18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის ბრწყინ­ვა­ლე მა­გა­ლი­თი

spot_img

პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა რომ მოს­წავ­ლე­თა თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბის, ახა­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის შე­ძე­ნის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, ამა­ში არა­ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დით, მაგ­რამ პრო­ექ­ტი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მინ­და გი­ამ­ბოთ, გა­მორ­ჩე­უ­ლად და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­მაჩ­ნია იმი­ტომ, რომ იგი ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი მე­გობ­რე­ბის – ვა­ი­ნა­ხე­ბის, იგი­ვე პან­კი­სე­ლი ქის­ტე­ბის სტუმ­რო­ბას ეხე­ბა გუ­რი­ა­ში, კერ­ძოდ, ლან­ჩხუ­თის 3 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. დი­ახ, ეს ჩვე­ნი იდეა გახ­ლ­დათ, ჩვე­ნი­ვე პე­და­გო­გე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, რა­საც წინ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უძღო­და. მა­თი მო­ყო­ლით თავს არ შე­გაწყენთ, მაგ­რამ ჩემს ემო­ცი­ას მა­ინც გა­გი­ზი­ა­რებთ – პან­კი­სელ­მა სტუმ­რებ­მა თან მო­ი­ტა­ნეს ამ სკო­ლის ის­ტო­რი­ა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, მის­თ­ვის თავ­და­დე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა. ბევ­რი გან­საც­დე­ლი გა­და­ი­ტა­ნეს, მაგ­რამ არ და­კარ­გეს წი­ნა­პარ­თა ტრა­დი­ცი­ე­ბი და ადათ-წე­სე­ბი, რაც ასე კარ­გად ჩანს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას.

ემო­ცი­უ­რი იყო სტუმ­რო­ბის პირ­ვე­ლი დღე ტრა­დი­ცი­უ­ლი მი­სალ­მე­ბით, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი­თა და ცეკ­ვე­ბით… ტო­ლი არც ქის­ტებ­მა დაგ­ვი­დეს. მათ მი­ე­სალ­მ­ნენ ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი ალექ­სან­დ­რე სა­რიშ­ვი­ლი, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ბე­სიკ ტა­ბი­ძე, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი ნი­ნო ჩი­ტა­ძე და, ბუ­ნებ­რი­ვია, მეც.

სა­მად­ლო­ბე­ლი სიტყ­ვე­ბი წარ­მოთ­ქ­ვეს ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა, მწე­რალ­მა და მეც­ნი­ერ­მა, მე­ქა ხან­გოშ­ვილ­მა და ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ომა­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, მზია მუ­თოშ­ვილ­მა.

ქის­ტ­მა სტუმ­რებ­მა ინ­ტე­რე­სით და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ჩვე­ნი პა­ტა­რა ქა­ლა­ქი, ეწ­ვივ­ნენ მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უმს.

შეხ­ვედ­რი­სა და გაც­ნო­ბის პირ­ვე­ლი დღე და­აგ­ვირ­გ­ვი­ნა მე­გობ­რო­ბის კო­ცონ­მა. ლამ­პი­ო­ნე­ბით გა­ჩი­რაღ­დ­ნე­ბულ სკო­ლის ეზო­ში გა­ი­მარ­თა სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, სპორ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი. მიმ­ზიდ­ვე­ლი იყო კო­ცო­ნის გარ­შე­მო ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი გუ­რუ­ლე­ბი­სა და ქის­ტე­ბის ფერ­ხუ­ლი.

მე­ო­რე დღეს ჩვენს სა­პა­ტიო სტუმ­რებს სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კამ უმას­პინ­ძ­ლა, სა­დაც გა­ი­მარ­თა ქის­ტი მწერ­ლი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, ხა­სო ხან­გოშ­ვი­ლის წიგ­ნის „ქის­ტე­ბი“ (გა­მომ­ცემ­ლო­ბა „არ­ტა­ნუ­ჯი“) პრე­ზენ­ტა­ცია. მას­ში 100 მოთხ­რო­ბაა შე­ტა­ნი­ლი და „თან სა­კითხა­ვი“ ჰქვია. ეს უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნი დი­დი აზარ­ტი­თა და სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ი­კითხეს მოს­წავ­ლე­ებ­მა და პე­და­გო­გებ­მა. ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ წიგ­ნ­თან და ასეთ აუდი­ტო­რი­ას­თან, რა თქმა უნ­და, დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა იყო, რად­გან პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ მი­სი წევ­რე­ბი, ბა­ტონ ხა­სოს ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი: მწე­რა­ლი და პარ­ლა­მენ­ტა­რი, შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რის აპა­რა­ტის მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი მე­ქა ხან­გოშ­ვი­ლი და ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე და მწე­რა­ლი, სა­მი წიგ­ნი­სა და ასო­ბით სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ნო­ნა ხან­გოშ­ვი­ლი. ტკი­ვილ­ნა­რე­ვი სი­ა­მა­ყე, ცრემ­ლი და სი­ხა­რუ­ლი ახ­ლ­და წიგ­ნის წარ­დ­გე­ნას. ქალ­ბა­ტონ­მა მე­ქამ სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კას სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი, რო­მე­ლიც მკითხ­ველს ნა­თელ წარ­მოდ­გე­ნას შე­უქ­მ­ნის ქის­ტებ­ზე, რომ­ლებ­მაც შექ­მ­ნეს პან­კი­სის ხე­ო­ბის ის­ტო­რია; შრო­მა­ტე­ვა­დი და აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო სას­წავ­ლო კონ­ფე­რენ­ცია. გუ­რულ­მა და ქის­ტ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს გუ­რუ­ლი და ჩეჩ­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ, ისა­უბ­რეს ჩეჩ­ნე­ბი­სა და ქარ­თ­ვე­ლე­ბის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­ზე, ჩეჩ­ნურ და ქარ­თულ ფოლ­კ­ლორ­ზე. კონ­ფე­რენ­ცი­ას სი­ლა­ღე და ხა­ლი­სი შე­მა­ტა თე­მამ – „გუ­რია და იუმო­რი“.

შემ­დეგ კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, სკო­ლის ეზო­ში, ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს; იქ­ვე და­ა­გე­მოვ­ნეს გუ­რუ­ლი კერ­ძე­ბი, თა­ვი­სი ტრა­დი­ცი­უ­ლი „ატ­რი­ბუ­ტი­კით“, რა­მაც სა­ო­ცა­რი კო­ლო­რი­ტი შე­მა­ტა ჩვენს მას­პინ­ძ­ლო­ბას.

ემო­ცი­უ­რად და თე­მა­ტუ­რად დატ­ვირ­თუ­ლი დღე და­აგ­ვირ­გ­ვი­ნა დას­კ­ვ­ნით­მა ღო­ნის­ძი­ე­ბამ „გუ­რია და გუ­რუ­ლე­ბი“. ეს იყო შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრო­ექ­ტი, სრუ­ლი სა­ხე გუ­რი­ი­სა, დახ­ვე­წი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რულ-მუ­სი­კა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცია, რო­მელ­მაც მა­ყუ­რებ­ლის დი­დი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

და აი, დად­გა დამ­შ­ვი­დო­ბე­ბის დღეც. ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი – „ჩვენ ყვე­ლა­ნი მე­გობ­რე­ბი ვართ“, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლია – ორი­ვე სკო­ლის ბავ­შ­ვებ­მა და პე­და­გო­გებ­მა გა­დავ­ლა­ხეთ ფსი­ქო­ლო­გი­ურ-სარ­წ­მუ­ნო­ებ­რი­ვი ბა­რი­ე­რი. ჩვენ გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა არა მარ­ტო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მომ, არა­მედ სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლო­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის ორას­წ­ლო­ვან­მა ტრა­დი­ცი­ამ, გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა სა­ხელ­მ­წი­ფო ენამ, რო­მე­ლიც პან­კი­სის ვა­ი­ნა­ხებ­სა და ქარ­თ­ვე­ლებს ერ­თი გვაქვს; გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა ერ­თ­მა­ნე­თი­სად­მი ნდო­ბამ და ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მის გრძნო­ბამ, რო­მელ­შიც სი­ყალ­ბის ნი­შან­წყა­ლიც კი არ ყო­ფი­ლა.

ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბის ჯა­დოს­ნუ­რი დღე­ე­ბი დას­რულ­და შეკ­ვე­თილ­ში, სა­დაც შე­მოგ­ვე­გე­ბა მზის სხი­ვე­ბით გამ­თ­ბა­რი ზღვის ტალ­ღე­ბი, იშ­ვი­ა­თი ფლო­რი­თა და ფა­უ­ნით დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი ტყე-პარ­კი, იმი­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს კუთხე­ე­ბი, მუ­სი­კა­ლუ­რი პარ­კი და სა­ბავ­შ­ვო გა­სარ­თო­ბე­ბი…

ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო პრო­ექ­ტის ფი­ნა­ლი. თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის მად­ლო­ბის სი­გე­ლე­ბი გა­და­ვე­ცით ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ომა­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­სა და პე­და­გო­გებს; სა­მახ­სოვ­რო ვიმ­პე­ლი, „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ და გუ­რუ­ლი ყა­ბა­ლა­ხი – ომა­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლას და თან საგ­ზ­ლად გა­ვა­ტა­ნეთ გუ­რუ­ლე­ბის დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი. ასეთ სიყ­ვა­რულს ყავ­ლი არა­სო­დეს გა­უ­ვა, რად­გა­ნაც მე­გობ­რო­ბა ისე­თი ცი­ხე-სი­მაგ­რეა, რო­მელ­საც ვე­რა­ვინ და­ან­გ­რევს. ჩვენ ერ­თი სამ­შობ­ლო გვაქვს და მი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია პან­კი­სე­ლი ქის­ტე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბა ფარ­ნა­ვა­ზის ეპო­ქი­დან დღემ­დე.

და­ბო­ლოს, ჩვე­ნი გა­ზე­თის მკითხ­ველს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნის, მწერ­ლი­სა და მეც­ნი­ე­რის, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის, მე­ქა ხან­გოშ­ვი­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას გა­ვაც­ნობთ: „ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის ადა­მი­ა­ნუ­რი ადა­მი­ა­ნო­ბით ადა­მი­ა­ნობს“ – ამ­ბობს სულ­მ­ნა­თი გო­ე­თე და ეს სრუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა და ამი­სი დას­ტუ­რი იყო ის დი­დი ადა­მი­ა­ნო­ბი­თა და სა­ო­ცა­რი მას­პინ­ძ­ლო­ბით აღ­სავ­სე დღე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პან­კი­სე­ლებ­მა გუ­რი­ა­ში გა­ა­ტა­რეს.

ჩე­მი ნა­ხე­ვარ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მსოფ­ლი­ოს ბევ­რი კუთხი­სა და ეთ­ნო­სის გაც­ნო­ბი­სა და შე­სა­შუ­რი მას­პინ­ძ­ლო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა მხვდო­მია წი­ლად, თუმ­ცა ლან­ჩხუთ­მა ყვე­ლა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ჩვენ, ქის­ტე­ბი, გუ­რი­ა­სა და გუ­რუ­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ჟი­ნით შეპყ­რო­ბილ, და­უ­დე­გარ და მშფოთ­ვა­რე ფი­რა­ლე­ბად ვიც­ნობ­დით, აქ კი ისე­თი სათ­ნო­ე­ბა, სიტ­კ­ბო და სით­ბო დაგ­ვ­ხ­ვ­და, გუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით გაგ­ვით­ბა…

ასე­თი დო­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ჩა­ტა­რე­ბას არა მხო­ლოდ მა­ღა­ლი პროფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და საქ­მი­სად­მი ერ­თ­გუ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა, არა­მედ დი­დი გუ­ლიც, რო­მე­ლიც უფალს ლან­ჩხუ­თის მე-3 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის­თ­ვის, ქალ­ბა­ტო­ნი მაია ჯიმ­შე­ლე­იშ­ვი­ლის­თ­ვის და მთე­ლი პედ­კო­ლექ­ტი­ვი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის დი­დი დო­ზით გა­უ­მე­ტე­ბია.

უღ­რ­მე­სი და გულ­წ­რ­ფე­ლი მად­ლო­ბა სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლო­ბის კავ­კა­სი­უ­რი წე­სის ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაც­ვის­თ­ვის!

შეგ­ვიყ­ვარ­დით გუ­რუ­ლე­ბო, გვერ­წ­მუ­ნეთ, სულ გუ­ლის­გულ­ში გვე­ყო­ლე­ბით…

შეხ­ვედ­რამ­დე პან­კის­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ულა­მა­ზეს კუთხე­ში!“. 

მაია ჯიმ­შე­ლე­იშ­ვი­ლი

სსიპ ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები