ინგა ქლიბაძე
„მომავლის სკოლის“ დაწყებითი საფეხურის პედაგოგი
მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში ახალი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდი – ჩემი სადამრიგებლო, პირველი კლასი, სრულად დაკომპლექტებული გახლდათ არაქართულენოვანი მოსწავლეებით.
მოგეხსენებათ, მაშინაც კი, როდესაც ქართულენოვან მოსწავლეებთან გვიწევს მუშაობა, არის შემთხვევები, როცა ბავშვებს უჭირთ სწრაფი და გამართული კითხვა, არ აქვთ საკმარისი ლექსიკური მარაგი, მათთვის სირთულეს წარმოადგენს წაკითხულის გააზრება და სხვა.
ზემოთ ხსენებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, მოსწავლეებთან შეთანხმებით, გადავწყვიტე შეგვექმნა ხმოვანი წიგნი, რომელიც დაგვეხმარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, შესწავლილი მასალის განმტკიცებასა და კითხვის პრობლემების დაძლევაში.
ასევე გავითვალისწინე მშობლების თხოვნა, რომ მათთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა ელექტრონული წიგნის ვიდეორგოლის სახით მიწოდება (ცნობისთვის – მშობლებიც ვერ ფლობენ ქართულ ენას) და, მათივე თქმით, ეს წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს. ამიტომ შევქმენით აღნიშნული წიგნის ვერსია ვიდეორგოლის სახით.
https://youtu.be/JYDUJ0HRfvw?si=OIaqktZDYcMQ7XKc
ამავდროულად, იმედს ვიტოვებთ, ქართული ენის ხმოვანი წიგნი სხვა ჩვენს თანატოლებსა თუ მომავალ პირველკლასელებსაც გაუწევს მეგზურობას ცოდნის სამყაროში.