2 თებერვალი, კვირა, 2025

სტუდენტების საყურადღებოდ!

spot_imgspot_img

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის“ ფარგლებში კონკურსს აცხადებს.

პროგრამას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო 2022 წლიდან ახორციელებს.

ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს (სტუდენტი);

სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა კვალიფიკაცია მიეკუთვნება ქართველოლოგიის მიმართულებას;

სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა საშუალო არითმეტიკულით არის 81% და მეტი.

განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს განაცხადებისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ სამინისტროში მატერიალური ფორმით.

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=3615…

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები