2025 წლის აპრილში, ბათუმში, სკოლა „ევრო 2000“-ში, უნდა ჩატარებულიყო არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და მოსწავლეთა კონფერენცია, თემაზე – „ქართული მარტო ენაა?! ქართული ქართველთ რწმენაა! ღმერთია! ბედისწერაა! ზღვა როა – იმოდენაა!“. ამავე სკოლის მოსწავლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო კონფერენცია გადაიდო. მონაწილეებმა საკონფერენციოდ მომზადებული თემების პრეზენტაცია თავიანთ სკოლებში გამართეს. გთავაზობთ ახალქალაქის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეების – კარინა მოვსესიანის, კარინე კარაგულიანის, არეგნაზ უნანიანის, მარინა პოლორჩიანის – მიერ მომზადებული საკონფერენციო თემის – „ქართული ენის ეტიმოლოგია“ პრეზენტაციას, პედაგოგი – ეკა თათეშვილი.