13 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025

სპორტული სიახლეები

სამ­ბო­ში გო­გო­ნებ­მა ბი­ჭებს აჯო­ბეს

5 ოქ­ტომ­ბერს, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, კუნ­ძულ იავა­ზე მდე­ბა­რე ქა­ლაქ ბო­გორ­ში, დას­რულ­და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი სამ­ბო­ში ახალ­გაზ­რ­დებ­სა (19-20 წე­ლი) და ჭა­ბუ­კებს (16-18 წე­ლი) შო­რის. იქ ბი­ჭებ­ში ორი­ვე ასაკ­ში რომ სრუ­ლად და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი გუნ­დე­ბით წარ­ვ­დე­ქით, ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია, მაგ­რამ გო­გო­ნებ­შიც ლა­მის სრუ­ლად ვი­ყა­ვით წარ­მოდ­გე­ნი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით – ჭა­ბუკ­თა ასა­კის გო­გო­ნებ­ში, სა­დაც ყვე­ლა წო­ნა­ში გვყავ­და მო­ნა­წი­ლე.

ერ­თი შე­ხედ­ვით, შე­დე­გიც არაა ცუ­დი – ჩვე­ნებ­მა, ორი­ვე ასაკ­ში, 11 მე­და­ლი მო­ი­პო­ვეს, მაგ­რამ არც ერ­თი არაა ოქ­რო – 1 ვერ­ცხ­ლი, 10 ბრინ­ჯაო, ანუ პლა­ნე­ტის პირ­ვე­ლო­ბა უჩემ­პი­ო­ნოდ და­ვას­რუ­ლეთ. აი, ეს კი ნამ­დ­ვი­ლად არაა სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გი ქარ­თუ­ლი სამ­ბოს ის­ტო­რი­ის­თ­ვის.

სა­მა­გი­ე­როდ, სა­ა­მა­ყოდ დარ­ჩე­ბათ გო­გო­ნებს ის, რომ მედ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა მათ­ზე მო­დის – 11 მე­და­ლო­სა­ნი­დან 7 გო­გო­ნაა და 4 ბი­ჭი.

ჩვე­ნი გუნ­დი­დან ინ­დო­ნე­ზი­ა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი შე­დე­გი ჭა­ბუკ გო­გო­ნა­თა ნაკ­რე­ბის წევ­რ­მა, ხა­შუ­რელ­მა ია ჯე­ლა­ძემ აჩ­ვე­ნა 54 კი­ლოგ­რამ­ში – მსოფ­ლი­ოს ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ამა­ვე ასა­კის ბი­ჭებ­ში მე­სა­მე პრი­ზი­ო­რე­ბი გახ­დ­ნენ: ლა­დო დუ­ლა­რი­ძე (88), ლუ­კა ნი­ქა­ბა­ძე (98) და ნო­დარ სვი­ა­ნა­ძე (+98); გო­გო­ნებ­ში: ანა გა­გო­ში­ძე (80), ბარ­ბა­რე ფხა­კა­ძე (72) და მა­რი­ამ გა­ბი­ტაშ­ვი­ლი (+98).

რო­გორც გითხა­რით, ახალ­გაზ­რ­დებ­ში სულ 4 ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი ჰყავთ, აქე­დან კი მხო­ლოდ 1 ბი­ჭია და 3 – გო­გო­ნა. ბრინ­ჯა­ოს მედ­ლებს ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი (+98), თა­მარ სუ­ხი­აშ­ვი­ლი (50), ეკა ზამ­თა­რაშ­ვი­ლი (80) და ნია სპან­დე­რაშ­ვი­ლი და­ე­უფ­ლ­ნენ (+80) მო­ი­პო­ვეს.

ია ჯე­ლა­ძე, ამ ასაკ­ში, ევ­რო­პის წლე­ვან­დე­ლი ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნია და მან ბო­გორ­ში, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც იგი­ვე შე­დე­გი გა­ი­მე­ო­რა. ფი­ნა­ლამ­დე კი ნამ­დ­ვი­ლად იყო­ჩა­ღა და 3 პა­ექ­რო­ბა მო­ი­გო: პირ­ველ წრე­ში იორ­და­ნი­ელ ემან ჰა­პაქს 4:1 აჯო­ბა, შემ­დეგ ფრანგ ელო­ვენ დე­ლორმს 9:0 სძლია. ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ბულ­გა­რელ­თა ევ­რო­პის წლე­ვან­დელ ვი­ცე-ჩემ­პი­ონ დე­ნი­ცა ბო­ჟი­ნო­ვას (ოღონდ ეს მა­შინ ქვე­და წო­ნა­ში გა­მო­დი­ო­და) 5:0 მო­უ­გო, ფი­ნალ­ში კი სამ­ბოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის – ფი­ას-ის სა­ხე­ლით მო­ჭი­და­ვე მოქ­მედ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონთან, რუს ვა­ლე­რია კოზ­ლო­ვას­თან (რო­მე­ლიც, ჯამ­ში, მე­სა­მედ გახ­და ჭა­ბუ­კებ­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი) 1:7 წა­ა­გო.

ბო­ლო წლებ­ში ქალ­თა ჭი­და­ო­ბებ­ში საგ­რ­ძ­ნო­ბი წარ­მა­ტე­ბე­ბია და უკ­ვე უმაღ­ლეს მწვერ­ვა­ლებ­საც შე­ვუ­ტი­ეთ: სამ­ბო­ში ევ­რო­პის ორ­გ­ზის და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი ნი­ნო ოძე­ლაშ­ვი­ლი გვყავს, ძი­უ­დო­ში – ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, რომელიც ორ ოლიმ­პი­ა­და­ზე,  ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის­თ­ვის შე­ტე­ვის შემ­დეგ, ზე­დი­ზედ, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და; თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში შე­და­რე­ბით გვი­ან „დავ­ძა­რით“ გო­გო­ნე­ბი, თუმ­ცა ჭა­ბუ­კებ­ში იქაც გვყავს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი მი­რან­და კა­პა­ნა­ძე, მაგ­რამ ქალ­თა ჭი­და­ო­ბა­ში ყა­მირს ჯერ დი­დად მა­ინც ვერ გავ­ც­დით და ეს კვლა­ვაც იმ ფე­ნო­მე­ნად რჩე­ბა, მუდ­მი­ვად სუ­ლი რომ უნ­და ვუ­ბე­როთ და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დოთ, პატ­რუ­ქი არ ჩაქ­რეს. და ასე გაგ­რ­ძელ­დე­ბა მა­ნამ, ვიდ­რე ქალ­თა ჭი­და­ო­ბებ­შიც მყა­რად არ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გა­მოზ­რ­დის მო­მა­ვალ ჩემ­პი­ო­ნებს და მო­ი­ტანს მა­სობ­რი­ო­ბას. მარ­თა­ლია, ხელ­შეწყო­ბა იმ სის­ტე­მა­საც სჭირ­დე­ბა, თო­რემ იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით მა­ლე ჩა­მოგ­ვეშ­ლე­ბა, ვიდ­რე შექ­მ­ნას დას­ჭირ­დე­ბა, თუმ­ცა იქ მა­ინც უკ­ვე დგა­ხარ სწორ გზა­ზე, აქ კი ჯერ კი­დევ ამ გზის ძი­ე­ბა­ში ვართ. ამი­ტო­მაც მიგ­ვაჩ­ნია სამ­ბისტ გო­გო­ნა­თა ეს მედ­ლე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, თო­რემ წი­ნა­აღ­მ­დე­გი არც ბი­ჭე­ბის წარ­მა­ტე­ბი­სა ვართ. იმე­დია, მო­ზარ­დი სამ­ბის­ტე­ბი მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფ­რო დი­დი წარ­მა­ტე­ბე­ბით გაგ­ვა­ხა­რე­ბენ.

დოლ­ტ­მურ­ზი­ე­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის

იმ დროს, რო­ცა საკ­ლუ­ბო დო­ნე­ზე „დე­და შვილს არ აიყ­ვანს ხელ­ში“ ჩვე­ნი სა­ცო­და­ო­ბით, თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს“ 19-წლამ­დელ­თა გუნ­დ­მა წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლია უეფა-ს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ლი­გის (არ­სე­ბი­თად, ამ ასა­კის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გაა) I ეტა­პი და სა­ბო­ლოო წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის აგ­რ­ძე­ლებს ბრძო­ლას. პირ­ველ წრე­ში მათ ბოს­ნი­უ­რი „ზრინ­ს­კი“ „და­იფ­რი­ნეს“, სა­ერ­თო ან­გა­რი­შით 4:1. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ბოს­ნი­ა­ში გა­ი­მარ­თა და ფრედ – 1:1 დას­რულ­და, რა­მაც, გან­მე­ო­რე­ბი­თი თა­მა­შის წინ, დი­ნა­მო­ე­ლე­ბი უპი­რო­ბო ფა­ვო­რი­ტე­ბად აქ­ცია. და­ვით გე­ლაშ­ვი­ლის შე­გირ­დებ­მა იმე­დე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ა­მარ­თ­ლეს და მე­ტო­ქეს მშობ­ლი­ურ კედ­ლებ­ში შან­სი არ მის­ცეს, 3:0 მო­უ­გეს. თუმ­ცა საქ­მე მარ­ტო ან­გა­რიშ­ში არაა, ჩვე­ნებ­მა ხა­რის­ხი­ა­ნი თა­მა­ში აჩ­ვე­ნეს და ქო­მა­გებს კი­დევ უფ­რო დი­დი იმე­დე­ბი ჩა­უ­სა­ხეს. მატ­ჩის გმი­რად ჰა­ლიდ დოლ­ტ­მურ­ზი­ე­ვი იქ­ცა, რო­მელ­მაც მე-5 წუთ­ზე დაგ­ვა­წი­ნა­უ­რა, 57-ზე კი სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლი დას­ვა. თა­ვი თე­მურ ოდი­კა­ძე­მაც გა­მო­ი­ჩი­ნა მე­ო­რე გო­ლის გა­ტა­ნით.

შე­გირ­დ­თა კარ­გი თა­მა­შის შემ­დეგ, გე­ლაშ­ვი­ლი გვა­ი­მე­დებს, რომ ახალ­გაზ­რ­დულ ლი­გა­ზე შორს წავ­ლენ, რაც ქო­მაგ­თა დი­დი სურ­ვი­ლი­ცაა.

დოლ­ტ­მურ­ზი­ე­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ფი­გუ­რაა დი­ნა­მო­ელ­თა რი­გებ­ში და არა მხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის გა­მო. ალ­ღო­ი­ა­ნი და ბომ­ბარ­დი­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ცენ­ტ­რ­ფორ­ვარ­დი ეროვ­ნე­ბით ინ­გუ­შია, თუმ­ცა მი­სი ოჯა­ხი, 2000 წლი­დან, ევ­რო­პა­შია ემიგ­რი­რე­ბუ­ლი და ფეხ­ბურ­თე­ლიც ბელ­გი­ა­შია და­ბა­დე­ბულ-გაზ­რ­დი­ლი. ის სპორ­ტუ­ლი ოჯა­ხი­და­ნაა – ძი­უ­დო­ის­ტია მი­სი უფ­რო­სი ძმა ადალ­ბე­კი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მან ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში 4-5 წლი­სამ და­იწყო „ნი­უ­პორ­ტ­ში“, არა­და მა­მას – უმა­ლატს თურ­მე 3 წლი­დან სდო­მე­ბია მი­სი ფეხ­ბურ­თ­ზე მიყ­ვა­ნა. „ნი­უ­პორ­ტ­ში“ მის­ვ­ლი­დან 3 წე­ლი­წად­ში ჰალიდი „სერკლ ბრი­უ­გეს“ სკა­უ­ტებ­მა გა­და­ი­ბი­რეს, იმა­ვე პე­რი­ოდ­ში კი მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა „ბრი­უ­გე­მაც“ და­იწყო. მა­მა­მისს თუ და­ვუ­ჯე­რებთ, „ბრი­უ­გეს“ სკა­უ­ტებს მის­თ­ვის უთ­ქ­ვამთ, რომ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­სი ყვე­ლა თა­მა­ში ნა­ხეს! 1 წე­ლი­წად­ში მარ­თ­ლაც გა­და­ი­ბი­რა „ბრი­უ­გემ“, რაც ჰა­ლი­დის კა­რი­ე­რა­ში დი­დი წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო. სწრა­ფად გახ­და ამ სა­ხე­ლო­ვა­ნი კლუ­ბის 16 და 18-წლამ­დელ­თა გუნ­დე­ბის ლი­დე­რი და გზა ხსნი­ლი ჰქონ­და ბელ­გი­ურ თუ, ზო­გა­დად, ევ­რო­პულ ფეხ­ბურ­თ­ში. მას ჰქონ­და მიწ­ვე­ვა რუ­სე­თის ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბი­და­ნაც, სხვა ბელ­გი­უ­რი, იტა­ლი­უ­რი, თურ­ქუ­ლი, პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი თუ სხვა ქვეყ­ნე­ბის კლუ­ბე­ბი­დან, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თა­მა­ში და ცხოვ­რე­ბა არ­ჩია. ორი­ოდ წლის წინ, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ბელ­გი­ი­სა და რუ­სე­თის ასა­კობ­რივ გუნ­დებ­ში მიწ­ვი­ეს და სწო­რედ მა­შინ და­ა­ფიქ­სი­რა ფეხ­ბურ­თელ­მა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თა­მა­ში და ცხოვ­რე­ბა სურ­და. მა­ლე­ვე გა­ირ­კ­ვა, რომ ეს მხო­ლოდ მი­სი აზ­რი არ იყო და ამ პო­ზი­ცი­ას მთე­ლი ოჯა­ხი იზი­ა­რებ­და. მა­მა­მი­სი მა­ლე­ვე ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და გა­ეც­ნო აქა­ურ ვი­თა­რე­ბას, შეხ­ვ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ი­ას წარ­მო­მად­გენ­ლებს და მარ­ტი­ვად მომ­ზად­და ნი­ა­და­გი ჰა­ლი­დის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გად­მო­სას­ვ­ლე­ლად. აქ სა­ინ­ტე­რე­სოა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მას შე­ეძ­ლო, მი­ე­ღო ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, სა­თა­მა­შოდ კი ევ­რო­პა­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რო­მე­ლი­მე ცნო­ბილ კლუბ­ში (და­ზუს­ტე­ბით ვერ გეტყ­ვით, რად­გან მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ხში­რად არ სა­ჯა­როვ­დე­ბა, მაგ­რამ მი­სი მე­ნე­ჯე­რე­ბი და საქ­მე­ში ჩა­ხე­დულ­ნი ირ­წ­მუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მსურ­ველ­თა შო­რის ევ­რო­პის წამ­ყ­ვა­ნი გუნ­დე­ბიც იყ­ვ­ნენ), მაგ­რამ მი­სი მყა­რი პო­ზი­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში საცხოვ­რებ­ლად გად­მოს­ვ­ლა იყო. ეს სურ­ვი­ლი კი­დეც აის­რუ­ლა და დღეს ჰა­ლი­დი ჩვე­ნი 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბის არა მხო­ლოდ წევ­რი, ერთ-ერ­თი ლი­დე­რი­ცაა. რაც მთა­ვა­რია, მი­სი გო­ლე­ა­დო­რო­ბა და შე­დე­გი­ა­ნო­ბა აქაც გრძელ­დე­ბა.

შე­საძ­ლოა, ბევრს გა­უჩ­ნ­დეს გან­ც­და, რომ თა­ვის დრო­ზე რუ­სეთ­ში გა­დას­ვ­ლა დოლ­ტ­მურ­ზი­ევ­მა იქა­უ­რი ფეხ­ბურ­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ის გა­მო იუარა და ამი­ტომ არ­ჩია სა­ქარ­თ­ვე­ლო, მაგ­რამ ნუ დაგ­ვა­ვიწყ­დე­ბა, რომ მას მა­შინ ბელ­გი­უ­რი არ­ჩე­ვა­ნიც ჰქონ­და. თუმ­ცა, მთა­ვა­რი მა­ინც ინ­გუ­შე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­მართ – დღემ­დე კარ­გად ახ­სოვთ მა­თი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე მწა­რე მო­ნაკ­ვე­თი – მუ­ჰა­ჯი­რო­ბი­სას ჩვენ­გან გა­კე­თე­ბუ­ლი სი­კე­თე, რო­ცა გა­და­სახ­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს იქ ჩა­სახ­ლე­ბულ­მა ქარ­თ­ვე­ლებ­მა (ძი­რი­თა­დად – ხევ­სუ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბამ გა­და­ა­სახ­ლა იმათ ნა­ფუ­ძარ­ზე), ზო­გი­ერ­თი მე­ზობ­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ულა­პა­რა­კოდ და­უ­ცა­ლეს სახ­ლე­ბი. ბევ­რ­მა სა­ქო­ნე­ლი და სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბიც და­უ­ტო­ვა, დაგ­ჭირ­დე­ბა­თო, ზოგ­მა ფუ­ლიც კი გა­უგ­ზავ­ნა სამ­გ­ზავ­როდ და ზო­გი პი­რა­დად ჩა­ვი­და ყა­ზა­ხეთ­ში და იმ ინ­გუშს, ვის სახ­ლ­შიც იყო ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი, სამ­გ­ზავ­რო ფუ­ლი მის­ცა… დრო ხში­რად ანე­ლებს მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბას, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ინ­გუ­შებს დღემ­დე კარ­გად ახ­სოვთ ეს სი­კე­თე და შვი­ლებ­საც ამ მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბით ზრდი­ან. ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ი­დან ინ­გუ­შე­ბი იყ­ვ­ნენ ერ­თა­დერ­თი ერი, რო­მელ­საც აფხა­ზე­თის ომ­ში ჩვენს წი­ნა­აღ­მ­დეგ არ უბ­რ­ძო­ლია. ცნო­ბი­ლია ინ­გუ­შე­თის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, რუ­სუ­ლი არ­მი­ის ოფი­ცერ რუს­ლან აუშე­ვის სიტყ­ვე­ბი, რო­ცა მტკი­ცედ გა­ნაცხა­და, ჩვენ ქარ­თ­ვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ არ ვიბ­რ­ძო­ლებ­თო და არც უომი­ათ. დოლ­ტ­მურ­ზი­ე­ვიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მი­თაა გაზ­რ­დი­ლი, რა­საც არა მხო­ლოდ გო­ლე­ბით და მო­ე­დან­ზე კარ­გი თა­მა­შით, ცხოვ­რე­ბა­შიც ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ამ­ტ­კი­ცებს.

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

„წი­თე­ლი 70“

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება