2 თებერვალი, კვირა, 2025

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

spot_imgspot_img

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ 2023 წლის 17 ივლისის 10:00 საათიდან 15 აგვისტოს 18:00 საათამდე მიმართონ განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე. გამოცდა მათთვის პირველ სექტემბერს ჩატარდება.

სარეგისტრაციო განაცხადი ივსება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.

განაცხადის ფორმა

განცხადებას რეგისტრაციის თაობაზე აუცილებელია ერთვოდეს:

  • გამოცდაშიმონაწილეობისსაფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  • პირადობისდამადასტურებელიდოკუმენტის ასლი;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, მან ასევე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში, კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა.

გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი.

საბანკო რეკვიზიტები:

⇒ სსიპ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი;

⇒ საიდენტიფიკაციო კოდი: 202198727;

⇒ სახელმწიფო ხაზინა, კოდი: TRESGE22;

⇒ სახაზინო კოდი:  707627112;

დანიშნულებაში მიუთითეთ გამოსაცდელის პირადი ნომერი და გამოცდის სახელწოდება – ზოგადი უნარების გამოცდა.

თუ გამოსაცდელს ესაჭიროება სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა, მან უნდა მიუთითოს სარეგისტრაციო ფურცელზე ამ სპეციალური საჭიროების თაობაზე (ფუნქციონალური დარღვევები, გადამდები ინფექციური დაავადებები და სხვ.) და წარადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 15 აგვისტოს 18:00 საათამდე. თუ დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი სამედიცინო ცნობა, ცენტრი გამოცდის მიმდინარეობისას  ვერ გაითვალისწინებს აპლიკანტის სპეციალურ საჭიროებებს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როცა აღნიშნული საჭიროება აპლიკანტს რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოეშვება.

იხილეთ ზოგადი უნარების ტესტის დავალებათა ნიმუშები

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან.

ტესტის შედგება 45 არჩევითპასუხიანი (დახურული) დავალებისგან (თითოეული ნაწილი – 15 დავალებისგან). ყოველ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.

გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა)  დაგროვებას. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.

გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge

 

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები