27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროექტის შუალედური ანგარიშის წარდგენის ღონისძიება გაიმართა

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და დონორი ორგანიზაციების UNHCR, WORLD VISION, GPF მხარდაჭერით, „საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ პროექტის შუალედური ანგარიშის წარდგენის ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრაზე, პროექტში ჩართულმა მხარეებმა, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, შუალედური ანგარიშის საფუძველზე, მიღწეული შედეგები და გამოწვევები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის შემსწავლელი ონლაინ გაკვეთილები ტარდება და პარალელურ რეჟიმში ახალი სასწავლო რესურსის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები