21 დეკემბერი, შაბათი, 2024

სწავლების უნივერსალური დიზაინი

spot_img

ნანა ბოკელავაძე

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი

 

ეკატერინე დადიანი

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლის ინგლისური და რუსული ენების მასწავლებელი

 

სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია გაკვეთილის ისე დაგეგმვა, რომ თითოეული მოსწავლის ინტერესი, შესაძლებლობა და საჭიროება მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული. ამის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა სწავლების უნივერსალური დიზაინის სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროცესში. უნივერსალური დიზაინის პრინციპების გათვალისწინებით ყველა მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს სარგებელი. საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელმა სხვადასხვა გარემოებები უნდა გაითვალისწინოს. მან არ უნდა დაახარისხოს მოსწავლეები, უნდა იყოს ემპათიური, ტოლერანტი, სამართლიანი, ინოვატორი, კომუნიკაბელური, მკაფიო ინსტრუქციისა და უკუკავშირის გამცემი. სასწავლო პროცესში უნდა ქმნიდეს მოქნილ და ყველასთვის ხელმისაწვდომ, ადაპტირებულ გარემოს. ცოდნის დაუფლების პროცესში ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს რესურსების შერჩევას, შექმნას და სათანადო ფორმით გამოყენებას. განსაკუთრებული აქცენტი უნდა კეთდებოდეს ინფორმაციისა და შინაარსის წარდგენის მრავალფეროვან გზებზე, რათა მათი აღქმა, გაგება და დამუშავება ეფექტურად მოხდეს. სასწავლო მასალა ყველა სტილის შემსწავლელზე უნდა იყოს მორგებული; მოსწავლეებისთვის მისი მიწოდება უნდა მოხდეს მრავალფეროვნად: სიტყვიერად, გამოსახულებებით, აუდიალისტურად, ციფრულად, კინესთეტური კომუნიკატორებით, რადგან ასეთი მრავალფეროვანი ციფრული თუ არაციფრული მეთოდებით უფრო  მივიღებთ სასურველ შედეგს. მოსწავლეებს მოსწონთ თანამშრომლობით სწავლება. ამიტომ, ცოდნის ორგანიზება უნდა მოხდეს პროექტების კეთებით, ცდების ჩატარებით, პრეზენტაციებითა და როლური თამაშებით. მოსწავლე თავისუფლად უნდა მსჯელობდეს და საკუთარ აზრს ღიად გამოხატავდე. ამგვარი მიდგომებით ისინი კიდევ უფრო მოტივირებული ხდებიან და ხალისით ეუფლებიან სასწავლო მასალას. მათ ასევე უნდა მიეცეთ შეძენილი ცოდნის დემონსტრირების სხვადახვა გზა. სწორედ ამგვარ კომფორტულ გარემოში უმაღლდებათ მოსწავლეებს შინაგანი მოტივაცია და იწყებენ თვითსწავლას.

სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენება სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლისთვის (მათ შორის, სხვადასხვა საჭიროების მქონეთათვის) ქმნის თანაბარ პირობებს, რაც, ვფიქრობთ, სწავლა-სწავლების ხარისხის ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი ინდიკატორია.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები