6 მარტი, ხუთშაბათი, 2025

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა

spot_imgspot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.

2025 წლიდან, სურვილის შემთხვევაში, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

🔲 რეგისტრაციის ვადები: 

I ეტაპირეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2025 წლის 10 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები

პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.

🔲 პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2025 წლის 24 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი.

ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება საშუალება ექნებათ,  რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ. 

II ეტაპი – ამ ეტაპზე მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2025 წლის 2 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით განხორციელდება.

ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები:

♦ რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;

♦ რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია;

♦ რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპისაყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 2025 წლის 22 მაისს დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

🔲 ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

IV ეტაპიამ ეტაპზე განხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. ამ ეტაპისთვის რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა განსაზღვრულია 2025 წლის 30 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით.

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე მეოთხე ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციას საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.

🔲 პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:

♦ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

♦ მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

spot_img

მკითხველთა კლუბი

ჰო­ლო­კოსტს გა­დარ­ჩე­ნი­ლი კა­ცი – პრი­მო ლე­ვის „გა­ნა ეს ადა­მი­ა­ნია“

„აუშ­ვი­ცის გა­მოც­დი­ლე­ბა რომ არა, არას­დ­როს არა­ფერს დავ­წერ­დი. მი­ზე­ზი არ მექ­ნე­ბო­და, მე­წე­რა, არც არა­ფე­რი მი­ბიძ­გებ­და სა­ა­მი­სოდ: იტა­ლი­ურ­ში სა­შუ­ა­ლო მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ის­ტო­რი­ა­ში - სუს­ტი, უფ­რო ფი­ზი­კა...

ბლოგი

„დე­და­ზე მე ისე­თი რა უნ­და ვთქვა?!“

„დე­და­ზე მე ისე­თი რა უნ­და ვთქვა, მაგ­რამ ჩე­მი მო­სა­ყო­ლი მა­ინც უნ­და მოვ­ყ­ვე,“ — ასე იწყე­ბა რე­ზო ინა­ნიშ­ვი­ლის ნო­ვე­ლა „მე დე­და­ზე ისე­თი რა უნ­და ვთქვა“....

კულტურა

მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ფრა­ზის მე­ლო­დი­ას აყუ­რა­დებ­და

ინტერვიუ მწერლის მეუღლესთან, მთარგმნელთან და ლიტერატორთან, დოდო ყვავილაშვილთან        16 წლის წინ, 2009 წლის 10 თე­ბერ­ვალს, გარ­და­იც­ვა­ლა მწე­რა­ლი ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძე. გა­სულ წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტ­მა“ სე­რი­ა­ში „გორ­გი­ლა­ძის აუტა­ნე­ლი...

უმაღლესი განათლება

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი

შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი (ბუსსს ანრი), 20 წელიწადზე მეტია, ემსახურება საზღვაო განათლებას და მეზღვაურთა წვრთნას. სასწავლებელი, ეფუძნება რა პროფესიული განათლების, ასევე მეზღვაურთა...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები