ზაზა შულაია
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ვფიქრობ, ყველას კარგად გვაქვს გააზრებული განათლების ინკლუზიურობის აუცილებლობა და მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო რესურსის მრავალფეროვანი ფორმით მიწოდების მნიშვნელობაცა და ეფექტურობაც. გიზიარებთ საგანმანათლებლო რესურსებს – ფაზლის საშუალებითა და ფერების გამოყენებით მოსწავლეს გადავცემთ თეორიულ ცოდნას ქართული ენის გრამატიკის ზოგიერთ საკითხზე:
საკუთარი პრაქტიკის გათვალისწინებით, დაბეჯითებით შემიძლია იმის თქმა, რომ ინფორმაციის ამგვარი ფორმით მიწოდება მოსწავლეს უფრო აქტიურად ჩართულს ხდის საგაკვეთილო პროცესში და უადვილებს მას მიღებული ინფორმაციის გააზრებას. აქვე იმასაც დავძენ, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგების მხრიდან უკუკავშირი და გულწრფელი შეფასება/რჩევა.