პარლამენტმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით, 77 ხმით დაუჭირა მხარი.
მიღებულია ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე პაკეტი.
ცვლილების შედეგად:
⇒ 2022 წელს შეიქმნება საბავშვო ბაღების ელექტრონული ბაზა, სადაც ყველა საჯარო და კერძო ბაღი დარეგისტრირდება. ასევე შემუშავდება ავტორიზაციის სტანდარტები.
⇒ 2023 წელს შეიქმნება თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა და ყველა სკოლამდელი დაწესებულება გაივლის თვითშეფასების პროცესს ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მიხედვით.
⇒ 2024 წელს განხორციელდება თვითშეფასებიდან მიღებული საჭიროებების ანალიზი და ბაღების მხარდაჭერა მათი საჭიროებების მიხედვით.
⇒ 2025-2030 წლებში განხორციელდება ბაღების ეტაპობრივი ავტორიზაცია მათი მზაობიდან გამომდინარე გაწერილი გრაფიკის საფუძველზე.