27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

სემინარების სერია პანკისელი ახალგაზრდებისთვის

spot_img

გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, პანკისის ხეობაში, 15-მა გოგონამ მიიღო მონაწილეობა სემინარების სერიაში „პანკისელი ახალგაზრდების განათლება და გაძლიერება ადვოკატირების და ციფრული აქტივიზმის მიმართულებით“. დამამთავრებელი კლასის მოსწავლე გოგონები ისეთ საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა ადვოკატირება, რესურსების შეფასება და საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბება, ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება და სხვ.

„ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროექტითა და ტრენინგებით, რადგან საშუალება მოგვეცა გვესწავლა, თუ როგორ კეთდება მოკლე დროში პროექტი. ჯგუფური სამუშაოების დროს კი ვისაუბრეთ იმ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, რომლებიც დღეს ხეობაშია გავრცელებული.“ – ამბობს მარიამ ქავთარაშვილი, მე-11 კლასის მოსწავლე სოფელ დუისიდან.

„პირველ რიგში, ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ტრენინგებში ჩართვის საშუალება მოგვეცა. ეს პერიოდი, სანამ კარანტინი იყო და ყველაფერი გაჩერდა, ჩვენც მოვდუნდით. თქვენმა რამდენიმე კვირიანმა პროექტმა, კი ამ ხეობის ბავშვებს ახალი სტიმული მოგვცა და ჩვენს გააქტიურებას შეუწყო ხელი. ტრენინგებში ყველაზე მეტად კი ის მომეწონა, რომ გავიგეთ რა არის ადვოკატირება და როგორ შეგვიძლია ჩვენც გადავჭრათ პრობლემა მოკლე დროში,” – მაკა გაურგაშვილი, სოფელი დუისი, მე-11 კლასის მოსწავლე.
„ყველაზე მეტად ამ პროექტში მომეწონა ის, რომ ჩამოვიდნენ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც ჩვენი კარგად ესმოდათ და მათთან მუშაობა უფრო კომფორტული აღმოჩნდა ჩვენთვის.
ყველაზე მეტად ისიც გამიხარდა, რომ ყველანი ვიყავით გოგოები, ერთმანეთის არ გვრცხვენოდა და უფრო გახსნილები ვიყავით. ასეთი გახსნილი არც ერთი ტრენინგის დროს არ ვყოფილვარ.” – სიედა ქავთარაშვილი, სოფელი დუისი, მე-9 კლასის მოსწავლე.
„არ მეგონა, ეს პროექტი ასეთი საინტერესო თუ გამოვიდოდა, მე სხვანაირი წარმომედგინა. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი პროექტები შეუწყობს ხელს ჩვენი, ახალგაზრდების, განვითარებას. ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე, მათ შორის ისიც თუ როგორ უნდა ჩავატარო მე თავად ტრენინგი და როგორ ვუხელმძღვანელო რაიმე პროექტს,” – მარიამ ქავთარაშვილი, სოფელი დუისი, მე-11 კლასის მოსწავლე და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებული სემინარების სერიის – “პანკისელი ახალგაზრდების განათლება და გაძლიერება ადვოკატირების და ციფრული აქტივიზმის მიმართულებით” მონაწილე.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები