2 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2025

სკო­ლე­ბი მხატ­ვ­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში

მელანო კობახიძე

ნა­წი­ლი II

აგუს­ტინ ფერ­ნან­დეს პა­სი – „მე­კობ­რე­თა სკო­ლა“

 

ერ­თი მას­წავ­ლებ­ლის ძა­ლა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ იმ სკო­ლას­თან ჩა­ვი­ა­რე, რო­მელ­შიც ვსწავ­ლობ­დი. ჩე­მი სკო­ლის და­ნახ­ვამ და გა­და­უ­ღე­ბელ­მა, კო­კის­პი­რულ­მა წვი­მებ­მა ერ­თი ეს­პა­ნუ­რე­ნო­ვა­ნი წიგ­ნი გა­მახ­სე­ნა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­მა და­წე­რა და რო­მე­ლიც გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მე­ბის სე­ზო­ნით იწყე­ბა.

ამ წიგნს „მე­კობ­რე­თა სკო­ლა“ ჰქვია, მი­სი ავ­ტო­რი კი, აგუს­ტინ ფერ­ნან­დეს პა­სი,  მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­წავ­ლი­და სკო­ლა­ში გა­ლი­სი­ურ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას. ბავ­შ­ვე­ბის ფიქ­რე­ბის ამოც­ნო­ბა და უფ­რო­სე­ბამ­დე მი­ტა­ნაც პი­რად­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ ას­წავ­ლა.

2005 წელს „მე­კობ­რე­თა სკო­ლა“ ედე­ბეს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მი­ის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გახ­და სა­ბავ­შ­ვო ჟან­რ­ში.

ერ­თხელ, რო­დე­საც აგუს­ტი­ნი სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და, ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, რომ­ლის დრო­საც მარ­ცხე­ნა ხე­ლი და­ი­ზი­ა­ნა. ამ ამ­ბავ­მა აგუს­ტი­ნი დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­აგ­დო. მა­ლე­ვე ის სამ­სა­ხურს ტო­ვებს და თა­ვი­სი დის, ტი­ტას მსგავ­სად, მას­წავ­ლებ­ლო­ბას გა­დაწყ­ვეტს და, სა­ბო­ლო­ოდ, ცხოვ­რე­ბის უდი­დეს ნა­წილს სკო­ლას და მოს­წავ­ლე­ებს მი­უძღ­ვ­ნის.

მწე­რა­ლი და მას­წავ­ლე­ბე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვა­ლი სას­წავ­ლო მა­სა­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ასე­ვე იყო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რი.

რო­დე­საც მას­წავ­ლებ­ლო­ბის წლე­ბი და­ას­რუ­ლა და პენ­სი­ა­ზე გა­ვი­და, გა­მო­საშ­ვებ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე წარ­მოთ­ქ­ვა სიტყ­ვა „შეც­ვა­ლე სამ­ყა­რო და შეც­ვა­ლე შე­ნი ცხოვ­რე­ბა“. ინ­ტერ­ნეტ­ში მწერ­ლის გვერ­დიც არ­სე­ბობს, რო­მელ­საც აგუს­ტი­ნის სიტყ­ვე­ბი ამ­შ­ვე­ნებს: „ჩე­მი სი­ხა­რუ­ლი ის იქ­ნე­ბა, აღ­მო­ვა­ჩი­ნო ყვე­ლა სა­ოც­რე­ბა, რა­საც ცხოვ­რე­ბა გვიმ­ზა­დებს“.

აგუს­ტინს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს სა­მოც­ზე მე­ტი წიგ­ნი. მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი თარ­გ­მ­ნი­ლია თექ­ვ­ს­მეტ ენა­ზე. ის მრა­ვა­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია. მათ შო­რი­საა ჰანს ქრის­ტი­ან ან­დერ­სე­ნი­სა და ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნის სა­ხე­ლო­ბის ჯილ­დო­ე­ბი.

მას შემ­დეგ, რაც მას­წავ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა, აგუს­ტი­ნი ეც­ნო­ბა სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის ისეთ დიდ სა­ხე­ლებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: ჯა­ნი რო­და­რი, რო­ალდ და­ლი, ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნი და სხვა.

რო­ალდ და­ლის სა­ო­ცა­რი წიგ­ნი „მა­ტილ­და“ ავ­ტორს იმ წიგ­ნ­შიც აქვს ნახ­სე­ნე­ბი, რო­მელ­ზეც დღეს მინ­და გე­სა­უბ­როთ.

წიგ­ნის „მე­კობ­რე­თა სკო­ლა“ მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი 9 წლის მარ­ტაა, რო­მე­ლიც ეს­პა­ნე­თის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში, გა­ლი­სი­ა­ში ცხოვ­რობს. მის სო­ფელ­ში ხში­რად წვიმს. ერ­თხე­ლაც გო­გო­ნას ძა­ლი­ან მო­ა­ბეზ­რებს თავს გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მა და ინატ­რებს, რომ ნა­ვე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა შეძ­ლოს, ისე, რო­გორც ამას ვე­ნე­ცი­ა­ში აკე­თე­ბენ.

მა­ლე და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­დე­ბა: მარ­ტას სკო­ლა ად­გილს მოს­წყ­დე­ბა და მდი­ნა­რეს გაჰ­ყ­ვე­ბა… თავ­გა­და­სა­ვა­ლიც სწო­რედ აქ იწყე­ბა…

„სკო­ლას არაფ­რის გუ­ლის­თ­ვის არ გა­აც­დენ­და. იქ ხომ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უ­კე­თე­სო წუ­თებს ატა­რებ­და. ად­რე სუ­ლაც არ მი­უ­ხა­რო­და სკო­ლა­ში, მე­რე კი ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, რო­ცა ანა მი­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­და და მარ­ტას სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბი სა­ხა­ლი­სო, მრა­ვალ­ფე­რო­ვან საქ­მი­ა­ნო­ბად იქ­ცა“ – სწო­რედ ესაა ერ­თი მას­წავ­ლებ­ლის ძა­ლა; მას­წავ­ლე­ბელს აქვს ძა­ლა, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სი­ნათ­ლედ იქ­ცეს, მათ­თ­ვის სკო­ლა ისეთ სივ­რ­ცედ აქ­ცი­ოს, სა­დაც ისი­ნი სულ­მო­უთ­ქ­მე­ლად გა­მო­ქან­დე­ბი­ან.

იმი­სათ­ვის, რომ ანა მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­ებს სკო­ლი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი და აღ­ტა­ცე­ბა შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი საყ­ვე­დუ­რე­ბის ატა­ნა უწევს. იმის ნაც­ვ­ლად, რომ მსგავ­სი კად­რი სკო­ლის დი­რექ­ცი­ამ ხე­ლის­გულ­ზე ატა­როს და და­უ­ფა­სოს ბავ­შ­ვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, საქ­მი­სად­მი ენ­თუ­ზი­აზ­მი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მიდ­გო­მე­ბი, ანას დი­რექ­ტო­რი გა­მუდ­მე­ბით ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­ვის­კენ მო­უ­წო­დებს; მი­უ­თი­თებს, რომ აუცი­ლე­ბე­ლია, სას­წავ­ლო გეგ­მა ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლოს.

ანა კი დი­რექ­ტორს უხ­ს­ნის, რომ ერთ თე­მა­ზე ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმი­ტომ გა­ჩერ­დ­ნენ, რომ ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებ­დათ ცხო­ვე­ლე­ბის მო­შე­ნე­ბა. ანას სურს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს, დი­რექ­ტო­რი კი აცხა­დებს, რომ ეს სკო­ლაა და არა ბიბ­ლი­ო­თე­კა…

ანა მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებს „ჩემს ბავ­შ­ვებს“ უწო­დებს, დი­რექ­ტორს კი აღი­ზი­ა­ნებს ანას სიყ­ვა­რუ­ლი, საქ­მი­სად­მი ფა­ქი­ზი მიდ­გო­მა, მი­სი ენ­თუ­ზი­აზ­მი.

„ზღაპ­რე­ბის­თ­ვის კარ­გად გრჩე­ბა დრო!“ – ამ­ბობს მკაც­რად. და ალ­ბათ ვე­რა­ვინ და­ა­ჯე­რებს, რომ ზღაპ­რე­ბი ფან­ტა­ზი­ის, წარ­მო­სახ­ვის უნა­რის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

ასე­თი მიდ­გო­მე­ბის გა­მო, დი­რექ­ტო­რი, მი­სის კლა­რა, არა­ვის მოს­წონ­და. მას ნე­ბის­მი­ერ დროს შე­ეძ­ლო, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის შა­რი მო­ე­დო. არც სი­ცი­ლი უყ­ვარ­და და ბრაზ­დე­ბო­და, რო­ცა ვინ­მეს იქ და­ი­ნა­ხავ­და, სა­დაც, მი­სი აზ­რით, არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.

ქალ­ბა­ტონ კლა­რას მოს­წავ­ლე­ე­ბი მის ტრან­ჩ­ბულს ადა­რე­ბენ. მის ტრან­ჩ­ბუ­ლი აგუს­ტინ ფერ­ნან­დეს პა­სის საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რის, რო­ალდ და­ლის, პერ­სო­ნა­ჟია, უსას­ტი­კე­სი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი – ვე­ე­ბა, პირ­ქუ­ში და ბრა­ზი­ა­ნი ქა­ლი, რო­მელ­საც ყვე­ლა ბავ­შ­ვი ჭი­რის დღე­სა­ვით ეჯავ­რე­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, მი­სის კლა­რა ანას გა­მუდ­მე­ბით ადა­რებს და­მი­ანს, ანას კო­ლე­გას, რო­მე­ლიც პროგ­რა­მას ზედ­მი­წევ­ნით მიჰ­ყ­ვე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც მარ­ტა ამ­ბობს, მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი გაკ­ვე­თი­ლე­ბი­დან ყო­ველ­თ­ვის გა­ბეზ­რე­ბუ­ლი, სა­ცო­და­ვი სა­ხე­ე­ბით გა­მო­დი­ან ხოლ­მე.

რო­დე­საც სკო­ლა, გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მე­ბის შე­დე­გად, ად­გილს მოს­წყ­დე­ბა და გე­მი­ვით ცურ­ვას იწყებს, და­მი­ა­ნი სა­სო­წარ­კ­ვე­თა­ში ვარ­დე­ბა, რად­გან მოს­წავ­ლე­ებს ვე­ღარ იმორ­ჩი­ლებს. პროგ­რა­მი­დან გა­დახ­ვე­ვა სა­სო­წარ­კ­ვე­თა­ში აგ­დებს. ანა მი­სი აზ­როვ­ნე­ბის შეც­ვ­ლას ცდი­ლობს, უნ­და, რო­გორ­მე და­ა­ნახ­ვოს, რომ ამ შთამ­ბეჭ­დავ თავ­გა­და­სა­ვალ­ში ბავ­შ­ვე­ბიც ჩარ­თოს და მათ ტკბო­ბის უნა­რი არ და­ა­კარ­გ­ვი­ნოს.

სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, და­ნი­ელ­საც ძა­ლი­ან უნ­და, დატ­კ­ბეს ამ მო­უ­ლოდ­ნე­ლი თავ­გა­და­სავ­ლით, მაგ­რამ თვალ­წინ სულ მი­სის კლა­რას გან­რის­ხე­ბუ­ლი სა­ხე უდ­გას და არ შე­უძ­ლია, ამ სიმ­კაც­რეს არ და­მორ­ჩილ­დეს.

ამ დროს კი ანა დი­რექ­ტო­რის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­დის. ამ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბით ის და­ნარ­ჩენ კო­ლე­გებ­საც აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, თა­ვი­ან­თი აზ­რი თა­მა­მად გა­მო­ხა­ტონ.

ეს ძა­ლი­ან და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი მო­ნაკ­ვე­თია. რო­დე­საც სის­ტე­მა­ში, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში, მხო­ლოდ წე­სებ­სა და ჩარ­ჩო­ებს მიჰ­ყ­ვე­ბი­ან, აუცი­ლე­ბე­ლია, მას­წავ­ლებ­ლებ­მა გა­იხ­სე­ნონ მოს­წავ­ლე­თა პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი სკო­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ბუ­ნე­ბა. ანა ბე­დავს, რომ და­უ­ჯე­რე­ბელ თავ­გა­და­სა­ვალ­ში გახ­ვე­ულ სკო­ლა­ში, სა­დაც ისევ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფურ­ც­ლებ­ზე, რიცხ­ვებ­სა და გეგ­მებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, შემ­დე­გი სიტყ­ვე­ბი გა­აჟ­ღე­როს: „გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­უქ­მ­დე­ბა პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა. გირ­ჩევთ, იმოქ­მე­დოთ სი­ტუ­ა­ცი­ის მი­ხედ­ვით“.

ერ­თი გამ­ბე­და­ვი ხმა სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­აჟ­ღე­რონ გულ­წ­რ­ფე­ლი ფიქ­რე­ბი და სხვი­სი ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ აღარ მო­ექ­ც­ნენ. ეს წიგ­ნი გვა­ფიქ­რებს იმა­ზე, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, მას­წავ­ლე­ბე­ლი მორ­ჩი­ლი იყოს; მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და ცდი­ლობ­დეს, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბით და­იც­ვას, იყოს გა­ბე­დუ­ლი და თუ ხე­დავს, რომ რა­ღაც აუცი­ლებ­ლად შე­საც­ვ­ლე­ლია, ამ  ცვლი­ლე­ბე­ბის­თ­ვის თავ­და­უ­ზო­გა­ვად იბ­რ­ძო­ლოს.

მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აქამ­დე უსიტყ­ვოდ ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ დი­რექ­ტორს, ანას სი­მა­მა­ცით შე­გუ­ლი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ:

„ – დი­ახ, და­ვუშ­ვათ გა­მო­ნაკ­ლი­სი! რო­გორც სკო­ლა მიჰ­ყ­ვე­ბა მდი­ნა­რეს, ისე მივ­ყ­ვეთ ჩვენც ცხოვ­რე­ბის დი­ნე­ბას!“

„ – თა­ნახ­მა ვარ, დრო­ე­ბით გა­და­ვუხ­ვი­ოთ პროგ­რა­მას. დაე, მო­რევ­მა, სა­დაც სურს, იქ მიგ­ვიყ­ვა­ნოს!“

„ – ვა­ცა­დოთ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს, დატ­კ­ბ­ნენ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თავ­გა­და­სავ­ლით!“

ერ­თი გამ­ბე­და­ვი ადა­მი­ა­ნი სხვე­ბის­თ­ვის დი­დი ხნის ნა­ნატ­რი და გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბის ბიძ­გად, ერ­თ­გ­ვარ კომ­პა­სად იქ­ცე­ვა ხოლ­მე. ანა სწო­რედ ასე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლია. ის და­მი­ან­ში თავ­გა­და­სავ­ლის მა­ძი­ე­ბელ პი­როვ­ნე­ბას აღ­ვი­ძებს. და ერთ დღე­საც, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ანას კლას­ში მე­კობ­რე ჩნდე­ბა, რო­მე­ლიც და­მი­ანს კი ჰგავს, მაგ­რამ მე­ტის­მე­ტი მონ­დო­მე­ბით ამ­ტ­კი­ცებს, რომ ის მე­კობ­რე­ე­ბის კა­პი­ტა­ნი კი­დია.

„ – და­მი­ან­მა წუ­ხელ დაგ­ვ­ტო­ვა, ქალ­ბა­ტო­ნო ანა, მის მა­გივ­რად კი კა­პი­ტა­ნი კი­დია თქვენ წი­ნა­შე. ზღვის კა­ნო­ნი აამოქ­მე­და მათ­თ­ვის, ვი­საც მხო­ლოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა უყ­ვარს და თავ­ზე მხო­ლოდ ზე­ცა და ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი ხუ­რავს“.

კა­პი­ტა­ნი კი­დი, იგი­ვე და­მი­ა­ნი, ხმა­მაღ­ლა, მქუ­ხა­რე ხმით მო­უ­წო­დებს ბავ­შ­ვებს:

„დამ­თავ­რ­და მო­საწყე­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბი!“

„დამ­თავ­რ­და და­კე­ტი­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა!

„დამ­თავ­რ­და ბნელ ოთა­ხებ­ში გა­მო­კეტ­ვა!“

„დამ­თავ­რ­და უაზ­რო ბრძა­ნე­ბე­ბი!“

„გა­უ­მარ­ჯოს მე­კობ­რე­თა სკო­ლას!“

და­სას­რულს, ავ­ტო­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვ­დის. ეს მო­ნაკ­ვე­თი  წიგ­ნის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. თვით ქალ­ბა­ტო­ნი კლა­რა, რომ­ლის მი­მართ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, და­დე­ბი­თი გან­ც­და გაგ­ვიჩ­ნ­დეს, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კუთხი­თაა აღ­წე­რი­ლი. და ავ­ტო­რი კი­დევ ერ­თხელ გვახ­სე­ნებს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახ­ლა ძა­ლი­ან ცუ­დად იქ­ცე­ვი­ან, ძვე­ლად, შე­საძ­ლოა, ასე­თე­ბი სუ­ლაც არ ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ.

ასე მა­გა­ლი­თად, ქალ­ბა­ტონ კლა­რას დი­დი ხნის წინ, რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და თა­ვი­სი პრო­ფე­სია. თუმ­ცა, თით­ქოს მო­ა­ჯა­დო­ვე­სო, ისე რომ თა­ვა­დაც ვერ მიხ­ვ­და, გუ­ლი გა­უქ­ვავ­და. ახ­ლა მხო­ლოდ ფურ­ც­ლე­ბი და ციფ­რე­ბი ადარ­დებს. მი­სი მი­ზა­ნია, და­წი­ნა­ურ­დეს, და ოდეს­მე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტ­რის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნოს.

და­სა­ნა­ნია, რომ ერთ დროს საქ­მი­სად­მი გულ­წ­რ­ფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ადა­მი­ა­ნის გუ­ლი წარ­მა­ტე­ბის და­უ­ო­კე­ბელ­მა სურ­ვილ­მა ამ­გ­ვა­რად გარ­დაქ­მ­ნა.

წიგ­ნ­ში გვხვდე­ბა კი­დევ ერ­თი პერ­სო­ნა­ჟი, სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე, რო­მე­ლიც კლა­რას უსიტყ­ვოდ ემორ­ჩი­ლე­ბო­და და აკონ­ტ­რო­ლებ­და, ზუს­ტად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო დი­რექ­ტო­რის მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლი სას­ჯე­ლი. წიგ­ნის ბო­ლოს კი ვკითხუ­ლობთ, რომ თურ­მე, ბა­ტო­ნი მარ­ტი­ნი, პა­ტა­რა­ო­ბი­სას, თუ რა­მეს და­ა­შა­ვებ­და, მა­მა­მი­სი ქამ­რით სცემ­და ხოლ­მე. ახ­ლა გუ­ლი კმა­ყო­ფი­ლე­ბით ევ­სე­ბა, რო­ცა მი­სი და­ნახ­ვით შე­ში­ნე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს ჩა­უვ­ლის გვერ­დით. ეს არა­ვის­თ­ვის უთ­ქ­ვამს, მაგ­რამ ეზო­ში მხი­ა­რუ­ლად მო­თა­მა­შე ბავ­შ­ვე­ბის ცქე­რი­სას ყო­ველ­თ­ვის შუ­რი და სევ­და ეუფ­ლე­ბა.

გა­საკ­ვი­რი არაა, რომ და­მი­ე­ნი, რო­მე­ლიც წიგ­ნის ბო­ლოს მე­კობ­რედ გარ­და­ი­სა­ხე­ბა, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ყო­ველ­თ­ვის თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი იყო. თურ­მე მას ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე უყ­ვარ­და სა­თავ­გა­და­სავ­ლო წიგ­ნე­ბი და ფილ­მე­ბი და მუ­დამ თავ­გა­და­სა­ვალ­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ მი­სი მა­ძი­ე­ბე­ლი არას­დ­როს ყო­ფი­ლა. ცდი­ლობ­და, მუ­დამ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და მორ­ჩი­ლი ყო­ფი­ლი­ყო, რომ მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს მოს­წო­ნე­ბო­დათ. იმ რამ­დე­ნი­მე დღემ, რო­ცა სკო­ლა გე­მად გა­და­იქ­ცა, მი­სი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა. და­მი­ა­ნის გუ­ლის ერთ ნა­წილ­ში სა­მუ­და­მოდ გა­ცოცხ­ლ­და დი­დე­ბუ­ლი კა­პი­ტა­ნი კი­დი.

„თუ არ ვცდე­ბი, სწო­რედ თქვენ ხართ ის ძრა­ვა, რო­მე­ლიც ამ შე­ნო­ბას ამოძ­რა­ვებს. წარ­მო­სახ­ვას გა­ცი­ლე­ბით დი­დი ძა­ლა აქვს, ვიდ­რე გვგო­ნია. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ეს ერ­თა­დერ­თი ძა­ლაა, რო­მელ­საც სამ­ყა­როს შეც­ვ­ლა შე­უძ­ლია. მით უმე­ტეს, თუ ადა­მი­ა­ნე­ბი შე­თან­ხ­მე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ. თქვენ: „სა­ში­ში პი­როვ­ნე­ბა ხართ, მე­გო­ბა­რო. ერთ რა­მეს ვერ ვხვდე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი მოს­წავ­ლე­ებს თქვენ ჩა­ა­გო­ნეთ, თუ პი­რი­ქით, მათ ჩა­გა­გო­ნეს? თუმ­ცა ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს“ – ეუბ­ნე­ბა ანას ან­ტია, სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­უც­ნობ მოვ­ლე­ნებს იკ­ვ­ლევს. ანა ნამ­დ­ვი­ლად აღ­მოჩ­ნ­და ის ძრა­ვა, რო­მელ­მაც შე­ნო­ბის შიგ­ნი­თაც მო­ა­ხერ­ხა ხავ­ს­მო­დე­ბუ­ლი იდე­ე­ბის, ოც­ნე­ბე­ბი­სა და მის­წ­რა­ფე­ბე­ბის ამოძ­რა­ვე­ბა, გა­ნახ­ლე­ბა და მათ­თ­ვის ახა­ლი სი­ცოცხ­ლის მი­ნი­ჭე­ბა.

ანამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი იდე­ის ღრმა რწმე­ნი­თა და ერ­თ­გუ­ლე­ბით შეძ­ლო. ეს მო­საზ­რე­ბა მან თა­ვის დღი­ურ­ში ჩა­ი­წე­რა: „მხო­ლოდ სკო­ლას შე­უძ­ლია უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოს სამ­ყა­რო“.

ამ სიტყ­ვებ­მა კი­დევ ერ­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ავ­ტო­რი, ენის ბლა­ი­ტო­ნი, და მი­სი წიგ­ნი „მე­ლო­რი ტა­უ­ერ­სი“ გა­მახ­სე­ნა. მე­ლო­რი ტა­უ­ერ­სი პან­სი­ო­ნის ტი­პის სკო­ლაა ინ­გ­ლის­ში. აქ მხო­ლოდ გო­გო­ნე­ბი სწავ­ლო­ბენ და აქ­ვე ცხოვ­რო­ბენ; იწყე­ბენ და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბას ოჯა­ხის­გან შორს; მე­ცა­დი­ნე­ო­ბენ, ერ­თო­ბი­ან, უშ­ვე­ბენ შეც­დო­მებს და აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბებს. ამ სე­რი­ის ერთ-ერ­თი პერ­სო­ნა­ჟი კი ასეთ სიტყ­ვებს ამ­ბობს: „წარ­მა­ტე­ბად მი­ვიჩ­ნი­ოთ, თუ აქე­დან კე­თილ­შო­ბილ, შეგ­ნე­ბულ და სა­მარ­თ­ლის მოყ­ვა­რე ახალ­გაზ­რ­დებს გა­ვუშ­ვებთ. ისე­თებს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თ­ვის სა­ი­მე­დო­ნი იქ­ნე­ბი­ან. ჩვე­ნი მარ­ცხი კი ის იქ­ნე­ბა, თუ ყო­ვე­ლი­ვე ამას ვერ ჩა­გი­ნერ­გავთ!“

სწო­რედ ასე სწამს მარ­ტას ანა მას­წავ­ლე­ბელ­საც. და ამ რწმე­ნით ახერ­ხებს შეც­ვა­ლოს, გა­მო­ას­წო­როს, გარ­დაქ­მ­ნას, უკე­თე­სი გა­ხა­დოს სკო­ლაც და სკო­ლის წევ­რე­ბიც.

ასე­თია ერ­თი მას­წავ­ლებ­ლის ძა­ლა.

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება