21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

სსსმ მოს­წავ­ლის მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სკო­ლას­თან

spot_img

თა­მარ ისა­კა­ძე
სსიპ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის კონ­სულ­ტან­ტი, ფსი­ქო­ლო­გი

 

 

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებს, სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბის წინ, შე­საძ­ლოა, ჰქონ­დეთ სხვა­დას­ხ­ვა შე­კითხ­ვე­ბი ისეთ სა­კითხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა მოს­წავ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში, აკა­დე­მი­უ­რი წინ­ს­ვ­ლა, სო­ცი­ა­ლუ­რი ადაპ­ტა­ცია, კო­მუ­ნი­კა­ცია და ფუნ­ქ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, ასე­ვე ადა­მი­ა­ნუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მიზ­ნით.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა მო­ი­აზ­რებს მშობ­ლი­სა და სკო­ლის მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბას,  მოს­წავ­ლის ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, პროგ­რე­სის შე­ფა­სე­ბას, ასე­ვე, მოს­წავ­ლის არა მხო­ლოდ სას­წავ­ლო მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბას, არა­მედ მის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მხარ­და­ჭე­რას და სო­ცი­უმ­ში ადაპ­ტა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბას.

ქვე­მოთ მოკ­ლედ მი­მო­ვი­ხი­ლავთ იმ ძი­რი­თად სა­კითხებს, რომ­ლე­ბიც დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს მშო­ბელს შვი­ლის სკო­ლას­თან ადაპ­ტა­ცი­ა­ში:

  1. ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა

სა­სურ­ვე­ლია, მშო­ბე­ლი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყოს, რომ სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად ეს­მის ბავ­შ­ვის სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რად­გან ეს და­ეხ­მა­რე­ბა შვი­ლის უფ­ლე­ბე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბა­სა და სკო­ლას­თან ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ო­ბა­ში. მოს­წავ­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბას, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ახ­დენს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მშო­ბე­ლი გა­ეც­ნოს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის დას­კ­ვ­ნას და სწავ­ლის დაწყე­ბამ­დე, სკო­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის ჯგუფ­თან ერ­თად, და­სა­ხოს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბი, რო­მელ­თა მიღ­წე­ვაც მას ეფექ­ტი­ა­ნად მი­აჩ­ნია შვი­ლის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და პროგ­რე­სის­თ­ვის. აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რებს კო­ორ­დი­ნი­რე­ბას უწევს კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი ან/და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა ინი­ცი­ა­ტი­ვა და­მა­ტე­ბი­თი შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის შე­სა­ხებ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მშო­ბელ­მაც გა­მოთ­ქ­ვას.

  1. სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბა

რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, მშო­ბე­ლი იც­ნობ­დეს იმ კა­ნო­ნებ­სა და რე­გუ­ლა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც არე­გუ­ლი­რებს ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას ქვე­ყა­ნა­ში. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მო­დე­ლი თან­და­თა­ნო­ბით და­ი­ნერ­გა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის კვლე­ვის, ანა­ლი­ზის და სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი რე­გუ­ლირ­დე­ბა შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტე­ბით: ა) კა­ნო­ნი „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“; ბ) სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის 2018 წლის 21 თე­ბერ­ვ­ლის  ბრძა­ნე­ბა №16/ნ „ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის წე­სე­ბის, აგ­რეთ­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მის დამ­ტ­კი­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე“ (ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გან­ათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბის პრო­ცეს­ში კი­დევ ერთი წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია); გ) ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის (2018-2024 წწ) VIII თა­ვი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას ეთ­მო­ბა.

სა­სურ­ვე­ლია, სკო­ლებ­მა უზ­რუნ­ველ­ყონ მშობ­ლე­ბის­თ­ვის აღ­ნი­შუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გაც­ნო­ბა და წა­რუდ­გი­ნონ მათ სა­კუ­თა­რი ხედ­ვა, თუ რო­გორ გეგ­მა­ვენ სას­წავ­ლო წლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბებ­ში ასა­ხუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვას და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

  1. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის შედ­გე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა (ისგ)

სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა აღი­ა­რებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მით სწავ­ლე­ბას და მას სსსმ მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნევს. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ზა­ნია ისე­თი გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა­ში, მი­სი ამ­ჟა­მინ­დე­ლი უნა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, ისგ-ს მი­ზა­ნია მოს­წავ­ლის პროგ­რე­სის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ისგ გუნ­დი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს მშობ­ლებს, მას­წავ­ლებ­ლებს, სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებს და შე­საძ­ლო სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტებს, პე­რი­ო­დუ­ლად იკ­რი­ბე­ბა, რა­თა გა­ნი­ხი­ლონ მოს­წავ­ლის ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიზ­ნე­ბი. მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, მშო­ბელ­მა ითა­ნამ­შ­რომ­ლოს ისგ ჯგუ­ფის წევ­რებ­თან შვი­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გეგ­მის შე­საქ­მ­ნე­ლად. გეგ­მა უნ­და ასა­ხავ­დეს მიზ­ნებს, სერ­ვი­სებს, აკო­მო­და­ცი­ებ­სა და მო­დი­ფი­კა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­როა მოს­წავ­ლის სწავ­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად.

  1. სკო­ლას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია

მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც აქ­ტი­უ­რად ინერ­გე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, მშობ­ლებს სკო­ლას­თან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მშობ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა მას­წავ­ლებ­ლებ­თან, სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელ­თან და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან, რა­თა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით იქ­ნეს შე­საძ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

  1. მხარ­დამ­ჭე­რი სერ­ვი­სე­ბის მო­ძი­ე­ბა

სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მა­ტე­ბით მუ­შა­ო­ბენ მას­თან სკო­ლის სივ­რ­ცე­ში აკა­დე­მი­უ­რი, კოგ­ნი­ტუ­რი, ფუნ­ქ­ცი­უ­რი, ქცე­ვი­თი, სო­ცი­ა­ლუ­რი, მო­ტო­რუ­ლი და სხვა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.  თუ ხართ მშო­ბე­ლი, იკითხეთ სკო­ლა­ში დამ­ხ­მა­რე სერ­ვი­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის შე­სა­ხებ, რო­გო­რი­ცაა ასის­ტენ­ტი, ფსი­ქო­ლო­გი, მეტყ­ვე­ლე­ბის თე­რა­პია, ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პია.

  1. ტრან­ზი­ცი­ის და­გეგ­მ­ვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა

თუ თქვე­ნი შვი­ლი ად­რე­უ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის პროგ­რა­მი­დან ან სკო­ლამ­დე­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბი­დან სკო­ლა­ში გა­და­დის, დარ­წ­მუნ­დით, რომ არ­სე­ბობს კარ­გად და­გეგ­მი­ლი ტრან­ზი­ცი­ის  პრო­ცე­სი, რა­თა ცვლი­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­ფერ­ხებ­ლად წა­რი­მარ­თოს. ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­დან სკო­ლა­ში გა­დას­ვ­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ზოგ­ჯერ რთუ­ლი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც მო­ითხოვს ფრთხი­ლად და­გეგ­მ­ვას, სხვა­დას­ხ­ვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას და სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რას. ტრან­ზი­ცი­ის პრო­ცე­სი სა­სურ­ვე­ლია ბავ­შ­ვის სკო­ლა­ში წას­ვ­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე და­ი­გეგ­მოს. ეს იძ­ლე­ვა დროს შე­ფა­სე­ბე­ბის­თ­ვის, კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თ­ვის და მზა­ო­ბას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბის­თ­ვის.

ასე­ვე, და­გეგ­მეთ ვი­ზი­ტე­ბი ახალ სკო­ლა­ში, რა­თა ბავ­შ­ვი გა­ეც­ნოს გა­რე­მოს, შეხ­ვ­დეს მას­წავ­ლებ­ლებს და პერ­სო­ნალს. ამ ვი­ზი­ტებ­მა შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი შე­უწყოს შფოთ­ვის შემ­ცი­რე­ბას და გარ­და­მა­ვა­ლი პრო­ცე­სის გა­მარ­ტი­ვე­ბას, ასე­ვე რუ­ტი­ნის ათ­ვი­სე­ბას.

ტრან­ზი­ცია შე­იძ­ლე­ბა იყოს ემო­ცი­უ­რად რთუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და მა­თი ოჯა­ხე­ბის­თ­ვის. სკო­ლამ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს ემო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა და რე­სურ­სე­ბი, რა­თა და­ეხ­მა­როს ოჯა­ხებს, გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ ნე­ბის­მი­ერ შფოთ­ვას ან სტრესს.

  1. მოს­წავ­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის ხელ­შეწყო­ბა

რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ აკა­დე­მი­უ­რი, არა­მედ სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის ხელ­შეწყო­ბა. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, თუ რო­გორ უჭერს მხარს სკო­ლა ბავ­შ­ვის სო­ცი­ა­ლურ და ემო­ცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ერ­თო კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის გა­დამ­წყ­ვე­ტია სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, ისე სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­ში. თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე უნი­კა­ლუ­რია და მა­თი სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­დეს. მშო­ბელს შე­უძ­ლია იკითხოს, არის თუ არა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყობს კო­მუ­ნი­კა­ცი­ას თა­ნა­ტო­ლებ­თან. სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის  შე­საძ­ლოა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს რო­ლუ­რი თა­მა­ში, მო­დე­ლი­რე­ბა და რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სცე­ნა­რე­ბი.

ჯგუ­ფუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი გა­მოც­დი­ლე­ბის ჩარ­თ­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მოს­წავ­ლეს, სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი სტრუქ­ტუ­რი­რე­ბულ გა­რე­მო­ში გა­მო­ი­ყე­ნოს.

მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია გვახ­სოვ­დეს, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვი უნი­კა­ლუ­რია და ის მე­თო­დი ან სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც ერთ მოს­წავ­ლეს სა­უ­კე­თე­სოდ ერ­გე­ბა, შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რეს­თ­ვის არ გა­მოდ­გეს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ვი­ყოთ მოქ­ნი­ლე­ბი და მი­ზან­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი შვი­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გზა­ზე.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები