­ლი მზეა გა­მო­სა­ხუ­ლი. ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი მზე­ზე შე­ვა­ჩე­რე და ამი­ტომ ვუ­წო­დე მათ „მზის ბი­ჭე­ბი“, ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წუ­თამ­დე ელოდ­ნენ მზის ამოს­ვ­ლას — თა­ვი­სუფ­ლე­ბას… მზეს, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, მათ­თ­ვის არ ამო­ვი­და.

⇒ რო­დის გა­იხ­ს­ნა ცა­ით­ჰა­ი­ნის ბა­ნა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი მუ­ზე­უ­მი და რა ექ­ს­პო­ნა­ტე­ბია იქ და­ცუ­ლი?

ცა­ით­ჰა­ი­ნის სამ­ხედ­რო ბა­ნა­კი 1941-45 წლებ­ში არ­სე­ბობ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად, ამ ბა­ნაკს Stalag IVH ერ­ქ­ვა, შემ­დეგ ლა­ზა­რე­თად გა­და­კეთ­და. აქ მხო­ლოდ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი შე­მოჰ­ყავ­დათ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თ­ვის „გა­მო­უ­სა­დეგ­რად“ ით­ვ­ლე­ბოდ­ნენ. სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი იყო. ბა­ნა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე გავ­რ­ცელ­და სხვა­დას­ხ­ვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ერ­თხელ მთლი­ა­ნად კა­რან­ტინ­ზე გა­დას­ვ­ლაც კი მო­უ­წი­ათ. სა­ერ­თო ჯამ­ში, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 25 000-დან 30 000-მდე საბ­ჭო­თა და 900-მდე სხვა ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ტყვე და­ი­ღუ­პა, მათ შორს, 100-ზე მე­ტი ქარ­თ­ვე­ლი. ამ ტე­რი­ტო­რი­ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, საფ­ლა­ვებ­ზე და­ფე­ბის აღ­მარ­თ­ვა და სხვა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მას შემ­დეგ მოხ­და, რაც 90-იან წლებ­ში, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, და­იწყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სამ­ხედ­რო არ­ქი­ვე­ბის გახ­ს­ნა­ზე, რო­ცა რუ­სე­თი და­თან­ხ­მ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა­ზე. სწო­რედ აქე­დან და­იძ­რა პრო­ცე­სე­ბი.

ცა­ით­ჰა­ინ­ში სა­საფ­ლა­ოს და­ფე­ბის გა­ნახ­ლე­ბა და თა­ვი­დან გა­და­წე­რა იგეგ­მე­ბა, რად­გან გვა­რებ­სა და სა­ხე­ლებ­ში ბევ­რი ცდო­მი­ლე­ბაა, ინ­ფორ­მა­ცია ტყვედ ჩა­ვარ­დ­ნი­სას შევ­სე­ბულ სა­ბუ­თებს ეყ­რ­დ­ნო­ბა, რო­მე­ლიც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არას­წო­რად იყო შევ­სე­ბუ­ლი.

ცა­ით­ჰა­ინ­ში 4 დი­დი სა­საფ­ლაოა. მუ­ზე­უ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ომის დრო­ინ­დე­ლი სამ­ხედ­რო ბა­რა­კი დგას, სა­დაც სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. იქ ინა­ხე­ბა არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბი­სას აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ტყვე­ებს ეკუთ­ვ­ნო­დათ, აგ­რეთ­ვე ნა­ხა­ტე­ბი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრო­შუ­რე­ბი და ბა­ნა­კის არ­სე­ბო­ბის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა.

⇒ მე­გი, რა­ტომ იყო ომის დროს უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­კარ­გულ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი?

სტა­ლი­ნის სიტყ­ვებ­მა — „ჩვენ არ გვყავს სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი, ჩვენ გვყავს სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი“ — ასი­ა­თა­სო­ბით ბი­ჭის ბე­დი გა­დაწყ­ვი­ტა. ტყვედ ჩა­ვარ­დ­ნი­ლებს მძი­მე ხვედ­რი ხვდათ წი­ლად არა მარ­ტო გერ­მა­ნი­ის სამ­ხედ­რო ბა­ნა­კებ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, არა­მედ ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დე­გაც, რო­დე­საც სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­ი­სურ­ვეს. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ბევ­რი ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ტყვე და­ა­პა­ტიმ­რეს და სამ­ხედ­რო ტრი­ბუ­ნა­ლით გა­ა­სა­მარ­თ­ლეს, ბევ­რი მათ­გა­ნი დახ­ვ­რი­ტეს ან მრა­ვა­ლი წლით იძუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ო­ებ­ზე გაგ­ზავ­ნეს. ბევ­რი ახალ­გაზ­რ­და გა­და­ურ­ჩა ომს, მაგ­რამ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ვერ გა­ბე­და და სა­მუ­და­მოდ დარ­ჩა ქვეყ­ნის საზღ­ვ­რებს გა­რეთ. ოჯა­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბას ვერ ბე­დავ­დ­ნენ, ვერც მი­წე­რას, რად­გან ეს ამ­ბა­ვი თუ გამ­ჟ­ღავ­ნ­დე­ბო­და, ოჯახ­საც იძუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ო­ებ­ზე გაგ­ზავ­ნა ემუქ­რე­ბო­და.

ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა მთლი­ა­ნად წა­ი­ღო გერ­მა­ნი­ა­ში ომს გა­დარ­ჩე­ნი­ლი სა­ბუ­თე­ბი, სა­დაც საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო ტყვე­ებ­ზე იყო ინ­ფორ­მა­ცია, რუ­სუ­ლად გა­და­წე­რეს და და­ა­არ­ქი­ვეს. დღეს, ამ სა­ბუ­თე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რუ­სეთ­ში, ქა­ლაქ პო­დოლ­ს­კ­ში ინა­ხე­ბა. ეს მოხ­და, და­ახ­ლო­ე­ბით, 50-იან წლებ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სეთ­მა თა­ვი­დან­ვე იცო­და ტყვედ ჩა­ვარ­დ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბე­დი, ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლად და­ტო­ვა და მხო­ლოდ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი.

⇒ სულ რამ­დე­ნი ქარ­თ­ვე­ლია დაკ­რ­ძა­ლუ­ლი ცა­ით­ჰა­ი­ნის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე, ვინ უვ­ლის და რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია დღემ­დე უც­ნო­ბი ჯა­რის­კა­ცე­ბის საფ­ლა­ვე­ბი?

ცა­ით­ჰა­ინ­ში, ოთხ სა­საფ­ლა­ო­ზე, 30 000-მდე საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო ტყვეა დაკ­რ­ძა­ლუ­ლი. აქ არის, აგ­რეთ­ვე, მე­ხუ­თე სა­საფ­ლა­ოც, სა­დაც 5 000 იტა­ლი­ე­ლი იყო დაკ­რ­ძა­ლუ­ლი. ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, იტა­ლი­ე­ლე­ბის ექ­ს­გუ­მა­ცია და სამ­შობ­ლო­ში გა­დას­ვე­ნე­ბა მოხ­და. საფ­ლა­ვებ­ზე დგას და­ფე­ბი, სა­დაც ამ ბი­ჭე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბია მი­თი­თე­ბუ­ლი. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა საფ­ლა­ვე­ბის რუ­კე­ბი რუ­სეთ­ში წა­ი­ღო, რაც შემ­დეგ და­ი­კარ­გა, საფ­ლა­ვე­ბის ზუს­ტი მო­ნა­ხა­ზი, სამ­წუ­ხა­როდ, აღარ არ­სე­ბობს. ასე­ვე, ვერ გეტყ­ვი­ან დაკ­რ­ძალ­ვის ზუსტ ად­გილს. 1945 წლის 23 აპ­რილს, რო­დე­საც ბა­ნა­კი გა­თა­ვი­სუფ­ლ­და, მოხ­და საფ­ლა­ვე­ბის გაჭ­რა და გვა­მე­ბის ექ­ს­გუ­მა­ცია, და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა რომ და­ედ­გი­ნათ და მომ­ხ­და­რი­ყო მა­თი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ, ისი­ნი, ნუ­მე­რა­ცი­ი­სა და რი­გის დაც­ვის გა­რე­შე, სა­ერ­თო საფ­ლა­ვებ­ში დაკ­რ­ძა­ლეს, ამი­ტომ დაკ­რ­ძალ­ვის მხო­ლოდ სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლის ნახ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

სა­საფ­ლა­ო­ე­ბი კარ­გად მოვ­ლი­ლია, მათ­ზე ცა­ით­ჰა­ი­ნის ბა­ნა­კის მუ­ზე­უ­მია პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი. სწო­რედ ამ მუ­ზე­უმ­თან ხდე­ბა ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­კავ­ში­რე­ბა, ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბის გა­მოთხო­ვა და საფ­ლა­ვის ქვე­ბის და­მაგ­რე­ბა. ამ ეტაპ­ზე, ორი ქარ­თ­ვე­ლის საფ­ლა­ვის გა­კე­თე­ბა შევ­ძე­ლით — ზო­სი­მე კი­ლა­ძი­სა და ზაქ­რო ექი­ზაშ­ვი­ლის.

⇒ გვი­ამ­ბეთ „მზის ბი­ჭე­ბის“ შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ე­ბი… რა ში­ნა­არ­სი­საა თქვენ მი­ერ მო­ძი­ე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის უც­ნო­ბი სამ­კუთხა წე­რი­ლე­ბი?

სამ­კუთხა წე­რი­ლე­ბი ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თ­მა­ნეთს. ბი­ჭე­ბი ოჯა­ხი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის ამ­ბებს კითხუ­ლო­ბენ… შო­რი­დან ეფე­რე­ბი­ან ახ­ლობ­ლებს და გა­მო­ხა­ტა­ვენ იმ დიდ მო­ნატ­რე­ბას, რა­საც გან­შო­რე­ბის დროს გრძნობს ადა­მი­ა­ნი.

♦ დი­მიტ­რი ფოცხ­ვე­რაშ­ვი­ლი, რო­გორც გითხა­რით, პირ­ვე­ლი „მზის ბი­ჭი“ იყო, ვინც ვი­პო­ვე. წარ­მო­შო­ბით ზეს­ტა­ფო­ნი­დან იყო, ასა­კით პა­ტა­რას, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ომ­ში წას­ვ­ლა არ ეკუთ­ვ­ნო­და და არც გაწ­ვე­ვის წე­რი­ლი მის­დი­ო­და. მა­მა­მი­სი — მა­კა­რი იძუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ო­ებ­ზე გა­უგ­ზავ­ნი­ათ და დი­მიტ­რის, რო­გორც „ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტის“ შვილს, ომ­ში „არა­ფე­რი ესაქ­მე­ბო­და“. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ბი­ჭი ყო­ფი­ლა. ოჯა­ხის უფ­რო­სო­ბაც სა­კუ­თარ თავ­ზე აუღია და სწავ­ლას და მუ­შა­ო­ბას ერ­თ­მა­ნეთს უთავ­სებ­და. გულ­მა ვერ მო­უთ­მი­ნა და სტა­ლინს წე­რი­ლი მის­წე­რა, სა­დაც ომ­ში წას­ვ­ლის ნე­ბარ­თ­ვას ითხოვ­და. ნე­ბა დარ­თეს და წა­ვი­და… წა­ვი­და სა­მუ­და­მოდ… ის ყვე­ლას 22 წლის ახალ­გაზ­რ­დად და­ა­მახ­სოვ­რ­და.

ტყვედ ჩა­ვარ­დ­ნი­სას გრძე­ლი და ტკი­ვი­ლი­ა­ნი გზა გან­ვ­ლო. ძლი­ერ და ჯან-ღო­ნით სავ­სე ბიჭს ბევრს ამუ­შა­ვებ­დ­ნენ და ბევ­რი ბა­ნა­კის გა­მოც­ვ­ლაც მო­უ­წია. ბო­ლოს შტოლ­ბერ­გ­ში, ქვა­ნახ­ში­რის ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ობ­და. მე­ამ­ბო­ხემ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რულ­მა პა­ტა­რა ბიჭ­მა ტყვე­ო­ბას ვერ გა­უძ­ლო და, 3 ბიჭ­თან ერ­თად, გაქ­ცე­ვა სცა­და… სამ­წუ­ხა­როდ, დი­მამ გაქ­ცე­ვა ვერ შეძ­ლო, მცდე­ლო­ბი­სას მოკ­ლეს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რ­ძალ­ვის ად­გი­ლი შტოლ­ბერ­გია, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ის ქა­ლაქ ქემ­ნიც­ში გად­მო­ას­ვე­ნეს.

დი­მას ძმის შვი­ლიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ფოცხ­ვე­რაშ­ვი­ლი ჩე­მი შვი­ლის, ბე­სა­რი­ონ ან­ტუ­ა­ნის ნათ­ლია იქ­ნე­ბა.

♦ ზაქ­რო ექი­ზაშ­ვი­ლის ის­ტო­რია ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნია და ცო­ტა უც­ნა­უ­რა­დაც შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ. რო­დე­საც ამ ბიჭ­ზე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე ის­ტო­რია, იმ იმე­დით, რომ ოჯახს ვი­პო­ვი­დი, ვერც ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ოჯა­ხი მას არ ეძებ­და. მი­ზე­ზი ის იყო, რომ ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ომი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი თა­ნა­სოფ­ლე­ლი ბი­ჭე­ბი ყვე­ლა ერ­თი და იმა­ვე ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბო­და ოჯახს. მა­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზაქ­როს ბრძო­ლის ველ­ზე, ვახ­შ­მო­ბი­სას, თევ­ზის ფხა გა­დას­ც­და და და­იხ­რ­ჩო. ოჯახ­მა ეს ის­ტო­რია და­ი­ჯე­რა, სხვა რა გზა ჰქონ­დათ. გა­აგ­რ­ძე­ლეს ცხოვ­რე­ბა ზაქ­როს გა­რე­შე. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ზაქ­რო ტყვე­ო­ბა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა და ცა­ით­ჰა­ი­ნის სა­საფ­ლა­ო­ზეა დაკ­რ­ძა­ლუ­ლი. ოჯახ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ამ­ზა­დე­ბი­ნა ზაქ­როს საფ­ლა­ვის ქვა და გა­მო­მიგ­ზავ­ნეს. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, გა­და­ვაგ­ზავ­ნი ცა­ით­ჰა­ინ­ში და სა­საფ­ლა­ოს შე­სას­ვ­ლელ­თან, და­ფა­ზე მი­ა­მაგ­რე­ბენ.

⇒ რამ­დენ და­კარ­გულ „მზის ბიჭს“ აპოვ­ნი­ნეთ ოჯა­ხი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?

რამ­დე­ნი „მზის ბი­ჭი“ ვი­პო­ვე ან რამ­დე­ნი „და­ვუბ­რუ­ნე ოჯახს“, ნამ­დ­ვი­ლად არ ვი­ცი. არ და­მით­ვ­ლია. რო­დე­საც ეს საქ­მე და­ვიწყე, თა­ვი­დან ვით­ვ­ლი­დი, მაგ­რამ რო­ცა მხო­ლოდ ერთ საფ­ლავ­ზე 100-ზე მეტ ბიჭს ნა­ხუ­ლობ, წყვეტ თვლას და ცდი­ლობ, ადა­მი­ა­ნებს ციფ­რე­ბი აღარ მი­ა­ნი­ჭო. ტყვედ ჩა­ვარ­დ­ნი­სას ყვე­ლას ენი­ჭე­ბო­და სამ­ხედ­რო ნო­მე­რი და ამ ნომ­რით იყ­ვ­ნენ სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე, ანუ მათ და­უ­კარ­გეს იდენ­ტო­ბა და მხო­ლოდ ციფ­რე­ბის ნა­წი­ლი გახ­დ­ნენ. გა­დავ­წყ­ვი­ტე მო­მე­ძებ­ნა და და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა მათ­თ­ვის იდენ­ტო­ბა, მო­მე­ყო­ლა ის­ტო­რი­ე­ბი ბი­ჭებ­ზე, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხის მო­ნატ­რე­ბა­ში და სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბის ოც­ნე­ბებ­ში და­ი­ღუპ­ნენ.

⇒ რო­გო­რია უკ­ვე ნა­პოვ­ნი „და­კარ­გუ­ლი მზის ბი­ჭე­ბის“ შთა­მო­მა­ვალ­თა რე­აქ­ცია?

სწო­რედ ოჯა­ხის წევ­რე­ბის რე­აქ­ცი­ე­ბი მაძ­ლევს ძა­ლას, რომ ეს საქ­მე გა­ვაგ­რ­ძე­ლო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­თი და­ღუპ­ვი­დან ათ­წ­ლე­უ­ლე­ბია გა­სუ­ლი და ამ­დე­ნი თა­ო­ბა გა­ი­ზარ­და მათ გა­რე­შე, იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს ოჯა­ხი, რო­მელ­საც ამ ამ­ბის გა­გე­ბი­სას არ უტი­რია.

ზო­სი­მე კი­ლა­ძის შვი­ლის, გუ­გუ­ლა ბა­ბუ­ას სიტყ­ვე­ბი მახ­სოვს: ბა­ბუ, შენ მა­მა­ჩე­მი თა­ვი­დან მა­ჩუ­ქეო. მქონ­და პა­ტი­ვი, გა­მეც­ნო ეს უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი.

რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­ი­ა­რეს ოჯა­ხებ­მა, რამ­დე­ნი ახალ­გაზ­რ­და გო­გო დაქ­ვ­რივ­და, რამ­დე­ნი პა­ტა­რა და­ობ­ლ­და… ჯერ კი­დევ ბევ­რი ოჯა­ხი ეძებს „მზის ბი­ჭებს“, ელო­დე­ბი­ან იმ მო­მენტს, რო­ცა ეტყ­ვი­ან: „არ დაგ­ვ­ვიწყე­ბი­ხარ, ჩვენ შენ გი­პო­ვეთ“.

⇒ რო­გორც ვი­ცი, „მზის ბი­ჭე­ბის“ შე­სა­ხებ ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის წიგ­ნის გა­მო­ცე­მას აპი­რებთ…

დი­ახ, წიგ­ნის გა­მო­ცე­მას ვა­პი­რებ. წე­რის პრო­ცეს­ში ვარ. წიგ­ნი იქ­ნე­ბა „მზის ბი­ჭებ­ზე“, მათ ის­ტო­რი­ებ­ზე, მუ­ზე­უ­მე­ბი­დან მო­წო­დე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ წე­რი­ლებ­ზე, ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­ნა­ყოლ­ზე… ბევრ ლა­მაზ ფო­ტოს ნა­ხავს მკითხ­ვე­ლი და რაც მთა­ვა­რია, „მზის ბი­ჭე­ბი“ დაბ­რუნ­დე­ბი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ქვეყანა გა­იც­ნობს ამ გან­სა­კუთ­რე­ბულ ბი­ჭებს, რო­მელ­თაც უყ­ვარ­დათ სამშობლო, ბი­ჭებს, რო­მელ­თაც უყ­ვარ­დათ მზე…

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები