23 ნოემბერი, შაბათი, 2024

სიბ­რ­მა­ვე – დი­დი მე­ტა­ფო­რა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში

spot_img

ქე­თე­ვან გა­რა­ყა­ნი­ძე

ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

მაქს ფრი­ში – „ვიქ­ნე­ბი თუნ­დაც გან­ტენ­ბა­ი­ნი“

ჟო­ზე სა­რა­მა­გუ – „სიბ­რ­მა­ვე“

მაქს ფრი­ში­სა და ჟო­ზე სა­რა­მა­გუს რო­მა­ნებს შო­რის ვრცე­ლი დრო დგას, მაგ­რამ „სიბ­რ­მა­ვე­სა“ და ფრი­შის შე­სა­ნიშ­ნავ რო­მანს, „ვიქ­ნე­ბი თუნ­დაც გან­ტენ­ბა­ი­ნი“, უკ­ვ­და­ვი მე­ტა­ფო­რა აერ­თი­ა­ნებს.

სიბ­რ­მა­ვე – მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის უდი­დე­სი მი­ნიშ­ნე­ბა, ყვე­ლა­ზე მე­ტად ნა­ფიქ­რი და გან­ს­ჯი­ლი თა­ო­ბე­ბის მი­ერ

მ. ფრი­შის რო­მა­ნის პერ­სო­ნა­ჟის სიბ­რ­მა­ვე მოჩ­ვე­ნე­ბი­თია, წი­ნას­წარ­გან­ზ­რა­ხუ­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დაბ­რ­მა­ვე­ბა, უფ­რო სწო­რად, თა­ვის ბრმად მოჩ­ვე­ნე­ბა, ხო­ლო ჟო­ზე სა­რა­მა­გუს რო­მან­ში – პან­დე­მი­უ­რი, რო­ცა ხალხს მოვ­ლე­ნა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ატყ­დე­ბა თავს და სა­ყო­ველ­თაო საფ­რ­თხედ გა­და­იქ­ცე­ვა.

გან­ტენ­ბა­ი­ნი (მ. ფრი­შის რო­მა­ნის პერ­სო­ნა­ჟი), წარ­სულ­ში ფი­ლო­სო­ფი­ის ლექ­ტო­რი, ერთ დღეს, თა­ვად გა­დაწყ­ვეტს, გა­ი­თა­მა­შოს სა­კუ­თა­რი ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და უსი­ნათ­ლო კა­ცის პო­ზი­ცი­ი­დან და­აკ­ვირ­დეს ადა­მი­ა­ნებს, და­ი­ნა­ხოს და შე­ა­ფა­სოს ახ­ლო­ბელ­თა წრე, მა­თი მო­რა­ლუ­რი მრწამ­სი. სა­რა­მა­გუს რო­მან­ში კი სიბ­რ­მა­ვე, რო­გორც უკ­ვე ვთქვით, პან­დე­მი­უ­რი მოვ­ლე­ნაა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვრცელ­დე­ბა.

სიბ­რ­მა­ვე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა

მაქს ფრი­შის რო­მან­ში, „ვიქ­ნე­ბი თუნ­დაც გან­ტენ­ბა­ი­ნი“, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­წყო­ბა სხვა­თა პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ ცალ­კე­ულ პირ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ში ვლინ­დე­ბა: აქ ვხვდე­ბით ექიმს, რო­მე­ლიც ბრმის ცნო­ბას ისე გას­ცემს, არ ინ­ტე­რეს­დე­ბა პა­ცი­ენ­ტის რე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით. ვხვდე­ბით ცოლს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს ნორ­მა­ლუ­რი სა­არ­სე­ბო პი­რო­ბე­ბი ჰქონ­დეს, მაგ­რამ, გან­ტენ­ბა­ი­ნის აზ­რით, მათ ურ­თი­ერ­თო­ბას თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა აკ­ლია, სწო­რედ ამ გან­ც­დას მიჰ­ყავს ის სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მამ­დე.

გან­ტენ­ბა­ინს, ქუ­ჩა­ში, თა­ვის ბრმად წარ­დ­გე­ნის პირ­ველ დღეს, რო­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან, სინ­დი­სი ქენ­ჯ­ნის, თა­ვი გა­იძ­ვე­რა ჰგო­ნია, ხო­ლო ქუ­ჩა­ში გაც­ნო­ბილ ქალ­თან სახ­ლ­ში სტუმ­რო­ბი­სას ექ­ს­პე­რი­მენტს ატა­რებს: ისეთ რა­მე­ებს ამ­ბობს, რაც, წე­სი­თა და რი­გით, ბრმამ ვერ უნ­და შე­ამ­ჩ­ნი­ოს, თუმ­ცა ქა­ლი ამ კითხ­ვებ­ში უჩ­ვე­უ­ლოს ვე­რა­ფერს ხე­დავს, რაც გან­ტენ­ბა­ინს ადა­მი­ან­თა გულ­გ­რი­ლო­ბი­სა და უგუ­ლის­ყუ­რო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბად მი­აჩ­ნია.

ჟო­ზე სა­რა­მა­გუს „სიბ­რ­მა­ვე“ პრობ­ლე­მის და­ნახ­ვი­სა და შე­ფა­სე­ბის სხვა მას­შ­ტაბს გვთა­ვა­ზობს: აქ ვხე­დავთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც დაბ­რ­მავ­დ­ნენ, მაგ­რამ ყვე­ლა სხვა ადა­მი­ანს, ვი­საც პან­დე­მი­უ­რი სიბ­რ­მა­ვე ჯერ არ შეჰ­ყ­რია, თვა­ლი აუხი­ლეს, წარ­მო­ად­გე­ნი­ნეს სა­კუ­თა­რი გულ­გ­რი­ლო­ბის შე­საძ­ლო შე­დე­გე­ბი. „სიბ­რ­მა­ვე­ში“ მოვ­ლე­ნა­თა ასახ­ვის პრო­ცე­სი დე­დუქ­ცი­ურ ანა­ლიზს მო­ითხოვს, მაქს ფრი­შის რო­მან­ში ასა­ხუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი კი ინ­დუქ­ცი­ურ აზ­როვ­ნე­ბას ემ­ყა­რე­ბა და დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მხო­ლოდ კერ­ძო მა­გა­ლი­თე­ბის გან­ზო­გა­დე­ბის შე­დე­გად იძ­ლე­ვა.

ჟო­ზე სა­რა­მა­გუს ერთ-ერთ პერ­სო­ნაჟს, მძარ­ც­ველ ბრმას, რო­მე­ლიც დაბ­რ­მა­ვე­ბამ­დე თა­ვის ჩინ­და­კარ­გულ მსხვერპლს სა­შინ­ლად მო­ექ­ცა (შინ მის­ვ­ლა­ში და­ეხ­მა­რა და ავ­ტო­მო­ბი­ლი მოჰ­პა­რა), ჰგო­ნია, რომ თუ ახ­ლა კა­რან­ტი­ნის ზო­ნი­დან გა­აღ­წევს და ალა­ყა­ფის კარ­თან რო­გორ­მე მი­ვა, იქ მყო­ფი ჯა­რის­კა­ცე­ბი აუცი­ლებ­ლად შე­იბ­რა­ლე­ბენ და სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გა­ა­ქა­ნე­ბენ, მაგ­რამ ცდე­ბა, ჯა­რის­კა­ცებ­მა ტყვია და­ა­ხა­ლეს, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის მო­ლო­დი­ნი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და.

სიბ­რ­მა­ვე და გულ­გ­რი­ლო­ბა

„ადა­მი­ა­ნი შედ­გე­ბა გულ­გ­რი­ლო­ბი­სა და ღვარ­ძ­ლის­გან“ – აცხა­დებს სა­რა­მა­გუს ოკუ­ლის­ტი გმი­რი, რო­მელ­მაც პან­დე­მი­ის საფ­რ­თხის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნოს საქ­მის კურ­ს­ში ჩა­ყე­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა, მაგ­რამ თა­ვა­დაც კარ­გად იცის, ეს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის კი არა, ამ ადა­მი­ან­თა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გზაა. კა­ნო­ნი კა­ნო­ნია. სა­მი­ნის­ტ­რო ექი­მის­გან ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებს, თუმ­ცა ირო­ნიაა, რომ ექი­მიც ბრმავ­დე­ბა, რაც ავ­ტო­რის სა­ინ­ტე­რე­სო იდეაა — კა­ცი, რო­მელ­მაც სიბ­რ­მა­ვის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი იცის, თა­ვა­დაც უჩი­ნო ხდე­ბა, არა­ფე­რი შე­უძ­ლია. გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის უკე­თე­სი მე­ტა­ფო­რა, ალ­ბათ, ვერც მო­იძ­ებ­ნე­ბა.

თვა­ლის ჩინ­და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ფას სა­რა­მა­გუ სა­ყო­ველ­თაო არე­უ­ლო­ბის ფონ­ზე აღ­წერს. აქ არი­ან სიბ­რ­მა­ვე შეყ­რი­ლი და ჯერ კი­დევ ჯან­მ­რ­თე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ რო­ლებს სწო­რედ ისე ას­რუ­ლე­ბენ, რო­გორც ეს რე­ა­ლურ პან­დე­მი­ურ გა­რე­მო­ში მოხ­დე­ბო­და: და­ა­ვა­დე­ბულ­თა იზო­ლი­რე­ბა, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის ეტა­პობ­რი­ვი შემ­ცი­რე­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გულ­გ­რი­ლო­ბის სრუ­ლი გა­შიშ­ვ­ლე­ბა მკითხ­ვე­ლის თვალ­წინ. ამ ფონ­ზე, სა­რა­მა­გუს რო­მან­ში, მხო­ლოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლი (ოკუ­ლის­ტის ცო­ლი) რჩე­ბა ერ­თა­დერთ ადა­მი­ა­ნად, რო­მელ­საც სიბ­რ­მა­ვის ვი­რუ­სი არ შეჰ­ყ­რია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­რან­ტინ­ში მყო­ფი ქმა­რი ერ­თი წუ­თი­თაც არ მი­უ­ტო­ვე­ბია. მან იც­რუა, რომ ბრმაა და ბრმა­თა შო­რის თვალ­ხი­ლუ­ლი სა­კუ­თარ თავ­ზე იღებს გა­სა­ჭირ­ში მყოფ­თა დახ­მა­რე­ბის ურ­თუ­ლეს მი­სი­ას. ავ­ტო­რის მი­ნიშ­ნე­ბა გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერთ მე­ტა­ფო­რა­ზე თვალ­სა­ჩი­ნოა – სიბ­რ­მა­ვის პი­რის­პირ, თვალ­ხი­ლუ­ლი და ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლია.

ცხა­დია, რომ კა­ცობ­რი­ო­ბის არ­სე­ბო­ბის გზა­ზე მრა­ვალ­გ­ზის შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის სრუ­ლი უარ­ყო­ფა ისე მოხ­და, რომ დას­კ­ვ­ნე­ბი მხო­ლოდ მწერ­ლო­ბამ (ლი­ტე­რა­ტუ­რამ) გა­მო­ი­ტა­ნა. სიტყ­ვებ­მა: თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა, თა­ნად­გო­მა და ემ­პა­თია მხო­ლოდ ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბის ფუნ­ქ­ცია შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბი კი ეტა­პობ­რი­ვად და­კარ­გეს. ამ ფონ­ზე, სიბ­რ­მა­ვე კვლავ სა­უ­კუ­ნე­თა მიჯ­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რის მკითხ­ველ­თა დი­დი მო­ლო­დი­ნის, დი­დი იმედ­გაც­რუ­ე­ბის, დი­დი მიგ­ნე­ბე­ბი­სა და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხე­ბის ძი­ე­ბის მთა­ვარ მე­ტა­ფო­რად რჩე­ბა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები