26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

სკოლის გარეთ ბავშვებს მეტი საფრთხე ემუქრებათ, ვიდრე სკოლაში ყოფნისას – გაეროს ბავშვთა ფონდი

spot_img

გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას, 4 ოქტომბრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნის შესახებ. სკოლების გახსნას ულოცავს ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს და აცხადებს, რომ აგრძელებს თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.

სკოლის გარეთ ბავშვებს მეტი საფრთხე ემუქრებათ, ვიდრე სკოლაში ყოფნისას. ამას სამი ძირითადი მიზეზი აქვს:  

♦ სკოლის დახურვა გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, მათი განვითარების კრიტიკულ ეტაპზე, რაც თითოეულ ბავშვზე, მათ ოჯახზე და მათ ეკონომიკური მდგომარეობაზე შეუქცევად კვალს ტოვებს. ამ ბავშვებიდან ბევრი ვერასდროს დაეწევა სასწავლო პროგრამას.

♦ რისკების შემცირების ზომების გამოყენების შემთხვევაში, სკოლები ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოა. უახლესი მტკიცებულებები მოწმობს, რომ სკოლები არ არის COVID-19-ის გამავრცელებელი საზოგადოებაში და COVID-19 არ წარმოადგენს მაღალ რისკს ბავშვებისთვის.

♦ სკოლების დახურვას ყველაზე დიდი უარყოფითი გავლენა აქვს ყველაზე დაუცველ ბავშვებზე, რომლებსაც ნაკლებად აქვთ წვდომა დისტანციურ სწავლებაზე და რომლებიც უფრო მეტად არიან ძალადობის, ჩაგვრის, უგულებელყოფის, ბავშვთა შრომისა და სხვა რისკების წინაშე.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ მნიშვნელოვანია, მთავრობამ, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და სკოლების ადმინისტრაციამ ხელი შეუწყონ დასწრებულ სწავლებას და გაატარონ აუცილებელი ზომები, რომ შეამცირონ ვირუსის გავრცელება, რაც გულისხმობს საწმენდი საშუალებების, საპნის, სუფთა წყლის, დამცავი საშუალებების უზრუნველყოფას, ასევე, სოციალური დისტანციის დაცვას. ყურადღებას ამახვილებს მასწავლებელთა ვაქცინაციაზეც – გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობას მასწავლებლების ვაქცინაციის მიზნით. მასწავლებელთა ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რადგან ის მათ იცავს ინფიცირებისაგან და შესაძლებლობას აძლევს, მუშაობა საკლასო ოთახებში განაგრძონ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები