29 ნოემბერი, პარასკევი, 2024

სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლე­ბი – რა­ტომ არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­ნათ­ლე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი

spot_img

ბულ­გა­რე­თის მთავ­რო­ბის და გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით და­იწყო ორ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას გაზ­რ­დის. სამ­მ­ხ­რი­ვი პრო­ექ­ტის დაწყე­ბის მი­ზე­ზი კი, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა გახ­და. იუნი­სე­ფის 2016 წლის კვლე­ვის თა­ნახ­მად, 5-17 წლამ­დე ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის 2% სკო­ლა­ში არ და­დის – სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ 11 200-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ათა­სო­ბით ბავ­შ­ვის­თ­ვის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი არ არის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს პრობ­ლე­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ, სო­ცი­ა­ლუ­რად და ეკო­ნო­მი­უ­რად მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის დგას. თუმ­ცა, ძი­რი­თად მი­ზე­ზებ­სა და ზუსტ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში ჯერ ვერ სა­უბ­რო­ბენ, რად­გან, რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს უწყე­ბა­თა­შო­რის პროგ­რა­მა­ზე მუ­შა­ო­ბა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც მოხ­დე­ბა სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი მო­ზარ­დე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მი­ნის­ტ­როს ამ ეტაპ­ზე არ აქვს პა­სუ­ხი, რა არის კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ათა­სო­ბით ბავ­შ­ვი სკო­ლის მიღ­მა რჩე­ბა. ასე­ვე უც­ნო­ბია ის ასა­კობ­რი­ვი სეგ­მენ­ტი, სა­დაც პრობ­ლე­მა ყვე­ლა­ზე მწვა­ვედ იჩენს თავს.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძე ამ­ბობს, რომ იუნი­სე­ფის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი კვლე­ვის გარ­და, მსგავ­სი კვლე­ვა, 2018 წელს, სა­მი­ნის­ტ­რო­მაც ჩა­ა­ტა­რა და მა­თი მო­ნა­ცე­მე­ბით, სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფ­რო მე­ტია. სწო­რედ ამ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით და­იწყო ფიქ­რი სა­მი­ნის­ტ­რომ რე­ა­ლურ მი­ზე­ზებ­ზე, რის გა­მოც ეს ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლებ­ში არ და­დი­ან და გაჩ­ნ­და სე­რი­ო­ზუ­ლი საზ­რუ­ნა­ვი – რო­გორ და­აბ­რუ­ნონ ისი­ნი სკო­ლა­ში. ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძე ამ­ბობს, რომ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის მიზ­ნით, მათ არ აქვთ უფ­ლე­ბა, სიღ­რ­მი­სე­უ­ლად ჩა­ი­ხე­დონ და იკ­ვ­ლი­ონ მი­ზე­ზე­ბი, რაც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, აფერ­ხებს პრო­ცე­სებს. „სწო­რედ ამის გა­მო, ჩვენ და­ვიწყეთ სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბა. ეს იქ­ნე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც შე­თან­ხ­მე­ბუ­ლია ყვე­ლა იმ უწყე­ბას­თან, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ში უნ­და იყოს ჩარ­თუ­ლი. პროგ­რა­მის დამ­ტ­კი­ცე­ბის პრო­ცე­დუ­რა ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მი­სი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ვად­გი­ნოთ არა მარ­ტო სტა­ტის­ტი­კა, არა­მედ სა­ხე­ლო­ბი­თად – ვინ არი­ან ეს ბავ­შ­ვე­ბი და სად ცხოვ­რო­ბენ. პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბიც და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბიც, რომ­ლე­ბიც მოგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან ამ ბავ­შ­ვე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში. ამის გარ­და, პა­რა­ლე­ლუ­რად, იუნი­სეფ­თან ერ­თად, ბულ­გა­რე­თის მთავ­რო­ბის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, და­ვიწყეთ ახა­ლი პრო­ექ­ტი. მის ფარ­გ­ლებ­ში შევ­ძ­ლებთ, შე­ვი­მუ­შა­ოთ შე­კუმ­შუ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მი, ანუ სას­წავ­ლო გეგ­მა იმ ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც გა­ნათ­ლე­ბა არას­დ­როს მი­უ­ღი­ათ და აქვთ სურ­ვი­ლი, დაბ­რუნ­დ­ნენ სკო­ლა­ში ან სწავ­ლა პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­აგ­რ­ძე­ლონ და და­ე­უფ­ლონ პრო­ფე­სი­ას. კუ­რი­კუ­ლუ­მი მათ მის­ცემს შე­საძ­ლე­ბ­ლო­ბას, უღი­არ­დეთ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბა, დო­კუ­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე კი, შეძ­ლე­ბენ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში.

ის ბავ­შ­ვე­ბი, კი, რომ­ლე­ბიც სკო­ლა­ში ასა­კის შე­სა­ბა­მის კლასს შე­იძ­ლე­ბა და­უბ­რუნ­დ­ნენ, უპ­რობ­ლე­მოდ ჩა­ი­რიცხე­ბი­ან და მა­თი სწავ­ლე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მით წა­რი­მარ­თე­ბა. რაც, პრინ­ციპ­ში, სის­ტე­მას უკ­ვე და­ნერ­გი­ლი და გა­მოც­დი­ლი აქვს. ახა­ლი პრო­ექ­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმით, რომ შეძ­ლებს იმ ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნახ­ვას, რო­მელ­თა ჩა­რიცხ­ვა, მა­თი ასა­კის შე­სა­ბა­მის კლას­ში, დღეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ამი­ტომ გა­დაწყ­და, რომ ეს იქ­ნე­ბა ცალ­კე სას­წავ­ლო პროგ­რა­მა და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, შე­კუმ­შუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, შეძ­ლე­ბენ სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას“.

მი­სი­ვე თქმით, სა­მი­ნის­ტ­რო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მე­ო­რე შე­საძ­ლებ­ლო­ბის კი­დევ ერ­თი პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს: „პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ჩვენ შე­ვე­დით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს­თან არ­სე­ბულ ექვს დღის ცენ­ტ­რ­ში, რომ­ლე­ბიც მი­უ­სა­ფარ ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბენ. ე.წ. ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბი, ის სეგ­მენ­ტია, რო­მელ­საც სის­ტე­მე­ბი ვერ ხე­და­ვენ. მხო­ლოდ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რომ და­ი­ნა­ხა და გარ­კ­ვე­ულ სივ­რ­ცეს უქ­მ­ნის მათ გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის – გა­რე­მოს, საკ­ვე­ბის, სხვა­დას­ხ­ვა უნა­რე­ბის სწავ­ლე­ბის და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. ექ­ვ­სი­ვე ცენ­ტ­რ­ში, სა­დაც, და­ახ­ლო­ე­ბით, 150 მი­უ­სა­ფა­რი ბავ­შ­ვია, ტრან­ზი­ტულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, რაც, მათ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, სკო­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ვცდი­ლობთ, ის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან ჩა­რიცხუ­ლე­ბი, ჩავ­რიცხოთ სკო­ლებ­ში, თუმ­ცა, არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ არ ვა­ი­ძუ­ლებთ. ტრან­ზა­ცი­ას იმი­ტომ ვე­ძა­ხით, რომ ვეხ­მა­რე­ბით წე­რა-კითხ­ვის, სო­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და, პა­რა­ლე­ლუ­რად, ვმუ­შა­ობთ სკო­ლებ­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე, რომ მა­თი ინ­ტეგ­რა­ცია სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ეფექ­ტი­ა­ნი გახ­დეს.“

სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რი­სას, მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ამ­ბობს, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი მარ­თ­ლაც არ­სე­ბობს და შე­საძ­ლე­ბე­ლია, ის ბავ­შ­ვე­ბი, რო­მელ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც კვლე­ვი­სას მოხ­და, 18 წლამ­დე ასა­კის არი­ან და სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­იძ­ლე­ბა სკო­ლი­დან პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით გა­ვიდ­ნენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ გა­მო­რიცხავს, რომ არ­სე­ბულ სტა­ტის­ტი­კას, მა­თი სა­ხით, გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა მო­აკ­ლ­დეს. მათ რიცხვს, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ ბავ­შ­ვე­ბის სტა­ტის­ტი­კაც შე­ამ­ცი­რებს, რომ­ლე­ბიც ემიგ­რა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ან ხან­გ­რ­ძ­ლივ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას გა­დი­ან. „შე­სა­ბა­მი­სად, სტა­ტის­ტი­კა ზუს­ტი არ არის და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მუ­შაო ბევ­რი გვაქვს. სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა (პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­რო, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი), რო­მელ­ზეც უკ­ვე ვი­სა­უბ­რე, სწო­რედ ამის დად­გე­ნას გუ­ლის­ხ­მობს. მი­სი დამ­ტ­კი­ცე­ბის შემ­დეგ, ჩვენ შევ­ძ­ლებთ, სა­ხე­ლო­ბით დო­ნე­ზე ვიკ­ვ­ლი­ოთ მი­ზე­ზე­ბი.“

რა მოხ­დე­ბა ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კის დად­გე­ნის შემ­დეგ? კონ­კ­რე­ტუ­ლად, რა ინ­ტერ­ვენ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავს სა­მი­ნის­ტ­რო? მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ამ­ბობს, რომ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, რე­გი­ო­ნის მას­შ­ტა­ბით, და­იწყე­ბა თი­თო­ე­უ­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის კარ­ზე მი­კა­კუ­ნე­ბა და იმ რე­ა­ლუ­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მი­ზე­ზის დად­გე­ნა, რის გა­მოც მან სკო­ლა მი­ა­ტო­ვა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბის კვლე­ვას და­მა­ტე­ბი­თი მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა მოჰ­ყ­ვე­ბა. „რო­დე­საც ვიკ­ვ­ლევთ მი­ზე­ზებს, ვად­გენთ გა­მოწ­ვე­ვებს, რის წი­ნა­შეც დგას სის­ტე­მა და სა­თა­ნა­დოდ ვერ პა­სუ­ხობს ამ გა­მოწ­ვე­ვებს. ბუ­ნებ­რი­ვია, მოგ­ვი­წევს ახა­ლი პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

რე­ა­ლუ­რად კი, რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში იკ­ვე­თე­ბა 11-ზე მე­ტი არას­რულ­წლო­ვა­ნი, რო­მე­ლიც სკო­ლის მიღ­მაა დარ­ჩე­ნი­ლი (მი­ზე­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად), ეს სა­გან­გა­შოა და სის­ტე­მას აუცი­ლებ­ლად უნ­და ექ­ნეს მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა, და­იწყოს შე­სა­ბა­მი­სი ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა რა­ო­დე­ნო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად.“ — ამ­ბობს ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ძე.

ბო­ლო ორი ათ­ე­უ­ლი წელია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­­ტე­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე წვდო­მა რომ ისევ სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა, ამას კვლე­ვე­ბიც გვიჩვენებს და შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბიც გვი­დას­ტუ­რე­ბენ. ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, რად­გან სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი 11200 ბავ­შ­ვი (5-17 წლამ­დე), თა­ვის პლუს-მი­ნუ­სე­ბით, მარ­თ­ლაც სე­რი­ო­ზუ­ლი ციფ­რია. თუ იმა­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში სულ 500 ათა­სი მოს­წავ­ლე გვყავს, ეს მარ­თ­ლაც სა­გან­გა­შო სიგ­ნა­ლია. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან მწი­რია გა­ნათ­ლე­ბის მე­ო­რე შან­სის მიმ­ცე­მი პროგ­რა­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნილ ბავ­შ­ვებს და მო­ზარ­დებს და­აბ­რუ­ნებს ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, ჩარ­თავს მოს­წ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბელ სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში, გა­მო­ას­წო­რე­ბი­ნებს სწავ­ლის შედე­გებს და სკო­ლი­დან შრო­მის ბა­ზარ­ზე გა­დას­ვ­ლას გა­უ­ად­ვი­ლებს.

მი­ზე­ზე­ბის ძებ­ნი­სას, ალ­ბათ, უმ­თავ­რე­სია ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მი­ზეზ­ზე – რა არის სის­ტე­მის ძი­რი­თა­დი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას? „არა­საკ­მა­რი­სად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფ­და მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბას; სა­ჯა­რო დღის ცენ­ტ­რებ­ში მომ­ვ­ლელ­თა არა­სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცია, არა­საკ­მა­რი­სი სწავ­ლის და სწავ­ლე­ბის რე­სურ­სე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, ასე­ვე, ფორ­მა­ლურ კუ­რი­კუ­ლუ­მებ­ში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, რაც მოს­წავ­ლე­ებს ჩვე­უ­ლებ­რივ სკო­ლა­ში წარ­მა­ტე­ბით ინ­ტეგ­რი­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და.“ – ვკითხუ­ლობთ იუნი­სე­ფის მი­ერ გავ­რ­ცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცი­ის 29-ე და 28-ე მუხ­ლე­ბი პირ­და­პირ ავალ­დე­ბუ­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფოს, უზ­რუნ­ველ­ყოს ბავ­შ­ვე­ბის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბა. „დღეს არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კით კი, რე­ა­ლუ­რად, ბავ­შ­ვის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი უფ­ლე­ბა – მი­ი­ღოს სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­ნათ­ლე­ბა, დარ­ღ­ვე­უ­ლია, – ამ­ბობს იუნი­სე­ფის გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მაია ყუ­ფა­რა­ძე, – ამი­ტო­მაც შე­მო­დის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ცნე­ბა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს ყვე­ლა ბავ­შ­ვის თა­ნაბ­რად ჩარ­თ­ვას გა­ნათ­ლე­ბა­ში, მი­უ­ხე­და­ვად მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა.“

მაია ყუ­ფა­რა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლებს, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, პირ­ველ წელს, იმ მე­თო­დუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნა­ზე, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, რომ შემ­დეგ მათ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ. „ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ექ­ვ­სი დღის ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს რო­გორც გარ­და­მა­ვა­ლი, ტრან­ზი­ტუ­ლი ცენ­ტ­რი ქუ­ჩა­ში მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. ისი­ნი ქუ­ჩი­დან სწო­რედ ამ ცენ­ტ­რ­ში გა­დი­ან ადაპ­ტა­ცი­ას, რე­აბ­ლი­ტა­ცი­ას და მე­რე ხდე­ბა მა­თი ჩარ­თ­ვა სკო­ლებ­ში. პრო­ცე­სე­ბის სრულ­ფა­სოვ­ნად წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის უმ­ნიშ­ვენ­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რია, პე­და­გოგ­სა და დი­რექ­ტორს ჰქონ­დეთ ის აუცი­ლე­ბე­ლი უნა­რე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შეძ­ლე­ბენ მათ­თან სწორ მუ­შა­ო­ბას. ზო­გა­დად, მას­წავ­ლე­ბელს უნ­და შე­ეძ­ლოს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა ბავ­შ­ვ­თან მუ­შა­ო­ბა, ეს მი­სი პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ცაა. მით უფ­რო, რო­ცა ისე­თი რის­კის ჯგუფ­ზე ვსა­უბ­რობთ – 12-13-14 წლის მო­ზარ­დებ­ზე, რომ­ლებ­მაც წე­რა-კითხ­ვა არ იცი­ან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რე­ა­ლუ­რად, სის­ტე­მას ორი უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა აქვს: ერ­თი, რო­გორ და­უბ­რუ­ნოს სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბი შე­სა­ბა­მის ჯგუფს და მე­ო­რე, რო­გორ შეძ­ლოს აკა­დე­მი­უ­რად მა­თი და­წე­ვა სას­წავ­ლო პროგ­რა­მას­თან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, იგეგ­მე­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის – კუ­რი­კუ­ლუ­მის შექ­მ­ნა, სხვა­დას­ხ­ვა სას­წავ­ლო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მა­სა­ლე­ბით, ძი­რი­თა­დად, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. ასე­ვე, თვალ­სა­ჩი­ნო მა­სა­ლე­ბის შექ­მ­ნა – მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რაც მათ დაჩ­ქა­რე­ბულ სწავ­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში კი, ხელს შე­უწყობს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ადაპ­ტი­რე­ბას, სას­კო­ლო გა­რე­მო­ში იოლად ჩარ­თ­ვას და, რაც მთა­ვა­რია, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ შემ­დ­გომ გა­ნათ­ლე­ბას.

ცენ­ტ­რე­ბი და სკო­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა. სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა და და­ა­ყე­ნა ძა­ლი­ან კონ­კ­რე­ტუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი მა­სა­ლის შექ­მ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა, მათ შო­რის, ასე­თი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის, მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის და ა.შ. რო­გორც გითხა­რით, ფრაგ­მენ­ტუ­ლად, მსგავ­სი რე­სურ­სი არ­სე­ბობს, მაგ­რამ მას არ აქვს სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა კარ­გად და­ი­ნა­ხა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ. ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი, გა­მოც­დილ მას­წავ­ლებ­ლებ­თან და სკო­ლის დი­რექ­ტო­რებ­თან ერ­თად, კი­დევ უფ­რო გა­აძ­ლი­ე­რებს იმ კად­რებ­სა და სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, თუნ­დაც, ცენ­ტ­რებს და გა­და­ამ­ზა­დებს კად­რებს, რომ­ლე­ბიც, ამ­ჟა­მად, მხო­ლოდ თა­ვი­ანთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მო­საზ­რე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით მუ­შა­ო­ბენ. ხაზს ვუს­ვამ, რომ ეს უნ­და იყოს ძა­ლი­ან კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი პრო­ცე­სი, სა­დაც ყვე­ლა აღ­მ­ზ­რ­დელ­სა თუ პე­და­გოგს გა­აზ­რე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა, რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში და კონ­კ­რე­ტულ ვა­დებ­ში. ასე­ვე კარ­გად უნ­და იცოდ­ნენ, რა მიღ­წე­ვებ­ზე უნ­და გა­ვიდ­ნენ – რა სას­წავ­ლო სტან­დარ­ტებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი. ვფიქ­რობთ, ეს პროგ­რა­მა სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო პრო­ცე­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის და სწო­რედ ასე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ა­ჩენს“.

ბავ­შ­ვე­ბის სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნის მი­ზე­ზე­ბად კი, მაია ყუ­ფა­რა­ძე, სხვა მრა­ვალ­თან ერ­თად, ეკო­ნო­მი­კურ და სო­ცი­ა­ლურ ფაქ­ტო­რებ­საც ასა­ხე­ლებს, თუმ­ცა, ხაზ­გას­მით ამ­ბობს, რომ ხში­რად ბავ­შ­ვე­ბი არა­ლე­გა­ლუ­რი შრო­მის მსხვერ­პ­ლი ხდე­ბი­ან მშობ­ლე­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის მხრი­დან. სწო­რედ ისი­ნი აიძუ­ლე­ბენ არას­რულ­წ­ლო­ვ­ნებს, ქუ­ჩა­ში გა­ვიდ­ნენ, იქ იცხოვ­რონ და იმუ­შა­ონ, რაც სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. მი­სი აზ­რით, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი ბავ­შ­ვე­ბის ჩარ­თ­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სია, რა­საც მხო­ლოდ ერ­თი უწყე­ბა ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

ხში­რად დი­რექ­ტო­რე­ბი იმა­საც ჩი­ვი­ან, რომ სკო­ლა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ბავ­შ­ვე­ბი გარ­კ­ვე­ულ წარ­მა­ტე­ბას აღ­წე­ვენ, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კარ­გად ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, ისევ აიძუ­ლე­ბენ შვი­ლებს სკო­ლის და­ტო­ვე­ბას. რას აკე­თებს სა­მი­ნის­ტ­რო ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­ცა მშო­ბე­ლი არ­ღ­ვევს ბავ­შ­ვის გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბას? ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძე ამ­ბობს, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც არ­სე­ბობს და მა­თი გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა მე­ურ­ვე­ო­ბა-მზრუნ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­ზე ხდე­ბა. თუმ­ცა, პირ­ველ რიგ­ში, მთა­ვა­რია, მოხ­დეს რე­ფე­რი­რე­ბა: „თუ მშო­ბე­ლი არ­ღ­ვევს მოს­წავ­ლის გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი უფ­ლე­ბაა, სხვა უფ­ლე­ბებ­თან ერ­თად, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა თქმა უნ­და, ხდე­ბა რე­ფე­რი­რე­ბა და საქ­მე­ში სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი ერ­თ­ვე­ბა, ის ეხ­მა­რე­ბა ოჯახს, რომ ბავ­შ­ვი ისევ და­აბ­რუ­ნოს სკო­ლა­ში.“

♦♦♦

ბულ­გა­რე­თის მთავ­რო­ბის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, პირ­ველ ეტაპ­ზე, 15 სკო­ლა და 6 დღის ცენ­ტ­რი ჩა­ერ­თ­ვე­ბა, პი­ლო­ტი­რე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, გა­ნათ­ლე­ბის მე­ო­რე შან­სის პროგ­რა­მე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა სკო­ლა­ში და­ი­ნერ­გე­ბა, რა­თა მო­ზარ­დე­ბი ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას და­უბ­რუნ­დ­ნენ, ხო­ლო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თონ და, ძა­ლი­ან მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, მოხ­დეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემთ, სწავ­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­უბ­რ­კო­ლებ­ლად გა­აგ­რ­ძე­ლონ.

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები