27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

სას­კო­ლო თე­ატ­რა­ლუ­რი და­სე­ბის რო­ლი მო­ზარ­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში

spot_img
ნა­ზი კო­ჩა­ლი­ძე
სსიპ ჯე­მალ ქა­თა­მა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ცი­ხის­ძი­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენა/ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

„თე­ატ­რი, ბევრს შემ­თხ­ვე­ვა­ში, მარ­ტო ხე­ლოვ­ნე­ბის მსა­ხუ­რი არ არის. ად­გი­ლი, დრო და გა­რე­მო­ე­ბა მას ზოგ­ჯერ სხვა სამ­სა­ხურ­საც კის­რად სდებს და ამ მხრით თე­ატ­რი და­უ­ფა­სე­ბე­ლი რამ არის და ჩვენ არ ვი­ცით სხვა მი­სებრ უება­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ეგ­რე გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლად, სას­წ­რა­ფოდ და პირ­და­პირ მოქ­მე­დებ­დეს ადა­მი­ა­ნის უკე­თეს­თა გრძნო­ბა­თა გა­მოფხიზ­ლე­ბა­სა და მოძ­რა­ო­ბა­ზედ.“

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე

21-ე სა­უ­კუ­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ურ ეპო­ქა­ში სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში დიდ გა­მოწ­ვე­ვად იქ­ცა მო­ზარ­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა. ფაქ­ტია, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა ისი­ნი და­ა­შო­რა წიგნს და, ზო­გა­დად, კლა­სი­კურ ხე­ლოვ­ნე­ბას: ლი­ტე­რა­ტუ­რას, თე­ატ­რ­სა და კი­ნოს. სწო­რედ ამ გა­მოწ­ვე­ვას პა­სუ­ხობს სა­უ­კე­თე­სოდ სკო­ლებ­ში საყ­მაწ­ვი­ლო-სას­კო­ლო და­სე­ბის არ­სე­ბო­ბა.

აგერ უკ­ვე სა­მი წე­ლია, რაც სკო­ლა­ში შექ­მ­ნი­ლი გვაქვს სას­კო­ლო-საყ­მაწ­ვი­ლო თე­ატ­რა­ლუ­რი და­სი „დვრი­ტა“, რო­მელ­მაც უკ­ვე ორი სპექ­ტაკ­ლი („ერ­თხელ სა­ლონ­ში“ და „მე ვხე­დავ მზეს“) დად­გა და ამ სპექ­ტაკ­ლე­ბით ორ­ჯერ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა საყ­მაწ­ვი­ლო-თე­ატ­რა­ლუ­რი და­სე­ბის ფეს­ტი­ვალ­ში „პირ­ვე­ლი ავ­ტოგ­რა­ფი“. უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ამ­გ­ვა­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბი დი­დი სტი­მუ­ლია, სა­შუ­ა­ლე­ბა და მო­ტი­ვა­ცია სას­კო­ლო-საყ­მაწ­ვი­ლო თე­ატ­რა­ლუ­რი და­სე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა/გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

სპექ­ტაკ­ლის მომ­ზა­დე­ბა­სა და სცე­ნა­ზე დად­გ­მას რომ ძა­ლი­ან დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა და დრო სჭირ­დე­ბა, ეს ყვე­ლამ იცის,  მაგ­რამ ეს და­ხარ­ჯუ­ლი დრო და ენერ­გია მო­ზარ­დებს უმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებს სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბას, სა­ინ­ტე­რე­სო­სა და მიმ­ზიდ­ველს ხდის სას­წავ­ლო პრო­ცესს, აძ­ლევს დიდ ცოდ­ნა/გა­მოც­დი­ლე­ბას, უვი­თა­რებს რო­გორც შე­მოქ­მე­დე­ბით, ისე კოგ­ნი­ტურ, სო­ცი­ა­ლურ და ემო­ცი­ურ უნა­რებს, უყა­ლი­ბებს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.

რო­ცა სპექ­ტაკ­ლ­ზე მუ­შა­ო­ბას ვიწყებთ, უპირ­ვე­ლე­სად, კო­ლე­გე­ბთან (ხა­თუ­ნა ღა­ღა­ნი­ძე; ლი­ლი დი­ა­სა­მი­ძე) ერ­თად ვარ­ჩევთ თე­მას, ნა­წარ­მო­ებს, მოს­წავ­ლე­ებს – რო­ლე­ბის­თ­ვის და ვა­ყა­ლი­ბებთ დასს. უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ყო­ველ ახალ სპექ­ტაკლზე მუშაობას და­სის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ვიწყებთ, რა­თა ყვე­ლა მსურ­ველ მოს­წავ­ლეს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, მი­ე­ცეს სპექ­ტაკ­ლ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და სცე­ნა­ზე დგო­მის სა­შუ­ა­ლე­ბა. თუ გა­სულ წელს დას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იყო მე­თერ­თ­მე­ტე კლა­სის ყვე­ლა მოს­წავ­ლე, წელს გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად სა­ბა­ზო/სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­ვარ­ჩი­ეთ.

და­სის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბის შემ­დეგ,  წევ­რე­ბი იწყე­ბენ ლი­ტე­რა­ტუ­რის და­მუ­შა­ვე­ბას, თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას, სცე­ნა­რის წე­რას. სცე­ნა­რის წე­რი­სას, და­ვა­ლე­ბებს ეპი­ზო­დე­ბის მი­ხედ­ვით ვუ­ნა­წი­ლებთ და მე­რე ვა­ერ­თი­ა­ნებთ. სცე­ნარ­ზე მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­სის წევ­რე­ბი იმ ფილ­მებ­სა და სპექ­ტაკ­ლებს უყუ­რე­ბენ, რომ­ლე­ბიც ამ ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვი­თაა შექ­მ­ნი­ლი ან ამ ნა­წარ­მო­ე­ბის თე­მას უკავ­შირ­დე­ბა. და­სი, პე­რი­ო­დუ­ლად, იკ­რი­ბე­ბა და  ერ­თ­მა­ნეთს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს უზი­ა­რებს.

სპექ­ტაკ­ლ­ზე მუ­შა­ო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბელ აქ­ტი­ვო­ბად, გეგ­მა­ში, მი­თი­თე­ბუ­ლი გვაქვს თე­ატ­რ­ში ვი­ზი­ტი და სპექ­ტაკ­ლებ­ზე დას­წ­რე­ბა, რა­თა და­სის წევ­რებ­მა უფ­რო ახ­ლოს გა­იც­ნონ თე­ატ­რის გა­რე­მო და სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბა. ამი­ტო­მაც, აგერ უკ­ვე ორი წე­ლია, ჩვე­ნი და­სი აქ­ტი­უ­რად სტუმ­რობს ქა­ლაქ ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლებს („ჰე­ლა­დოს“, „ბო­ლო გა­ჩე­რე­ბა“, „თო­ლია“). ეს დი­დად ეხ­მა­რე­ბათ სპექ­ტაკ­ლ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას რო­გორც სა­მა­გი­დო, ისე სას­ცე­ნო რე­პე­ტი­ცი­ე­ბის პრო­ცეს­ში. სას­ცე­ნო რე­პე­ტი­ცი­ებ­თან ერ­თად, და­სი მუ­შა­ობს რო­გორც კოს­ტი­უ­მე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე, ისე სას­ცე­ნო ეს­კი­ზებ­ზე, ბუ­ტა­ფო­რი­ა­ზე. ამ­ზა­დე­ბენ აფი­შას და მო­საწ­ვევ ბა­რა­თებს.

სას­კო­ლო და­სის არ­სე­ბო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია სკო­ლის დი­რექ­ცი­ის რო­გორც მო­რა­ლუ­რი, ისე ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა. ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რომ არა სკო­ლის დი­რექ­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა, ასე ნა­ყო­ფი­ე­რად ვერ ვი­მუ­შა­ვებ­დით და ასეთ შე­დეგს ვერ მი­ვაღ­წევ­დით. სწო­რედ დი­რექ­ცი­ის (დი­რექ­ტო­რი – რა­მინ ხი­ნი­კა­ძე) ინი­ცი­ა­ტი­ვით, სას­ცე­ნო რე­პე­ტი­ცი­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, მო­ხერ­ხ­და დას­ში ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტის, ჩვე­ნი სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის, და­ვით მამ­რი­ქიშ­ვი­ლის მოწ­ვე­ვა, რა­მაც დი­დად გა­ნა­პი­რო­ბა სპექ­ტაკ­ლის წარ­მა­ტე­ბა – ახალ­გაზ­რ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მხარ­და­ჭე­რამ დი­დი მო­ტი­ვა­ცია, ნდო­ბა და სტი­მუ­ლი მის­ცა მოს­წავ­ლე­ებს. რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, სპექ­ტაკ­ლი მა­ყუ­რე­ბელ­მა დი­დი აღ­ტა­ცე­ბით მი­ი­ღო, რად­გან მარ­თ­ლაც სა­ოც­რად მო­ირ­გეს რო­ლე­ბი და ხა­რის­ხი­ა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­დუქ­ტი შექ­მ­ნეს.

ნე­ბის­მი­ერ სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბას თა­ვი­სი მიზ­ნე­ბი და შე­დე­გე­ბი აქვს. შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნ­დეს კითხ­ვა: კონ­კ­რე­ტუ­ლად, რა შე­დეგს იძ­ლე­ვა მო­ზარ­დის­თ­ვის სას­კო­ლო-საყ­მაწ­ვი­ლო და­სის სპექ­ტაკ­ლ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა? პა­სუ­ხი აშ­კა­რაა: მოს­წავ­ლე გა­აზ­რე­ბუ­ლად კითხუ­ლობს ლი­ტე­რა­ტუ­რას, ეძებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, წერს სცე­ნარს, უყუ­რებს ქარ­თულ მხატ­ვ­რულ ფილ­მებ­სა და  სპეკ­ტაკ­ლებს, უზი­ა­რებს თა­ნა­ტო­ლებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, სტუმ­რობს თე­ატრს, ეს­წ­რე­ბა სპექ­ტაკ­ლებს და აკ­ვირ­დე­ბა სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბას, მო­ნა­წი­ლე­ობს კოს­ტი­უ­მე­ბის შერ­ჩე­ვა­სა და სას­ცე­ნო ეს­კი­ზე­ბის შექ­მ­ნა­ში, ქმნის პერ­სო­ნაჟს, როლს და… მთა­ვა­რი: უვი­თარ­დე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბა, უყა­ლიბ­დე­ბა ეს­თე­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბა და ღი­რე­ბუ­ლე­ბა, უჩ­ნ­დე­ბა თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა და ეზ­რ­დე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მი­მართ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­ში, რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი მსა­ხი­ო­ბის ამ­პ­ლუ­ა­შიც ვი­ხი­ლოთ, მაგ­რამ ერ­თი რამ უდა­ვოა – თე­ატ­რა­ლუ­რი და­სის წევ­რე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ისე ძლი­ე­რად შე­იჭ­რა თე­ატ­რი, რომ მო­მა­ვალ­ში ისი­ნი აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბი­ან თე­ატ­რის გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მა­ყუ­რებ­ლე­ბი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები