26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

საქართველო წიგნიერების საერთაშორისო კვლევის 2021 წლის ციკლში მონაწილეობს

spot_img

11-20 ოქტომბერს წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში (PIRLS – Progress in International Reading Literacy Study) მონაწილეობას საქართველოს 192  სკოლის 261  მასწავლებელი, 5 716  მოსწავლე და მათი მშობლები მიიღებენ.

კვლევას საქართველოში ადმინისტრირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს.

PIRLS ამჯერადაც ფოკუსირებას მოახდენს კითხვის მიზნებსა და მხატვრული და საინფორმაციო ტექსტის გააზრების პროცესებზე. შეფასდება წაკითხულის გააზრებისათვის აუცილებელი 4 მნიშვნელოვანი პროცესი, კერძოდ: ტექსტში ინფორმაციის მოძებნა და ტესტურ დავალებაში მოცემული ინფორმაციის გაგება; ტექსტიდან უშუალო დასკვნების გაკეთება; აზრებისა და ინფორმაციის ინტერპრეტაცია და არსებულ ცოდნასთან ინტეგრირება; შინაარსისა და ტექსტუალური ელემენტების შეფასება და კრიტიკულად გააზრება.

წიგნიერების საერთაშორისო კვლევა საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მიერ მსოფლიოს 60-მდე ქვეყანასა და 15-მდე რეგიონში ტარდება.  საქართველო ამ კვლევაში 2006 წლიდან ჩაერთო და მას შემდეგ  2011 და 2016 წლების კვლევებში მიიღო მონაწილეობა.

კვლევის მიზანია 9-10 წლის (მეოთხეკლასელი) მოსწავლეების კითხვის უნარების შეფასება და კვლევაში მონაწილე ქვეყნების მოსწავლეების მიღწევების დონის საერთაშორისო სტანდარტებთან შედარება. აგრეთვე იმის დადგენა, თუ რა გავლენას ახდენს მოსწავლის სწავლის პროცესზე ისეთი კონტექსტუალური ფაქტორები, როგორებიცაა სასწავლო გარემო, მშობლების ჩართულობა, სკოლის მართვა, მასწავლებლის კვალიფიკაცია და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები