18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

სასწავლო წლის დასასრულს სკოლებში Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელმა იკლო

spot_img

2020-2021 სასწავლო წლის დასასრულს სკოლებში Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელმა კვლავ იკლო. ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის 0,2%-ს, ხოლო მოსწავლეთა 0.04%-ს დაუდასტურდა.

სასწავლო წლის ბოლო დღეებში სრულ დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 52 სკოლა და 139 ცალკეული კლასი. ამასთან, პირადი მოთხოვნის საფუძველზე, სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა 120 რისკის ჯგუფში მყოფი მასწავლებელი.

2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს მთავრდება. ბოლო კვირაში ვირუსის შემცირებული მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარე სასწავლო წელი სასკოლო საზოგადოებისთვის საკლასო ოთახებში სრულდება.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები