24 ნოემბერი, კვირა, 2024

სო­ხუ­მის აღე­ბა მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის დას­აწყის­ში (ლეო ქი­ა­ჩე­ლის „ჰა­კი აძ­ბას“ მი­ხედ­ვით) და სო­ხუ­მის და­ცე­მა მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს – საუბრები ლიტერატურაზე

spot_img
თამარ კობერიძე, ვლადიმირ კომაროვის სახელობის №199 საჯარო სკოლის მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

სიმ­ბო­ლუ­რია, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში სო­ხუ­მი ორ­ჯერ დავ­კარ­გეთ, პირ­ვე­ლად სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში, უბ­რ­ძოლ­ვე­ლად და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას უსის­ხ­ლოდ, მაგ­რამ სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს რაც მოხ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მრა­ვა­ლომ­გა­დახ­დილ ის­ტო­რი­ას, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ არ ახ­სოვს. დღემ­დე (უკ­ვე მე­ოთხედ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი დრო გა­ვი­და) გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, ბუ­რუ­სი­თა და სი­დუმ­ლო­თია მო­ცუ­ლი ის ის­ტო­რი­უ­ლი რე­ა­ლო­ბა, რის გა­მოც დატ­რი­ალ­და ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია, ტრა­გე­დია, რო­მელ­საც მხო­ლოდ ომი არ შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს. იგი ომ­ზე უფ­რო ამაზ­რ­ზე­ნი რამ იყო ჩვენ­თ­ვის. ჩვე­უ­ლებ­რივ ომ­ში ქვე­ყა­ნამ იცის თა­ვი­სი მტე­რი, ამ ომ­ში კი მოყ­ვა­რეც მტე­რი გა­მოდ­გა, ნებ­სი­თი თუ უნებ­ლიე მტე­რი. სიმ­ბო­ლუ­რია ისიც, რომ ომი 13 თვე­სა და 13 დღეს გაგ­რ­ძელ­და და სო­ხუ­მი მა­ინ­ცა და მა­ინც 27 სექ­ტემ­ბერს და­ე­ცა, უფ­ლის ცხო­ველ­ს­მ­ყო­ფე­ლი ჯვრის ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე. ამა­ზე პირ­და­პი­რი ნი­შა­ნი იმი­სა, რომ სო­ხუ­მის და­ცე­მით, აფხა­ზე­თის და­კარ­გ­ვით უფალ­მა სა­მარ­თ­ლი­ა­ნად დაგ­ვ­სა­ჯა იმ ცოდ­ვა­თა გა­მო, რო­მელ­საც ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ და ღვთის წი­ნა­შე ჩავ­დი­ო­დით ქარ­თ­ვე­ლე­ბი, უბ­რა­ლოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. საკ­მა­ოდ შორს წაგ­ვიყ­ვანს ამ ცოდ­ვა­თა ჩა­მოთ­ვ­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა მხო­ლოდ ამა­ში არ მდგო­მა­რე­ობს — მე­ოთხე­დი სა­უ­კუ­ნეა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ და­კარ­გუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა და რა­ო­დენ გა­სა­ოც­რა­დაც უნ­და მო­გეჩ­ვე­ნოთ, ისევ იმა­ვე მი­ზეზ­თა გა­მო რა მი­ზე­ზი­თაც დავ­კარ­გეთ — „თვით ან­გ­რე­ვენ მას რის აღ­დ­გე­ნაც სურთ, თვით შვე­ლი­ან მას რა­საც ებ­რ­ძ­ვი­ან“. ამ უგუ­ნურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უკ­ვე რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნეა, რაც იმ­ყო­ფე­ბა ჩვე­ნი „ბედ­ნი­ე­რი ერი“.

ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას რო­მა­ნის — „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“ — გარ­და არ­სე­ბობს კი­დევ ერ­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის, კერ­ძოდ კი სო­ხუ­მის და­კარ­გ­ვის ის­ტო­რი­ას გად­მოგ­ვ­ცემს XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში. ეს ნა­წარ­მო­ე­ბი ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გად ცნო­ბი­ლი „ჰა­კი აძ­ბა“ გახ­ლავთ. ლეო ქი­ა­ჩე­ლის ეს მოთხ­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ყუ­რადღე­ბოა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ იგი ნამ­დ­ვილ ამ­ბავ­ზეა აგე­ბუ­ლი. ნამ­დ­ვილ ამ­ბავს კი აკა­კი ბაქ­რა­ძე გად­მოგ­ვ­ცემს თა­ვის წე­რილ­ში „მა­სა­ლა და მოთხ­რო­ბა“: „1918 წლის 15 თე­ბერ­ვალს სო­ხუ­მის ნავ­სად­გურ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­ჩერ­და დამ­ხ­მა­რე კრე­ი­სე­რი „და­კია“. იგი ტრა­პი­ზო­ნი­დან სე­ვას­ტო­პოლ­ში ბრუნ­დე­ბო­და, კავ­კა­სია-თურ­ქე­თის მოშ­ლი­ლი ფრონ­ტი­დან რუ­სეთ­ში გა­დაჰ­ყავ­და ჯა­რის­კა­ცე­ბი“.

ახ­ლა ვნა­ხოთ რო­გორ იწყებს მოთხ­რო­ბას მწე­რა­ლი და რამ­დე­ნა­დაა შეც­ვ­ლი­ლი გე­მის სვლის მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­ხელ­წო­დე­ბა და ეკი­პა­ჟის რა­ო­დე­ნო­ბა.

„ეს მოხ­და ქ. სო­ხუმ­ში, 1918 წელს, რო­ცა რუ­სეთ­ში ოქ­ტომ­ბ­რის რე­ვო­ლუ­ცი­ის გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ უსას­ტი­კე­სი ომი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მძაფ­რი იყო ეს ომი სამ­ხ­რეთ რუ­სეთ­ში, სა­დაც რე­აქ­ცია უკა­ნას­კ­ნე­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ცდი­ლობ­და. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძლე­ვა­მო­სი­ლად უტევ­და მას და შა­ვი ზღვის­კენ ერე­კე­ბო­და, თა­ვის საზღ­ვ­რე­ბი­დან აძე­ვებ­და…

აფხა­ზე­თი მა­შინ ამი­ერ­კავ­კა­სი­ის კო­მი­სა­რი­ა­ტის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ემორ­ჩი­ლე­ბო­და და ფაქ­ტი­უ­რად რუ­სეთს მოწყ­ვე­ტი­ლი იყო და აღ­ნიშ­ნუ­ლი წლის თე­ბერ­ვ­ლის 27-ს დი­ლა­ად­რი­ან ქა­ლაქ სო­ხუმ­ში ხმა გა­ვარ­და მო­უ­ლოდ­ნე­ლად:

ბოლ­შე­ვი­კე­ბის კრე­ი­სე­რი „შმიდ­ტი“ ქა­ლა­ქის ნავ­სად­გურს უახ­ლოვ­დე­ბა, ეტყო­ბა, შე­მოს­ვ­ლას აპი­რებ­სო“.

მწე­რალ­მა, ამ პა­ტა­რა მო­ნაკ­ვეთ­ში ორი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტი გად­მოგ­ვ­ცა. პირ­ვე­ლი — საბ­ჭო­თა რუ­სე­თის ფარ­გ­ლებ­ში ჯერ კი­დევ არ შე­დის შა­ვი ზღვა (ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კუთ­ვ­ნი­ლი მი­წა-წყლის სა­ნა­პი­რო ზო­ლი), მე­ო­რე და უმ­თავ­რე­სი (რაც ჩე­მი კვლე­ვის სა­გა­ნია) — აფხა­ზე­თი „ამი­ერ­კავ­კა­სი­ის კო­მი­სა­რი­ატს ემორ­ჩი­ლე­ბო­და და ფაქ­ტობ­რი­ვად რუ­სეთს მოწყ­ვე­ტი­ლი იყო“. რაც შე­ე­ხე­ბა „ამი­ერ­კავ­კა­სი­ის კო­მი­სა­რი­ატს“, აკა­კი ბაქ­რა­ძის გად­მო­ცე­მით: „ამი­ერ­კავ­კა­სი­ას გა­ნა­გებ­და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სე­ი­მი. სე­ი­მი ჭრე­ლი იყო, ვის არ მო­ე­ყა­რა აქ თა­ვი — ქარ­თ­ველ მენ­შე­ვი­კებს, სო­მეხ დაშ­ნა­კებს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მუ­სა­ვა­ტე­ლებს…“.

ეს „ნა­ირ-ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი“ თა­ვი­სი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ითხოვ­დ­ნენ ამი­ერ­კავ­კა­სი­ის პო­ლი­ტი­კუ­რად მოწყო­ბის სა­კითხის გა­დაწყ­ვე­ტას, მხო­ლოდ „ქარ­თ­ვე­ლი მენ­შე­ვი­კე­ბი იცავ­დ­ნენ რუ­სეთ­თან სრუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რისს“. ეს „სრუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბა“, მხო­ლოდ უკ­ვე ბოლ­შე­ვი­კუ­რი, არ და­ა­ხა­ნებს „და… ბოლ­შე­ვი­კე­ბის კრე­ი­სე­რი „შმიდ­ტი“ ქა­ლა­ქის ნავ­სად­გურს უახ­ლოვ­დე­ბა“. რო­გორც ვთქვით, ლეო ქი­ა­ჩელ­მა თა­ვის ნა­წარ­მო­ებ­ში გემ­საც შე­უც­ვა­ლა სა­ხელ­წო­დე­ბა და ეკი­პა­ჟის რა­ო­დე­ნო­ბაც შე­ამ­ცი­რა.

რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბუ­ლი, ჯა­რის­კა­ცე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი კრე­ი­სერ „და­კი­ას“ ნაც­ვ­ლად, ნა­წარ­მო­ებ­ში რამ­დე­ნი­მე მეზღ­ვა­უ­რის­გან შემ­დ­გა­რი კრე­ი­სე­რი „შმიდ­ტია“. ის­მის კითხ­ვა: რა­ტომ შე­უც­ვა­ლა მწე­რალ­მა სა­ხელ­წო­დე­ბა, შე­მად­გენ­ლო­ბა და გე­ზი გემს? სა­ხელ­წო­დე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ისევ ბა­ტონ აკა­კის მივ­მარ­თავ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით: „არც „და­კია“ და არც „დერ­ზ­კი“ მკითხ­ველს არა­ფერს ეუბ­ნე­ბა. „შმიდ­ტი“ კი უც­ბად აღ­ძ­რავს ასო­ცი­ა­ცი­ას და და­გა­კავ­ში­რებს იმ წლებ­ში მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ხელ­თან. ეს კა­ცი გახ­ლავთ შა­ვი ზღვის ფლო­ტის ლე­ი­ტე­ნან­ტი პეტ­რე შმიდ­ტი“.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­მად­გენ­ლო­ბა­სა და გეზს, ჩე­მი აზ­რით, მწე­რალს სურს დაგ­ვა­ნა­ხოს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უსუ­სუ­რო­ბა, რომ გე­მის მცი­რე შე­მად­გენ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუ­ფალთ აზ­რა­დაც კი არ მოს­ვ­ლი­ათ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­წე­ვა. რე­ა­ლუ­რად მომ­ხ­და­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ კი აკა­კი ბაქ­რა­ძე ამ­ბობს: „ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლა არ შეს­წევ­და, კრე­ი­სე­რი „და­კია“ ქა­ლაქ­ში არ შე­მო­ეშ­ვა“. გე­მის სვლის მი­მარ­თუ­ლე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით, იგი ჩრდი­ლო­ე­თის მხრი­დან მო­ად­გე­ბა ქა­ლაქს და არა სამ­ხ­რე­თი­დან. ავ­ტორს თით­ქოს სურს მიგ­ვა­ნიშ­ნოს თუ სა­ი­დან უნ­და ვე­ლო­დოთ საფ­რ­თხეს მო­მა­ვალ­შიც.

ამ საფ­რ­თხემ თავ­გ­ზა აუბ­ნია ქა­ლა­ქის თავს – სამ­სონ და­ვა­ნა­ძეს. სო­ხუმ­ში ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბილ­მა ვა­ჭარ­მა, რაჟ­დენ თო­რი­ამ, მას „გაგ­რის გა­მო­ძა­ხე­ბა“ ურ­ჩია. „გაგ­რის“ დას­ტუ­რის შემ­დ­გომ, რომ სა­ნა­პი­როს­თან მარ­თ­ლაც მოძ­რა­ობ­და სამ­ხედ­რო გე­მი და სო­ხუ­მი­სა­კენ გა­მო­ე­მარ­თა, ქა­ლა­ქის მე­რი „სე­რი­ო­ზუ­ლად და­ფიქ­რ­და“, „და­ვა­ნა­ძეს იგი პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის საფ­რ­თხედ ეჩ­ვე­ნე­ბო­და“.

ქა­ლა­ქის თა­ვი ორ ცეცხლს შუა აღმოჩ­ნ­და – „თუ მოყ­ვ­რუ­ლად დავ­ხ­ვ­დი, შე­ნი მტე­რია, ბოლ­შე­ვი­კო­ბას შემ­წა­მე­ბენ. თუ მტრუ­ლად – გა­ბე­დე თუ ვაჟ­კა­ცი ხარ: ნა­ვი კი არ არის, კრე­ი­სე­რია ნამ­დ­ვი­ლი, მე­რე ისიც ბოლ­შე­ვი­კე­ბის. რი­სი იმე­დით? ის კუზ­მა-მრის­ხა­ნეც უთუ­ოდ ტყუ­ი­ლად არ ატა­რებს თა­ვის მეტ­სა­ხელს“. ამ ფიქ­რებ­ში ნათ­ლად იკ­ვე­თე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს და კერ­ძოდ აფხა­ზე­თის იმ­დ­რო­ინ­დე­ლი თავ­დაც­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა; სწო­რედ ამი­ტომ, და­ვა­ნა­ძე უჩ­ვე­უ­ლო გა­მო­სა­ვალს „ნა­ხავს“ — „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც მან გა­დად­გა ყო­ველ­ნა­ი­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ეს იყო თბი­ლის­ში სა­ი­დუმ­ლო დე­პე­შის გაგ­ზავ­ნა: ასეა საქ­მე და რო­გორ მო­ვიქ­ცე­თო. მაგ­რამ ეს იყო უფ­რო ფორ­მა­ლო­ბის დაც­ვა მი­სი მხრით. კარ­გად იცო­და, რომ დრო­ზე არა­ვინ უპა­სუ­ხებ­და და თუ მი­ი­ღებ­და მა­ინც რა­ი­მე პა­სუხს, იგი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოდ უთუ­ოდ არ გა­მო­ად­გე­ბო­და“. ეს აზ­რი კი იმას ადას­ტუ­რებს, რომ არც თბი­ლის­ში იყო დი­დად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა თავ­დაც­ვი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით. „ყო­ველ­ნა­ი­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად“ – ამ სიტყ­ვე­ბის ავ­ტო­რი ნამ­დ­ვი­ლად დი­დი მწე­რა­ლია; ეს ქვეყ­ნის და­მაქ­ცე­ვა­რი აზ­რი, რომ­ლი­თაც და­ვა­ნა­ძის მთე­ლი არ­სე­ბა იყო მო­ცუ­ლი, არის სწო­რედ ის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი, რის გა­მოც არა მხო­ლოდ XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში, არა­მედ სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­საც დავ­კარ­გეთ სო­ხუ­მი და მას­თან ერ­თად მთე­ლი აფხა­ზე­თიც, მაგ­რამ ეს ჯერ კი­დევ არა­ფე­რია იმ მზაკ­ვ­რულ აზ­რ­თან და გეგ­მას­თან, რო­მელ­საც და­ვა­ნა­ძეს თა­ვის „კარ­გი მე­გო­ბა­რი“, „მუ­შა­თა, გლეხ­თა და ჯა­რის­კაც­თა დე­პუ­ტა­ტე­ბის საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე – ნა­რიქ ეშ­ბა“ მი­აწ­ვ­დის: „ეშ­ბამ გულ­დას­მით მო­ის­მი­ნა… მა­შინ­ვე მიხ­ვ­და ქა­ლა­ქის თა­ვის გან­ზ­რახ­ვას… და ასე­თი მე­გობ­რუ­ლი პა­სუ­ხი გას­ცა: – პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ან შენ რა­ტომ იკის­რებ, ძვირ­ფა­სო სამ­სონ ან რა­ტომ გინ­და, რომ მე მა­კის­რე­ბი­ნო მა­ინ­ც­და­მა­ინც. თუ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბამ­დე მი­ვი­და საქ­მე, სჯო­ბია მი­სი ტვირ­თი ისე გა­ნა­წილ­დეს, რომ ბრა­ლი ყვე­ლას და ამა­ვე დროს არა­ვის არ და­ე­დოს…“

კო­მუ­ნის­ტე­ბის იდე­ო­ლო­გი­ა­ღა აკ­ლ­და და­ვა­ნა­ძის უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი (აფ­სუ­უ­რი), მენ­შე­ვი­კურ-ბოლ­შე­ვი­კუ­რი წრე­დიც შე­იკ­რა, წრე­დი, რო­მე­ლიც თვა­ლის­და­უ­ხამ­ხა­მებ­ლად გა­წი­რავს ტრა­დი­ცი­ას, ღირ­სე­ბას, სარ­წ­მუ­ნო­ე­ბას უჯუშ ემ­ხა­სა და ჰა­კი აძ­ბას სა­ხით და, მათ­თან ერ­თად, აფხა­ზეთ­საც. სამ­სონ და­ვა­ნა­ძე კი თა­ვის­თ­ვის ფიქ­რობ­და: „აფხა­ზე­ბი ბუ­ნე­ბით დიპ­ლო­მა­ტე­ბი არი­ან, კი­დევ მა­ჯო­ბა მგო­ნია ჭკუ­ა­ში…“ მაგ­რამ რა­კი რჩე­ვა ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ჯობ­ნა არც სწყე­ნია“. „საქ­მეს ფიცხ­ლად შე­უდ­გა“, „პრე­ზი­დი­უ­მის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სხდო­მა ისე სწრა­ფად შედ­გა, რომ ქვო­რუმს მო­ნატ­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის თა­ვის ყო­ველ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა“. რო­გორც ვხე­დავთ, ქა­ლა­ქის თა­ვი დროს არ კარ­გავს და თავს არ ზო­გავს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა „მომ­ზა­დე­ბუ­ლი“ დახ­ვ­დეს კრე­ი­სერს. სხდო­მას ქა­ლა­ქის საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე – ბე­ქირ­ბი ჩაჩ­ბა ხსნის. ავ­ტორს დი­დად არ შე­უ­წუ­ხე­ბია თა­ვი არც და­ვა­ნა­ძის, არც თო­რი­ას, არც ეშ­ბას და­ხა­სი­ა­თე­ბი­სათ­ვის, მხო­ლოდ მა­თი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი და სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის თქმით შე­მო­ი­ფარ­გ­ლა, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა ბე­ქირ­ბი ჩაჩ­ბას, მის პი­როვ­ნე­ბას ლეო ქი­ა­ჩე­ლი დაწ­ვ­რი­ლე­ბით ახა­სი­ა­თებს: „აფხაზ­თა შო­რის მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, მის­და­მი პა­ტი­ვის­ცე­მას ყვე­ლა­სათ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ ხდი­და, გარ­და დი­დი გვა­რი­სა, რომ­ლის უპირ­ვე­ლეს წარ­მო­მად­გენ­ლად ით­ვ­ლე­ბო­და, მი­სი იშ­ვი­ა­თი ტა­ნა­დო­ბაც და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აფხა­ზუ­რი იერით შემ­კუ­ლი სა­ხი­ე­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­სა, ბე­ქირ­ბი ჩაჩ­ბა ისე ატა­რებ­და თა­ვი­სი მოდ­გ­მის არის­ტოკ­რა­ტი­ულ ნიშ­ნებს, რომ ყო­ვე­ლი თავ­მომ­წო­ნე აფხა­ზი მო­ვა­ლედ თვლი­და თავს მი­ე­ბაძ­ნა მი­სი სიტყ­ვა-პა­სუ­ხის, მოქ­ცე­ვი­სა და ჩაც­მა-და­ხურ­ვი­სათ­ვის“.

მთელ ამ აღ­წე­რი­ლო­ბას რომ თა­ვი გა­ვა­ნე­ბოთ, მხო­ლოდ ეს ერ­თი ფრა­ზა – „აფხა­ზუ­რი იერით შემ­კუ­ლი სა­ხი­ე­რე­ბა“ – მეტყ­ვე­ლებს და მი­უ­თი­თებს იმა­ზე, თუ რო­გორ ფას­დე­ბო­და ქარ­თ­ველ­თა მი­ერ აფხაზ­თა (აფ­სუ­ა­თა) „მოდ­გ­მის არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი ნიშ­ნე­ბი“. მსგავ­სი და­ფა­სე­ბა და შე­ფა­სე­ბა ამ ეთ­ნოსს არ ჰქო­ნია არც ერ­თი აფხა­ზეთ­ში მო­სახ­ლე ეროვ­ნე­ბის მი­ერ. XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში კი, აფხა­ზეთ­ში, ქარ­თ­ვე­ლე­ბი­სა და აფ­სუ­ე­ბის გარ­და, ცხოვ­რობ­დ­ნენ: რუ­სე­ბი, ბერ­ძ­ნე­ბი, სომ­ხე­ბი… ამის შე­სა­ხებ ცნო­ბებს ჩვე­ნი ავ­ტო­რიც გვაწ­ვ­დის.

და­ვუბ­რუნ­დეთ ნა­წარ­მო­ე­ბის იმ მო­ნაკ­ვეთს, სა­დაც პრე­ზი­დი­უ­მის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ბე­ქირ­ბი ჩაჩ­ბას კითხ­ვას – „რა ვქნა, ბოლ­შე­ვი­კე­ბი კარს მოგ­ვად­გ­ნე­ნო“ – რა პა­სუხს გას­ცემს დარ­ბა­ზი. „სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და“ – გვე­უბ­ნე­ბა ავ­ტო­რი. „დამ­ს­წ­რე­ნი ენაწყ­ლი­ა­ნი ორა­ტო­რე­ბის გა­მოს­ვ­ლას მო­ე­ლოდ­ნენ, მაგ­რამ ახ­ლა სიტყ­ვის თქმის მსურ­ვე­ლი არა­ვინ გა­მოჩ­ნ­და, არც პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი“. ამ სიტყ­ვებ­ში აშ­კა­რად ჩანს თუ რო­გო­რაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ში­ში­სა­გან და­ზაფ­რუ­ლი. ხმის გა­ღე­ბას მხო­ლოდ ის კა­ცი გა­ბე­დავს, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ეში­ნია ომის, ყვე­ლა­ზე მე­ტი ქო­ნე­ბის გა­მო. ეს გახ­ლავთ „უპარ­ტიო რაჟ­დენ თო­რია, ხმო­სა­ნი და მდი­და­რი მე­სა­კუთ­რე“. თო­რი­ას აზ­რით, „ახ­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რი­შე­ბის გას­წო­რე­ბის დრო არ არის… ჩვენ უბ­რა­ლო ხალ­ხი ამ ან­გა­რი­შებ­ში არ ვე­რე­ვით. „შმიდ­ტის“ ერ­თი გას­რო­ლაც კი საკ­მა­რი­სია, რომ ჩვე­ნი სახ­ლე­ბი და მთე­ლი ჩვე­ნი სარ­ჩო-სა­ბა­დე­ბე­ლი… ცეცხ­ლ­მა თვა­ლის­და­ხამ­ხა­მე­ბა­ში ჩან­თ­ქას, ჩვე­ნი ყო­ფა-ქცე­ვაც ამ უეჭ­ვე­ლი გა­რე­მო­ე­ბი­დან უნ­და გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს: გე­მიც და მი­სი მეზღ­ვა­უ­რე­ბიც მთელ­მა ქა­ლაქ­მა ისე­თი პა­ტი­ვის­ცე­მით უნ­და მი­ი­ღოს, რომ ეჭ­ვიც კი არა­ვის და­ე­ბა­დოს ჩვენს მათ­და­მი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა­სა და მე­გობ­რულ გან­წყო­ბი­ლე­ბა­ში. მთელ­მა დარ­ბაზ­მა ერ­თხ­მად წა­მო­ი­ძა­ხა: — მარ­თა­ლია, სწო­რია“.

ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფოს სი­სუს­ტის და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გ­ვის კი­დევ ერთ მი­ზეზს გვამ­ც­ნობს მწე­რა­ლი – „პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რი­შე­ბის გას­წო­რე­ბა“. ამ მი­ზეზ­მა გა­ბე­და და XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში ერის წი­ნამ­ძღოლს – ილია მარ­თალს – ტყვია ეს­რო­ლა; ამ მი­ზეზ­მა, იმა­ვე სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბა (მარ­თა­ლია, შემ­თხ­ვე­ვით ბო­ძე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც) დაგ­ვა­კარ­გი­ნა; ამ მი­ზეზ­მა, იმა­ვე სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს, აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო მოგ­ვ­წყ­ვი­ტა; ამ მი­ზე­ზით, თით­ქ­მის სა­მი ათე­უ­ლი წე­ლია, ვი­თომ თა­ვი­სუფ­ლე­ბი და და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი ვართ და სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ქვე­ყა­ნა სა­ხელ­მ­წი­ფოდ ვერ შედ­გა. კი­დევ რამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა გვე­ლის (თუ გონს ვერ მო­ვე­დით) ამ მი­ზე­ზით, მხო­ლოდ უფალ­მა უწყის.

და­ვუბ­რუნ­დეთ ლეო ქი­ა­ჩელს და მის ნა­წარ­მო­ებს. რო­ცა ქა­ლა­ქის საბ­ჭო­ში „უკა­ნას­კ­ნე­ლი შე­მოწ­მე­ბუ­ლი ცნო­ბა მო­ი­ტა­ნეს: კრე­ი­სერ „შმიდტს“ გე­ზი ნავ­სად­გუ­რის­კენ აქ­ვ­სო, მთე­ლი ქა­ლა­ქი უმალ­ვე გა­მო­იც­ვა­ლა ისე­თი ფა­ცი­ფუ­ცი, მოძ­რა­ო­ბა და გან­გა­ში ატყ­და, რომ კაცს ეგო­ნე­ბო­და, შა­ვი ზღვის ნა­პი­რად ამ მზი­ან დი­ლას სას­წა­უ­ლი რამ მოვ­ლი­ნე­ბო­და და პა­ტა­რა, წყნა­რი და კოხ­ტა სო­ხუ­მის ად­გი­ლას სა­ი­დან­ღაც ვე­ე­ბა, აურ­ზა­უ­რი­ა­ნი ქა­ლა­ქი გა­შე­ნე­ბუ­ლაო…

მო­ქა­ლა­ქე­ნი მეტ­წი­ლად თა­ვი­ანთ სახ­ლებს უტ­რი­ა­ლებ­დ­ნენ და წი­თე­ლი დრო­შე­ბით ამ­კობ­დ­ნენ. რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე, გა­მო­ე­კი­დათ თა­ვი­სი სახ­ლის წინ წი­თე­ლი დრო­შა და ამით ყო­ვე­ლი ეჭ­ვი თა­ვი­დან აეცი­ლე­ბი­ნათ“.

მოკ­ლედ, ზღვის სა­ნა­პი­რო, რეს­ტო­რა­ნი და მთე­ლი ქა­ლა­ქი, დი­დი თუ პა­ტა­რა კუზ­მა მრის­ხა­ნეს მო­სა­წო­ნებ­ლად მორ­თუ­ლი­ყო და დარ­ბო­და, მხო­ლოდ იმა­ვე სას­ტუმ­როს მე­ო­რე სარ­თულ­ზე, „ფან­ჯ­რებ­დახ­შულ ოთახ­ში ხუ­თი კა­ცი ჩა­კე­ტი­ლი­ყო“. ავ­ტო­რი აშ­კა­რად მი­უ­თი­თებს მკითხ­ველს, რომ ისი­ნი რე­ა­ლურ სამ­ყა­როს მოწყ­ვე­ტილ­ნი არი­ან, ბან­ქოს თა­მა­შო­ბენ, მა­გი­და ფუ­ლი­თაა მო­ფე­ნი­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა ამ „ფუ­ლე­ბის“ წარ­მო­მავ­ლო­ბა – „ცალ­კე ეწყო რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის გა­უქ­მე­ბუ­ლი ასიგ­ნა­ცი­ე­ბი და ოს­მა­ლუ­რი ლი­რე­ბი, ცალ­კე სხვა­დას­ხ­ვა კუთხის, ოლ­ქის თუ რეს­პუბ­ლი­კის, მეტ­წი­ლად ამი­ერ­კავ­კა­სი­ის „ბო­ნე­ბი“, „კე­რენ­კე­ბის“ ჩათ­ვ­ლით“, რო­გორც ვხე­დავთ „რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის გა­უქ­მე­ბუ­ლი ასიგ­ნა­ცი­ე­ბი და თურ­ქუ­ლი ლი­რე­ბი“ გა­მო­ყო­ფი­ლია „ამი­ერ­კავ­კა­სი­ის „ბო­ნებს“. ფუ­ლის ერ­თე­უ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ად­ვი­ლად შეგ­ვიძ­ლია აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გარ­კ­ვე­ვა. ავ­ტო­რი შემ­თხ­ვე­ვით არ აკე­თებს აქ­ცენტს ორი იმ­პე­რი­ის ფუ­ლის ერ­თე­ულ­ზე: ერ­თი ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზო­ბე­ლია, მე­ო­რე – სამ­ხ­რე­თე­ლი. ორი­ვე მათ­გა­ნი ერ­თ­ნა­ი­რი საფ­რ­თხე იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის და არის დღე­საც.

ოთახ­ში მყო­ფი ხუ­თი კა­ცი­დან ერთს სა­ვარ­ძელ­ში ეძი­ნა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, „სა­ხე­ზე რა­ღაც ღრმა წუ­ხი­ლის ლან­დე­ბი მი­მო­ურ­ბოდ­ნენ… შინ­დის­ფე­რი   მოკ­ლე ახა­ლუ­ხი ბუ­ნებ­რი­ვი კა­ნი­ვით შე­მოკ­ვ­რო­და“. „შინ­დის­ფე­რი ახა­ლუ­ხი“, „ბუ­ნებ­რი­ვი კა­ნი­ვით“, ჩე­მი აზ­რით ამას შემ­თხ­ვე­ვით არ უნ­და წერ­დეს მწე­რა­ლი. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ ნი­კო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის „შვინ­და­ძეს“ მოთხ­რო­ბი­დან „შე­ლოც­ვა რა­დი­ო­თი“, აშ­კა­რა გახ­დე­ბა, რომ ეს ფე­რი იმ­დ­რო­ინ­დე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს დრო­შის ფე­რია და უჯუშ ემ­ხა­სათ­ვის ის „ბუ­ნებ­რი­ვი კა­ნია“.

„…ეს იყო თა­ვად უჯუშ ემ­ხა, აფხა­ზი, მე­ფის დაშ­ლი­ლი ჯა­რის ოფი­ცე­რი, შტაბს-როტ­მის­ტ­რი ჩერ­ქეზ­თა რაზ­მის აფხა­ზუ­რი ასე­უ­ლი­სა, რო­მე­ლიც ომის დროს ავ­ს­ტ­რი­ის ფრონ­ტ­ზე იბ­რ­ძო­და“. უჯუშ ემ­ხას ჰყავს რე­ა­ლუ­რი პრო­ტო­ტი­პი ნი­კო­ლოზ ემ­ხა, ანუ ემ­ხ­ვა­რი. ამ გვა­რის შე­სა­ხებ ჩვენ ვრცლად ვი­სა­უბ­რეთ კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას გმი­რის – თა­რაშ ემ­ხ­ვა­რის და­ხა­სი­ა­თე­ბი­სას. კონ­ს­ტან­ტი­ნეს რო­მან­ში გმი­რი ენ­გურ­ში იღუ­პე­ბა, ლეო ქი­ა­ჩე­ლის მოთხ­რო­ბა­ში კი მას კლა­ვენ და გვამს ზღვა­ში აგ­დე­ბენ. მოთხ­რო­ბის პრო­ტო­ტიპ­საც კლა­ვენ. სა­მი­ვე ემ­ხ­ვა­რი, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქ­ვას, იღუ­პე­ბა სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად, მაგ­რამ გმი­რუ­ლად და, რაც მთა­ვა­რია, ორი­ვე მწე­რალს სხვა­დას­ხ­ვა ხედ­ვა აქვს მა­თი „მო­მავ­ლის“ შე­სა­ხებ: თა­რაშ ემ­ხ­ვა­რი მდი­ნა­რე­ში იღუ­პე­ბა, რი­თაც მწე­რა­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ მი­სი მა­რა­დი­სო­ბა­ში გა­დას­ვ­ლა არ გა­მო­რიცხავს „დაბ­რუ­ნე­ბას“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხით; უჯუშ ემ­ხას კლა­ვენ და მის გვამს ზღვა­ში აგ­დე­ბენ. ზღვა, რო­გორც ვი­ცით, ბო­როტ ძალ­თა სიმ­ბო­ლოა: ზღვა­ში ჩან­თ­ქა იონა წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლი ვე­შაპ­მა, ზღვა­ში კარ­გავს ბო­რო­ტე­ბის სიმ­ბო­ლო – და­ვა­რი თა­ვის ძმიშ­ვილს – ნეს­ტან-და­რე­ჯანს. „წა­იყ­ვა­ნეთ და და­კარ­გეთ, მუნ სა­და ზღვი­სა ჭი­პია, წმი­დი­სა წყლი­სა ვერ ნა­ხოს მყინ­ვა­რი, ვერ­ცა ლი­პია“.

ემ­ხას სიკ­ვ­დი­ლამ­დე კი, სა­ინ­ტე­რე­სოდ და სა­ო­ცა­რი სის­წ­რა­ფით ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. „სი­ცოცხ­ლის გარ­და ორი რამ გან­ძი ჩა­მოჰ­ყო­ლო­და, რომ­ლებ­საც სი­ცოცხ­ლე­ზე უფ­რო მე­ტად აფა­სებ­და და უფ­რ­თხილ­დე­ბო­და. ეს იყო სიყ­რ­მი­დან­ვე მი­სი სა­ოც­ნე­ბო ოფიც­რის ეპო­ლე­ტე­ბი და ოფიც­რის­ვე წმინ­და გი­ორ­გის ორ­დე­ნი.“ სწო­რედ ამ განძს შე­ე­ხე­ბა წა­სარ­თ­მე­ვად და შე­უ­რაცხ­ყო­ფის მი­სა­ყე­ნებ­ლად ის ძა­ლა, რო­მე­ლიც, ცხა­დად მო­მა­ვა­ლი, უჯუშ ემ­ხამ სიზ­მარ-ხილ­ვა­ში ნა­ხა: „მე კი სწო­რედ ისი­ნი მო­მეჩ­ვე­ნენ. თით­ქოს გე­მით მო­ვიდ­ნენ. თით­ქოს…“, მაგ­რამ ეს კოშ­მა­რი „თით­ქოს“ რომ არ იყო და სო­ხუმს ნამ­დ­ვი­ლად მოს­დ­გო­მო­და ბოლ­შე­ვი­კე­ბის ხო­მალ­დი, ეს საყ­ვი­რის უჩ­ვე­უ­ლო ხმამ ამ­ც­ნოთ, რო­მე­ლიც ისე­თი „მკვეთ­რი და ძლი­ე­რი იყო, რომ გე­გო­ნე­ბო­დათ დე­და­მი­წა ვერ და­ი­ტევ­სო, – ოთახ­ში შე­მო­იჭ­რა, ფან­ჯ­რის მი­ნე­ბი ააწ­კა­რუ­ნა და გა­ბო­ლილ მძი­მე ჰა­ერ­ში დე­ვუ­რი მოქ­ნე­ვი­სა­გან აწივ­ლე­ბუ­ლი მახ­ვი­ლი­ვით შე­ერ­ჭო“. ამ პა­ტა­რა მო­ნაკ­ვეთ­ში მწე­რალ­მა რამ­დე­ნი­მე სიმ­ბო­ლო გა­მო­ი­ყე­ნა და ვფიქ­რობ არა შემ­თხ­ვე­ვით. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, პა­რა­დოქ­სია ის, რომ ბოლ­შე­ვი­კუ­რი სამ­ხედ­რო კრე­ი­სე­რის შე­მოს­ვ­ლას ქა­ლა­ქის პორ­ტ­ში სო­ხუ­მე­ლე­ბი „საყ­ვი­რით“ გე­ბუ­ლო­ბენ. შემ­დეგ მწე­რა­ლი ჰი­პერ­ბო­ლას მი­მარ­თავს – „დე­და­მი­წა ვერ და­ი­ტევ­სო“ – გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დი­დი უბე­დუ­რე­ბა რომ მოს­დ­გო­მია ამ ერ­თი კრე­ი­სე­რის სა­ხით სა­ქარ­თ­ვე­ლოს შა­ვი ზღვის ნა­პირს, თით­ქოს ამის გად­მო­ცე­მა სურ­სო. შემ­დეგ ისევ სიმ­ბო­ლოს მი­მარ­თავს „დე­ვუ­რი მოქ­ნე­ვი­სა­გან“ და გა­სა­ო­ცა­რი შე­და­რე­ბით ამ­თავ­რებს – „აწივ­ლე­ბუ­ლი მახ­ვი­ლი­ვით“. ყუ­რადღე­ბა­მი­საქ­ცე­ვია ის ფაქ­ტიც, თუ რო­გორ წარ­მოთ­ქ­ვამს უჯუშ ემ­ხა კრე­ი­სე­რის სა­ხელს: „უცებ ტუ­ჩე­ბი შე­უ­ცახ­ცახ­დ­ნენ… უხ­მო ჩა­ში­ში­ნე­ბით ჰა­ერ­ში მო­ხა­ზეს: „შმიდტ“. „ჩა­ში­ში­ნე­ბით“ – წერს ავ­ტო­რი. ში­ში­ნა ბგე­რა „შ“-ს გა­მე­ო­რე­ბით თა­ვის­თა­ვად იწ­ვევს მკითხ­ველ­ში სი­სი­ნა „ს“-ს ასო­ცი­ა­ცი­ას. შე­საძ­ლოა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად ვფიქ­რობ, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მგო­ნია, სწო­რედ უხ­სე­ნებ­ლის გა­მო­ჩე­ნის ტოლ­ფა­სია უჯუშ ემ­ხა­სათ­ვის ბოლ­შე­ვი­კე­ბის გა­მო­ჩე­ნა. მით უმე­ტეს, რომ მწე­რა­ლი იქ­ვე კრე­ი­სე­რის სა­ხე­ლის შე­სა­ხებ ამ­ბობს: „სის­ხ­ლის­ფე­რი წარ­წე­რა“.

„შმიდ­ტის“ მეზღ­ვა­უ­რე­ბის ნა­პირ­ზე გად­მო­სას­ხა­მად მი­მა­ვალ მო­ტო­რი­ან ნავ­ში, სამ­სონ და­ვა­ნა­ძი­სა და ნა­რიქ ეშ­ბას გარ­და, „ხუ­თი მუ­ში­სა­გან შემ­დ­გა­რი დე­ლე­გა­ცია, აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რებ ეროვ­ნე­ბა­თა რიცხ­ვის მი­ხედ­ვით შერ­ჩე­უ­ლი“, იმ­ყო­ფე­ბო­და. დაკ­ვირ­ვე­ბის გა­რე­შეც ნა­თე­ლია მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის, რომ დამ­ხ­ვ­დუ­რი დე­ლე­გა­ცი­ის წამ­ყ­ვა­ნი პერ­სო­ნე­ბი ქარ­თ­ვე­ლი და აფ­სუა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და, ამავ­დ­რო­უ­ლად, მწე­რა­ლი ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლებს იმ ფაქ­ტ­ზე, რომ „აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რებ ეროვ­ნე­ბა­თა რიცხ­ვის მი­ხედ­ვი­თაა შერ­ჩე­უ­ლი“ და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი. რა­საც პირ­ვე­ლად და­ი­ნა­ხა­ვენ სო­ხუ­მე­ლე­ბი კრე­ი­სერ­ზე, ეს გახ­ლავთ „რკი­ნის­ფე­რი პრო­ფი­ლი“. მკითხ­ველს, უნებ­ლი­ედ, გა­ლაკ­ტი­ო­ნის „რკი­ნის სა­უ­კუ­ნე“ გა­გახ­სენ­დე­ბა. ამის შემ­დეგ „შე­უ­პოვ­რო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი“ „ქო­სა სა­ხე“ ჩნდე­ბა, რო­მელ­საც „წა­მოზ­ნე­ქი­ლი გულ-მკერ­დი მთლი­ა­ნად და­ტა­ტუ­ი­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, კუნ­ძი­ვით სქელ და და­ბალ კის­რამ­დე… ბე­ჭე­დი­ვით წრე­შე­მოვ­ლე­ბუ­ლი ნამ­გა­ლი და ჩა­ქუ­ჩი აჯ­და, ერ­თ­მა­ნეთ­ზე გა­დაჭ­დო­ბი­ლი“. ეს გახ­ლ­დათ არ­ტი­ლე­რის­ტი ვა­სილ ხრი­ტა­ნი­უ­კი, იგი­ვე ვას­კა პი­რა­ტი, რო­მელ­საც „მთე­ლი ამ კუთხის სა­ხე­ლით, რო­მელ­საც აფხა­ზე­თი ჰქვია“, ქა­ლა­ქის თა­ვი ამ­ხა­ნაგ კუზ­მა­სათ­ვის სა­ლამს გა­დას­ცემს. გე­მის უჩი­ნა­რი კა­პი­ტა­ნი მკითხ­ველ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს და ბო­ლოს ისიც, „ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი სა­ხის ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნ­და, რომ­ლის და­ნახ­ვამ სო­ხუ­მე­ლე­ბი მე­ტად გა­ა­ო­ცა… კი­სერ­წაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლე­ბი ქვე­მო­დან შეს­ც­ქე­როდ­ნენ უფ­რო­სის სი­დინ­ჯით მათ­კენ მი­მა­ვალ საკ­ვირ­ვე­ლე­ბას. ამა­თი გა­ო­ცე­ბის მი­ზე­ზი ის იყო, რომ ამ კა­ცის ერთ ტან­ზე ორ პირსა­ხე­სა და სამ თვალს ხე­დავ­დ­ნენ სრუ­ლი­ად გარ­კ­ვე­უ­ლად“. ლა­დო ასა­თი­ა­ნი რა­ფი­ელ ერის­თა­ვის შე­სა­ხებ წერს: „კარ­გი ოს­ტა­ტი იყო ბა­ტო­ნი რა­ფი­ე­ლი“, იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას ლეო ქი­ა­ჩე­ლის შე­სა­ხე­ბაც. ნამ­დ­ვი­ლად დი­დი ოს­ტა­ტო­ბაა სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, ამ სა­ში­ნე­ლე­ბის და­სა­ნა­ხად რომ მო­ამ­ზა­დო მკითხ­ვე­ლი და მან ეს გე­ნი­ა­ლუ­რად მო­ა­ხერ­ხა იმ წი­ნა­სა­ხის და­ხატ­ვით, რო­ცა „რკი­ნის­ფე­რი პრო­ფი­ლი­სა“ და „ქო­სა სა­ხის“ შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და. ამის შემ­დეგ იგი უკ­ვე ბუ­ნებ­რი­ვად მი­დის იმ პი­კამ­დე, რო­მელ­საც ორ­სა­ხო­ვა­ნი და „ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი“ სამ­თ­ვა­ლა ადა­მი­ა­ნი წარ­მო­ად­გენს კუზ­მა მრის­ხა­ნეს სა­ხით (მეტ­სა­ხე­ლიც რო­გორ ზუს­ტად აქვს შერ­ჩეუ­ლი). მწე­რალ­მა ზუს­ტად გად­მოგ­ვ­ცა თუ რო­გორ და­ა­მა­ხინ­ჯა სო­ცი­ა­ლის­ტურ­მა რე­ვო­ლუ­ცი­ამ „სა­ხე ყოვ­ლი­სა ტა­ნი­სა“, რო­გორ გა­ხა­და იგი „უგ­რ­ძ­ნო­ბი კა­ცი“ და „ქო­სა სა­ხედ“ რო­გორ აქ­ცია. დი­ახ, ამ სამ მეზღ­ვა­ურ­ში ე.წ. „ახა­ლი ადა­მი­ა­ნის“ სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი სა­ხეა გად­მო­ცე­მუ­ლი. აი ვის, უფ­რო სწო­რად რას ეგე­ბე­ბა მთე­ლი სო­ხუ­მი წი­თე­ლი დრო­შე­ბი­თა და ზურ­ნა-დუ­დუ­კით. მთე­ლი ქა­ლა­ქი მო­ნუს­ხა ამ ბო­რო­ტე­ბამ, მხო­ლოდ ერ­თი ადა­მი­ა­ნის გარ­და, ადა­მი­ა­ნი­სა, რომ­ლის „ჯიშ­სა და ჯი­ლაგს უკან და­ხე­ვა არა სჩვე­ვია“. არც და­ი­ხევს და გახ­დე­ბა ავ­ტო­რი იმ ერ­თად-ერ­თი სა­ბე­დის­წე­რო გას­რო­ლი­სა, რო­მე­ლიც არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო სო­ხუმ­ში, მაგ­რამ მოხ­და. თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მარ­ტოდ დარ­ჩე­ნილ­მა უჯუშ ემ­ხამ, რო­დე­საც მას „უმალ­ვე ჩა­მოს­ცილ­დ­ნენ“ მე­გობ­რე­ბი, უფ­ლე­ბა არ მის­ცა ვა­სილ ხრი­ტა­ნი­უკს ეპო­ლე­ტე­ბის ჩა­მოგ­ლე­ჯი­სა და „გან­გ­მი­რუ­ლი ვა­სილ ხრი­ტა­ნი­უ­კი მი­წა­ზე პი­რაღ­მა გა­იშ­ხ­ლარ­თა უსუ­ლოდ“. ემ­ხამ მე­ო­რე მეზღ­ვა­უ­რიც დაჭ­რა და მე­სა­მე ვიდ­რე გონს მო­ვი­დო­და, „უჯუშ ემ­ხა მის წინ უკ­ვე აღარ იდ­გა“. მე­ხის გა­ვარ­დ­ნა­ზე უარე­სი რამ და­ატყ­და თავს სო­ხუ­მე­ლებს. მი­ტინ­გის მო­ნა­წი­ლე­თა შე­სა­ხებ ავ­ტო­რი წერს: „ყვე­ლამ იგ­რ­ძ­ნო, რომ რა­ღაც დი­დი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და… მე­რე ბრბო შე­ი­კუმ­შა, შე­ქუჩ­და… და დუქ­ნებ­სა და სახ­ლე­ბის კედ­ლებს დამ­ფ­რ­თხა­ლი ფა­რა­სა­ვით შე­ე­ფი­ნა“. მწერ­ლის გან­წყო­ბა შე­ში­ნე­ბუ­ლი და მხდა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ აშ­კა­რად იგ­რ­ძ­ნო­ბა ამ მო­ნაკ­ვეთ­ში. ხალ­ხი მის­თ­ვის უყო­ჩოდ დარ­ჩე­ნი­ლი ბრბოა, რო­მე­ლიც „დამ­ფ­რ­თხა­ლი ფა­რა­სა­ვით“ და­ი­ფან­ტე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ცხვრის ფა­რის ფსი­ქი­კას ვერ გავ­ც­დით XX სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­საც. და­ვა­ნა­ძე და ეშ­ბა „ყა­ზახ­თა ოფიც­რი­სა“ და „გი­ორ­გის კა­ვა­ლე­რის“ ხსე­ნე­ბა­ზე მიხ­ვ­დე­ბი­ან , რომ „უჯუშ ემ­ხას და­უ­ღუ­პავს“ ყვე­ლა და გა­ნა­ჩე­ნიც სას­წ­რა­ფოდ, ყო­ველ­გ­ვა­რი ფიქ­რი­სა და გან­ს­ჯის გა­რე­შე გა­მო­უ­ტა­ნეს: „სა­კუ­თა­რი ხე­ლით შე­ვიპყ­რათ დამ­ნა­შა­ვე და მივ­გ­ვა­როთ მოკ­ლუ­ლის ამ­ხა­ნა­გებს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის მი­საზღ­ვა­ვად“. მაგ­რამ ერ­თი რამ და­ა­ვიწყ­დათ, უბ­რა­ლო „დამ­ნა­შა­ვეს­თან“ არ ჰქონ­დათ საქ­მე და მე­ტად გა­ჭირ­დე­ბო­და მი­სი შეპყ­რო­ბა. ამის შემ­დ­გომ მოთხ­რო­ბა­ში მოვ­ლე­ნე­ბი ელ­ვის სის­წ­რა­ფით ვი­თარ­დე­ბა. ვა­სილ ხრი­ტა­ნი­უ­კის გვამს და დაჭ­რილ მეზღ­ვა­ურს სო­ხუ­მის „მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი დე­ლე­გა­ცია“ გაჰ­ყ­ვა, „რა­თა გე­მის უფ­რო­სი­სათ­ვის ქა­ლა­ქის უზო­მო მწუ­ხა­რე­ბა გა­მო­ეცხა­დე­ბი­ნა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად მომ­ხ­და­რი უბე­დუ­რი შემ­თხ­ვე­ვა სწო­რად გა­ნე­მარ­ტა…“ დე­ლე­გა­ცი­ას „მხცო­ვა­ნი თა­ვა­დი ჩაჩ­ბა“ მე­თა­უ­რობ­და. გე­მის კა­პი­ტან­მა ერ­თი სა­ა­თის ვა­და მის­ცა ქა­ლა­ქის დე­ლე­გა­ცი­ას დამ­ნა­შა­ვის მო­სა­ძებ­ნად და და­სა­კა­ვებ­ლად, „მხცო­ვა­ნი თა­ვა­დი ჩაჩ­ბა“ მძევ­ლად და­ი­ტო­ვა. „ერ­თი სა­ა­თის ვა­და ყვე­ლას ცეცხ­ლი­ვით შეე­კი­და და შიგ ტვინ­ში აუვარ­და, უმ­წე­ო­ბი­სა და სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბის გმინ­ვა გა­ის­მა ირ­გ­ვ­ლივ“.

„ლ. ქი­ა­ჩელს სრუ­ლი სუ­რა­თი აქვს და­ხა­ტუ­ლი რო­გორ და­თან­ხ­მ­და ში­შით თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ქა­ლა­ქი ყო­ველ­გ­ვარ დამ­ცი­რე­ბას. რო­გორ ცდი­ლობ­და იგი პირ­ფე­რო­ბი­თა და ლიქ­ნით გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო“. ახ­ლა კი, იმ სა­ბე­დის­წე­რო გას­რო­ლის შემ­დეგ, ეს ში­ში კი­დევ უფ­რო შემ­ზა­რა­ვი გახ­და: „სო­ხუ­მის მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა დი­დი­ან-პა­ტა­რი­ა­ნად იმ გა­ნა­პი­რა უბ­ნის­კენ და­იძ­რა, სა­დაც ოფი­ცერ უჯუშ ემ­ხას სახლ-კა­რი ეგუ­ლე­ბო­დათ“. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა თქმა უნ­და, „გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თავ­გა­მო­დე­ბით მო­ქა­ლა­ქე­თა მე­სა­კუთ­რუ­ლი ნა­წი­ლი მოქ­მე­დებ­და. ამ ნა­წილს რაჟ­დენ თო­რია ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და.., რო­მე­ლიც თო­ფი­თა და რე­ვოლ­ვე­რით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი­ყო“. რო­გორც ვხე­დავთ, „ომის უმე­ცარ ვა­ჭარ­საც“ კი იარა­ღი აუღია, მხო­ლოდ არა მტრის, არა­მედ მოძ­მის წი­ნა­აღ­მ­დეგ. ეს მდგო­მა­რე­ო­ბაც გა­მე­ორ­და აფხა­ზეთ­ში იმა­ვე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს, მხო­ლოდ უფ­რო ფარ­თო მას­შ­ტა­ბით, სამ­წუ­ხა­როდ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „სო­ხუ­მის არის­ტოკ­რა­ტი­ას ცო­ტა გან­ზე ეჭი­რა თა­ვი“, უჯუშ ემ­ხას სა­კუ­თა­რი დე­ი­დაშ­ვი­ლიც კი უღა­ლა­ტებს. უჯუ­შის ქვრივ დე­დას, რო­მე­ლიც ღირ­სე­უ­ლად შეხ­ვ­დე­ბა ამ სა­ში­ნელ გან­საც­დელს, „ოდ­ნავ შე­ნა­ო­ჭე­ბულ თეთრ სა­ხე­ზე ში­შის ფით­რი დაფ­რ­ქ­ვე­ო­და და უჩი­ნა­რი ცრემ­ლით და­ნა­მულ დიდ­რონ თვა­ლებ­ში შეჩ­ვე­უ­ლი თავ­და­ჭე­რი­ლო­ბი­სა და და­ჭი­მუ­ლი ნე­ბის­ყო­ფის უკა­ნას­კ­ნე­ლი სიმ­ტ­კი­ცე შე­მო­ეკ­რი­ბა“. თორ­მე­ტი წლის დის დატყ­ვე­ვე­ბა საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნ­დე­ბა სო­ხუ­მე­ლე­ბის და­სამ­შ­ვი­დებ­ლად და რაჟ­დენ თო­რი­ას მო­წო­დე­ბა­ზე: „უმალ ცეცხ­ლი ჩვე­ნი დამ­ღუპ­ვე­ლი ემ­ხას სახლ-კარს, უმალ სიკ­ვ­დი­ლი მი­სი ოჯა­ხის წევ­რებს! ათას­მა ხმამ და­ი­გუ­გუ­ნა:

სიკ­ვ­დი­ლი, სიკ­ვ­დი­ლი ემ­ხას!…“

ასეც მოხ­და, რო­გორც აკა­კი ბაქ­რა­ძე წერს: „უჯუშ ემ­ხა მი­ტო­ვე­ბუ­ლი, გან­წი­რუ­ლი და იმედ­და­კარ­გუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ერ­თად-ერ­თი კა­ცი, ვინც მი­სი გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის იბ­რ­ძ­ვის, ჰა­კი აძ­ბაა, უჯუ­შის ძი­ძიშ­ვი­ლი, მაგ­რამ მარ­ტო ჰა­კი რას გახ­დე­ბა. ში­შით არა მარ­ტო ღირ­სე­ბა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის უნა­რი და­კარ­გეს, არა­მედ მატყუ­ა­რე­ბიც გახ­დ­ნენ…“ მის­თ­ვის სა­სიკ­ვ­დი­ლო გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის მი­უ­ხე­და­ვად, უჯუშს „ამ­ხ­ნე­ვე­ბენ“: „…ში­ში ნუ გაქვს: სიკ­ვ­დი­ლით არა­ფერს გა­გი­ჭირ­ვებთ“.

უჯუშ ემ­ხას სიკ­ვ­დი­ლის ში­ში არ ჰქონ­და – „მე და ში­ში ერ­თ­მა­ნეთს არ ვიც­ნობთ“, „სიკ­ვ­დილ­ზე უფ­რო მწა­რე იყო უიმე­დო­ბის გრძნო­ბა“. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფე­ნი­სა­გან გან­წი­რუ­ლი უჯუშ ემ­ხა მხო­ლოდ ერ­თი კა­ცის სა­ხელს იმე­ო­რებს: „ჰა­კი, ა, ჰა­კი! სად ხარ ჰა­კი?“ მა­ინც ვინ იყო ჰა­კი აძ­ბა? რო­მელ­საც ყვე­ლა­ფე­რი შე­ეძ­ლო გა­ე­კე­თე­ბი­ნა „შე­უ­ვა­ლი ბე­დის­წე­რი­სა“ და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა­გან გან­წი­რუ­ლი ძმი­სათ­ვის? „ის იყო აფხა­ზი გლე­ხი, რო­მელ­საც მთე­ლი აფხა­ზე­თი იც­ნობ­და, რო­გორც ემ­ხას ძი­ძიშ­ვილს… ნაკ­ვ­თი­ა­ნი, სწო­რად სხმუ­ლი, მარ­დი და მოქ­ნი­ლი, რო­გორც გა­რე­უ­ლი შა­ვი კა­ტა“. ჰა­კის პა­ტა­რა თვა­ლე­ბი, „რომ­ლე­ბიც საგ­ნებს ისა­რი­ვით ერ­ჭო­ბოდ­ნენ…“, „…უსიტყ­ვო თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბას აჩ­ვე­ნე­ბენ უჯუშს“ და სწრა­ფად მთებ­ში გაქ­ცე­ვას გა­დაწყ­ვე­ტენ, მაგ­რამ და­აგ­ვი­ან­დე­ბათ, „ზღვის ნა­პი­რი­დან დაძ­რუ­ლი ხალ­ხის ტალ­ღა უკ­ვე მოს­დე­ბო­და ქუ­ჩებს. ჰა­კიმ და­ი­ნა­ხა მი­სი აყ­რი­ლი ქო­ჩო­რი“. თო­უ­ხან მარ­შა­ნი­სა და „უჯუ­შის ორი მოგ­ვა­რე­თა­გა­ნის“ სა­შუ­ა­ლე­ბით ემ­ხა დე­დის, დი­სა და ბე­ქირ­ბი ჩაჩ­ბას ამ­ბავს შე­იტყობს. უჯუ­ში იმ ერ­თადერთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ღე­ბუ­ლობს, რო­მე­ლიც ეკად­რე­ბა მის გვარს და მოდ­გ­მას — „მეს­მის, ძმე­ბო ყვე­ლა­ფე­რი, და­ფიქ­რე­ბაც კი პა­ტივს ამ­ყ­რი­და თქვენს თვალ­ში. სა­ჭი­რო არ არის ზედ­მე­ტი სიტყ­ვა. მზად ვარ გა­მოვ­ცხად­დე…“   ჰა­კი აძ­ბა, მო­ის­მენს რა დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბის სა­უ­ბარს, მა­შინ­ვე ხვდე­ბა, რომ უჯუ­ში თო­უ­ხან მარ­შან­მაც გა­წი­რა და ამ მწა­რე სი­მარ­თ­ლეს მას პირ­ში ეუბ­ნე­ბა: „შენ კი იგი სა­სიკ­ვ­დი­ლოდ გა­გი­მე­ტე­ბია“. ჰა­კი ასეთ კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი არ კარ­გავს სწო­რად გან­ს­ჯის უნარს. მის­თ­ვის ნა­თე­ლია, რომ ბე­ქირ­ბი ჩაჩ­ბას გა­ცი­ლე­ბით უსაფ­რ­თხო მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს ბოლ­შე­ვი­კე­ბის ხელ­ში, ვიდ­რე ეს უჯუშ ემ­ხას ექ­ნე­ბა. იგი პირ­და­პირ ეუბ­ნე­ბა ძი­ძიშ­ვილს, რომ მის თავს სიკ­ვ­დილს არ და­უთ­მობს, ჰა­კი მა­მის ან­დერძს – „უჯუ­ში შე­ნი მზე არის… სი­ცოცხ­ლე იმის­თ­ვის მო­მი­ცია, რომ იგი უჯუშს შეს­წი­რო“, ღა­ლატს არ აპი­რებს. „ერ­თ­გუ­ლე­ბა ჰა­კი აძ­ბას პი­როვ­ნე­ბის თვი­სე­ბაა. თო­რემ არც თო­უ­ხან მარ­შა­ნი აღუზ­რ­დი­ათ ორ­გუ­ლე­ბის ქა­და­გე­ბით, მა­საც თავ­და­დე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის იდე­ა­ლე­ბით ზრდიდ­ნენ, მაგ­რამ რა­კი მის პი­როვ­ნე­ბა­ში არ იდო ერ­თ­გუ­ლე­ბის თვი­სე­ბა, უც­ბათ და­თან­ხ­მ­და უჯუშ ემ­ხას სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ ემოქ­მედ­ნა…“

„თავ­და­დე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის იდე­ა­ლე­ბით“ აღ­ზ­რ­და კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ, რაც და­ი­კარ­გა და გაქ­რა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ამ კუთხე­ში, არა­მედ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ეს უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზია ამ­დე­ნი ქარ­თუ­ლი მი­წა-წყლის და­კარ­გ­ვი­სა. ერ­თ­გუ­ლე­ბის წყა­ლო­ბით გა­დაწყ­ვეტს ჰა­კი უჯუ­შის და­ნა­შა­უ­ლი სა­კუ­თარ თავ­ზე აიღოს. თა­ვა­დე­ბიც თა­ნახ­მა არი­ან: „ძი­ძიშ­ვი­ლი რომ არის, თა­ვიც უნ­და გა­წი­როს შენ­თ­ვის, კარ­გად იქ­ცე­ვა, იცო­დე, სიტყ­ვა არ დას­ძ­რა“ ; მაგ­რამ ემ­ხა ზნე­ობ­რი­ვად და სუ­ლი­ე­რად და­ცე­მულ და გამ­ყიდ­ველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ ემორ­ჩი­ლე­ბა. იგი „უნებ­ლი­ეთ და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­უ­პი­რის­პირ­და“. უჯუ­ში გა­დაწყ­ვეტს და­ნებ­დეს – „აქ ვარ მეზღ­ვა­უ­რე­ბის ნამ­დ­ვი­ლი მკვლე­ლი და გნებ­დე­ბით“.

გა­სა­ო­ცარ თავ­გან­წირ­ვას იჩენს ჰა­კი აძ­ბა მა­ში­ნაც, რო­ცა იგი უჯუშ­თან ერ­თად კრე­ი­სე­რის მეზღ­ვა­უ­რე­ბის და­უ­ზო­გა­ვი მუშ­ტე­ბის მსხვერ­პ­ლი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა: „და­ი­ზი­ლა და და­ი­ბეგ­ვა, თავ­პი­რი და­უ­სის­ხ­ლი­ან­და. მა­ინც არ დაცხ­რა“. მეზღ­ვა­უ­რებს ვერ გა­ერ­კ­ვი­ათ ვინ იყო ეს კა­ცი და რო­ცა ზღვა­ში გა­და­საგ­დე­ბად გა­ა­ქა­ნა ერ­თ­მა მეზღ­ვა­ურ­მა, სწო­რედ მა­შინ გა­ის­მა კუზ­მა მრის­ხა­ნეს ხმა — „და­დექ!“. ეტყო­ბა სამ­თ­ვა­ლა და ორ­სა­ხი­ა­ნი კა­პი­ტა­ნი მიხ­ვ­და, ვინც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ჰა­კი აძ­ბა­სათ­ვის უჯუშ ემ­ხა და მო­ინ­დო­მა ბა­ტო­ნის ტყვე­ო­ბი­დან გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა იგი: „შენ ხარ მო­ნა, აფხა­ზო, კრე­ი­სერ „შმიდ­ტის“ სა­ხე­ლით გა­ნი­ჭებ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, წა­დი და და­ი­ვიწყე შე­ნი ბა­ტო­ნი“. ჰა­კი­სათ­ვის შე­უძ­ლე­ბელ რა­ღა­ცას რომ სთხოვ­და, ეს „მრის­ხა­ნე კა­ცი­სათ­ვის“ გა­უ­გე­ბა­რი იყო. ჰა­კიმ კი თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და უჯუშ­თან ერ­თად გემ­ზე დარ­ჩე­ნა მო­ა­ხერ­ხა.

სი­უ­ჟეტს მწე­რა­ლი ამინ­დის აღ­წე­რით აგ­რ­ძე­ლებს: „მშვი­დი და წყნა­რი დღე ავ­დ­რი­ან­მა ღა­მემ შეც­ვა­ლა. ბნელ­ში გახ­ვე­უ­ლი ზღვა ახ­ლა ისე ბო­ბოქ­რობ­და, და ღმუ­ო­და, თით­ქოს მთელ ქვე­ყა­ნას წარ­ღ­ვ­ნით და დან­გ­რე­ვით ემუქ­რე­ბაო.

ზე­ცა არ ჩან­და.“ – ვფიქ­რობ, ბო­ლო ფრა­ზა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია; იმის გარ­და, რომ ამ ღა­მით „კაი ყმე­ბი“ უნ­და ჩან­თ­ქას ამ ზღვამ და ასე სა­ოც­რად სწო­რედ ამი­ტო­მა­ცაა „ბნელ­ში გახ­ვე­უ­ლი“, ზე­ცის არ გა­მო­ჩე­ნით აშ­კა­რად მიგ­ვა­ნიშ­ნებს მწე­რა­ლი, რომ ღმერ­თიც კი აღარ ერე­ვა იმ სა­ში­ნელ აქ­ტ­ში, რო­მე­ლიც ცო­ტა ხან­ში უნ­და აღ­ს­რულ­დეს „რკი­ნი­სა და ფო­ლა­დი­სა­გან შეკ­რულ კრე­ი­სერ­ზე“. გემ­ზე, მარ­თა­ლია, ერ­თი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ ყვე­ლა­ნი, უჯუ­შის გარ­და, მაგ­რამ თვი­სობ­რი­ვად ისე­თი­ვე უცხო იყო კუზ­მა­სათ­ვის „აფხა­ზი გლე­ხი“, რო­გორც „აფხა­ზი თა­ვა­დი“, და პი­რი­ქით, ამი­ტომ „გა­დაწყ­ვი­ტა ამ იშ­ვი­ათ ტიპს ახ­ლოს გას­ც­ნო­ბო­და“, მას შე­უძ­ლებ­ლად მი­აჩ­ნ­და, რომ „აფხა­ზი გლე­ხის შეგ­ნე­ბა­ში არ აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო სულ მცი­რე ნი­ა­და­გი მა­ინც ელე­მენ­ტა­რუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი იდე­ის შე­სათ­ვი­სებ­ლად“. აი, თურ­მე რა სურ­და „მრის­ხა­ნე კა­პი­ტანს“; მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰა­კი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად „და­ი­ახ­ლო­ვა და გა­ა­თა­მა­მა“, ხრი­ტა­ნი­უ­კის ცხედ­რის დაკ­რ­ძალ­ვი­სას, „მეზღ­ვა­ურ­თა წე­სი­სა­მებრ ზღვა­ში გა­დაგ­დე­ბით კრძა­ლავ­დ­ნენ“, ნაბ­რ­ძა­ნე­ბი ჰქონ­და ხრი­ტა­ნი­უ­კის ცხედ­რის­თ­ვის „თეთ­რ­გ­ვარ­დი­ე­ლი ბან­დი­ტი გა­ე­ყო­ლე­ბი­ნათ“.

მა­ინც რა სა­ოც­რად ხვდე­ბი­ან „კაი ყმე­ბი“ სიკ­ვ­დილს, ეტყო­ბა აშ­კა­რად ხე­და­ვენ „ნა­თე­ლი დღის კარს“ – „ემ­ხა თა­ვა­წე­უ­ლი მი­ა­ბი­ჯებ­და… ეს იყო ნაღ­ვ­ლი­ა­ნი ღი­მი­ლის ძლივს შე­სამ­ჩ­ნე­ვი ციმ­ცი­მი, რო­მე­ლიც სი­ცოცხ­ლის უკა­ნას­კ­ნელ დარდს გა­მო­ხა­ტავ­და, უნ­დო შეგ­ნე­ბით დაძ­ლე­ულს“. მან ნამ­დ­ვი­ლად სძლია შიშს, სიკ­ვ­დილს და „შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა“.

ემ­ხას დახ­ვ­რე­ტას შე­ას­წ­რებს რა თვალს ჰა­კი აძ­ბა, სა­ში­ნე­ლი გო­დე­ბა აღ­მოხ­დე­ბა: „ვა­ჰაი, შენს ჰა­კის, უჯუშ!.. კუზ­მაც კი შე­ზა­რა მის­მა შე­სა­ხე­და­ო­ბამ, სა­ხის მუ­დამ უძ­რა­ვი ნა­ხე­ვა­რიც კი მო­უქ­ცია და აუკან­კა­ლა“. „უგ­რ­ძ­ნო­ბი კა­ცი­სათ­ვის“, „უც­ნო­ბია ადა­მი­ა­ნის სუ­ლის მოძ­რა­ო­ბის უსას­რუ­ლო მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. მათ შო­რის ერ­თ­გუ­ლე­ბით და ეროვ­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მოძ­რა­ო­ბაც“. დი­ახ, „აფ­სუა აფხა­ზე­ბი­სათ­ვის“ ისე­თი­ვე ეროვ­ნუ­ლი გახ­და ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, რო­გორც „ქარ­თ­ვე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები