21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

სო­ფელ დი­დი­ვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რია

spot_img

სო­ფე­ლი დი­დი­ვა­ნი მდე­ბა­რე­ობს ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მდი­ნა­რე სუფ­სის ზე­მო წელ­ში, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ცენ­ტ­რი­დან 12 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით. სოფ­ლის აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს სო­ფე­ლი შუა სუ­რე­ბი, შემ­დეგ – ზე­მო სუ­რე­ბი. და­სავ­ლე­თი­დან ესაზღ­ვ­რე­ბა სო­ფე­ლი ბუ­კის­ცი­ხე.

თავ­და­პირ­ვე­ლად, სო­ფელ დიდ­ვანს ქვე­მო სუ­რე­ბი ერ­ქ­ვა. მაკ­რო­ტო­პო­ნი­მის „სუ­რე­ბი“ შე­სა­ხებ გი­ვი რა­მიშ­ვი­ლი, თა­ვის წიგ­ნ­ში „რა­მიშ­ვი­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო“, წერს: „მაკ­რო­ტო­პო­ნი­მი „სუ­რე­ბი“ კარ­გა ხა­ნია იქ­ცევს მკვლე­ვარ­თა ყუ­რადღე­ბას… ტო­პო­ნი­მი „სუ­რე­ბი“ სურ-ფუ­ძი­ა­ნი სა­ხე­ლე­ბის (სუ­რა­მი, სუ­რა­მე­ლა, სურ­მუ­ში, ხევ­სუ­რე­თი და სხვა) რიგ­ში ექ­ცე­ვა და თუ სწო­რია ის დაკ­ვირ­ვე­ბა, რომ სურ- იგი­ვეა რაც ხე­ვი (ხე­ო­ბა), მა­შინ „სუ­რე­ბი“ მრავ­ლო­ბით რიცხ­ვ­ში გა­მოთ­ქ­მუ­ლი ტო­პო­ნი­მია და ხე­ო­ბებს (ხე­ვებს) უნ­და ნიშ­ნავ­დეს“.

ხალ­ხუ­რი ეტი­მო­ლო­გია „სულ ურე­ბი“ (გა­უ­ვა­ლი) შე­და­რე­ბით გვი­ან­დე­ლი მო­საზ­რე­ბაა. კერ­ძოდ, რო­ცა გუ­რი­ელ­მა გა­აგ­ზავ­ნა გზი­რე­ბი, სუფ­სის ხე­ო­ბა­ში, მო­სახ­ლე­ო­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად. გზი­რებ­მა გუ­რი­ელს მო­ახ­სე­ნეს, რომ ხე­ო­ბა­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა თა­ვის თავს სუ­რებ­ლებს უწო­დებ­და და და­ა­მა­ტეს, რომ მარ­თ­ლაც, სულ ურე­ბი, ანუ გა­უ­ვა­ლი ად­გი­ლე­ბიაო.

სო­ფელ დი­დი­ვა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის გან­ძი და ცალ­კე­უ­ლი ნივ­თი, არ­ქე­ო­ლოგ ალ. კა­ლან­და­ძის დაკ­ვირ­ვე­ბით, მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა ძვ.წ. XIII-VIII სა­უ­კუ­ნე­ებს. სო­ფელ დი­დი­ვა­ნის უბან­ში, ყვი­თე­ლა­ურ­ში, აღ­მო­ჩე­ნილ ქვევრ-სა­მარხს არ­ქე­ო­ლო­გი ნ. ვა­შა­კი­ძე ძვ.წ. III ს-ით ათა­რი­ღებს.

დღე­ვან­დე­ლი სუ­რე­ბის ხე­ო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა კი, გაბ­რი­ელ რა­მიშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით (ამას სხვა ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბიც მოწ­მობს), 1575 წელს გად­მო­სუ­ლა მეს­ხე­თი­დან, ოს­მალ­თა მძვინ­ვა­რე შე­მო­ტე­ვის გა­მო. ლტოლ­ვი­ლად ქცე­უ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა აბას­თუმ­ნის გავ­ლით შე­მო­ვი­და აღ­მო­სავ­ლეთ გუ­რი­ა­ში და მდი­ნა­რე სუფ­სის ხე­ო­ბა­ში გან­სახ­ლ­და. ხე­ო­ბა­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბის­თა­ნა­ვე გა­მარ­თეს მე­ურ­ნე­ო­ბა და და­იწყეს ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა. ასე და­იწყო „ახა­ლი ცხოვ­რე­ბა სუფ­სის ხე­ო­ბა­ში“. თავ­და­პირ­ვე­ლად, მო­სახ­ლე­ო­ბას სა­მე­ურ­ნეო კავ­ში­რი ჰქონ­და სამ­ხ­რეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან, ხო­ლო სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კით, სო­ფელ ბუ­კის­ცი­ხის გავ­ლით, გუ­რი­ას უკავ­შირ­დე­ბო­და.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჭი­რო გახ­და სას­წავ­ლებ­ლის გახ­ს­ნა. სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და ბი­ჭია გი­ორ­გის ძე რა­მიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც წე­რა-კითხ­ვა არ იცო­და, მაგ­რამ დი­დი სურ­ვი­ლი ჰქონ­და გა­ეხ­ს­ნა სკო­ლა. მან თა­ვის სახ­ლ­ში მო­იყ­ვა­ნა დის შვი­ლი ივა­ნე შა­რა­ძე, რო­მელ­საც უნ­და ეს­წავ­ლე­ბი­ნა წე­რა-კითხ­ვა რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რ­დის­თ­ვის. ეს იყო 1875 წე­ლი. ამ მცდე­ლო­ბამ დი­დი შე­დე­გი ვერ გა­მო­ი­ღო, რა­საც დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს ისი­დო­რე რა­მიშ­ვი­ლი თა­ვის წიგ­ნ­ში „მო­გო­ნე­ბე­ბი“. 12 წლის შემ­დეგ, იმა­ვე ბი­ჭია რა­მიშ­ვილ­მა, 1886 წელს, მო­იწ­ვია მას­წავ­ლე­ბე­ლი ლავ­რენ­ტი წუ­ლა­ძე. ერ­თი წლის მე­ცა­დი­ნე­ო­ბის შემ­დეგ გაჩ­ნ­და ინ­ტე­რე­სი სკო­ლის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ. ამ დროს სო­ფელ­ში ჩა­მო­ვი­და ისი­დო­რე რა­მიშ­ვი­ლი. მი­სი მონ­დო­მე­ბით სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბას. კერ­ძოდ, მან სა­თი­თა­ოდ ჩა­მო­ი­ა­რა სოფ­ლის მო­წი­ნა­ვე მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, თხოვ­ნით, მხა­რი და­ე­ჭი­რათ სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბის­თ­ვის. აგ­რეთ­ვე ესა­უბ­რა სოფ­ლის მღვდელს, რო­მელ­საც, რო­გორც გა­ირ­კ­ვა, არ უნ­დო­და მღვდლო­ბა და სურ­და, წე­რა-კითხ­ვის გავ­რ­ცე­ლე­ბის მიზ­ნით, სკო­ლის და­არ­სე­ბა და მას­წავ­ლებ­ლო­ბა. კვი­რას, წირ­ვის შემ­დეგ, ისი­დო­რე რა­მიშ­ვილ­მა ქა­და­გე­ბით მი­მარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას: „ვალ­დე­ბულ­ნი ვართ ვა­მუ­შა­ოთ იგი (ნი­ჭი), გან­ვა­ვი­თა­როთ და ნიჭს ჭკუა მო­ვა­გე­ბი­ნოთ. ყო­ვე­ლი­ვე ეს კი შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ სწავ­ლით“. ამ აზრს ბევ­რ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი. ბი­ჭია რა­მიშ­ვილ­მა თა­ვი­სი­ვე ეზოს ლა­მა­ზი გო­რა­კი გა­დას­ცა სო­ფელს სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბის­თ­ვის. მსგავ­სი ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­მო­ი­ჩი­ნა ალექ­სან­დ­რე ივა­ნეს ძე რა­მიშ­ვილ­მა (მღვდლის შვი­ლი) და მა­ნაც თა­ვი­სი ეზოს ნა­წი­ლი დათ­მო. ყო­ვე­ლი­ვე ამან ხალ­ხის აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია და და­ი­გეგ­მა სკო­ლის­თ­ვის შე­ნო­ბის აგე­ბა. აირ­ჩი­ეს ოს­ტა­ტი ლა­დი­მე ხუ­ტას ძე რა­მიშ­ვი­ლი, მო­იწ­ვი­ეს ხუ­რო­ე­ბი და და­იწყო სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა. ხალ­ხის დი­დი მონ­დო­მე­ბი­თა და დახ­მა­რე­ბით სკო­ლა სულ მა­ლე აშენ­და და გა­ი­მარ­თა სწავ­ლა. პა­ტა­რე­ბი დღის ცვლა­ში სწავ­ლობ­დ­ნენ, დი­დე­ბი კი — სა­ღა­მო­თი. კე­თილ­მო­აწყ­ვეს სკო­ლის ეზო, 135 წლის წინ, ისი­დო­რე­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ დარ­გუ­ლი ცაცხ­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ახ­ლაც ამა­ყად გა­დაჰ­ყუ­რებს სუფ­სის ხე­ო­ბას.

სკო­ლა, და­ახ­ლო­ე­ბით, 3-4 წე­ლი კერ­ძო სას­წავ­ლებ­ლად ით­ვ­ლე­ბო­და. თავ­და­პირ­ვე­ლად, სამ­რევ­ლო სკო­ლად ჩა­უ­ფიქ­რე­ბი­ათ, მაგ­რამ ეს არ მომ­ხ­და­რა და 1890 წელს დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლა სა­მი­ნის­ტ­როს სა­დი­რექ­ციო ორ­კ­ლა­სი­ან სკო­ლად. სკო­ლის პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბის (1889 წე­ლი) თით­ქ­მის ყვე­ლა კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი იმა­ვე წელს შე­სუ­ლა ოზურ­გე­თის სა­სუ­ლი­ე­რო ან სა­მო­ქა­ლა­ქო სას­წავ­ლე­ბელ­ში. მათ­გან ხუთ­მა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა.

1924 წელს სკო­ლა ხუთ­წ­ლი­ა­ნად დამ­ტ­კიც­და, 1926 წელს – შვიდ­წ­ლი­ან სკო­ლად, შემდგომ რვაწ­ლი­ა­ნად გა­და­კეთ­და. 1946 წელს, სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლის შე­ნო­ბა და­იწ­ვა, მაგ­რამ 1947 წლის­თ­ვის ახა­ლი შე­ნო­ბა აშენ­და. 1980 წელს არას­რულ სა­შუ­ა­ლოდ გა­და­კეთ­და (ცხრა კლა­სი), ხო­ლო 1999 წლი­დან სა­შუ­ა­ლო სკო­ლაა.

ახ­ლა სკო­ლის არ­სე­ბო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს გა­ვიხ­სე­ნებ. 1966 წელს აღი­ნიშ­ნა სკო­ლის და­არ­სე­ბი­დან 80 წლის იუბი­ლე. ღო­ნის­ძი­ე­ბის სუ­ლის ჩამ­დ­გ­მე­ლი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო გაბ­რი­ელ რა­მიშ­ვი­ლი. შე­იქ­მნა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფე­ბი სო­ფელ­ში, თბი­ლის­სა და სხვა ქა­ლა­ქებ­ში. ჩე­მი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი გაბ­რი­ელ რა­მიშ­ვი­ლის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი ხარ­ჯ­თაღ­რიცხ­ვის ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ტრამ­ვა­ის ბი­ლე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც კია აღ­რიცხუ­ლი. იუბი­ლეს ორას­ზე მე­ტი სტუ­მა­რი ეს­წ­რე­ბო­და. მათ შო­რის იყო უშიშ­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც, რო­მელ­საც ევა­ლე­ბო­და გა­მომ­ს­ვ­ლელ­თა­გან არა­ვის ეხ­სე­ნე­ბი­ნა სკო­ლის და­მა­არ­სებ­ლის, ისი­დო­რე რა­მიშ­ვი­ლის რო­ლი და სა­ხე­ლი. მა­შინ მე-2 კლას­ში ვსწავ­ლობ­დი და მახ­სოვს, რო­ცა ერ­თი კა­ცი ცაცხ­ვის ხეს ეამ­ბო­რა და და­ტო­ვა სკო­ლის ეზო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ ეს ილია იყო, ისი­დო­რე რა­მიშ­ვი­ლის ვა­ჟი. რო­ცა ცაცხვს ეამ­ბო­რა, ასე­თი რამ ჩა­უ­ლა­პა­რა­კია: სკო­ლის და­მა­არ­სებ­ლის სა­ხელს თუ არ ახ­სე­ნებ­დ­ნენ, შე­ნი დამ­რ­გ­ვე­ლის სა­ხე­ლი მა­ინც ეხ­სე­ნე­ბი­ა­თო. მი­სი შე­ჩე­რე­ბა მა­შინ ვე­რა­ვინ გა­ბე­და, რად­გან ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­ე­შინ­დათ.

კი­დევ ერ­თი მსგავ­სი ის­ტო­რია მახ­სენ­დე­ბა: 1913 წელს სო­ფელ­ში მყო­ფი ისი­დო­რე რა­მიშ­ვი­ლი სკო­ლის სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­ვი­და. გა­მო­სუ­ლი ორა­ტო­რე­ბი­დან და სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბი­დან ყვე­ლა საბ­ჭო­თა წყო­ბი­ლე­ბას აქებ­და და ადი­დებ­და, სკო­ლის და­მა­არ­სებ­ლის სა­ხე­ლი კი არა­ვის უხ­სე­ნე­ბია. გა­ნაწყე­ნე­ბულ ისი­დო­რე რა­მიშ­ვილს უთ­ქ­ვამს: რო­ცა სკო­ლას ვა­არ­სებ­დით, ნამ­დ­ვი­ლად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ამ იდე­ე­ბით თუ აღიზ­რ­დე­ბო­დაო. უთ­ქ­ვამს და თვალ­ც­რემ­ლი­ანს და­უ­ტო­ვე­ბია სკო­ლის ეზო (ეს ამ­ბა­ვი მოს­მე­ნი­ლი მაქვს სოფ­ლის უხუ­ცე­სე­ბის­გან – სან­და, გე­დე­ვან, ნა­ზიბ­რო­ლა რა­მიშ­ვი­ლე­ბის­გან).

ერ­თი წე­ლი ჩვენს სკო­ლა­ში სწავ­ლა მო­უხ­და უკ­ვე თბი­ლის­ში გა­და­სულ მოს­წავ­ლეს, სა­ხალ­ხო არ­ტისტს, ნი­ნო რა­მიშ­ვილს. მი­სი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის­გან (შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი და სხვე­ბი) მოს­მე­ნი­ლი მაქვს, რომ ნი­ნოს შე­ეძ­ლო სკამ­ზე ასულს ერ­თი სა­ა­ა­თი ეცეკ­ვა, რაც სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის ჩაშ­ლას იწ­ვევ­და. აქ­ვე მახ­სენ­დე­ბა ნი­ნოს ბი­ძაშ­ვი­ლის, ტა­ტუ­ლია რა­მიშ­ვი­ლის მო­ნა­ყო­ლი: რო­ცა მშობ­ლე­ბი ტა­ტუ­ლი­ას  ნა­ხი­რის მო­სა­რე­კად გა­უშ­ვებ­დ­ნენ, მას თან გაჰ­ყ­ვე­ბო­და მი­სი ბი­ძაშ­ვი­ლი ნი­ნო. ის ყვე­ლა ხის გა­და­ნა­ჭერ­ზე შეხ­ტე­ბო­და და ცეკ­ვავ­და. სუ­რე­ბის ტყე­ში რა გა­მო­ლევ­და ასეთ ხის გა­და­ნაჭ­რებს და, რა თქმა უნ­და, სახ­ლ­ში უნა­ხი­როდ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. შე­დე­გად კი ტა­ტუ­ლია ის­ჯე­ბო­და.

მინ­და აგიხ­ს­ნათ, თუ რა­ტომ ჰქვია სო­ფელ ქვე­მო სუ­რებს დი­დი­ვა­ნი. სო­ფელ დიდ­ვან­ში, ყო­ფილ ქვე­მო სუ­რებ­ში, ჩა­მო­ე­დი­ნე­ბა მდი­ნა­რე სუფ­სის მარ­ჯ­ვე­ნა შე­ნა­კა­დი – ვა­ნის წყა­ლი. აქ გა­დი­ო­და სა­ქონ­ლის გა­და­სა­რე­კი გზა. სა­მეგ­რე­ლო­დან გად­მო­სუ­ლი მწყემ­სე­ბი, მა­ღა­ლი მთი­დან, 5-6 კი­ლო­მეტ­რი უნ­და დაშ­ვე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ ვა­ნის წყლამ­დე და იქ და­ეს­ვე­ნათ, რის შემ­დეგ მი­დი­ოდ­ნენ აღ­მო­სავ­ლე­თით სა­ძოვ­რე­ბის­კენ. უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს ისევ ვა­ნის წყალ­თან უნ­და და­ეს­ვე­ნათ და შედ­გო­მოდ­ნენ აღ­მართს. ყო­ვე­ლი­ვე ამის გა­მო ამ ად­გილს და­სა­ვა­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი ეწო­და, წყალს – ვა­ნის წყა­ლი, სო­ფელს კი – ვა­ნი. ისი­დო­რე რა­მიშ­ვი­ლის „მო­გო­ნე­ბებ­ში“ ვკითხუ­ლობთ: „ჩვენ სო­ფელს, რო­გორც ვთქვით, ეწო­დე­ბო­და წი­ნეთ სა­ხე­ლი ვა­ნი და მდე­ბა­რე­ობს სუ­რე­ბის ხე­ო­ბის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც და­სახ­ლე­ბუ­ლია თით­ქ­მის მთლი­ა­ნად ჩვე­ნი გვა­რის მცხოვ­რებ­ლე­ბით. პირ­ვე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ამ სო­ფელს ეწო­დე­ბა დი­დი ვა­ნი. ეს გა­დი­დე­ბუ­ლი სა­ხე­ლი მას მი­ე­ცა იმის გა­მო, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ას მის­ცა არა ერ­თი და ორი გა­მო­ჩე­ნი­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი მოღ­ვა­წე. მა­გა­ლი­თად, ნოე ბე­სა­რი­ო­ნის ძე რა­მიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ სოფ­ლის შვი­ლი იყო და რო­მელ­მაც დი­დი რო­ლი ითა­მა­შა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, კერ­ძოდ, რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში“.

სკო­ლის აღ­ზ­რ­დი­ლე­ბი­დან დიდ სა­მა­მუ­ლო ომ­ში140-ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­თა­გან 105 ვე­ღარ დაბ­რუნ­და სო­ფელ­ში. დი­დი და­ნაკ­ლი­სი გა­ნი­ცა­და სო­ფელ­მა 1937-1938 წლე­ბის რეპ­რე­სი­ე­ბის დროს. რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი 44 ადა­მი­ა­ნი­დან 18 დახ­ვ­რი­ტეს, გა­და­სახ­ლე­ბულ­თა­გან მხო­ლოდ 2 დაბ­რუნ­და; ასე­ვე  უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იქ­ნა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი 1924 წლის გა­მოს­ვ­ლე­ბის დროს, 20-მდე ფი­რა­ლად გა­იჭ­რა სუ­რე­ბის ტყე­ში.

ჩვენ­მა სკო­ლამ აღ­ზარ­და ძა­ლი­ან ბევ­რი სა­სა­ხე­ლო მა­მუ­ლიშ­ვი­ლი, მათ შო­რის: აკა­დე­მი­კო­სი მაქ­სი­მე ათა­ნა­სეს ძე რა­მიშ­ვი­ლი; პრო­ფე­სო­რი ვა­ლე­რი­ან თო­მას ძე რა­მიშ­ვი­ლი; კონტრ-ად­მი­რა­ლი სი­მონ სპირი­დო­ნის ძე რა­მიშ­ვი­ლი; მშე­ნე­ბელ-ინ­ჟი­ნე­რი, 1986 წლის სკო­ლის 80 წლის იუბი­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბის სუ­ლის­ჩამ­დ­გ­მე­ლი, „წმინ­და გი­ორ­გის ჯვრის კა­ვა­ლე­რი“ გაბ­რი­ელ გი­გი­ლოს ძე რა­მიშ­ვი­ლი; ცნო­ბი­ლი დრა­მა­ტურ­გი ტრი­ფონ მა­მუ­კას ძე რა­მიშ­ვი­ლი; სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი ნი­ნო შალ­ვას ასუ­ლი რა­მიშ­ვი­ლი; წიგ­ნის „რა­მიშ­ვი­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო“ ავ­ტო­რი, ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის დოქ­ტო­რი გი­ვი იაკო­ბის ძე რა­მიშ­ვი­ლი და ბევ­რი სხვა.

აგ­რეთ­ვე მინ­და მო­ვიხ­სე­ნიო ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად ზრუ­ნავ­დ­ნენ სო­ფელ­ზე და სკო­ლა­ზე. ამ მხრივ გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ სარ­დი­ონ სი­მო­ნის ძე შენ­გე­ლია და ჟორ­ჟი (ბუ­ცია) ვე­ლი­აქ­ტო­რის ძე რა­მიშ­ვი­ლი. სკო­ლა­ზე ზრუნ­ვის ტრა­დი­ცია დღე­საც გრძელ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, სკო­ლას­თან არ­სე­ბუ­ლი მუ­ზე­უ­მის და­არ­სე­ბა­ში დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის სპარ­ტაკ მი­ხე­ი­ლის ძე რა­მიშ­ვილს, რო­მელ­საც ამ საქ­მე­ში გვერ­დ­ში და­უდ­გა მი­სი­ვე კლა­სე­ლი თე­მურ კარ­ლოს ძე ბა­რა­მი­ძე და, რა თქმა უნ­და, სკო­ლის დღე­ვან­დე­ლი ად­მი­ნის­ტ­რა­ცია და თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი.

ძა­ლი­ან მწყდე­ბა გუ­ლი, რომ დღეს­დღე­ო­ბით სკო­ლა მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნია. ვი­სურ­ვებ­დი, ისე წარ­მარ­თუ­ლი­ყოს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა, რომ სო­ფე­ლი აღორ­ძი­ნე­ბუ­ლი­ყოს.

ვა­სილ რა­მიშ­ვი­ლი
სსიპ ისი­დო­რე რა­მიშ­ვი­ლის სა­ხ. ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დი­დი­ვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები