19 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

საგანმანათლებლო პლატფორმა

spot_imgspot_img
იამ­ზე მსხვი­ლი­ძე
დი­ლის­კის №1 სა­ჯარ სკო­ლის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ყო­ვე­ლი გა­მოწ­ვე­ვა შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბად – გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც გჯე­რა შე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის, მა­თი შე­უზღუ­და­ვი პო­ტენ­ცი­ა­ლის და სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი მი­სი­ის. სწო­რედ ეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და­ამ­ტ­კი­ცა იმ მოვ­ლე­ნამ, რაც ამ გა­ზაფხულ­ზე დი­ლის­კის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მოხ­და. ეს არ არის უბ­რა­ლოდ ამ­ბა­ვი გა­უქ­მე­ბუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ; ეს არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სოფ­ლის სკო­ლამ, დი­დი მონ­დო­მე­ბი­თა და კრე­ა­ტი­უ­ლო­ბით, შექ­მ­ნას სა­კუ­თა­რი, გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე, რაც ჩვენ­მა ლი­დე­რო­ბამ eTwinning პრო­ექ­ტებ­ში, რო­გორც არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან­მა სკო­ლამ, არა­ერ­თხელ და­ა­დას­ტუ­რა.

ჩვე­ნი სკო­ლის გუნ­დი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი, დი­დი მო­ტი­ვა­ცი­ით ვემ­ზა­დე­ბო­დით ბა­თუ­მის კონ­ფე­რენ­ცი­ის­თ­ვის. ეს უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ის დი­დი პლატ­ფორ­მა, სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მო­დათ, ჩა­კე­ტი­ლი ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი სივ­რ­ცი­დან ახალ სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რის, სა­დაც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნობ­დ­ნენ სა­კუ­თარ ინი­ცი­ა­ტი­ვებს, კვლე­ვებს და პრო­ექ­ტე­ბის შთამ­ბეჭ­დავ შე­დე­გებს. კონ­ფე­რენ­ცი­ის­თ­ვის შერ­ჩე­უ­ლი იყო ისე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად ასა­ხავ­და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტენ­დენ­ცი­ებს, ხაზს უს­ვამ­და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­სა და ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი დი­ა­ლო­გის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. მოს­წავ­ლე­ე­ბი, დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­უ­ღა­ლა­ვად მუ­შა­ობ­დ­ნენ, იკ­ვ­ლევ­დ­ნენ, ქმნიდ­ნენ ციფ­რულ პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­სა და ინ­ტე­რაქ­ტი­ულ მა­სა­ლებს. მა­თი თვა­ლე­ბი იმე­დი­თა და მო­ლო­დი­ნით სავ­სე იყო, თუმ­ცა, რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე ცხოვ­რე­ბა­ში, გეგ­მე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­იც­ვა­ლა, სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტის გა­მო, ბა­თუ­მის კონ­ფე­რენ­ცია გა­და­ი­დო…

 

ეს ფაქ­ტი რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის დე­მო­ტი­ვა­ცი­ის, იმედ­გაც­რუ­ე­ბი­სა და ხე­ლის ჩაქ­ნე­ვის მი­ზე­ზი არ გამ­ხ­და­რი­ყო, ჩვენ, ჯა­ვა­ხე­თის რამ­დე­ნი­მე სკო­ლამ, რომ­ლე­ბიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით ბა­თუ­მის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, ერ­თი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზა ავირ­ჩი­ეთ. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, იმა­ვე თე­მე­ბით, იმა­ვე შე­მარ­თე­ბი­თა და ენ­თუ­ზი­აზ­მით, მე­ზო­ბელ სკო­ლა­ში, სო­ფელ კარ­ტი­კამ­ში ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა კონ­ფე­რენ­ცია. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა, თა­ვი­სი იდე­ით, ინო­ვა­ცი­უ­რი ფორ­მა­ტი­თა და შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გით, ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მა­ტე­ბის ნამ­დ­ვილ მა­გა­ლი­თად იქ­ცა.

რა იყო კონ­ფე­რენ­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი?

კონ­ფე­რენ­ცი­ის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი იყო ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის სრუ­ლად წარ­მო­ჩე­ნა და გან­ვი­თა­რე­ბა. ჩვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ მათ გა­ეღ­რ­მა­ვე­ბი­ნათ სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლის, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რე­ბი, რაც დღე­ვან­დელ სწრა­ფად ცვა­ლე­ბად სამ­ყა­რო­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბია.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი თე­მე­ბი – ინო­ვა­ცი­ი­დან ტრა­დი­ცი­ამ­დე

მარ­თ­ლაც შთამ­ბეჭ­და­ვი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი თე­მე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რაც ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის ფარ­თო ინ­ტე­რე­სებ­სა და სიღ­რ­მი­სე­ულ კვლე­ვებ­ზე მეტყ­ვე­ლებს, მე მხო­ლოდ ჩვე­ნი სკო­ლის, დი­ლის­კის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მოდ­გე­ნილ თე­მებ­ზე ვი­სა­უბ­რებ.

⇒ „ციფ­რუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში – eTwinning-ის გა­მოც­დი­ლე­ბა და გა­მოწ­ვე­ვე­ბი“ (წა­რად­გი­ნა იამ­ზე მსხვი­ლი­ძემ – კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბელ­მა) – ამ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ში გან­ხი­ლუ­ლი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში (გან­სა­კუთ­რე­ბით eTwinning-ში) მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, ციფ­რუ­ლი ხელ­საწყო­ე­ბის ეფექ­ტუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში, წარ­მა­ტე­ბე­ბი, სირ­თუ­ლე­ე­ბი და მა­თი გა­დაჭ­რის გზე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მო ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სწავ­ლე­ბას, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კრე­ა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. ეს იყო ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ შე­უძ­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ას გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს სწავ­ლის ხა­რის­ხი და მოს­წავ­ლე­ებს კულ­ტუ­რა­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სიმ­დიდ­რე და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და­ა­ნა­ხოს.

⇒ „eTwinning სამ­ყა­რო­ში ჩვე­ნი ციფ­რუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა“ (არეგ­ნაზ აღა­ბა­ბი­ა­ნი – მე-10 კლა­სი) – არეგ­ნაზ­მა წარ­მო­ად­გი­ნა ის ციფ­რუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და ინო­ვა­ცი­უ­რი მა­სა­ლა, რაც eTwinning პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გ­ლებ­ში შე­იქ­მ­ნა. ეს იყო ვი­დე­ო­ე­ბი, კო­მიქ­სე­ბი, პლა­კა­ტე­ბი და ინ­ტერ­ნეტ­პ­ლატ­ფორ­მებ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ნათ­ლად აჩ­ვე­ნებ­და მოს­წავ­ლე­თა ტექ­ნო­ლო­გი­ურ ნიჭ­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბას. მან წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ხა­ტა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ტექ­ნო­ლო­გია გახ­დეს შე­მოქ­მე­დე­ბის და იდე­ე­ბის გა­სა­ღე­ბი.

⇒ „ტრა­დი­ცი­ე­ბი დრო­ის სარ­კე­ში: სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი“ (აზ­ნივ კრჯა­ცი­ა­ნი – მე-10 კლა­სი) – ამ თე­მამ დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, რად­გან შე­ე­ხო ქარ­თულ-სომ­ხუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის როლს დღე­ვან­დელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. აზ­ნივ­მა სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­ა­ა­ნა­ლი­ზა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თა­ო­ბებ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ფეს­ვე­ბი და ამავ­დ­რო­უ­ლად, თა­ნა­მედ­რო­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან შეძ­ლონ ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნაცხოვ­რე­ბა. ეს იყო დი­ა­ლო­გი წარ­სულ­სა და აწ­მ­ყოს შო­რის, რო­მე­ლიც გვა­ფიქ­რებს მო­მა­ვალ­ზე.

⇒ „დრო­ის კვალ­დაკ­ვალ: ქარ­თულ-სომ­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გზაჯ­ვა­რე­დი­ნი“ (მი­ლე­ნა მო­სო­ი­ა­ნი და სო­ნია გო­გო­რი­ა­ნი – მე-10 კლა­სი) – მი­ლე­ნამ და სო­ნი­ამ, კვლე­ვი­თი ხა­სი­ა­თის პრე­ზენ­ტა­ცი­ით, წარ­მო­ა­ჩი­ნეს ის­ტო­რი­უ­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კავ­ში­რე­ბი ორ მე­ზო­ბელ ერს შო­რის. მა­თი ნაშ­რო­მი გა­მო­ირ­ჩე­ო­და სიღ­რ­მი­სე­უ­ლო­ბით, პა­ტი­ვის­ცე­მით და სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გზე­ბის გან­საზღ­ვ­რით. ეს იყო ხი­დი, რო­მე­ლიც ორი ერის მე­გობ­რო­ბას კი­დევ უფ­რო აძ­ლი­ე­რებს.

კონ­ფე­რენ­ცი­ამ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა, გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნათ ისე­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი უნა­რე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა:

⇒ სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლის უნა­რი: თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი.

⇒ გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა: ეფექ­ტუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სა­ერ­თო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.

⇒ კვლე­ვი­სა და ანა­ლი­ზის უნა­რი: ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა.

⇒ ციფ­რუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მ­ნა: ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიზ­ნე­ბის­თ­ვის.

⇒ კულ­ტუ­რუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტი და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა: გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის გა­გე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა.

⇒ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მოვ­ლე­ნა: აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა და სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ეს კონ­ფე­რენ­ცია არ ყო­ფი­ლა მხო­ლოდ სკო­ლის ში­და ღო­ნის­ძი­ე­ბა – ის იყო გულ­წ­რ­ფე­ლი პა­სუ­ხი იმ კითხ­ვა­ზე, შეძ­ლებს თუ არა სოფ­ლის სკო­ლა, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, და­მო­უ­კი­დებ­ლად, ხა­რის­ხი­ა­ნი და ინო­ვა­ცი­უ­რი სივ­რ­ცე­ე­ბის შექ­მ­ნას. პა­სუ­ხი ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია – დი­ახ, შეძ­ლებს, რო­ცა ასე­თი ნი­ჭი­ე­რი და მონ­დო­მე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჰყავს, რომ­ლე­ბიც ერ­თად იზი­ა­რე­ბენ თი­თო­ე­ულ წარ­მა­ტე­ბას და გა­მოწ­ვე­ვას.

ეს კონ­ფე­რენ­ცია არ იყო ბა­თუ­მის ­კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­ც­ვ­ლე­ლი, იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ შე­მოქ­მე­დე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა და წინ­ს­ვ­ლა არას­დ­როს ჩერ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად გა­რე გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა. დი­ლის­კის №1 სა­ჯა­რო სკო­ლამ კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვიმ­ტ­კი­ცა, რომ ნამ­დ­ვი­ლი გა­ნათ­ლე­ბა მხო­ლოდ კედ­ლებ­ში არ არის მოქ­ცე­უ­ლი – ის ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლებ­ში და მათ მი­ერ შექ­მ­ნილ შთამ­ბეჭ­დავ პრო­ექ­ტებ­ში ცოცხ­ლობს.

eTwinning-ის მეშ­ვე­ო­ბით, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის თა­ნა­ტო­ლებ­თან, რაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, შე­ის­წავ­ლონ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი და გა­ნი­ვი­თა­რონ გლო­ბა­ლუ­რი კულ­ტუ­რე­ბის უფ­რო ღრმა გა­გე­ბა. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა არა მხო­ლოდ აფარ­თო­ებს მათ ჰო­რი­ზონტს, არა­მედ აძ­ლი­ე­რებს მათ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნარს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბას ჯერ ქარ­თუ­ლად ვამ­ზა­დებთ, მე­რე ვთარ­გ­მ­ნით ინ­გ­ლი­სუ­რად. რაც შე­ე­ხე­ბა ესე­ე­ბის წე­რას, ხში­რად, მხატ­ვ­რუ­ლად რომ გა­მოთ­ქ­ვან სათ­ქ­მე­ლი, სომ­ხურ ენა­საც იყე­ნე­ბენ, მე­რე ერ­თად ვცდი­ლობთ, შე­სა­ფე­რი­სი სიტყ­ვათ­შე­თან­ხ­მე­ბა მო­ვუ­ძებ­ნოთ ქარ­თულ­ში და ერ­თობ­ლი­ვად სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რე­ბი შევ­ქ­მე­ნით. ჩე­მი სო­მე­ხი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ღი­რე­ბუ­ლია, რად­გან ის აძ­ლი­ე­რებს მათ ენობ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და ენის შეს­წავ­ლა უფ­რო მარ­ტი­ვი ხდე­ბა მათ­თ­ვის.

გთა­ვა­ზობთ eTwinning-ის ფარ­გ­ლებ­ში მოს­წავ­ლის მი­ერ შექ­მ­ნილ ერთ-ერთ ტექსტს, და­ვა­ლე­ბა – „გა­ა­ცოცხ­ლე უცხო ქვეყ­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი შენს მშობ­ლი­ურ გა­რე­მო­ში“.

 

ჯა­ნი­კას მოგ­ზა­უ­რო­ბა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში

იანი­კას პერ­სო­ნა­ჟის შე­ჯა­მე­ბა (ხორ­ვა­ტი­ე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი)

იანი­კა მშვი­დი, თავ­გან­წი­რუ­ლი ქა­ლია, რომ­ლის სი­კე­თეც ხში­რად უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია. ის გა­ჭირ­ვე­ბას მად­ლით იტანს, არას­დ­როს წუ­წუ­ნებს, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც მი­სი გულ­გ­რი­ლი ქმა­რი უგუ­ლე­ბელ­ყოფს მის ტან­ჯ­ვას. სა­ბო­ლო­ოდ, ის ავად ხდე­ბა და კვდე­ბა, მაგ­რამ ქმა­რი ძა­ლი­ან გვი­ან აც­ნო­ბი­ე­რებს მი­სი ერ­თ­გუ­ლე­ბის სიღ­რ­მეს. არ­ყის ხე (ბრე­ზა), ნა­ზი, მაგ­რამ გამ­ძ­ლე, სიმ­ბო­ლუ­რად გა­მო­ხა­ტავს მის ყოფ­ნას — ცხოვ­რე­ბა­ში შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი, სიკ­ვ­დილ­ში ღრმად გლო­ვო­ბი­ლი.

ანო­ტა­ცია:

პერ­სო­ნა­ჟის ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ხე­ლი იანი­ცაა (Janica).

ჯა­ნი­კა (იანი­ცა-Janica) – ხორ­ვა­ტი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე პერ­სო­ნა­ჟი – სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, კერ­ძოდ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში მოგ­ზა­უ­რობს. ეს მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი, ის­ტო­რი­უ­ლი და კულ­ტუ­რით სავ­სე კუთხე ჯა­ნი­კა­ზე და­უ­ვიწყარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს. მი­სი მოგ­ზა­უ­რო­ბა არა მხო­ლოდ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი, არა­მედ სუ­ლი­ე­რი გზა­ცაა – გზავ­ნი­ლი მე­გობ­რო­ბის, კულ­ტუ­რა­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბი­სა და ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

ჯა­ნი­კას მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ულა­მა­ზეს კუთხე­ში – სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში

ჯა­ნი­კა ხორ­ვა­ტი­ი­დან ჩა­მო­ვი­და ახალ­ცი­ხე­ში – სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გულ­ში, ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­ი­თა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კულ­ტუ­რით სუნ­თ­ქავს. ქა­ლა­ქი, სა­დაც ქა­რებ­საც კი ლე­გენ­დე­ბის სურ­ნე­ლი დაჰ­ყ­ვე­ბა, სტუმ­რებს გულ­წ­რ­ფე­ლი სით­ბო­თი ეგე­ბე­ბი­ან. რო­გორც კი ავ­ტო­ბუ­სი­დან ჩა­მო­ვი­და და თვა­ლი ცი­ხე-სი­მაგ­რის ძველ კედ­ლებს მო­ავ­ლო, იმ წამ­ს­ვე იგ­რ­ძ­ნო, აქ ყოფ­ნას რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლა ჰქონ­და. ამ შეგ­რ­ძ­ნე­ბას კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი შეს­ძი­ნა ად­გი­ლობ­რივ­მა სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბამ. ახალ­ცი­ხე­ში სტუ­მარს ყო­ველ­თ­ვის გულ­ღია, თბი­ლი ღი­მი­ლი­თა და პა­ტი­ვით ხვდე­ბი­ან, ეს ხალ­ხის ძარ­ღ­ვებ­ში გამ­ჯ­და­რი ტრა­დი­ციაა.

ჯა­ნი­კა ბე­ქა­უ­რე­ბის ოჯახ­ში უნ­და და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი­ყო – ქარ­თულ ოჯახ­ში, რომ­ლის ზღურ­ბ­ლ­თა­ნაც მომ­ღი­მა­რი მას­პინ­ძე­ლი მა­რი­ნა შე­ე­გე­ბა. მის­მა მზრუნ­ველ­მა თვა­ლებ­მა, გუ­ლით ნათ­ქ­ვამ­მა მი­სალ­მე­ბამ და ჩა­ხუ­ტე­ბამ მყის­ვე გა­ალ­ღ­ვო ჯა­ნი­კას უცხო­ო­ბის გან­ც­და, თით­ქოს დი­დი ხნის უნა­ხავ მე­გო­ბარ­თან დაბ­რუნ­და.

მა­რი­ნა: კე­თი­ლი იყოს შე­ნი მობ­რ­ძა­ნე­ბა ჩვენს სახ­ლ­ში, ჯა­ნი­კა!

ჩვენ­თ­ვის სტუ­მა­რი ღმერ­თის სა­ჩუ­ქა­რია. რო­ცა ვინ­მე ჩვენს ზღურბლს გა­და­ა­ბი­ჯებს, ის უკ­ვე ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რია.

ჯა­ნი­კა: ეს ძა­ლი­ან მშვე­ნი­ე­რი ტრა­დი­ციაა.

მა­რი­ნამ ჯა­ნი­კა სახ­ლ­ში შე­ი­პა­ტი­ჟა, რომ­ლის აივ­ნი­დან სამ­ცხის მთე­ბის სი­ლა­მა­ზე მო­ჩან­და – აქ დი­ლაც კი სხვა­ნა­ი­რად თენ­დე­ბო­და: მზის სხი­ვე­ბი კედ­ლებ­ზე ფრთხი­ლად ეშ­ვე­ბოდ­ნენ და სივ­რ­ცეს სიმ­შ­ვი­დით ავ­სებ­დ­ნენ. ბე­ქა­უ­რე­ბის ოჯა­ხი უბ­რა­ლო­ე­ბი­თა და სით­ბო­თი გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ეს ჯა­ნი­კამ, სახ­ლ­ში შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე, იგ­რ­ძ­ნო.

სუფ­რა­ზე ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის სურ­ნე­ლი იდ­გა – ხა­ჭა­პუ­რი, ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ცი­ვი, შო­თი, მწვა­დი და ად­გი­ლობ­რი­ვი ღვი­ნო სტუ­მარს ელო­დე­ბო­და. ბუ­ხა­რი თბი­ლად გიზ­გი­ზებ­და, და ოთა­ხი სით­ბო­თი და მყუდ­რო­ე­ბით იყო სავ­სე. მა­რი­ნა ჯა­ნი­კას ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებ­ზე, სუფ­რის წე­სებ­სა და ტრა­დი­ცი­ებ­ზე ესა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც თა­ო­ბებს გა­და­ე­ცე­მო­და.

სა­ღა­მო მშვი­დად მო­ე­ფი­ნა ქა­ლაქს. აივ­ნი­დან ძვე­ლი ცი­ხე გა­ნა­თე­ბუ­ლი იყო და თით­ქოს ჯა­ნი­კას თვალს უკ­რავ­და, რო­გორც მი­სა­სალ­მე­ბე­ლი შუ­ქი, რო­მე­ლიც ახალ მე­გობ­რო­ბა­სა და თავ­გა­და­სავ­ლებს ჰპირ­დე­ბო­და.

იმ ღა­მით, რო­ცა ჯა­ნი­კა სა­წოლ­ში დაწ­ვა, ფიქ­რე­ბი იმ დღე­ზე უაზ­როდ კი არ იფან­ტე­ბო­და, არა­მედ რბი­ლად ეწყო­ბო­და გო­ნე­ბა­ში. მან იგ­რ­ძ­ნო: ახალ­ცი­ხე მის­თ­ვის უბ­რა­ლო ქა­ლა­ქი აღარ იყო – ეს იყო ად­გი­ლი, სა­დაც გულს უთ­ბობ­დ­ნენ, სიტყ­ვებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და და მზე ყო­ველ­დღე ახა­ლი ემო­ცი­ე­ბით ამო­დი­ო­და. ბე­ქა­უ­რე­ბის ოჯახ­ში ჯა­ნი­კამ მა­ლე­ვე იგ­რ­ძ­ნო, რომ აქ სით­ბო და ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბა სუ­ფევ­და. ერ­თხელ სა­უ­ბა­რი ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე წა­რი­მარ­თა.

მა­რი­ნა: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ოჯა­ხი ყვე­ლა­ფე­რია. ჩვენ ერ­თ­მა­ნე­თის გვერ­დით ვდგა­ვართ, ვზრუ­ნავთ, ვეხ­მა­რე­ბით, ერ­თად ვცხოვ­რობთ და ვზე­ი­მობთ.

ჯა­ნი­კა: ეს ძა­ლი­ან ჰგავს იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რაც ჩემს სამ­შობ­ლო­შია, მაგ­რამ ზოგ­ჯერ, რო­ცა ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში იკარ­გე­ბა, ვერ ამ­ჩ­ნევს იმ სიყ­ვა­რულს, რაც გარ­შე­მო აქვს.

ჯა­ნი­კა სა­კუ­თარ ოჯახ­ზე და­ფიქ­რ­და. ყო­ველ­თ­ვის აკ­ლ­და მე­უღ­ლის­გან ყუ­რადღე­ბა, თით­ქოც ცხოვ­რე­ბის რთულ­მა პე­რი­ოდ­მა ისი­ნი გა­ა­უცხო­ვა, ერ­თ­მა­ნე­თის აღარ ეს­მო­დათ, მაგ­რამ ახ­ლა, აქ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მან უფ­რო მკა­ფი­ოდ და­ი­ნა­ხა, რა იყო ნამ­დ­ვი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

სა­უ­ბა­რი უფ­რო ფარ­თოდ გაგ­რ­ძელ­და, მათ შო­რის ეთ­ნი­კურ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე და ქარ­თულ-სომ­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. ახალ­ცი­ხე მრა­ვა­ლი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის სამ­შობ­ლოა, და ეს ჯა­ნი­კას­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და.

ჯა­ნი­კა: მე ბევრი მსმე­ნია სო­მე­ხი და ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის მე­გობ­რო­ბა­ზე. რო­გო­რია მა­თი ურ­თი­ერ­თო­ბა დღეს?

მა­რი­ნა: ჩვენს რე­გი­ონ­ში ქარ­თ­ვე­ლე­ბი და სომ­ხე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ცხოვ­რო­ბენ, ერ­თ­მა­ნეთს ტრა­დი­ცი­ებს უზი­ა­რე­ბენ და ერ­თ­მა­ნე­თის კულ­ტუ­რას პა­ტივს სცე­მენ. სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბი, ქარ­თუ­ლი სამ­ლოც­ვე­ლო­ე­ბი – ეს ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დიგ­ვერდ დგას.

ჯა­ნი­კა: ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვია. ჩემ­თ­ვის ეს მოგ­ზა­უ­რო­ბა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, არა­მედ ამ კუთხის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის გა­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა.

სა­ღა­მოს ჯა­ნი­კა მა­რი­ნას ეზო­ში ჩა­მოჯ­და, სა­დაც ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი ანა­თებ­დ­ნენ ახალ­ცი­ხის ცას. მან იგ­რ­ძ­ნო, რომ ეს ქა­ლა­ქი, თა­ვი­სი ის­ტო­რი­ით, კულ­ტუ­რი­თა და ადა­მი­ა­ნე­ბით, მას სულ უფ­რო მე­ტად იზი­დავ­და. „იქ­ნებ ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც მე უნ­და დავ­რ­ჩე? ან იქ­ნებ აქ ნას­წავლ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გაკ­ვე­თი­ლებს ჩემს სამ­შობ­ლო­ში წა­ვი­ღებ?“ – გა­ი­ფიქ­რა ჯა­ნი­კამ ღი­მი­ლით და ბე­ქა­უ­რე­ბის მყუდ­რო სახლს გა­ხე­და.

მე­ო­რე დღეს ჯა­ნი­კა ჯა­ვა­ხეთ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ სო­მეხ ოჯახს შეხ­ვ­და. სო­ფელ­ში მის­ვ­ლის­თა­ნა­ვე, მას­პინ­ძ­ლებ­მა გულ­თ­ბი­ლად მი­ი­ღეს, სომ­ხუ­რი ქა­დით და ტოლ­მით გა­უ­მას­პინ­ძ­ლ­დ­ნენ.

ანა: კე­თი­ლი იყოს შე­ნი მობ­რ­ძა­ნე­ბა ჩვენს სო­ფელ­ში, ჯა­ნი­კა! ჩვენ ძა­ლი­ან გვი­ხა­რია შე­ნი სტუმ­რო­ბა.

ჯა­ნი­კა: მად­ლო­ბა, ანა! აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან ლა­მა­ზია. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა თქვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბა.

ანა: ქარ­თ­ვე­ლე­ბი და სომ­ხე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვცხოვ­რობთ, ერ­თ­მა­ნე­თის დღე­სას­წა­უ­ლებს ვზე­ი­მობთ, ერ­თად ვშრო­მობთ და ერ­თ­მა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით.

ჯა­ნი­კა: ეს მარ­თ­ლაც შთამ­ბეჭ­და­ვია. ხორ­ვა­ტი­ა­ში მსგავ­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ აქ უფ­რო ნათ­ლად ვგრძნობ, რამ­დე­ნად ძვირ­ფა­სია მე­გობ­რო­ბა და ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბა.

ჯა­ნი­კა და­ეხ­მა­რა ანას სოფ­ლის საქ­მე­ებ­ში – ბოს­ტ­ნის მოვ­ლა­ში, პუ­რის ცხო­ბა­სა და პა­ტა­რა ბავ­შ­ვებ­თან თა­მაშ­ში. იგი ხე­დავ­და, რო­გორ იყო ხალ­ხი ერ­თ­მა­ნეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ ინარ­ჩუ­ნებ­დ­ნენ ტრა­დი­ცი­ებს და აგ­რ­ძე­ლებ­დ­ნენ ურ­თი­ერ­თო­ბას თა­ო­ბი­დან თა­ო­ბამ­დე.

სა­ღა­მოს, ქა­რის ზუ­ზუნ­ში, რო­ცა მთებს შე­ფე­ნი­ლი სოფ­ლე­ბი დუმ­დ­ნენ, ჯა­ნი­კამ იგ­რ­ძ­ნო, რომ ეს მოგ­ზა­უ­რო­ბა მას არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, არა­მედ სა­კუ­თა­რი თა­ვის უფ­რო ღრმა გა­გე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.

არეგ­ნაზ აღა­ბა­ბი­ა­ნი
მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე
მას­წავ­ლე­ბე­ლი: იამ­ზე მსხვი­ლი­ძე

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება