21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

საუკეთესო ათეული გამოვლინდა – მიეცით ხმა რჩეულს

spot_img

„ახალი განათლების“ მიერ გამოცხადებული კონკურსის 🖍„დაწერე ესე“ ფინალისტები ცნობილია. საკონკურსო ჟიურიმ, პირადი მოსაზრების გამომხატველი ესეების 60 ნაშრომიდან, ათი საუკეთესო შეარჩია.

🔶ჟიურის მიერ გამოვლენილი ათი საუკეთესო ესე ხვალიდან, 4 ნოემბრიდან, აიტვირთება „ახალი განათლების“ ვებგვერდზე – www.akhaliganatleba.ge.

კონკურსის პირობების თანახმად, გამოვლინდება სამი გამარჯვებული:

🖍ჟიურის რჩეული, 🖍ახალი განათლების🖍 რჩეული და 🖍 მკითხველის რჩეული, რომელიც ხმის მიცემით შეირჩევა.

ხუთი კვირის განმავლობაში საშუალება გექნებათ, ხმა მისცეთ თქვენს რჩეულს. ამისთვის საჭიროა, შეხვიდეთ ჩვენს ვებგვერდზე, გახსნათ თქვენი რჩეული ესე და მოიწონოთ (დაითვლება მხოლოდ ვებგვერდის მოწონებები).

🔶 ჟიურის რჩეული მიიღებს 300 ლარს;

🔶 ვებგვერდის რჩეული – 200 ლარს;

🔶„ახალი განათლებისრჩეული – 150 ლარს.

საპრიზო ფონდს უზრუნველყოფს კონკურსის მხარდამჭერი, თბილისის №53 და №54 საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კახაბერ გაბუჩია.

გარდა ამ ნომინაციებისა, სპეციალური პრიზები დააწესეს გამომცემლობებმა: „ინტელექტი“ და „აგორა“.

კონკურსის გამარჯვებულების ვინაობას 14 დეკემბერს გამოვაცხადებთ.

„დაწერე ესეს“ ფინალისტები:

  1. ანა აბულაძე
  2. მარიამ გუგუნაშვილი
  3. სესილი ერაგია
  4. ანი ზაქაშვილი
  5. ლუკა მერებაშვილი
  6. გურამ ფედოროვი
  7. ნათია ქაროსანიძე
  8. მარიამ შარმაზანაშვილი
  9. მარიამ ჩაჩანიძე
  10. ხატია ხოჯანაშვილი

🖍 კონკურსის პირობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ნოველა ერთზე მეტ ნომინაციაში გაიმარჯვებს, ავტორთან შეთანხმებით, მხოლოდ ერთ-ერთ „რჩეულ“ სტატუსს შეინარჩუნებს.

🖍 საუკეთესო ათეულის წევრებს „ახალი განათლება“ ციფრული სერტიფიკატებით დააჯილდოვებს.

🖍 ნაშრომებს 15 დეკემბრის ნომერში გამოვაქვეყნებთ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები