ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით უნივერსიტეტებში სტუდენტების ეტაპობრივი დაბრუნება 2020 წლის 19 ოქტომბრიდან დაიწყება.
? თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, 2020 წლის 19 ოქტომბრიდან, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით.
? უნივერსიტეტები უფლებამოსილი არიან, სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები წარმართონ დისტანციურად.
? უმაღლესი სასწავლებლები პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილსა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას სტუდენტებს თავად მიაწვდიან.
? აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.
? გორში, თელავსა და ახალციხეში მოქმედი უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებები სწავლას ჩვეულ რეჟიმში, არადისტინციურად აგრძელებენ.
სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებით, ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის დამატებით გახდება ცნობილი.