26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

ტეს­ტე­ბი ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლე­ბელ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სათ­ვის

spot_img

ზამირა კობიაშვილი

სსიპ წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ოზ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი

ზმნა ქარ­თუ­ლი ენის ხერ­ხე­მა­ლია, მის გა­რე­შე აზრს ვერ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებთ. მა­ში­ნაც კი, რო­ცა სა­უბ­რი­სას მას არ ვხმა­რობთ, ყო­ველ­თ­ვის ვგუ­ლის­ხ­მობთ. მაგ.: – სად მი­დი­ხარ? – სო­ფელ­ში (სო­ფელ­ში მივ­დი­ვარ). ზმნა გა­მო­ხა­ტავს მოქ­მე­დე­ბას ან მდგო­მა­რე­ო­ბას – მოქ­მე­დე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ზმნე­ბია: რეცხავს, და­დის, კრეფს, ქსოვს… მდგო­მა­რე­ო­ბის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი ზმნე­ბია: ზის, წევს, დევს… ზმნა იც­ვ­ლე­ბა პი­რის, რიცხ­ვის, მწკრი­ვე­ბი­სა და სე­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით, რა­საც უღ­ლე­ბას ვე­ძა­ხით.

ზმნას სა­მი პი­რი შე­ეწყო­ბა: პირ­ვე­ლი, მე­ო­რე და მე­სა­მე. ამ პი­რებს პი­რის ნაც­ვალ­სა­ხე­ლე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ. პირ­ვე­ლი პი­რის ნაც­ვალ­სა­ხე­ლი მხო­ლო­ბით რიცხ­ვ­შია მე, მე­ო­რი­სა – შენ, მე­სა­მის – ის; მრავ­ლო­ბით რიცხ­ვ­ში, შე­სა­ბა­მი­სად – ჩვენ, თქვენ და ისი­ნი. მაგ., მე ვწერ, შენ წერ, ის წერს, ჩვენ ვწერთ, თქვენ წერთ, ისი­ნი წე­რენ.

ქარ­თულ­ში გვაქვს სა­მი სე­რია: პირ­ვე­ლი, მე­ო­რე და მე­სა­მე. პირ­ველ სე­რი­ა­ში 6 მწკრი­ვია, მე­ო­რე­ში – 2 და მე­სა­მე­ში – 3. პირ­ვე­ლი სე­რი­ის მწკრი­ვე­ბია: აწ­მ­ყო, უწყ­ვე­ტე­ლი, აწ­მ­ყოს კავ­ში­რე­ბი­თი, მყო­ფა­დი, ხოლ­მე­ო­ბი­თი და მყო­ფა­დის კავ­ში­რე­ბი­თი; მე­ო­რე სე­რი­ის მწკრი­ვე­ბია: წყვე­ტი­ლი და მე­ო­რე კავ­ში­რე­ბი­თი; მე­სა­მე სე­რი­ის მწკრი­ვე­ბია: პირ­ვე­ლი თურ­მე­ო­ბი­თი, მე­ო­რე თურ­მე­ო­ბი­თი და მე­სა­მე კავ­ში­რე­ბი­თი. მწკრი­ვე­ბის „გამოც­ნო­ბა“ შეგ­ვიძ­ლია კითხ­ვე­ბით – აწ­მ­ყოს კითხ­ვაა: რას აკე­თებს? (წერს); უწყ­ვე­ტე­ლი: რას აკე­თებ­და? (წერ­და); აწ­მ­ყოს კავ­ში­რე­ბი­თი: რას აკე­თებ­დეს? (წერ­დეს); წყვე­ტი­ლი: რა გა­ა­კე­თა? (და­წე­რა); მე­ო­რე კავ­ში­რე­ბი­თი: რა უნ­და გა­ა­კე­თოს? (უნ­და და­წე­როს); პირ­ვე­ლი თურ­მე­ო­ბი­თი: რა გა­უ­კე­თე­ბია?(და­უ­წე­რია); მე­ო­რე თურ­მე­ო­ბი­თი: რა უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა? (უნ­და და­ე­წე­რა); მე­სა­მე კავ­ში­რე­ბი­თი: რა უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნოს? (უნ­და და­ე­წე­როს).

ზმნა, რო­გორც ვთქვით, გა­მო­ხა­ტავს მოქ­მე­დე­ბას, მაგ­რამ ვინც ან რაც მოქ­მე­დებს, გრა­მა­ტი­კუ­ლად ის არის სუ­ბი­ექ­ტი, ის კი, რა­ზეც სუ­ბი­ექ­ტი მოქ­მე­დებს, ობი­ექ­ტია. წი­ნა­და­დე­ბა­ში – „გრძე­ლი სან­თე­ლი და­ან­თო დევ­გა­რე­ულ­მა“, ზმნა არის და­ან­თო, რად­გან მოქ­მე­დე­ბას გა­მო­ხა­ტავს, დევ­გა­რე­უ­ლი არის სუ­ბი­ექ­ტი, რად­გან ის არის მოქ­მე­დი პი­რი, ის მოქ­მე­დებს. დევ­გა­რე­უ­ლი, ანუ სუ­ბი­ექ­ტი, პირ­და­პირ მოქ­მე­დებს სან­თელ­ზე, ამი­ტომ სან­თე­ლი პირ­და­პი­რი ობი­ექ­ტია. ასეთ წი­ნა­და­დე­ბა­ში: „დევ­გა­რე­ულ­მა სან­თე­ლი და­უნ­თო შვილს“, შვილს ირი­ბი ობი­ექ­ტია, რად­გან დევ­გა­რე­უ­ლის მოქ­მე­დე­ბა ხდე­ბა შვი­ლე­ბის­თ­ვის, მი­სი მოქ­მე­დე­ბა ირი­ბად ეხე­ბა შვი­ლებს. ამ წი­ნა­და­დე­ბის მი­ხედ­ვით, ზმნას პი­რის ნაც­ვალ­სა­ხე­ლე­ბი ასე შე­ეწყო­ბა: და­უნ­თო მან (დევ­გა­რე­ულ­მა) მას (შვილს) ის (სან­თე­ლი) – და­უნ­თო მან მას ის.

და­ი­მახ­სოვ­რეთ! პირ­ვე­ლი სე­რი­ის მწკრი­ვებ­თან სუ­ბი­ექ­ტი ყო­ველ­თ­ვის სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვა­შია, ობი­ექ­ტე­ბი კი – მი­ცე­მით­ში. გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბია ვი­ცი და უწყის ზმნე­ბი.

აწ­მ­ყო: უკე­რავს მკე­რავ- (სუბ.) შვილ- (ირ.ობ.) კა­ბა- (პირ.ობ.)

უწყ­ვე­ტე­ლი: უკე­რავ­და მკე­რავ-  შვილ-ს  კა­ბა-

მყო­ფა­დი: შე­უ­კე­რავს მკე­რავ-  შვილ-  კა­ბა-

ხოლ­მე­ო­ბი­თი: შე­უ­კე­რავ­და მკე­რავ-  შვილ-ს  კა­ბას-

და­აკ­ვირ­დით:

1-ელი სერია სუბიექტი – სახელობითი ბრ. ირ.ობიექტი- მიცემითი ბრ. პირ. ობიექტი – მიცემიტი ბრ.
აწმყო: მკერავ- (სუბ) შვილ- კაბა-
უწყვეტელი: მკერავ- შვილ- კაბა-
მყოფადი: მკერავ- შვილ- კაბა-ს
ხოლმეობითი: მკერავ- შვილ- კაბა-

 

ქვე­მოთ მო­ცე­მულ წი­ნა­და­დე­ბებ­ში შეც­დო­მე­ბია, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, თქვენ ხვდე­ბით სწორ ფორ­მებს, მაგ­რამ გა­მოც­და­ზე მოგ­თხო­ვენ სწო­რი ფორ­მე­ბის ახ­ს­ნას – რა­ტო­მაა თქვენ მი­ერ და­წე­რი­ლი ესა თუ ის ფორ­მა სწო­რი. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ისიც, რომ პა­სუ­ხი უნ­და იყოს მოკ­ლე და ლა­კო­ნუ­რი.

  1. მოს­წავ­ლემ და­წე­რა წი­ნა­და­დე­ბა:

შვი­ლებს წე­რილს მე­ზო­ბელს აჩ­ვე­ნე­ბენ.

გა­ნუ­მარ­ტეთ მოს­წავ­ლეს, რა უნ­და იცო­დეს, რომ არ და­უშ­ვას მსგავ­სი შეც­დო­მა.

ნი­მუ­ში: პირ­ვე­ლი სე­რი­ის (აწ­მ­ყოს) მწკრი­ვებ­თან სუ­ბი­ექ­ტი სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვა­შია. სწო­რია: შვი­ლე­ბი წე­რილს მე­ზო­ბელს აჩ­ვე­ნე­ბენ.

  1. ენ­გურ­ზე სვა­ნე­ბი ხე-ტყე ამუ­შა­ვებ­დ­ნენ.
  2. თი­ნამ მა­ლე ახალ ტან­საც­მელს უყი­დის შვილს.
  3. ზა­რე­ბის თო­კე­ბი ქა­რი აფ­რი­ა­ლებს.
  4. სო­ფომ ფე­რად ფან­ქ­რებს ყი­დუ­ლობს.
  5. აბ­დუ­ლა მძლავ­რად არა­ხუ­ნებს კა­რე­ბი.
  6. დი­აკ­ვა­ნი ელეფ­თე­რი გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლი უყუ­რებ­და ელი­ო­ზი.
  7. ბალ­ღე­ბი გულ­მოდ­გი­ნედ ეძე­ბენ მა­მის ჩი­ბუ­ხი.
  8. კონ­კებ­ში გახ­ვე­უ­ლი ელი­ო­ზი ვერ გრძნობ­და სი­ცი­ვე.
  9. მთვა­რის სი­ნათ­ლე­ზე შო­რი­დან მოჩანს კავკასიონის მწვერვალებს.

პასუხი იხილეთ შემდეგ ნომერში 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები