31 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

საზაფხულო სკოლა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის

spot_imgspot_img

ქუთაისში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, 31 ივლისის ჩათვლით, საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტში ჩართულია ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლა, რომელიც წარმოადგენს რესურს სკოლას და სპეციალიზებულ მომსახურებას უწევს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებს.

სასწავლო წლის მანძილზე აკადემიური, ფუნქციური და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგების განმტკიცების მიზნით, 2025 წლის 16 ივნისიდან, აღნიშნულ სკოლაში მიმდინარეობს ახალი პროექტი – საზაფხულო სკოლა, რომელიც დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით. მათ შორისაა:

  • ქართული ხალხური ცეკვის საათი;
  • გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო;
  • ფილმის საათი;
  • ფლორისტიკა – „ყვავილების ენა“;
  • ფსიქოლოგის საათი.

საზაფხულო სკოლაში ჩართულები არიან მომავალი პირველკლასელებიც.

ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ეწვია, საზაფხულო სკოლის მონაწილეებსა და მასწავლებლებს შეხვდა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურას გაეცნო.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით მომსახურებას უზრუნველყოფს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლა, სასწავლო წლის განმავლობაში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს, დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, დამატებით მხარდაჭერას სთავაზობს როგორც აკადემიური, ასევე ყოველდღიური, ყოფითი უნარების განვითარების მიმართულებით. ის მოსწავლეები, რომელთა ბიოლოგიური ოჯახები არ ცხოვრობენ ქუთაისში, დამატებით უზრუნველყოფილნი არიან სრული სადღეღამისო მომსახურებით.

სკოლაში სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის, სახელმწიფო ენასთან ერთად, ისწავლება ჟესტური ენა, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი საკომუნიკაციო საშუალებაა სმენის არმქონე პირებისთვის.

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება