📌 ნოფალ ალიევი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი
საგანმანათლებლო ლიდერი
დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი, სკოლაში უნდა უზრუნველყოფდეს ხარისხიანი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისთვის და უნდა ზრუნავდეს მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე, რაც გულისხმობს უსაფრთხო, კეთილგანწყობილი, ინკლუზიური, წამახალისებელი, თანამშრომლობითი და გენდერულად დაბალანსებული გარემოს შექმნას.
დირექტორმა უნდა შეძლოს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა, უწყვეტი განვითარების მნიშვნელობის გაცნობიერება და ხელშეწყობა.
სკოლის მთავარი მისია
პირველ რიგში, სკოლის მისიაა უსაფრთხო, წამახალისებელი, კეთილგანწყობილი, ჯანსაღი, ღია, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, სადაც გათვალისწინებულია თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებები და დამკვიდრებულია დამოუკიდებელი სწავლის კულტურა.
თანამედროვე ქართული სკოლის სისტემამ უფრო ზუსტად რომ უპასუხოს ცხოვრების გამოწვევებს, სკოლაში მდგრადი განვითარების პრინციპებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება უნდა მოხდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, დირექტორმა სკოლაში წარმატებული საკადრო პოლიტიკის განხორციელება, მიღებული ახალი გამოცდილებისა და მეთოდების ინიცირება და დანერგვა შეძლოს.
დირექტორის შერჩევა
სკოლის დირექტორი სერტიფიცირების გზით უნდა შეირჩეს.
რა ახალ ტენდენციებს ამკვიდრებს დირექტორების ახალი სტანდარტი
საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტში კარგად არის განსაზღვრული ყველა დეტალი, მათ შორის ხელშეწყობაც, თავისუფლებაც.
რაც შეეხება ახალ ტენდენციებს, სამ ძირითად საკითხს გამოვყოფ: თეორიული ცოდნის შეძენას, პრაქტიკული უნარების განვითარებასა და სახელმწიფო ენის ცოდნის ვალდებულებას.