30 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

სპორტული სიახლეები

spot_img

სამ­ბის­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბა სერ­ბეთ­ში

სერ­ბულ ნო­ვი სად­ში ჩა­ტარ­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი სამ­ბო­ში, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით გა­ი­მარ­თა: ყვე­ლა ასა­კობ­რივ­მა კა­ტე­გო­რი­ამ – უფ­რო­სებ­მა, ახალ­გაზ­რ­დებ­მა და ჭა­ბუ­კებ­მა ერ­თად იას­პა­რე­ზეს.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩემ­პი­ო­ნატ­ში უფ­რო­სებ­მა იას­პა­რე­ზეს და 6 მე­და­ლიც მო­ი­პო­ვეს, მათ შო­რის – ქა­ლებ­მაც, ბო­ლო ორი დღე კი ახალ­გაზ­რ­დებ­სა და ჭა­ბუ­კებს და­ეთ­მოთ, სა­დაც ჩვენ მხო­ლოდ ბი­ჭე­ბის გუნ­დე­ბი გვყავ­და. ჩვე­ნე­ბი ორი­ვე­გან საკ­მა­ოდ კარ­გად გა­მო­ვიდ­ნენ. ახალ­გაზ­რ­დებ­მა, ასე­ვე, 6 მე­და­ლი მო­ი­პო­ვეს, რო­მე­ლიც ხა­რის­ხობ­რი­ვად თა­ნაბ­რა­დაა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი – 2-2 ოქ­რო, ვერ­ცხ­ლიც და ბრინ­ჯა­ოც. ჭა­ბუ­კე­ბის მო­ნა­გა­რი 4 ჯილ­დოა – თი­თო ოქ­რო-ბრინ­ჯაო და 2 ვერ­ცხ­ლი.

ახალ­გაზ­რ­დებ­ში შალ­ვა გუ­ლი­საშ­ვილ­მა (58), ფი­ნა­ლურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, ბო­ლო წამ­ზე მო­ი­პო­ვა გა­მარ­ჯ­ვე­ბა და ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ ნი­კო­ლაი კა­რა­სევ­თან პა­ექ­რო­ბა­ში, მე­ო­რე ოქ­რო კი გი­ვი კვინ­ჭი­ამ (88) მოგ­ვი­ტა­ნა; გი­ორ­გი ექ­ვ­თი­მიშ­ვი­ლი (98) და გი­ორ­გი ხუ­ჭუა (+98) ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნო­ბას დას­ჯერ­დ­ნენ; სა­ბა კლდი­აშ­ვი­ლი (64) და ნი­კო­ლოზ ხურ­ცი­ძე (71) კი მე­სა­მე­ზე გა­ვიდ­ნენ.

ჭა­ბუ­კებ­ში ჩემ­პი­ო­ნი გე­გი წვე­რა­ვა (+98) გახ­და, მე­ო­რე­ზე ოთარ ოდი­კა­ძე (58) და გო­გა გორ­გა­ძე (64) გა­ვიდ­ნენ, მე­სა­მე­ზე – ლუ­კა შვან­გი­რა­ძე (88).

 

მო­ჭი­და­ვე­თა ტრი­უმ­ფი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­ვი­სუ­ფალ სტილ­ში მო­ჭი­და­ვე 17-წლამ­დელ­თა ნაკ­რებ­მა დი­დი წარ­მა­ტე­ბით იასპა­რე­ზა რუ­მი­ნეთ­ში, კონ­ს­ტან­ტინ ალექ­სან­დ­რუ­სა და იოან პო­პო­ვი­ჩის მე­მო­რი­ალ­ში, რო­მე­ლიც ბუ­ქა­რეს­ტ­ში 10-12 მა­ისს ჩა­ტარ­და. გია კვი­ნი­კა­ძის აღ­ზ­რ­დი­ლებ­მა 8 მე­და­ლი მო­ი­პო­ვეს: 4 ოქ­რო და 2-2 ვერცხლ-ბრინ­ჯაო.

ბუ­ქა­რეს­ტ­ში ჩემ­პი­ო­ნე­ბი გახ­დ­ნენ: მა­თე ცი­ნა­ძე (51), გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე (55), კონ­ს­ტან­ტი­ნე პეტ­რი­აშ­ვი­ლი (92) და გი­გია ლუ­ქუ­ნი­ძე (110); ვერ­ცხ­ლის მე­და­ლი ლე­ვან ნო­ზა­ძემ (45) და გი­ორ­გი წუ­რი­აშ­ვილ­მა (51) მო­ი­პო­ვეს; მე­სა­მე­ზე ლუ­კა ბე­რიშ­ვი­ლი (80) და გუ­ჯა ლო­მი­ძე (92) გა­ვიდ­ნენ. გუნ­დურ ჩათ­ვ­ლა­ში ჩვენ­მა ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლო­ბა არა­ვის და­უთ­მო.

17-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა, რო­მელ­საც 24 ივ­ნი­სი­დან 7 ივ­ლი­სის ჩათ­ვ­ლით სერ­ბუ­ლი ნო­ვი სა­დი უმას­პინ­ძ­ლებს.

 

სპორ­ტუ­ლი ოლიმ­პი­ა­და გრძელდება

12 მა­ისს სას­კო­ლო სპორ­ტულ ოლიმ­პი­ა­და­ზე ახა­ლი ეტა­პი და­იწყო – და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­მა­შე­ბი. არ­სე­ბი­თად, ეს ზო­ნა­ლუ­რი ტურ­ნი­რე­ბია, რო­მელ­შიც, ერ­თ­მა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად, ქვეყ­ნის და­სავ­ლე­თი­სა და აღ­მო­სავ­ლე­თის გუნ­დე­ბი გა­ე­ჯიბ­რე­ბი­ან.

სას­კო­ლო სპორ­ტუ­ლი ოლიმ­პი­ა­და ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი რგო­ლე­ბი­დან – სკო­ლე­ბის ში­და სას­კო­ლო შე­ჯიბ­რე­ბე­ბი­დან და­იწყო, შემ­დეგ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებ­მა, სა­კუ­თა­რი სკო­ლე­ბის სა­ხე­ლით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის პირ­ვე­ლო­ბებ­ზე იას­პა­რე­ზეს. მუნ­ცი­პა­ლი­ტე­ტის დო­ნე­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გუნ­დე­ბი რე­გი­ო­ნა­ლურ ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, ამას კი ზო­ნა­ლუ­რი პირ­ვე­ლო­ბე­ბი მოჰ­ყ­ვა – აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­ნებ­ში.

12 მა­ისს, ქუ­თა­ის­ში, რა­მაზ შენ­გე­ლი­ას სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე, გა­ი­მარ­თა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­მა­შე­ბი გეზ­რ­ბენ­ში – გო­გო­ნებ­ში და ბი­ჭებ­ში, სა­დაც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გუნ­დე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ – აფხა­ზე­თი, აჭა­რა, გუ­რია, იმე­რე­თი, სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო სვა­ნე­თი და რა­ჭა-ლეჩხუ­მი-ქვე­მო სვა­ნე­თი.

ბი­ჭებ­ში სო­ფელ სა­ვა­ნეს (იმე­რე­თი) გუნ­დ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვა; მე­ო­რე­ზე სო­ფე­ლი სა­ლი­ბა­უ­რი (აჭა­რა) გა­ვი­და, მე­სა­მე ად­გი­ლი კი რა­ჭის ორ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა გუნ­დ­მა მო­ი­პო­ვა – სო­ფელ უწე­რი­სა და ონის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის.

გო­გო­ნებ­ში პირ­ველ ად­გილ­ზე სამ­ტ­რე­დი­ის მე-11 სკო­ლა გა­ვი­და, მე­ო­რე­ზე – ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლა, მე­სა­მე­ზე – სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნო­სი­რის სკო­ლა.

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გუნ­დე­ბი სას­კო­ლო სპორ­ტუ­ლი ოლიმ­პი­ა­დის დას­კ­ვ­ნით, ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე იას­პა­რე­ზე­ბენ, სა­დაც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­ნა­ლურ ტურ­ნირ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს შეხ­ვ­დე­ბი­ან.

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები