21 დეკემბერი, შაბათი, 2024

საქართველო ევროპული ქსელის „Eurydice Network‘‘-ის წევრი გახდა

spot_img

ჩვენი ქვეყანა ევროპულ ქსელს  – „Eurydice Network‘‘ –  შეუერთდა, რომელიც Erasmus+ პროგრამის ნაწილია და ის მხოლოდ ევროკავშირის წევრ და Erasmus+ ასოცირებულ ქვეყნებს აერთიანებს. საქართველოს „Eurydice Network‘‘-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის 2023 წელს, ბრიუსელში, ოფიციალური ვიზიტის დროს, იქნა მიღებული.

ამჟამად, „Eurydice Network‘‘-ში 40 ქვეყანაა ჩართული. ქსელის მიზანია, აღწეროს და სისტემატურად განაახლოს მასში ჩართული ქვეყნების განათლების სისტემები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც განთავსებულია ერთიან ევროპულ პლატფორმაზე.

საქართველოს განათლების სისტემის აღწერის მოსამზადებლად, ევროკავშირის მხრიდან ქვეყნისთვის გრანტი გამოიყო. Eurydice ეროვნული ოფისის ფუნქციებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ითავსებს.

„Eurydice Network‘‘ ევროპაში განათლების შესახებ საინფორმაციო ქსელი 1980 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და წარმოადგენს ერთ-ერთ სტრატეგიულ მექანიზმს განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ქსელი საჭიროებებზე მორგებულ ინფორმაციას სთავაზობს მათ, ვინც ჩართულია განათლების პოლიტიკის ფორმირებაში, განათლების სერვისების მიწოდებაში და ა.შ. ასევე, „Eurydice Network‘‘-ის ქსელი ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ქვეყნებს შორის განათლების პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლის გზით და ამზადებს კვლევებს განათლების საკითხებზე, რომლებიც საერთოა სხვადასხვა განათლების სისტემებისთვის.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები