14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

სკო­ლა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა

spot_img

1920 წელს, სო­ფელ ორ­ბელ­ში, და­არ­ს­და „დაწყე­ბი­თე­ბის სკო­ლა“, რო­მე­ლიც ახ­ლომ­დე­ბა­რე შვიდ სო­ფელს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ოთხი კლა­სის ბა­ზა­ზე. სკო­ლა სოფ­ლის გლე­ხის ოჯახ­ში გან­თავ­ს­და, მას­წავ­ლებ­ლად ვარ­ლამ ბახ­სო­ლი­ა­ნი იყო შერ­ჩე­უ­ლი.

ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სო­ფელ ორ­ბე­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო  კე­რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებ­და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გა­ნათ­ლე­ბი­ს საქ­მე­ში. 1940 წლი­დან სოფ­ლის სკო­ლა საშუ­ა­ლო სკო­ლის სტა­ტუსს იღებს. თავ­და­პირ­ვე­ლად, სწავ­ლე­ბა ხის კო­ტეჯ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გი ჯი­ბი­ლო ნემ­სა­ძე იყო (1940-42 წლებ­ში); სწავ­ლა-სწავ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გე­ბი, სკო­ლა­ში 500-დან 600-მდე მო­ზარ­დი სწავ­ლობ­და. რად­გა­ნაც ჩვე­ნი სოფ­ლის სკო­ლა სა­შუ­ა­ლო იყო, რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რ­ში მდე­ბა­რე სოფ­ლის მცხოვ­რებ­თა ბავ­შ­ვე­ბიც სას­წავ­ლებ­ლად ორ­ბე­ლის სკო­ლა­ში და­დი­ოდ­ნენ,  ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სე­ბი. მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ერ­თ­ვე­ბოდ­ნენ სას­კო­ლო და სა­რა­ი­ო­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, საწ­რეო მუ­შა­ო­ბა­ში.

1963 წლი­დან სო­ფელ­ში ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ქვის შე­ნო­ბა აშენ­და, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბაც დი­დი იყო. სკო­ლას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ქალ­ბა­ტო­ნი თა­მარ ჩაჩხი­ა­ნი, გაგ­რ­ძელ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტრა­დი­ცია. სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით აბა­რებ­დ­ნენ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, საქ­მ­დე­ბოდ­ნენ სა­ხელ­მ­წი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში…

ამ შე­ნო­ბა­ში ორ­ბე­ლის სკო­ლა 2023 წლამ­დე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და. 2023-2024 სას­წავ­ლო წლის­თ­ვის სწავ­ლა ახალ სას­კო­ლო შე­ნო­ბა­ში გაგ­რ­ძელ­და (დი­რექ­ტო­რი — ნა­ნა ბურ­ჯა­ლი­ა­ნი) რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით, რაც მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს სკო­ლა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცესს გა­დის.

პე­და­გო­გე­ბი უწყ­ვეტ რე­ჟიმ­ში ზრუ­ნა­ვენ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სწავ­ლე­ბა; პე­და­გო­გე­ბი, წლე­ბის მან­ძილ­ზე, ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ G-PRID ტრე­ნინ­გებ­ში. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლეს თბი­ლი­სის ექ­ს­პე­რი­მენ­ტო­რი­უ­მი. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­თა მეც­ნი­ე­რულ-შე­მეც­ნე­ბი­თი დო­ნის ამაღ­ლე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბელ­მა, ნი­ნო ბურ­ჯა­ლი­ან­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბელ­თა პირ­ველ ეროვ­ნულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში. სკო­ლას ჰყავ­და მშვი­დო­ბის კორ­პუ­სის ამე­რი­კე­ლი მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ერ­თ­ვე­ბო­და, საგ­ნის პე­და­გო­გებ­თან ერ­თად, წყვილ­ში. მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და „სა­ზაფხუ­ლო ბა­ნა­კი“, რო­მე­ლიც გათ­ვ­ლი­ლი იყო ახ­ლომ­დე­ბა­რე სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­ზეც. მო­ზარ­დე­ბი, პე­და­გო­გებ­თან ერ­თად,  სა­ხა­ლი­სო შე­მეც­ნე­ბით აქ­ტი­ვო­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­დ­ნენ.

ამ­ჟა­მად, ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბი ჩარ­თულ­ნი არი­ან სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და შემ­დ­გომ — მო­ნი­ტო­რინ­გი­სათ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ტრე­ნინ­გ­ში, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვი­ლი უძღ­ვე­ბა.

სკო­ლის მი­ზა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოს არა მხო­ლოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბა არა­მედ და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლე­ებს, ასე­ვე, პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები