3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

სსსმ მოს­წავ­ლე­თა ჰო­ლის­ტუ­რი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი დის­გ­რა­ფი­ი­სა და დის­ლექ­სი­ის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თ­ვის რუ­სუ­ლი ენის მა­გა­ლით­ზე

spot_img

ნინო მაჩხანელი
სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მას­წავ­ლებ­ელთა მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტი

 

შე­სა­ვა­ლი

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა თა­ნაბ­რად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სია ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის, მა­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნებთ.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი – ყვე­ლა მოს­წავ­ლე, მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სკო­ლა­ში ერ­თად უნ­და სწავ­ლობ­დეს.

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მი­სა და ესგ-ს ფარ­გ­ლებ­ში, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბია: პი­როვ­ნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მო, მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად რე­ა­ლი­ზე­ბა, მოს­წავ­ლე­თა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა, აზ­როვ­ნე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ახა­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, სწავ­ლე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა, კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი, მოს­წავ­ლის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ცოდ­ნი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა, საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გან­საზღ­ვ­რუ­ლი სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი მიზ­ნობ­რი­ვი ორი­ენ­ტი­რი, ზო­გა­დი უნა­რე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლეს სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას უნ­და გა­ნუ­ვი­თარ­დეს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქის ფორ­მი­რე­ბა, მოს­წავ­ლის­თ­ვის ნაც­ნო­ბი, მი­სი ასა­კობ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სი კონ­ტექ­ს­ტის შერ­ჩე­ვა.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად და სსსმ მოს­წავ­ლის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში სრუ­ლი და ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის არ­სე­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მოს­წავ­ლის ჰო­ლის­ტურ გან­ვი­თა­რე­ბას, რაც გუ­ლის­ხ­მობს სსსმ მოს­წავ­ლის:

♦ აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბას

♦ ადაპ­ტუ­რი სფე­როს შე­ფა­სე­ბას

♦ კოგ­ნი­ტურ შე­ფა­სე­ბას

♦ ფი­ზი­კუ­რი სფე­როს შე­ფა­სე­ბას

♦ სო­ცი­ო­ე­მო­ცი­ურ შე­ფა­სე­ბას

♦ ენის, მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბას.

აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბი მო­ი­ცავს:

1) წე­რის

2) კითხ­ვის

3) თხრო­ბის

4) ან­გა­რი­შის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას

კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბი:

  1. აღ­ქ­მა
  2. ყუ­რადღე­ბა
  3. მეხ­სი­ე­რე­ბა
  4. აზ­როვ­ნე­ბა

ენის, მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რე­ბის შე­მად­გე­ნე­ლია:

◊  იმ­პ­რე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი

  ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი

სო­ცი­ო­ე­მო­ცი­უ­რი სფე­რო შედ­გე­ბა:

ο თვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბის­გან

ο თვით­რე­გუ­ლა­ცი­ის­გან

ο ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სის­ტე­მის­გან

ფი­ზი­კუ­რი უნა­რე­ბი ორი სა­ხი­საა:

⇒  მსხვი­ლი

⇒  ნა­ტი­ფი

ადაპ­ტუ­რი უნა­რე­ბი:

Δ თვით­მოვ­ლა

Δ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა

აღ­ნიშ­ნუ­ლი უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბის­თ­ვის მას­წავ­ლე­ბელს სჭირ­დე­ბა მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ან/და ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ამ მიზ­ნით მას­წავ­ლე­ბე­ლი ფარ­თოდ იყე­ნებს მრა­ვალ­ფე­რო­ვან თა­მა­შებ­სა და და­ვა­ლე­ბებს სხვა­დას­ხ­ვა დარ­ღ­ვე­ვის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თ­ვის.

აქ­ტი­ვო­ბე­ბი დის­გ­რა­ფი­ი­სა და დის­ლექ­სი­ის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თ­ვის:

  1. დის­გ­რა­ფი­ის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა

დის­გ­რა­ფია – წე­რის პრო­ცე­სის ნა­წი­ლობ­რი­ვი დარ­ღ­ვე­ვა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გო­ნებ­რი­ვი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის არა­საკ­მა­რის ფორ­მი­რე­ბას­თან (ან დაშ­ლას­თან), რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ წე­რი­ლო­ბი­თი მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და კონ­ტ­როლ­ში. დის­გ­რა­ფია ვლინ­დე­ბა წე­რის მუდ­მი­ვი, ტი­პუ­რი და გან­მე­ო­რე­ბა­დი შეც­დო­მე­ბით, რომ­ლე­ბიც არ ქრე­ბა თა­ვის­თა­ვად, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ვარ­ჯი­შის გა­რე­შე. დის­გ­რა­ფი­ის დი­აგ­ნო­ზი მო­ი­ცავს წე­რი­ლო­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ანა­ლიზს, ზე­პი­რი და წე­რი­ლო­ბი­თი სიტყ­ვის გა­მოკ­ვ­ლე­ვას სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით. აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი მუ­შა­ო­ბა, დის­გ­რა­ფი­ის და­საძ­ლე­ვად, მო­ითხოვს ხმის გა­მოთ­ქ­მის დარ­ღ­ვე­ვე­ბის აღ­მოფხ­ვ­რას, ფო­ნე­მუ­რი პრო­ცე­სე­ბის, ლექ­სი­კის, გრა­მა­ტი­კის, თან­მიმ­დევ­რუ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბის, არა­მეტყ­ვე­ლუ­რი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

  1. დის­ლექ­სი­ის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა

დის­ლექ­სია – კითხ­ვის ნე­ლი ტემ­პი, ასო­ე­ბის ამოც­ნო­ბის სირ­თუ­ლე, გრა­ფი­კუ­ლად მსგავ­სი ასო­ე­ბის შეც­ვ­ლის სირ­თუ­ლე­ე­ბი, ასო­ე­ბის ერ­თ­ნა­ი­რად აღ­ქ­მა, სიტყ­ვის ასო-ბგე­რი­თი შე­მად­გენ­ლო­ბის ანა­ლი­ზის დარ­ღ­ვე­ვა, წა­კითხუ­ლი­სა და წა­კითხუ­ლის აღ­ქ­მის გა­აზ­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვა, შეც­დო­მე­ბის მუდ­მი­ვი და გან­მე­ო­რე­ბა­დი ბუ­ნე­ბა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები