საუბრები ლიტერატურაზე

0
1576
ნინო დოლენჯაშვილი
გო­გი­ტა კიკ­ნა­ძის სახ. თბი­ლი­სის №182 სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი

 

ლეო ქი­ა­ჩე­ლის „ჰა­კი აძ­ბა“ ეს არის ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­შიც მთე­ლი სიღ­რ­მით არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი შეგ­ნე­ბა, ბოლ­შე­ვი­კუ­რი ძა­ლე­ბის უსულ­გუ­ლო­ბა, ძი­ძიშ­ვი­ლო­ბის ტრა­დი­ცია და მის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ბრძო­ლა მო­ნურ ფსი­ქო­ლო­გი­ა­სა და ღირ­სე­ბას შო­რის, ადა­მი­ა­ნის და­მუ­შა­ვე­ბის მცდე­ლო­ბა და რაც მთა­ვა­რია, ში­ში, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟი. ის­ტო­რი­უ­ლი რე­ა­ლო­ბის პი­რის­პირ მდგა­რი მწე­რა­ლი აღ­ნიშ­ნავს ბოლ­შე­ვი­კუ­რი ძა­ლე­ბის სწრაფ­ვას შა­ვი ზღვის სა­ნა­პი­რო­ე­ბის­კენ, „სის­ხ­ლის თქე­ში რომ იდ­გა კი­დით კი­დემ­დე“. იმ ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, რო­დე­საც კრე­ი­სე­რი „შმიდ­ტი“ სო­ხუმ­ში შე­მო­დის, უკ­ვე თვალ­ში­სა­ცე­მია სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფე­ნის დაბ­ნე­უ­ლო­ბა, თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­ს­ტინ­ქ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით რომ აქ­ტი­ურ­დე­ბა „ზე­პურ“ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მწე­რალს მწვა­ვედ აქვს გან­ც­დი­ლი რე­ა­ლო­ბის სუს­ხი ისე, რო­გორც გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძეს ლექ­ს­ში „გე­მი და­ლან­დი“. ბოლ­შე­ვი­კუ­რი ძა­ლის ჰე­გე­მო­ნო­ბის ფონ­ზე, აშ­კა­რა იყო მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ სამ­შობ­ლო ლან­დად გა­და­იქ­ცე­ო­და წარ­სუ­ლის ფონ­ზე, რად­გან ქვეყ­ნის გა­წით­ლე­ბის პრო­ცე­სი უკ­ვე დაწყე­ბუ­ლი­ყო.

შემ­თხ­ვე­ვი­თი არ არის ამ ფე­რის სიმ­ბო­ლი­კა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბო­და იმ სის­ტე­მას, რო­მელ­მაც ღირ­სე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ, „ნამ­გა­ლი და ურო“ აირ­ჩია, რო­გორც მორ­ჩი­ლე­ბის სიმ­ბო­ლო.

ბოც­მა­ნი კუზ­მა კილ­გა, ზედ­მეტ­სა­ხე­ლად „მრის­ხა­ნე“, შმიდ­ტის აჯან­ყე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის უვა­დო კა­ტორ­ღა­მის­ჯი­ლია. იანუ­სუ­რი პეს­რო­ნა­ჟი კლა­სობ­რი­ვი სიბ­რ­მა­ვის მსხვერ­პ­ლია. ღირ­სე­ბა, თავ­გან­წირ­ვა, სიყ­ვა­რუ­ლი, ერ­თ­გუ­ლე­ბა მის­თ­ვის უც­ნო­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია. კუზ­მა­სა და მის თა­ნა­მებ­რ­ძო­ლებს თა­ვი­ან­თი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლობ­რი­ვი სამ­ყა­რო, პრინ­ცი­პე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვთ. რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი იდე­ით შეპყ­რო­ბილ­ნი ბარ­ბა­რო­სუ­ლი იდე­ე­ბით ცდი­ლობ­დ­ნენ ტრა­დი­ცი­უ­ლის მსხვრე­ვას. მკითხ­ვე­ლის წი­ნა­შე ორი პერ­სო­ნა­ჟი წარ­მო­ჩინ­დე­ბა: ერ­თი – კლა­სობ­რი­ვი ეგო­იზ­მით შეპყ­რო­ბი­ლი და მე­ო­რე – მი­სი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე შტაბ-როტ­მის­ტ­რი, თეთ­რ­გ­ვარ­დი­ე­ლი უჯუშ ემ­ხა, ღირ­სე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის მებ­რ­ძო­ლი. ავ­ს­ტ­რი­ის ფრონ­ტ­ზე ნაბ­რ­ძოლს გა­მოჰ­ყო­ლია ში­შის დამ­ღა, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ გა­რე­მო­ე­ბა­ში მზად არის, ღირ­სე­ბის­თ­ვის იბ­რ­ძო­ლოს. სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნ­და ვა­სილ ხრი­ტა­ნი­უ­კის­თ­ვის ის ამო­რა­ლუ­რი ქმე­დე­ბა, რი­თაც გახ­რ­წ­ნილ პოდ­პო­რუ­ჩიკ N-ს მოგ­ვა­გო­ნებს, „იზ­ლე­რის ბა­ღად“ გა­დაქ­ცე­ვას რომ ჰპირ­დე­ბა სა­მოთხის დარ ქვე­ყა­ნას. გა­მო­ხა­ტუ­ლი აგ­რე­სია და შუ­რი თეთ­რ­გ­ვარ­დი­ე­ლის ეპო­ლე­ტე­ბის მი­მართ კი­დევ უფ­რო აშიშ­ვ­ლებს ვას­კა-პი­რა­ტის სა­ხეს, გა­მო­ხა­ტუ­ლი შუ­რით რომ ცდი­ლობს, თეთ­რ­გ­ვარ­დი­ელს ეპო­ლე­ტე­ბი ჩა­მოხ­ს­ნას. უჯუშ­მა სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბა ვაჟ­კა­ცუ­რად და­იც­ვა, რო­გორც ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა იტყ­ვის: „მაგ­რამ მტერს მტრუ­ლად მო­ექ­ცე, თა­ვად უფალ­მა ბრძა­ნაო“. ღირ­სე­ბის­თ­ვის ბრძო­ლას კი­დევ უფ­რო დი­დი და­ძა­ბუ­ლო­ბა შე­აქვს ქა­ლაქ­ში. იქ, სა­დაც შიშს და­მო­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი გა­მო­ფენს წი­თელ დრო­შებს მტრის­თ­ვის თვა­ლის ასახ­ვე­ვად, ღირ­სე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე მდგო­მი ჰა­კი და უჯუ­ში უდი­დე­სი ტვირ­თის სა­ზი­და­ვად ემ­ზა­დე­ბი­ან. თით­ქოს, ვას­კა-პი­რა­ტის სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ უჯუ­ში პა­სი­უ­რი ხდე­ბა, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის ფა­რუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტია, რო­მე­ლიც უჯუშ­სა და კილ­გას შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს. რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი იდე­ე­ბით გა­ფე­ტი­შე­ბუ­ლი კილ­გა მო­ნურ ფსი­ქო­ლო­გი­ას ირ­ჩევს მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად – გა­მოს­ცა­დოს ერ­თ­გუ­ლი ძი­ძიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც უან­დერ­ძეს, რომ უჯუ­ში მი­სი მზეა და მის­თ­ვის სი­ცოცხ­ლის გა­წირ­ვაც რომ დას­ჭირ­დეს, უნ­და გა­წი­როს. ამ ან­დერ­ძის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ათა­ვი­სუფ­ლებს ჰა­კის კლა­სობ­რი­ვი მო­ნო­ბის­გან, თუმ­ცა კუზ­მას ჰგო­ნია, რომ და­ბა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის მკვიდ­რო­ბა ჰა­კის­თ­ვის მძი­მე ხვედ­რია, უჯუ­შის­თ­ვის, რო­გორც თა­ვა­დის­თ­ვის, თავს რომ გა­ა­წირ­ვი­ნებს. ჰა­კი ყვე­ლა­ფერს აკ­თებს უჯუ­შის ხსნის­თ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში­სა­ცე­მია მი­სი გულ­წ­რ­ფე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბის და­წე­რი­ლი თუ და­უ­წე­რე­ლი წე­სე­ბის მი­მართ, რო­დე­საც იტყ­ვის: „ჯერ არ ყო­ფი­ლა კა­ნო­ნი, ნამ­დ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვის სა­ნაც­ვ­ლოდ, უდა­ნა­შა­უ­ლო და­ე­სა­ჯათ“. იგი არ­წ­მუ­ნებს კილ­გას, რომ დამ­ნა­შა­ვე თვი­თონ არის, მე­ტიც, მატ­როს­საც კი და­ი­ტი­რებს, რად­გან ეს ის შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა „მი­ზა­ნი ამარ­თ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას“. კუზ­მას მი­სი თვალ­თ­მაქ­ცო­ბა არ გა­მოჰ­პარ­ვია. კუზ­მას­თ­ვის ახ­ლა გა­სა­გე­ბია, რომ ჰა­კის ყვე­ლა მცდე­ლო­ბა უჯუ­შის გა­და­სარ­ჩე­ნად კლა­სობ­რი­ვი მორ­ჩი­ლე­ბაა და არა გულ­წ­რ­ფე­ლი თავ­გან­წირ­ვა. მი­სი ეს წარ­მოდ­გე­ნაც ცხად­ყოფს, რამ­დე­ნად არის და­შო­რე­ბუ­ლი მი­სი სამ­ყა­რო მა­ღალ­ზ­ნე­ობ­რივ იდე­ა­ლებს. ფა­რუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტის სუ­ლის­ჩამ­დ­გ­მე­ლი კილ­გაა, რად­გან მის­თ­ვის, რო­გორც სის­ტე­მის სა­ხის­თ­ვის, შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არ აღ­მოჩ­ნ­და ჰა­კის პი­როვ­ნუ­ლი სამ­კა­უ­ლი – ერ­თ­გუ­ლე­ბა, რი­თაც აღე­მა­ტე­ბა სო­ხუ­მის მთელ მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და მთავ­რო­ბას. ხი­დი ჩა­ტე­ხი­ლი აღ­მოჩ­ნ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ემ­ხა-აძ­ბას წყვილ­თან. სის­ტე­მას სჭირ­დე­ბა ერ­თ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. აშ­კა­რაა კილ­გას ბრძო­ლა ჰა­კის­თ­ვის, მაგ­რამ თა­ვა­წე­უ­ლი ემ­ხა და უჯუშს შე­წი­რუ­ლი ჰა­კი ზნეს­რუ­ლი და სრულ­ქ­მ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. იქ, სა­დაც ყვე­ლამ გა­წი­რა უჯუ­ში, მათ შო­რის სა­კუ­თარ­მა დე­ი­დაშ­ვილ­მა თო­ხან მარ­შან­მაც კი, უჯუშს არ სწი­რავს ჰა­კი. უჯუ­შის და კილ­გას ფა­რუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტი სწო­რედ ჰა­კის და­სა­კუთ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამ ბრძო­ლა­ში ღირ­სე­ბა, ერ­თ­გუ­ლე­ბა და თავ­გან­წირ­ვა იმარ­ჯ­ვებს. კილ­გა ამ სიტყ­ვე­ბით: „ეს მო­ნა ადა­მი­ა­ნად მა­ინც არ გა­მოდ­გე­ბო­და“, ცალ­სა­ხად ავ­ლენს ბოლ­შე­ვი­კუ­რი ძა­ლის მის­წ­რა­ფე­ბებს, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბის­თ­ვის. უჯუ­ში კილ­გას­თ­ვის კლა­სობ­რი­ვი მტე­რი იყო, ჰა­კის კი ბო­ლომ­დე ვერ ჩას­წ­ვ­და. ამ ორ­თაბ­რ­ძო­ლა­ში, მარ­თა­ლია, კილ­გა და მი­სი მეზღ­ვა­უ­რე­ბი აგ­რ­ძე­ლე­ბენ სი­ცოცხ­ლეს, მაგ­რამ უჯუ­ში და ემ­ხა მა­ღალ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს შე­წი­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­მელ­თათ­ვი­საც კლა­სობ­რივ ეგო­იზ­მ­ზე მაღ­ლა ერ­თ­გუ­ლე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და ღირ­სე­ბა აღ­მოჩ­ნ­და. იქ, სა­დაც ზნე­ობ­რი­ვი გახ­რ­წ­ნი­ლე­ბის სუ­რა­თი ხე­ლის­გუ­ლი­ვით ჩანს, „შიშს და­მო­ნე­ბუ­ლი“ სა­ზო­გა­დო­ე­ბა კლა­სობ­რი­ვი მტრის წი­ნა­შე რო­გო­რი უძ­ლუ­რია,ზვა­რა­კის გზას ირ­ჩე­ვენ ძი­ძიშ­ვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას გრძნო­ბენ ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის წი­ნა­შე. „მო­ნო­ბა სუ­ლის სა­ჭუ­რი­სო­ბაა“ – ეს იცის ორი­ვე პერ­სო­ნაჟ­მა და თა­ვა­წე­ულ­ნი ხვდე­ბი­ან სიკ­ვ­დილს. სი­ცოცხ­ლე­შიც და სიკ­ვ­დილ­შიც ერ­თად არი­ან ჰა­კი და უჯუ­ში. კილ­გა მარ­ცხ­დე­ბა უჯუ­შის, რო­გორც ჰა­კის „ბა­ტო­ნის“ წი­ნა­შე, რად­გან ჰა­კიმ თა­ვა­დის მო­ნე­ბა, ანუ ერ­თ­გუ­ლი სამ­სა­ხუ­რი აირ­ჩია და არა მო­ნო­ბა, რა­საც ითხოვ­და მის­გან ბოც­მა­ნი კუზ­მა კილ­გა.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ