მას შემდეგ, რაც მე-3 კლასის მოსწავლეებს გაუძნელდათ სიტყვის დამარცვლის დასწავლა, დავინტერესდი, ამ მხრივ როგორი მდგომარეობა იყო სხვა კლასებში, რომლებსაც ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას. მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირებისას მათი ნამუშევრების ფოკუსირებულად ამ კუთხითაც შემოწმებამ დამრთგუნა – ისინი ვერ ახერხებდნენ სიტყვების სტრიქონიდან სტრიქონზე სწორად გადატანას და გადაჰქონდათ სრულიად ქაოტურად, მე კი ეს პრობლემა გამომპარვოდა. პირველი ჩემი მოქმედება იყო ის, რომ ამ საკითხის შესწავლას დავუთმე დამატებითი საგაკვეთილო საათები (კვირაში, დამატებით, ერთი საათი, ერთი თვის განმავლობაში – სულ ოთხი საათი). მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, შემექმნა ისეთი სასწავლო რესურსი, რომელიც სწავლის ამა თუ იმ სტილის მქონე მოსწავლეებს გაუადვილებდა ან ხელს შეუწყობდა მაინც, შეესწავლათ სიტყვების დამარცვლა-გადატანის წესები და მისცემდა შესაძლებლობას, თავადვე შეეფასებინათ თავიანთი ცოდნა. მოკლედ, რესურსი, რომელსაც გიზიარებთ კოლეგებს, შექმნილია სწავლების პროცესზე დაკვირვებისა და მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირების საფუძველზე. მასში გათვალისწინებულია სწავლის სამივე სტილი: ვიზუალური (რესურსში საკვანძო საკითხები გამოყოფილია თვალსაჩინოდ); აუდისტური ანუ სმენითი (რესურსი გახმოვანებულია); კინესთეტიკური, ანუ სწავლა კეთებით (რესურსი წარმოდგენილია პაზლების სახითაც). ის მოსწავლეებს აძლევს თვითრეფლექსიის საშუალებას (ერთვის ქვიზი). გათვალისწინებულია, ასევე, მოსწავლეთა ასაკი (ფაზლები დააინტერესებთ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს) და დაცულია პრინციპი „მარტივიდან რთულისაკენ“ (სამი პაზლიდან ორი მარტივად ასაწყობია, მესამე კი – შედარებით რთულად).
ჩემი შეფასებით, წარმოდგენილი სასწავლო რესურსი სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებსა და მოსწავლეთა ფოკუსირებული (ასაკობრივი) ჯგუფის თავისებურებებს; ის შექმნილია ჩემ მიერ და არ წარმოადგენს პლაგიატს; რესურსის გამოყენების არეალს წარმოადგენს როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები და ქართული ენის მართლწერის საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი პირი. მისი მოდიფიცირება არ წარმოადგენს სირთულეს (გთავაზობთ მოდიფიცირებულ ვარიანტსაც).
♦ მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირება და ანალიზი:
♦ რესურსი:
https://drive.google.com/file/d/1BlPizBhB3QbTRvV4o_-pfd2tQCmw9g2x/view?usp=sharing
♦ მოდიფიცირებული:
https://docs.google.com/presentation/d/1F2IMvr_YfeHo9fuxT5wf1tSNqjD3dd0q/edit#slide=id.p10
♦ პაზლი:
- https://puzzel.org/en/jigsaw/play?p=-NqHJFLLRY0_Hfea4eUN
- https://puzzel.org/en/jigsaw/play?p=-NqICC95s5FuU2WfLc1o
- https://www.jigsawplanet.com/?rc=play&pid=2bce536a7a06
♦ ქვიზი:
ჩემთვის მნიშვნელოვანია გაზიარებული სასწავლო რესურსის კოლეგების მხრიდან შეფასება და მათი რეფლექსიური უკუკავშირი.