2 თებერვალი, კვირა, 2025

საქართველოს ახალგაზრდა პარლამენტართა სამიტის საუკეთესო დელეგატები დასახელდნენ

spot_imgspot_img

პროექტის „საქართველოს ახალგაზრდა პარლამენტართა სამიტი 2023“-ის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო მართვისა და პოლიტიკის ახალგაზრდული სამიტი 2023-ის გენერალური ასამბლეა გაიმართა. პროქტის მონაწილეებმა, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელებთან ერთად, საკომიტეტო სივრცეებში იმუშავეს.

დასახელდნენ სამიტის საუკეთესო დელეგატები, რომელთა შორის ერთ-ერთია ლიზი ჯოჯუა.

„კულტურული მემკვიდრეობის ძიება მოიცავს ყველაფერს, რაც კი ადამიანის, ქვეყნის, საზოგადოების განვითარების გარკვეულ ეტაპს შეიძლება ასახავდეს. მის მთავარ მახასიათებლად არა მხოლოდ ესთეტიკურობა, არამედ ნამდვილობა, ავთენტურობა გვევლინება. მისდამი მოპყრობის, მისი დაცვის მთავარი კრიტერიუმიც მისი ნამდვილობის შენარჩუნებაა, ანუ წრფელი დამოკიდებულება იმ ფასეულობის მიმართ, რომელსაც შელამაზება არ სჭირდება, ანუ ნაღდის, ნამდვილის დაცვაა კულტურული მემკვიდრეობის სწორად განვითარების უცილობელი პირობა.

კულტურული მემკვიდრეობა ის საფუძველია, რომელიც გვამოძრავებს, წინსვლისკენ გვიბიძგებს, ჩვენს იდენტობას განაპირობებს საკუთარი თავის რწმენას გვაძლევს… და ეს გენეტიკური გამოცდილების, ცოდნისა და კეთილდღეობის წყაროა, რომელსაც გაშიფვრა, გაცხადება და მომავალი თაობისთვის გადაცემა სჭირდება. თითოეულ მოქალაქეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი როლი, პასუხისმგებლობა და უფლება მემკვიდრეობის დაცვისა და პატრონობის საქმეში. ილია ჭავჭავაძე წერდა: დღეს მძლეთამძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა-პატრონობა.

ჩვენ წინაპართა შრომით შექმნილი მემკვიდრეობა ის საგანძურია, რომლის შენარჩუნება ხელისუფალთა ვალდებულებაც უნდა იყოს და საქართველოს რიგითი მოქალაქის ძალისხმევაც.“ – ლიზი ჯოჯუა.

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები