24 ნოემბერი, კვირა, 2024

სკო­ლე­ბის­თ­ვის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და

spot_img
რო­გორც ცნო­ბი­ლია, მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს, სკო­ლე­ბის­თ­ვის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბა უკ­ვე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, თუმ­ცა, რე­სურ­სის და­ნერ­გ­ვას წინ უძღო­და ერ­თ­წ­ლი­ა­ნი გა­მო­საც­დე­ლი პე­რი­ო­დი. პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურ­მა მას­წავ­ლებ­ლებს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი შეს­თა­ვა­ზა. სწავ­ლის დაწყე­ბის წინ ორ­დღი­ა­ნი ვე­ბი­ნა­რი ჩა­ტარ­და, ჟურ­ნა­ლის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლის შე­სა­ხებ.
რა ხარ­ვე­ზე­ბი გა­მოვ­ლინ­და პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში, ყვე­ლა­ზე მა­ტად რა­ზე ჩი­ოდ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი და რა სი­ახ­ლე­ე­ბი და­ე­მა­ტა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის ფუნქ­ცი­ებს – ამ თე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ნი­ნო ეფხოშ­ვი­ლი.

– სა­პი­ლო­ტე წე­ლი დას­რულ­და და ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბა სრუ­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლოა სკო­ლე­ბის­თ­ვის. რა აჩ­ვე­ნა გავ­ლილ­მა პე­რი­ოდ­მა, რა სა­ხის ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბის წეს­ში?

– პირ­ველ რიგ­ში, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­საც­დე­ლი პე­რი­ო­დი, ეს იყო მძი­მე პან­დე­მი­უ­რი პე­რი­ო­დი, რო­ცა ხან დის­ტან­ცი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და ხან პი­რის­პირ, იყო შე­რე­უ­ლი ტი­პის სწავ­ლე­ბაც, რო­ცა მას­წავ­ლებ­ლე­ბი საკ­ლა­სო ოთა­ხებ­შიც ატა­რებ­დ­ნენ გაკ­ვე­თი­ლებს და ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­შიც. ბუ­ნებ­რი­ვია, სის­ტე­მა არ იყო მზად ამის­თ­ვის და ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბაც ხარ­ვე­ზე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თუმ­ცა, ეს გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი იყო და არც გვქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი ერ­თ­ნა­ი­რად გა­არ­თ­მევ­და თავს, ამი­ტო­მაც ჰქონ­დათ უფ­ლე­ბა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც ეწარ­მო­ე­ბი­ნათ ჟურ­ნა­ლი. ჩვენ­თ­ვის მთა­ვა­რი იყო იმ ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა გა­უ­მარ­ტი­ვებ­და მათ ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში მუ­შა­ო­ბას, რო­ცა ეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბო­და. ვფიქ­რობ, სა­პი­ლო­ტე წელ­მა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა.

ახ­ლა, რაც შე­ე­ხე­ბა ცვლი­ლე­ბებს: რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, სწავ­ლე­ბის ტი­პის ცვლი­ლე­ბებ­მაც მო­ახ­დი­ნა გარ­კ­ვე­უ­ლი უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა, კერ­ძოდ, ვერ ხდე­ბო­და შე­ფა­სე­ბე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად ასახ­ვა სის­ტე­მა­ში, უფ­რო სწო­რად, ასახ­ვა ხდე­ბო­და, მაგ­რამ მას­ზე წვდო­მა არ ჰქონ­დათ მას­წავ­ლებ­ლებს, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს არ უჩან­და ეს ინ­ფორ­მა­ცია; ხში­რად ვაწყ­დე­ბო­დით ასეთ პრობ­ლე­მას – მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ესგ-ის მი­ხედ­ვით, თუ შე­მა­ჯა­მე­ბელ წე­რა­ში მოს­წავ­ლეს არ აქვს შე­ფა­სე­ბა ან უწე­რია „არა“ – ეთ­ვ­ლე­ბა 0 ქუ­ლად. სე­მეს­ტ­რულ შე­ფა­სე­ბა­ში 0 ქუ­ლა იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რა­კი სის­ტე­მა­ში შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბის ჩა­ნიშ­ვ­ნა კა­ლენ­დ­რი­დან ხდე­ბა და ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ენი­ჭე­ბა გაკ­ვე­თილს სტა­ტუ­სი, თუ მოს­წავ­ლე იმ დღეს გაკ­ვე­თილს არ ეს­წ­რე­ბო­და, აღიქ­მე­ბო­და 0-ად და ეს პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის ახა­ლი და­მაბ­ნე­ვე­ლი პრობ­ლე­მა იყო. ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლის და­მა­ტე­ბით ეს მო­ვაგ­ვა­რეთ, არის მოთხოვ­ნის გვერ­დი, რო­ცა 8-დღი­ან შუ­ა­ლედ­ში შე­უძ­ლია მას­წავ­ლე­ბელს ნიშ­ნის შე­ტა­ნა ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში, მაგ­რამ თუ, რა­ი­მე ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზის გა­მო, ამ პე­რი­ოდ­ში ეს ვერ მო­ხერ­ხ­და, დი­რექ­ცი­ის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით, პე­და­გოგს კო­რექ­ტი­რე­ბის უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა.

პრობ­ლე­მა იყო, აგ­რეთ­ვე, მოს­წავ­ლე­თა მო­ბი­ლო­ბის ნა­წილ­ში, რაც გა­მოს­წო­რე­ბუ­ლია. რო­გორც კი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­ბი­ლო­ბა, მა­შინ­ვე ხე­დავს მას­წავ­ლე­ბე­ლი — გამ­შ­ვე­ბი სკო­ლა და­ი­ნა­ხავს მხო­ლოდ იმ მო­ნა­ცე­მებს, რაც მას­თან სწავ­ლის პე­რი­ოდს ეხე­ბა, ხო­ლო მიმ­ღე­ბი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი – მოს­წავ­ლის და­ჯა­მე­ბულ შე­ფა­სე­ბას, რომ სე­მეს­ტ­რუ­ლი შე­ფა­სე­ბა გა­მოთ­ვა­ლოს.

და­ბო­ლოს, პრობ­ლე­მა­თა შო­რის იყო უწყ­ვე­ტი ინ­ტერ­ნე­ტი და ტექ­ნი­კა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, რაც კვლავ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და, სრუ­ლად მოხ­ს­ნის თუ არა, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის იმე­დი ნამ­დ­ვი­ლად გვაქვს. იმა­საც და­ვა­მა­ტებ, რომ მთე­ლი სა­პი­ლო­ტე პე­რი­ო­დი ჩვენ სის­ტე­მა­ტუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და პე­და­გო­გებ­თან და ვფიქ­რობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ მა­თი ყვე­ლა მოთხოვ­ნა თუ რე­კო­მენ­და­ცია.

– მოთხოვ­ნის გვერ­დის და­მა­ტე­ბა ახ­სე­ნეთ. სხვა ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლის და­მა­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბაც ხომ არ გა­მო­ით­ქ­ვა პე­და­გო­გე­ბის მხრი­დან?

– პირ­ველ რიგ­ში, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით იმ ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის გა­რე­შე მუ­შა­ო­ბა­ზე, რაც სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბის­თ­ვი­საა აუცი­ლე­ბე­ლი და ეს მო­ხერ­ხ­და. სპე­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლი გა­კეთ­და სსსმ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, მო­მა­ვალ­ში, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და ზო­გა­და­დაც, წლის ბო­ლომ­დე, სრუ­ლად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ყვე­ლა იმ სა­ჭი­რო­ე­ბას, რაც მას­წავ­ლე­ბელ­თა წი­ნა­შე დად­გე­ბა მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წლი­დან, რო­ცა უკ­ვე ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი აწარ­მო­ოს. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ნა­წილ­შიც არის ცვლი­ლე­ბა — მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბის ნაც­ვ­ლად, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა კო­მენ­ტა­რის სა­ხით და­წე­როს; ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში აისა­ხე­ბა „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლიც…

– რო­ცა ამ ხარ­ვე­ზებს აწყ­დე­ბოდ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რა­ზეც ისა­უბ­რეთ, რო­გო­რი იყო თქვე­ნი რე­ა­გი­რე­ბა?

– რე­ა­გი­რე­ბა იყო მყი­სი­ე­რი. მათ ჰქონ­დათ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, ბეჭ­დუ­რი სა­ხით. ვეხ­მა­რე­ბო­დით ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ვი­დე­ო­ლექ­ცი­ე­ბით, გარ­და ამი­სა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შექ­მ­ნი­ლია ჯგუ­ფი, სა­დაც ყვე­ლა პე­და­გო­გია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რად მი­დის დის­კუ­სი­ე­ბი ამ თე­მის ირ­გ­ვ­ლივ, ერთ-ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა ცხე­ლი ხა­ზიც.

– ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბა, პე­და­გო­გე­ბის გარ­და, მშობ­ლებ­სა და მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც ევა­ლე­ბათ. რას გვეტყ­ვით მათ შე­სა­ხებ?

– დი­ახ, მა­თაც თა­ვი­ან­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი აქვთ პრო­ცეს­ში. ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­სას მშო­ბე­ლი ისე­დაც საქ­მის კურ­ს­შია, შვი­ლის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვის თვალ­საზ­რი­სით. ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის რო­ლი უფ­რო აქ­ტუ­ა­ლუ­რი მა­შინ გახ­დე­ბა მშობ­ლე­ბის­თ­ვის, რო­ცა სწავ­ლა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გა­ნახ­ლ­დე­ბა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ელექ­ტ­რო­ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბა უკ­ვე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, მშო­ბელ­საც უფ­რო ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბა შვი­ლის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის გარ­და, ეს იქ­ნე­ბა: გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა, და­ვა­ლე­ბე­ბი, ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა თუ ექ­ს­კურ­სი­ე­ბის, მშო­ბელ­თა კრე­ბის მოწ­ვე­ვის შე­სა­ხებ და ა.შ. მოკ­ლედ, სკო­ლის­თ­ვის ეს არის მშობ­ლებ­თან სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პლატ­ფორ­მა და სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა, ერ­თი ფან­ჯ­რის პრინ­ცი­პით იმუ­შა­ოს სკო­ლამ, მოს­წავ­ლემ და მშო­ბელ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მან­და­ტუ­რებს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, ყვე­ლა სა­ხის დარ­ღ­ვე­ვა, ყო­ველ­დღი­უ­რად, აისა­ხოს ჟურ­ნალ­ში, რა­საც მან­და­ტუ­რე­ბიც გა­ეც­ნო­ბი­ან.

– ხომ არ გეგ­მავთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პე­და­გო­გებ­თან მუ­შა­ო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბას?

– რა თქმა უნ­და, ვგეგ­მავთ. 14-15 სექ­ტემ­ბერს ვე­ბი­ნა­რი ჩა­ვა­ტა­რეთ ახა­ლი ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლე­ბის და­მა­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე, 2000-მდე მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ, ინ­ტენ­სი­უ­რი კითხ­ვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რო­გორც ვთქვი, დე­კემ­ბ­რის ბო­ლომ­დე კი­დევ და­ე­მა­ტე­ბა ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლე­ბი, რა­თა მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თა მოთხოვ­ნე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, შემ­დეგ კი, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გა­მოჩ­ნ­დე­ბა თუ რა­ი­მე ხარ­ვე­ზია და ერ­თად შე­ვეც­დე­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

ბო­ლოს აუცი­ლებ­ლად უნ­და ვთქვა, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დია ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში მუ­შა­ო­ბა პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. ეჭ­ვი არ მე­პა­რე­ბა, წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თ­მე­ვენ თავს ამ სი­ახ­ლეს და სა­სურ­ველ შე­დეგ­საც მი­აღ­წე­ვენ.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები