3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის ბა­ღი­დან სკო­ლა­ში ტრან­ზი­ცი­ის ხელ­შეწყო­ბა

spot_img

ირი­ნა ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლი
სსიპ ქ. დე­დოფ­ლის­წყა­როს №2 სა­ჯა­რო სკო­ლის წამ­ყ­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ტრან­ზი­ცია ნიშ­ნავს შეც­ვ­ლას, გა­დას­ვ­ლას ერ­თი პო­ზი­ცი­ი­დან, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან მე­ო­რე­ზე. გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ბავ­შ­ვის, მათ შო­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვის, შეს­ვ­ლას ან გა­დას­ვ­ლას სხვა­დას­ხ­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბი­დან ან ოჯა­ხი­დან ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. ტრან­ზი­ცი­ას მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ხაზს უს­ვამს მოს­წავ­ლის მრა­ვალ­მ­ხ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას, რა­შიც, აკა­დე­მი­ურ მიღ­წე­ვას­თან ერ­თად, სო­ცი­ა­ლუ­რი ადაპ­ტა­ცია, სკო­ლას­თან და კლას­თან მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბა მო­ი­აზ­რე­ბა. მოს­წავ­ლე­ო­ბის პო­ზი­ტი­უ­რი დაწყე­ბა მო­მა­ვა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის, სა­გან­მან­თ­ლებ­ლო და სო­ცი­ა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­პი­რო­ბაა. სკო­ლა­ში შეს­ვ­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის სრუ­ლი­ად ახალ გა­მოც­დი­ლე­ბას­თან და მოთხოვ­ნებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სკო­ლის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა ყვე­ლა ბავშვს სჭირ­დე­ბა. ცხა­დია, გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას, და­გეგ­მ­ვა­სა და მხარ­და­ჭე­რას მო­ითხოვს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის სკო­ლა­ში უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ გა­დას­ვ­ლის პრო­ცე­სი. ად­რე­ულ ბავ­შ­ვო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტრან­ზი­ცი­ე­ბი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გროვ­დე­ბა ბავ­შ­ვის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, აყა­ლი­ბებს გან­წყო­ბებს შემ­დ­გო­მი პრო­ცე­სე­ბის მი­მართ და გავ­ლე­ნას ახ­დენს ცხოვ­რე­ბის მომ­დევ­ნო ეტა­პებ­ზე. ტრან­ზი­ცი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­სარ­გებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბე­ბით იტ­ვირ­თე­ბა და მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­მ­ნე­ბა, ეფექ­ტუ­რად გა­უმ­კ­ლავ­დეს სხვა ტი­პის ტრან­ზი­ცი­ებს ცხოვ­რე­ბის მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე. ტრან­ზი­ცი­ის პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ბავ­შ­ვე­ბის მო­მა­ვა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი, ემო­ცი­უ­რი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერ­თი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია.

სსიპ ქ. დე­დოფ­ლის­წყა­როს №2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, 2023 წლის მარ­ტ­ში, პირ­ველ­კ­ლა­სე­ლის რე­გის­ტ­რა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და მშობ­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. დე­დამ მი­უ­თი­თა ბავ­შ­ვის სა­ვა­რა­უ­დო სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა და შე­ავ­სო მშობ­ლის მო­მარ­თ­ვის ფორ­მა სა­მი­ნის­ტ­როს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ გუნ­დ­თან გა­საგ­ზავ­ნად, რო­მელ­საც და­ერ­თო ბავ­შ­ვის ცნო­ბა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და ნე­ი­როფ­სი­ქო­ლო­გის დას­კ­ვ­ნა. მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ­მა გუნ­დ­მა შე­ა­ფა­სა ბავ­შ­ვი. შე­ფა­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გუნ­დის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ა. მ.-ს აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის 41-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნა­ტო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან შე­და­რე­ბით, ბავშვს სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი შე­ექ­მ­ნე­ბა, ვერ დაძ­ლევს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მი­ნი­მა­ლურ მოთხოვ­ნებს და სა­ჭი­რო­ებს სპე­ცი­ა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბას.

მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის დას­კ­ვ­ნას გა­ეც­ნო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბამ­დე, სკო­ლამ გა­დად­გა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, მო­ამ­ზა­და მშო­ბე­ლი, მო­ემ­ზა­და თა­ვად და სწო­რად წარ­მარ­თა ბავ­შ­ვის სკო­ლა­ში ტრან­ზი­ცი­ის პრო­ცე­სი. გა­ნი­საზღ­ვ­რა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი ტრან­ზი­ცი­ის პრო­ცეს­ში, რო­მელ­მაც გა­ა­ა­ნა­ლი­ზა მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის შე­ფა­სე­ბის დას­კ­ვ­ნა, მშო­ბელ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, სკო­ლის გაც­ნო­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა და ჩა­ტა­რე­ბა, დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სე­ბის მომ­ზა­დე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით, მშო­ბელ­თან შე­თან­ხ­მე­ბუ­ლად, შედ­გა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ტრან­ზი­ცი­ის გეგ­მის დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­შიც გა­წე­რი­ლი იყო ძი­რი­თა­დი და შუ­ა­ლე­დუ­რი მიზ­ნე­ბი, მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რე­ბი და ვა­დე­ბი. ტრან­ზი­ცი­ის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თო ოჯა­ხი, ბა­გა-ბა­ღი და სკო­ლა. მშო­ბელ­მა შე­ავ­სო კითხ­ვა­რი, რო­მელ­შიც დაწ­ვ­რი­ლე­ბით იქ­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი ბავ­შ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა, ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და მშობ­ლის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი შვი­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით.

ბა­გა-ბა­ღი­დან სკო­ლა­ში ბავ­შ­ვის ტრან­ზი­ცი­ის პრო­ცე­სი 3 ეტა­პად გან­ხორ­ცი­ელ­და:

  1. ტრან­ზი­ცი­ის­თ­ვის მზა­დე­ბის ეტა­პი;
  2. უშუ­ა­ლოდ ტრან­ზი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტა­პი;
  3. ტრან­ზი­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის ეტა­პი.

თი­თო­ე­ულ ეტაპ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით, მშო­ბელ­თან სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­ო­რი­ენ­ტა­ციო შეხ­ვედ­რა შედ­გა. ასე­ვე, სპე­ცი­ა­ლურ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მო­ამ­ზა­და სკო­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ფურ­ცე­ლი, სა­დაც ჩა­მოთ­ვ­ლი­ლია ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მა­თი ვი­ნა­ო­ბა, ფუნ­ქ­ცი­ე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, ახ­ს­ნი­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მით სწავ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და შე­დე­გე­ბი, ფორ­მა­ლურ და არა­ფორ­მა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თ­ვის ხელ­შემ­წყო­ბი პი­რო­ბე­ბი. დი­რექ­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით შე­იქ­მ­ნა სკო­ლის შე­სა­ხებ ვი­დე­ორ­გო­ლი და გა­ზი­არ­და რო­გორც სკო­ლის სო­ცი­ა­ლურ გვერ­დ­ზე, ასე­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მშობ­ლებ­თან. სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი შეხ­ვ­და ბა­გა-ბა­ღის მე­ნე­ჯერ­სა და აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგს, რო­მელ­თაც გა­უ­ზი­ა­რეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია კონ­კ­რე­ტუ­ლი აღ­საზ­რ­დე­ლის შე­სა­ხებ. ბავ­შ­ვი ბაღ­ში და­დი­ო­და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გრა­ფი­კით, მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეტა­პობ­რი­ვად, გა­ი­ზარ­და ბაღ­ში ყოფ­ნის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა, თუმ­ცა პრობ­ლე­მად დარ­ჩა დი­ლით ად­რე გაღ­ვი­ძე­ბა, რის გა­მოც ბავ­შ­ვი, თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვე­ვე­ბით, ბაღ­ში1 სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მო­დი­ო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­მო, ა.მ. კვლავ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გან­რიგ­ზე იყო. ბა­გა-ბაღ­ში ვი­ზი­ტი­სას, ბავ­შ­ვ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა-გაც­ვ­ლას­თან ერ­თად, და­ი­გეგ­მა ტრან­ზი­ცი­ის ხელ­შემ­წყო­ბი ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. მშობ­ლი­სა და აღ­მ­ზ­რ­დე­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით შე­იქ­მ­ნა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პას­პორ­ტი, სა­დაც, ბავ­შ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ერ­თად, მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ტრან­ზი­ცი­ის გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ა.მ. თბი­ლის­ში იღებ­და ქცე­ვი­თი თე­რა­პევ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბას. სპე­ცი­ა­ლურ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ქცე­ვით თე­რა­პევ­ტ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მი­ი­ღო ბავ­შ­ვის ქცე­ვის მარ­თ­ვის შე­სა­ხებ, რაც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნა შემ­დ­გო­მი მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში. ასე­ვე შედ­გა მო­მა­ვა­ლი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლის ვი­ზი­ტი სკო­ლა­ში ოჯახ­თან (დე­დას­თან და ძმას­თან) ერ­თად. ბავ­შ­ვ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რა სკო­ლის გა­რე­მო, ში­და და გა­რე სივ­რ­ცე­ე­ბი, საკ­ლა­სო ოთა­ხი, რე­სურ­სო­თა­ხი, სა­პირ­ფა­რე­შო, ბუ­ფე­ტი, სპორ­ტის დარ­ბა­ზი, ბიბ­ლი­ო­თე­კა; გა­იც­ნო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, მო­მა­ვა­ლი დამ­რი­გე­ბე­ლი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი. მას­წავ­ლებ­ლებ­თან წი­ნას­წა­რი შე­თან­ხ­მე­ბით, და­ეს­წ­რო მუ­სი­კის გაკ­ვე­თილს; სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად ითა­მა­შა სპორ­ტის დარ­ბაზ­ში; ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში სტუმ­რო­ბი­სას და­ათ­ვა­ლი­ე­რა წიგ­ნე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კარ­მა მი­სი საყ­ვა­რე­ლი მოთხ­რო­ბა წა­უ­კითხა.

სკო­ლის მოს­წავ­ლის დღის რე­ჟი­მის გაც­ნო­ბა-შე­გუ­ე­ბის მიზ­ნით სპე­ცი­ა­ლურ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ბავ­შ­ვ­თან სა­მუ­შა­ოდ, შექ­მ­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი და გა­უ­ზი­ა­რა მშო­ბელს. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გზე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და – ვერ­ბა­ლუ­რად წა­რი­მარ­თა თე­მა­ტუ­რი სა­უბ­რე­ბი, ამ­ბე­ბის თხრო­ბა, მოთხ­რო­ბის, ლექ­სე­ბის კითხ­ვა და სიმ­ღე­რე­ბი. ვი­ზუ­ა­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­და თე­მა­ტუ­რი სი­უ­ჟე­ტუ­რი სუ­რა­თე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ვი­ზი­ტე­ბი სკო­ლა­ში; მო­ტო­რუ­ლად ჩა­ტარ­და თე­მა­ტუ­რი ნა­ხა­ტე­ბის შექ­მ­ნა, გა­ფე­რა­დე­ბა; რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი.

კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ცხა­დი წარ­მოდ­გე­ნე­ბი და ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი მზა­ო­ბა აქვთ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის მი­მართ, უფ­რო აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბებს. ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც სკო­ლას და­დე­ბი­თი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბით იწყებს, თავს და­ცუ­ლად და მშვი­დად გრძნობს, გა­მო­ხა­ტავს სწავ­ლი­სად­მი მონ­დო­მე­ბა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ას, უჩ­ნ­დე­ბა მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა სას­კო­ლო გა­რე­მო­სა და იქ არ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტრან­ზი­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი, ოჯა­ხი, სკო­ლა, რაც მა­თი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და თან­მიმ­დევ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­დე­გია. მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი თავს გრძნობს უსაფ­რ­თხოდ, და­ცუ­ლად, აქვს სკო­ლის თემ­თან მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბის გან­ც­და, იღებს უწყ­ვეტ სას­წავ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბას და პო­ზი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მას­წავ­ლე­ბელ­თან, კლა­სე­ლებ­თან. და­გეგ­მი­ლი ტრან­ზი­ცი­ის პრო­ცეს­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მშობ­ლის აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სკო­ლას­თან – ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ; სკო­ლის­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში არ­სე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ; მაქ­სი­მა­ლუ­რად სარ­გებ­ლო­ბა ბავ­შ­ვის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბით და რე­სურ­სე­ბით. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტრან­ზი­ცი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში სკო­ლა ემ­ზა­დე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სით, ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თ­ვის.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები